ატენოლოლ-დენკი 50

ატენოლოლ-დენკი 50

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

Atenolol – Denk 50

Beta blocker

ატენოლოლ – დენკი 50

ბეტა ბლოკატორი

გამოყენების ინსტრუქცია:

აუცილებელია ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა .

შემადგენლობა:

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ატენოლოლს .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატენოლოლი წარმოადგენს ჰიდროფილურ, ბეტა – რეცეპტორის ბლოკატორს, რომელიც შედარებითსელექტიურად მოქმედებს β 1 – რეცეპტორებზე ( კარდიოსელექტიურია ). მას არ გააჩნია შინაგანისიმპათომიმეტური მოქმედება და მემბრანის მასტაბილიზირებელი ეფექტი .

სიმპათომიმეტური ტონუსის დაქვეითებით პრეპარატი ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს და ძალას,AV გამტარობას და პლაზმის რენინის აქტივობას . β 2 – რეცეპტორების დაინჰიბირების ხარჯზეატენოლოლს შეუძლია გაზარდოს გლუვი კუნთების ტონუსი .

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ, ატენოლოლის 50% შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან . რადგან ატენოლოლიარ განიცდის ღვიძლში პირველი გასვლის მეტაბოლიზმს, ამის გამო მისი სისტემური შეწოვა შეადგენსდაახლოებით 50%- ს . პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 2-4 საათისშემდეგ . პლაზმის ცილებს უერთდება პრეპარატის 3%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.7ლ / კგ – ს .

ატენოლოლი მხოლოდ მცირედ განიცდის მეტაბოლიზმს . რაიმე კლინიკური ღირებულების მქონემეტაბოლიტები არ წარმოიქმნება .

ატენოლოლის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით 48 საათისგანმავლობაში . თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში, ატენოლოლის ნახევარგამოყოფისპერიოდი შეადგენს 6-10 საათს . თირკმლის ტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში ნახევარგამოყოფისპერიოდი იზრდება 140 სთ – მდე .

ჩვენებები:

–              გულის ფუნქციური ჩივილები ( ჰიპერკინეზური გულის სინდრომი, ჰიპერტონიისრეგულაციის დარღვევები ).

–              კარდიოვასკულარული დაავადებები ( ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია ანარასტაბილური სტენოკარდია, იმ შემთხვევაში თუ მომატებულია გულის რითმი და არტერიულიწნევა ).

–              ტაქიკარდიით მიმდინარე არითმია:

–           სუპრავენტრიკულური არითმია; დამატებითი თერაპიული საშუალების სახითგამოიყენება თირეოტოქსიოზით გამოწვეული სინუსური ტაქიკარდიის, პაროქსიზმულისუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის, წინაგულების ფიბრილაციის და ციმციმის დროს ( იმშემთხვევაში თუ საგულე გლიკოზიდების მაღალი დოზებით ვეღარ ხერხდება მათი მკურნალობა ).

–           ვენტრიკულური არითმია, მათ შორის სიმპათიკური სისტემის გააქტიურებით (ფიზიკური დატვირთვა, ინდუქციის ფაზა ანესტეზიის დროს, ჰალოთანის ანესთეზია დაეგზოგენური სიმპათომიმეტური საშუალებების დანიშვნა ) გამოწვეული ვენტრიკულურიექსტრასისტოლები, ვენტრიკულური ტაქიკარდია და ვენტრიკულური ფიბრილაცია ( გამოიყენებამხოლოდ დროებით, განსაკუთრებით როდესაც ვენტრიკულური არითმია ვითარდებასიმპათიკური სისტემის გააქტიურების გამო ).

–           მაღალი არტერიული წნევა ( არტერიული ჰიპერტენზია ).

მიღების წესი და დოზა:

თუ არ არის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი გაიდლაინები .ატენოლოლ – დენკ 50 მიიღება ინსტრუქციის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შესაძლებელია ვერიმოქმედოს შესაბამისად .

–           ფუნქციონალური კარდიოვასკულარული ჩივილები ( ჰიპერკინეზური გულის სინდრომი,ჰიპერტონიის რეგულაციის დარღვევები ): ატენოლოლ – დენკ 50 – ის 1/2 შემოგარსული ტაბლეტიერთჯერ დღეში ( შეესაბამება 25 მგ ატენოლოლს ).

–           კარდიო – ვასკულარული დარღვევები ( ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია ანარასტაბილური სტენოკარდია ): ატენოლოლ – დენკ 50 – ის 1-2 შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერდღეში ( შეესაბამება 50-100 მგ ატენოლოლს ).

