მკურნალობა უცხოეთში


სტატიის ბოლოს – კბილების გათეთრების საშუალებები   ,,ამაზონზე” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

ამჟამად, სულ უფრო მეტი ადამიანი აქცევს სერიოზულ ყურადღებას კბილების ჯანმრთელობასა და ღიმილს. ეს არა მარტო სურვილი, არამედ თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნაც არის და ეს მოთხოვნა საფუძვლიანია. ადამიანი სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს ჯანმრთელობას და თავისი ცხოვრების სხვა სფეროებს. მაგალითად, იაპონიაში ნებისმიერი საუბრის დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რამდენად უფრთხილდება ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას. ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაამტკიცეს ღიმილის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში: ღია, გახსნილი ღიმილის მქონე ადამიანი მაშინვე მისდამი დადებითად განაწყობს სხვებს.

ამავდროულად, ადამიანები, ვისაც ღიად და ლამაზად გაღიმება არ შეუძლიათ, სირთულეებს განიცდიან ურთიერთობაში. თუ ადამიანს აქვს კბილების ან ღრძილების გადაუჭრელი პრობლემები, მისი ღიმილი დაჭიმული და არაბუნებრივია, ასეთი ღიმილი კი სხვა ადამიანებში სიფრთხილეს უფრო იწვევს, ვიდრე ნდობას.

ჭეშმარიტად ლამაზი ღიმილისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი:

- ღიმილის დროს ჩანს, რომ არსად კბილი არ გაკლიათ;
- თანაბარი დახრილობის მქონე სიმეტრიული კბილები;
- კბილებზე არ არის პიგმენტური ლაქები და კბილის ნებისმიერი ნადები (პიგმენტური ნადები, კბილის ქვა ან ფოლაქი). ლამაზი ღიმილი ჯანმრთელი ღიმილია;
- კბილები შედარებით გამჭვირვალეა: კბილებს უნდა ჰქონდეთ შინაგანი სიღრმე და თუ სტომატოლოგი შეძლებს კბილების კიდეებს მიანიჭოს გამჭვირვალობა, ეს ვიზუალურად აახალგაზრდავებს ადამიანს;
- ზედა ღრძილის კიდეს სწორი კონტური აქვს: ის გუგის ხაზის პარალელური უნდა იყოს;
- კბილები ოპტიმალური ფორმის და ზომისაა: ზოგჯერ ასაკის მატებასთან ერთად კბილები იცვითება, სხვა ფორმას იძენს და ეს შესამჩნევია ღიმილის დროს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ყველაზე ლამაზი ღიმილი უმრავლეს შემთხვევაში პროფესიონალი სტომატოლოგების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად მიმართავენ სტომატოლოგებს ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკულად არ აქვთ კბილების მხრივ პრობლემები, მაგრამ ოცნებობენ ლამაზ ღიმილზე. სტომატოლოგს მართლაც შეუძლია ამ ოცნების ასრულება.

ლამაზი ღიმილის შესაქმნელად მრავალი თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს. კბილებს ბუნებრივი ფერი შეიძლება დავუბრუნოთ პროფესიონალური გაწმენდით, თვალისმომჭრელი სითეთრე კი მიიღწევა ნებისმიერი ცნობილი მეთოდით პროფესიონალური გათეთრების შემდეგ. მოცვეთილი კბილები სწორდება კერამიკული გვირგვინების, ვინირების ან ლუმინირების დაყენებით. დაკარგულ კბილებს ჩაანაცვლებენ იმპლანტებით, რომლებიც პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ნამდვილი კბილებისგან. მოდის შესაბამისად, კბილებს შეიძლება უფრო მეტი ბრწყინვალება მივცეთ სკაისით ან პატარა ალმასით.

ლამაზი ღიმილი მხოლოდ მას ექნება, ვინც ყურადღებით აკონტროლებს თავისი კბილების მდგომარეობას და რეგულარულად მიდის სტომატოლოგთან. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ესმით კბილების ჯანმრთელობის მნიშვნელობა.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

..


..

_________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>

..

Comments are closed.

vaka