ოფლიანობა ორსულობისას

ოფლიანობა ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისთვის საჭირო ნივთები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>
ორსული ქალის მოვლის საშუალებები 
ბუნებრივი, ნატურალური დეოდორანტები 


ბავშვის დაბადებისათვის მზადება ყოველი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდია, რომელსაც ხშირად ოფლის ჭარბი გამოყოფა ამძაფრებს.
ჰორმონალური ფონის ცვლილებებმა და კანის საფართან სისხლის მიდინებამ შეიძლება მომავალ დედებს ხასიათი გაუფუჭოს, თუმცა ასეთ დელიკატურ სიტუაციაშიც კი არსებობს ჰიპეჰიდროზის დაძლევის რიგი საშუალებები.

ქალებში მომატებული ოფლიანობის მიზეზები

ქალის ორგანიზმი მეტად განიცდის სტრესებს და ჰორმონალურ ცვლილებებს, ვიდრე მამაკაცის. როგორც წესი, ძირითადი ურთულესი «პიკები» ემთხვევა ორსულობის და მენოპაუზის პერიოდს.
ორსულობისას მომატებული ოფლიანობის ძირითადი მიზეზია — ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები.
პრედკლიმაქტერულ ასაკში კი ჰორმონალური ცვლილებების ფონზე ასევე დამახასიათებელია სისხლის მოდინება, რაც სხეულის ტემპერატურის მატებას და ქალებში ღამის ოფლიანობის პროვოცირებას იწვევს.
ეს კი წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციაზე პასუხისმგებელი ჰორმონ ესტროგენის დონის დაქვეითებით, და ამავდროულად თირკმელზედა ჯირკვლის მოქმედების მარეგულირებელი ჰორმონების დონის მომატებითაა განპირობებული.
ორგანიზმში ბუნებრივი პროცესების გარდა, ქალებში ღამის ოფლიანობაზე მოქმედებს გაციება და ინფექციური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რაც სხეულის ტემპერატურის მატებას იწვევს.
ასევე ოფლის გამოყოფაზე უარყოფითად ისახება სხეულის ჭარბი წონა: როგორც წესი მსუქანი ქალები უფრო ხშირად განიცდიან ჰიპეჰიდროზს ვიდრე მათი გამხდარი თანატოლები.

ჭარბი ოფლიანობა ორსულობისას

ორსულობისას ჭარბი ოფლიანობა დამახასიათებელია ძირითადად ორსულობის პირველ ნახევარში. თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში, ქალი შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად, უბრალოდ დამატებითი დატვირთვის გამო ოფლიანობდეს, განსაკუთრებით თუ მრავალნაყოფიანი ორსულობაა. ორსულობისას ორგანიზმში ხდება საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების გაძლიერება, რაც კანის მდგომარეობაზეც კი აისახება: ნორმალური კანი შეიძლება ცხიმიანი გახდეს ან პირიქით მშრალი.
ორსულობის შუაში ოფლიანობის პრობლემა ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ სრულად მაინც არ ქრება. საქმე იმაშია, რომ ნაყოფის ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებით სხეულში მოცირკულირე სისხლის რაოდენობა 30-40% ით იზრდება. ორგანიზმში მომატებული სითხის რაოდენობა ზრდის ოფლისა და ვაგინალური გამონადენის გამოყოფას.
ბავშვის დაბადების შემდეგ ჭარბი ოფლიანობა გაივლის, თუმცა ზოგიერთ ახალგაზრდა დედებს ჭარბი ოფლიანობა შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირა ან ძუძუთი კვების პერიოდის ბოლომდეც კი გაუგრძელდეს.

როგორ შევამციროთ ოფლიანობა ორსულობისას

  1. ორსულები ჰიპეჰიდროზს ძალიან ფრთხილად უნდა გაუმკლავდნენ, რადგანაც არ უნდა მოხდეს ზემოქმედება ჰორმონალურ ცვლილებებზე და არ უნდა მიადგეს ზიანი ნაყოფს.
  2. საჭიროა რაციონიდან გამოირიცხოს პროდუქტები, რომლებიც ოფლიანობის პროვოცირებას იწვევს: ყავა, სანელებლები, ალკოჰოლი იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას და ასტიმულირებს ოფლის გამოყოფას.
  3. შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის (მაგალითად ბამბის ) თეთრეული და ღამის პერანგი, რადგანაც სინთეტიკა ღამის ჰიპერჰიდროზისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
  4. აირჩიეთ მეტად თავისუფალი და მსუბუქი, ნატურალური ქსოვილების სამოსი.
  5. დაირეგულირეთ ძილის რეჟიმი: თუ დასაძინებლად ერთიდაიგივე დროს დაწვებით და დღეღამეში არანაკლებ 8 საათი დაისვენებთ, მაშინ ჰიპოთალამუსი, რომელიც ძილის ციკლებზეა პასუხისმგებელი, უფრო ხარისხიანად გაართმევს თავს სხეულის ტემპერატურული რეჟიმის ნორმალიზაციას.
  6. გაანიავეთ ოთახი სადაც დიდ დროს ატარებთ. სუფთა, გრილი ჰაერი სასარგებლო იქნება არამარტო თქვენთვის ასევე თქვენი მომავალი პატარასათვის.
  7. ხშირად ისეირნეთ და მეტი იმოძრავეთ, თუმცა ზედმეტად აქტიური ფიზიკური დატვირთვისგან თავი შეიკავეთ.