–           ტაქიკარდიით მიმდინარე გულის არითმიები ( სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანიარითმიები ): 50-100 მგ ატენოლოლი 1-2 – ჯერ დღეში ( შეესაბამება ატენოლოლ – დენკ 50 – ის 1-4შემოგარსულ ტაბლეტს ).

–           მაღალი არტერიული წნევა: მკურნალობის დასაწყისში მიიღება ატენოლოლ – დენკ 50 – ის 1შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერ დღეში ( შეესაბამება 50 მგ ატენოლოლს ). საჭიროების შემთხვევაშიდოზა შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ 2 ტაბლეტამდე 1 – ჯერდღეში ( შეესაბამება 100 მგ ატენოლოლს ).

თუ ძლიერ შემცირდება გულისცემა და / ან არტერიული წნევა ან გამოვლინდება სხვა გართულება, ასეთშემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს .

შენიშვნა:

დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის ძლიერი დაქვეითების შემთხვევაში . თუ კრეატინინისკლირენსი შემცირებულია და შეადგენს 10-30 მლ / წთ – ს ( შრატის კრეატინინი > 1.2 < 5 მგ / დლ ), ასეთშემთხვევაში დოზა უნდა განახევრდეს, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს < 10 მლ / წთ – ს (შრატის კრეატინინი > 5 მგ / დლ ), მაშინ მიიღება სტანდარტული დოზის 1/4.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად შესაბამისი რაოდენობის სითხესთან ერთად ( მაგალითადერთი ჭიქა წყალი ), საკვების მიღებამდე .

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას .

თუ პაციენტს სურს მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთვისუნდა მიმართოს მკურნალ ექიმს .   თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს სურს ატენოლოლისმიღების შეწყვეტა ან შეჩერება, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს საფეხურეობრივად, რადგანმკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის იშემია, სტენოკარდიის გაძლიერება,გულის ინფარქტი ან ჰიპერტენზიის გაუარესება .

უკუჩვენება:

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

–           გულის კუნთის სისუსტე ( მანიფესტირებული გულის უკმარისობა ).

–           შოკი .

–           ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა (II და III ხარისხის ბლოკადა ).

–           სინუსის კვანძის სისუსტე .

–           იმპულსის გამტარებლობის დარღვევა სინუსის კვანძსა და წინა გულებს შორის ( სინო – ატრიალური ბლოკადა ).

–           თუ მკურნალობამდე პულსი ნაკლებია 50 დარტყმაზე წუთში ( ბრადიკარდია ).

–           ძალიან დაბალი არტერიული წნევა ( ჰიპოტონია: სისტოლური წნევა ნაკლებია 90 მმ . ვწყ – ზე .

–           სისხლში მჟავა გარემოს შექმნა ( აციდოზი )

–           ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილება ( ბრონქული ჰიპერაქტივობა, მაგალითად ასთმურიბრონქიტი )

–           პერიფერიული ცირკულატორული დარღვევების გვიანი სტადია .

–           MAO ინჰიბიტორებთან ( მაგ . MAO – B ინჰიბიტორები ) ერთად კომბინირებული მიღება .

–           ალერგია ატენოლოლის, სხვა ბეტა – ადრენორეცეპტორების ბლოკატორების ან პრეპარატშიშემავალი დამხმარე ინგრედიენტების მიმართ .

უკუნაჩვენებია ვერაპამილის და დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ან სხვა ანტი – არითმიული პრეპარატების ( მაგალითად დიზოპირამიდი ) შეყვანა ინტრავენურად, იმ შემთხვევაში თუპაციენტი ღებულობს ატენოლოლს ( გამონაკლისს წარმოადგენს ინტენსიური მკურნალობა ).

მნიშვნელოვანი გართულებები:

არ არის დადგენილი .

გვერდითი მოვლენები:

განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემისმოვლენები, მათ შორის დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა,ოფლიანობა, ლეთარგია, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, კოშმარები ან უფრო მძაფრისახის სიზმრები, უძილობა და დეპრესია .

იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება ( ჰიპოტონია ), გულისცემისშემცირება ( ბრადიკარდია ), გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდი ( სინკოპე ), ატრიოვენტრიკულურიგამტარებლობის დარღვევა ან გულის კუნთის დასუსტება ( გულის უკმარისობა ).

ცალკეულ შემთხვევებში იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულ – მკერდის ტკივილის შეტევები (სტენოკარდია ), მოსალოდნელია აღნიშნული ჩივილის ინტენსივობის მომატება .

შესაძლებელია განვითარდეს კუჭ – ნაწლავის გარდამავალი სიმპტომები ( გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა ).

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები ( სიწითლე, ქავილი,გამონაყარი ).

იშვიათ შემთხვევებში კიდურებში შესაძლებელია განვითარდეს ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება,დაბუჟება ან სიცივის შეგრძნება ( პარესთეზია ). იშვიათად ვითარდება კუნთების სისუსტე   და კუნთებისსპაზმი . აღნიშნული ეფექტეი განსაკუთრებით გამოხატულია პერიფერიული ცირკულატორულიდარღვევების მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თითებისარტერიების სპაზმი ( რეინოს სინდრომი ).

იმის გამო, რომ არსებობს სასუნთქი გზების რეზისტენტობის გაზრდის ალბათობა, ბრონქოსპაზმისკენმიდრეკილ პაციენტებში  ( განსაკუთრებით სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს )შესაძლებელია განვითარდეს რესპირატორული დისტრესის სინდრომი .

იშვიათად ვლინდება პირის სიმშრალე, კონიუქტივის ანთება ( კონიუქტივიტი ) ან ცრემლისგამომუშავების შემცირება .

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ფარულად მიმდინარე დიაბეტი ( ლატენტურიშაქრიანი დიაბეტი ) ან გაუარესდეს უკვე გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა . ინტენსიურიდახანგრძლივი შიმშილის დროს ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ატენოლ – დენკ 50 – ისმიღებამ შესაძლებელია შეამციროს სისხლში გლუკოზის დონე ( ჰიპოგლიკემია ). აგრეთვე შესაძლებელიაშეინიღბოს ჰიპოგლიკემიის ნიშნები, როგორიც არის გაძლიერებული გულისცემა ( ტაქიკარდია ) დათითების კანკალი ( ტრემორი ). ბეტა – ადრენორეცეპტორის ბლოკატორებმა როგორიც არის მაგალითადატენოლოლ – დენკ 50, შესაძლებელია გამოიწვიოს ვულგარული ფსორიაზი ან გააუარესოს აღნიშნულიდაავადების სიმპტომები ან გამოიწვიოს ფსორიაზისთვის დამახასიათებელი გამონაყარი .

ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება .

ატენოლოლ – დენკ 50 – მა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვიოს მეტაბოლიზმის დარღვევა . მიუხედავადიმისა, რომ ტოტალური ქოლესტერინის დონე შესაძლებელია იყოს ნორმალური, სისხლში მცირდება HDL – ქოლესტერინის დონე და იზრდება ტრიგლიცერიდების დონე .

ატენოლოლ – დენკ 50 – მა შესაძლებელია შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები ( მაგალითადტაქიკარდია, ტრემორი ) ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში .

თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ზემოთ აღწერილი, დაუყოვნებლივ უნდამიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

განსაკუთრებული სიფრთხილე:

ატენოლოლ – დენკ 50 სიფრთხილით მიიღება თირკმლის ძლიერ დარღვეული ფუნქციის შემთხვევაში,რადგან სხვა ბეტა – ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენების შემთხვევაში გამოვლინდათირკმლის ფუნქციის გაუარესება .

ატენოლოლ – დენკ 50 – ის მკურნალობისას რეგულარულად უნდა გადამოწმდეს ღვიძლის ფუნქციურიმაჩვენებლები, რადგან სხვა ბეტა – ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას გამოვლინდაღვიძლის ფუნქციის დარღვევა . სხვა ბეტა – ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას კანზე დალორწოვან გარსებზე განვითარდა სისხლიანი ლაქები, რასაც თან ახლდა ან არ ახლდა თრომბოციტებისრაოდენობის დაქვეითება ( თრომბოციტოპენია და არა – თრომბოციტოპენიური პურპურა ). ამის გამოატენოლ – დენკ 50 – ის მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს ასეთი ნიშნების გამოვლენას .

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ . ინდივიდუალური რეაქციები სხვადასხვაპაციენტში სხვადასხვანაირად ვლინდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვამექანიზმების მართვაზე . ეს განსაკუთრებით შეიძლება გამოიხატოს მკურნალობის დასაწყისში, დოზისგაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას ან ალკოჰოლთან ერთად კომბინირებულის გამოყენებისას .