ანტიპერსპირანტები და დეზოდორანტები ორსულთათვის

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოპულარული და ფართოდ რეკლამირებული ანტიპერსპირანტები და დეზოდორანტები.
ორსულებისათვის არ არის რეკომენდებული დეზოდორანტების გამოყენება, განსაკუთრებით თუ ისინი შეიცავენ ბაქტერიოციდულ და სადეზინფექციო დანამატებს (ეთილის სპირტი, ტრიკლოზანი).
ამან შეიძლება ალერგია და კანზე გამონაყარი გამოიწვიოს.
ანტიპერსპირანტების მოქმედება ოფლის გამომტანი სადინრების შევიწროებაში მდგომარეობს, რაც შესაძლოა კომპენსატორული ჰიპეჰიდროზის განვითარების მიზეზი გახდეს.
ანუ ოფლის გამოყოფა მოხდება სხეულის სხვა ნაწილებში და ასევე ორგანიზმში სითხე შეკავდება.
ეს ასევე არ არის სასარგებლო ქალისათვის, რომელსაც ჯანმრთელი შვილის გაზრდის სურვილი აქვს.
თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ ოფლიანობასთან ანტიპერსპირანტებითა და დეზოდორანტებით ბრძოლა, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მომავალ დედებმა უნდა გაითვალისწინონ ოფლიანობასთან ბრძოლის ხალხური მეთოდები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს ეფექტურობას.
ასევე შეიძლება ბუნებრივი, ნატურალური დეზოდორანტების გამოყენება, ისინი უსაფრთხოა არ შეიცავენ სპირტს, ქიმიურ დანამატებსა და არომატიზატორებს.


ოფლიანობა ორსულობისას – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ორსულობისას მომატებული ოფლიანობის ძირითადი მიზეზია — ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები
📅 ორსულობისას ჭარბი ოფლიანობა დამახასიათებელია ძირითადად ორსულობის პირველ ნახევარში. თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში, ქალი შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად, უბრალოდ დამატებითი დატვირთვის გამო ოფლიანობდეს

🩸 საქმე იმაშია, რომ ნაყოფის ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებით სხეულში მოცირკულირე სისხლის რაოდენობა 30-40% ით იზრდება. ორგანიზმში მომატებული სითხის რაოდენობა ზრდის ოფლისა და ვაგინალური გამონადენის გამოყოფას
🤔 როგორ შევამციროთ ოფლიანობა ორსულობისას?
☕️ საჭიროა რაციონიდან გამოირიცხოს პროდუქტები, რომლებიც ოფლიანობის პროვოცირებას იწვევს – ყავა, სანელებლები, ალკოჰოლი იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას და ასტიმულირებს ოფლის გამოყოფას.
👗 შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის (მაგალითად ბამბის ) თეთრეული და ღამის პერანგი, რადგანაც სინთეტიკა ღამის ჰიპერჰიდროზისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის
😴 დაირეგულირეთ ძილის რეჟიმი – თუ დასაძინებლად ერთიდაიგივე დროს დაწვებით და დღეღამეში არანაკლებ 8 საათი დაისვენებთ, მაშინ ჰიპოთალამუსი, რომელიც ძილის ციკლებზეა პასუხისმგებელი, უფრო ხარისხიანად გაართმევს თავს სხეულის ტემპერატურული რეჟიმის ნორმალიზაციას
👉 გაიგეთ მეტი ორსულთა ჰიპერჰიდროზის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3Ucz8ML
#ორსულობა #ორსულთაოფლიანობა #ორსულთაჰიპერჰიდროზი #ჭარბიოფლიანობა #დისკომფორტიორსულობისას #გულისრევა #მკერდისტკივილი #ხშირიშარდვა #თავისტკივილი #ზურგისტკივილი #ოფლიანობა #კოფეინი #ჰორმონალურიცვლილებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 

..