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

გადაჭარბებული დოზის სიდიდიდან გამომდინარე, ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი ძირითადადგამოიხატება კარდიოვასკულარული და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ . შესაძლებელიაგანვითარდეს შემდეგი სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შემცირება დაგულის გაჩერებაც კი, გულის ფუნქციის დაქვეითება ( გულის უკმარისობა ), კარდიოგენული შოკი .აგრეთვე დამატებით შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები სასუნთქი სისტემის მხრივ, ბრონქოსპაზმი,გულისრევა, გონების დაბინდვა, ზოგჯერ გენერალიზირებული კრუნჩხვები . თუ პაციენტს გაუჩნდა ეჭვიდოზის გადაჭარბების შესახებ, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს .

თერაპიული ზომების მიღება დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

დოზის გადაჭარბების ან გულის რითმის და / ან არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაშიატენოლოლ – დენკ 50 – ით მკურნალობა უნდა შეწყდეს .

საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მათი დარეგულირებაექიმის მეთვალყურეობის ქვეშ . დოზის გადაჭარბების დროს ანტიდოტის სახით გამოიყენება შემდეგიპრეპარატები:

ატროპინი: 0.5-2.0 მგ ინტრავენური დარტყმითი დოზის სახით .

გლუკაგონი: დასაწყისში ინტრავენურად შეჰყავთ 1-10 მგ, ხოლო შემდგომ პერიოდში 2-2.5 მგ / სთწვეთოვანი ინფუზიის სახით .

სიმპათომიმეტური საშუალებები, რაც დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ეფექტებზე: დოფამინი,დობუტამინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი და ადრენალინი .

ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი პეის – მეიკერის ჩადგმა .

ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს β 2 – სიმპათომიმეტური საშუალებებიაეროზოლის სახით ( ან თუ ეფექტი არასაკმარისია, ასეთ შემთხვევაში ინტრავენური ინფუზიის სახით ) ანამინოფილინი ი / ვ .

გენერალიზირებული   გულყრის შემთხვევაში რეკომენდირებულია დიაზეპამის შეყვანა ნელიინტრავენური ინფუზიის სახით .

შესაძლებელია ატენოლოლის ელიმინაცია დიალიზის საშუალებით .

ატენოლოლის მცირე დოზის მიღება:

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ატენოლოლ – დენკ 50 ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ მკურნალობის სარგებლის და მასთანდაკავშირებული რისკის შეფასების შემდეგ . ლაქტაციის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმისმეთვალყურეობის ქვეშ .

ბავშვები და ხანდაზმულები:

რადგან ბავშვებში არ არსებობს შესაბამისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ, ატენოლოლ – დენკ 50 არ გამოიყენება აღნიშნულ ჯგუფში .

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ ) დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციისშესაბამისად ( იხ . დოზირება ).

სიფრთხილით:

ქვემოთ მოყვანილია შემთხვევები, როდესაც ატენოლოლ – დენკ 50 მიიღება განსაკურებული სიფრხილით .საჭიროა ექიმის კონსულტაცია . ეს აგრეთვე გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ადრეცH ჰქონია მსგავსი შემთხვევები .

ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში ატენოლოლ – დენკ 50 ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუმკურნალობის სარგებელი აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკს:

–           ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის მსუბუქი ხარისხის დარღვევა (I ხარისხის ბლოკი ).

–           დიაბეტიანი პაციენტები ( შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები ), რომელთა სისხლშიცგლუკოზის დონე მუდმივად მერყეობს ( მდგომარეობა, რომლის დროსაც შესაძლებელია ძალიანშემცირდეს გლუკოზის დონე სისხლში ).

–           ხანგრძლივი შიმშილი და ფიზიკური დატვირთვა ( მდგომარეობა, რომლის დროსაცმოსალოდნელია გლუკოზის დონის დაქვეითება სისხლში ).

–           ჰორმონის მაპროდუცირებელი თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ( ფეოქრომოციტომა;თუ მანამდე პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ალფა – რეცეპტორების ბლოკატორებით ).

–           თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები ( იხ . დოზირება ).

თუ პაციენტს ამჟამად აქვს, ან ანამნეზში აღენიშნება ან ოჯახური ისტორიიდან ვლინდება მიდრეკილებაფსორიაზის მიმართ, ასეთ შემთხვევაში ბეტა – რეცეპტორების ბლოკატორები ინიშნება მხოლოდმკურნალობის სარგებელის და მასთან დაკავშირებული რისკის შეფასების შემდეგ .

ბეტა – რეცეპტორების ბლოკატორებმა შესაძლებელია ხელი შეუწყონ ალერგიული რეაქციებისგანვითარებას და აგრეთვე გააძლიერონ ანაფილაქსიური რეაქციების სიმწვავე . მიღების წესი მკაცრადუნდა დაიცვან პაციენტებმა, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები და აგრეთვე მათ,ვისაც უტარდებათ ალერგიული რეაქციების დამაქვეითებელი მკურნალობა ( დესენსიბილიზაცია ) (შენიშვნა: მოსალოდნელია ანაფილაქსიური რეაქციების გაძლიერება ).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:

ატენოლოლ – დენკ 50 – ის   და სხვა პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელიაგამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:

–           არტერიული წნევის დამქვეითებელი პრეპარატები, დიურეტიკები, ვაზოდილატატორები,ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინი: ზრდიან არტერიულ წნევასატენოლოლ – დენკ 50 – ის ეფექტის შემცირების ხარჯზე .

–           არითმიის სამკურნალო პრეპარატები: შესაძლებელია გაძლიერდეს ატენოლოლისდამთრგუნველი მოქმედება გულზე ( კარდიო – დეპრესიული მოქმედება ).

–           ვერაპამილის და დილტიაზემის ტიპის კალციუმის არხის ანტაგონისტები, არითმიისსამკურნალო სხვა პრეპარატები ( მაგალითად დიზოპირამიდი ): მოსალოდნელია არტერიული წნევისმკვეთრი დაქვეითება ( ჰიპოტენზია ), გულისცემის შემცირება ( ბრადიკარდია ) ან სხვა სახისარითმიები .

–           ნიფედიპინის ტიპის კალციმის არხის ანტაგონისტები: არტერიული წნევის მკვეთრიდაქვეითება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში განვითარდა   გულის უკმარისობა .

–           საგულე გლიკოზიდები, რეზერპინი, ალფა – მეთილდოპა, გუანფაცინი, კლონიდინი:გულისცემის შემცირება, გულის გამტარებლობის დაქვეითება .

თუ ატენოლოლ – დენკ 50 – ის   მკურნალობის დროს პაციენტი უეცრად შეწყვეტს კლონიდის მიღებას,ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერი მომატება . შესაბამისად ატენოლოლ – დენკ50 – ის   მკურნალობა უნდა შეწყდეს კლონიდინის მიღების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე . ამისშემდეგ კლონიდინის მკურნალობა უნდა შეწყდეს საფეხურეობრივად .

–           ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ინსულინი: ჰიპოგლიკემიური ეფექტების გაძლიერება .შესაძლებელია მოხდეს ჰიპოგლიკემიის ნიშნების, მაგალითად გახშირებული გულისცემის (ტაქიკარდია ) და თითების კანკალის ( ტრემორი ) მასკირება ან შემცირება .

–           ნორადრენალინი და ადრენალინი: მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება .

–           ანთების სამკურნალო პრეპარატები ( მაგალითად ინდომეტაცინი ): შესაძლებელიაშემცირდეს ატენოლოლის ჰიპოტენზიური ეფექტი .

–           საანესთეზიო საშუალებები და ნარკოტიკები: ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება,გულის ფუნქციის დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება ( ნეგატიური ინოტროპული ეფექტი .ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ატენოლოლს ).

–           პერიფერიული მიორელაქსანტები ( მაგალითად სუქსამეთონიუმის ჰიდროქლორიდიტუბოკურარინი ): ატენოლოლი აძლიერებს და ახანგრძლივებს მიორელაქსანტების მოქმედებას (ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ატენოლოლს ).

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მკურნალობა აგრეთვე ეხება უახლოესი პერიოდის განმავლობაშიმიღებულ პრეპარატებს .

შენახვის პირობები:ინახება არა უმეტეს 25 °C   ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელადგილას .

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #30

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი:

DENK PHARMA Gmbh & Co. KG

Prinzregentenstr. 79, 81675 Muenchen, Germany

დენკ ფარმა გმბჰ & კო . კგ

პრინზრეგენტერსტრ . 79, 81675 მუნხენი, გერმანია

მწარმოებელი:

DENK PHARMA Gmbh & Co. KG

Gollstr. 1, 84529 Tittmoning, Germany

დენკ ფარმა გმბჰ & კო . კგ

გოლსტრ . 1, 84529 ტიტმონინგ,

გერმანია