ბეტროპილი

ბეტროპილი

გამოყენების ინსტრუქცია

ბეტროპილი
Betropil

სავაჭრო დასახელება: ბეტროპილი
წამლის ფორმა: კაპლეტები 400 მგ #24

შემადგენლობა: ერთი კაპლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

პირაცეტამი 200 მგ

ცერებროპროტეინი ( ცერებროლიზატი ) 120 მგ

გლუტამინის მჟავა 20 მგ

ხონდროიტინის სულფატი 20 მგ

ვიტამინი B 1   0,5 მგ

ვიტამინი B 2   0,5 მგ

ვიტამინი B 6   0,25 მგ

ვიტამინი E   2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინი

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ბეტროპილი კომპლექსური პრეპარატია გამოხატული ანტიჰიპოქსიური, ნოოტროპული და სისხლძარღვთაგამაფართოებელი მოქმედებით .

ბეტროპილი ახდენს ნეიროპროტექტიურ მოქმედებას იშემიზირებული თავის ტვინის ფუნქციურაქტივობაზე და მეტაბოლიზმზე, ამაღლებს თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მდგრადობასჰიპოპერფუზიის პირობებში, აღკვეთავს თავის ტვინის სისხლდენის შემცირებას იშემიის შემდგომრეპერფუზიურ პერიოდში . პრეპარატი ხელს უწყობს ადაპტაციას იშემიის დამაზიანებელ მოქმედებასთან .ნახშირწყლოვანი მარაგის გამოფიტვის დათრგუნვით, თავის ტვინის მიერ გლუკოზისა და ჟანგბადისუტილიზაციის პოსტიშემიური D დაქვეითებისა და შესაბამისად ლაქტატის პროგრესირებადი დაგროვებისპროცესის   ბლოკადით, პრეპარატი განაპირობებს იშემიის დამაზიანებელი მოქმედების მიმართორგანიზმის ადაპტაციას . ამასთან, უმჯობესდება ცერებრულ სისხლძარღვთა აუტორეგულარულირეაქციების მაჩვენებლები .

ბეტროპილი ამცირებს სწავლის და მეხსიერების დარღვევებს და ხელს უწყობს მათ პრევენციას, რომლებიცჩნდება თავის ტვინის სისხლძარღვთა მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, სხვადასხვა გენეზისმსუბუქი და ზომიერი კოგნიტიური დარღვევებისას, ახდენს ანტიოქსიდანტურ ეფექტს, აუმჯობესებსყურადღების კონცენტრირებას და შრომის უნარიანიობას .

ბეტროპილი ახდენს სისხლძარღვთა კედლის მემბრანული სტრუქტურის სტაბილიზირებას,თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას, მიკროცირკულაციის დარღვევების ნორმალიზებასათეროგენეზის ადრეულ სტადიებზე, მას აქვს ჰიპოლიპიდემური მოქმედება, ამცირებს ზოგადიქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას .

ბეტროპილი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც შედგება რვა კომპონენტისგან

ცერებროპროტეინი – გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ნეიროსპეციფიური მულტიმოდალური ეფექტი .ასტიმულირებს თავის ტვინში აერობულ ცვლას, ცილის სინთეზს, იცავს ნეირონებს ლაქტაციდოზისდამაზიანებელი მოქმედებისგან, თავიდან აცილებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ამცირებსგლუტამატის ნეიროტოქსიკურ მოქმედებას, ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიისა და იშემიისპირობებში .

პირაცეტამი – ცნს – ში ააქტივებს ასოციაცურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აუმჯობესებსმეხსიერებას, განწყობას და მენტალობას ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანებში, სტიმულირებს ტვინისინტეგრაციულ მოქმედებას და ინტელექტუალურ აქტივობას, აუმჯობესებს სინაფსურ გამტარობას ქერქშიდა კავშირს თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის .

ამსუბუქებს სწავლის პროცესებს, აღადგენს და სტაბილიზირებას ახდენს ტვინის დარღვეულ ფუნქციებს (ცნობიერებას, მეხსიერებას, მეტყველებას ), ამაღლებს გონებრივ შრომის უნარიანობას . ახდენს ატფ – ისდა ადფ – ის თანაფარდობის ნორმალიზებას ( ააქტიურებს ადენილატციკლაზას დანუკლეოტიდფოსფატაზის ინჰიბირებას ახდენს ), ზრდის ფოსფოლიპაზა A – ს აქტივობას, ასტიმულირებსნერვულ ქსოვილში პლასტიკურ და ბიოენერგეტიკულ პროცესებს, აჩქარებს ნეირომედიატორების ცვლას .ამაღლებს თავის ტვინის ქსოვილის მდგრადობას ჰიპოქსიისა და ტოქსიკური ზეგავლენის მიმართ,აძლიერებს ბირთვის რნმ – ის და ფოსფოლიპიდების სინთეზს, ასტიმულირებს გლიკოლიზურ პროცესებს,აძლიერებს თავის ტვინში გლუკოზის უტილიზაციას . აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აბლოკირებსთრომბოციტების აგრეგაციას, ახდენს ერითროციტების გამავლობის უნარის ოპტიმიზაციასმიკროსისხლძარღვებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინის იშემიზირებულ ნაწილებში .აძლიერებს ალფა – და ბეტა – აქტივობას ეეგ – ზე და ამცირებს დელტა – აქტივობას . ამცირებსვესტიბულარული ნისტაგმის გამოხატულებას . აქვს ნეიროპროტექტული მოქმედება ჰიპოქსიის, ტრავმის,ინტოქსიკაციის, ელექტროკრუნჩხვითი მოქმედების დროს . სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება არგააჩნია . ანტიჰიპოქსიურ მოქმედებასთან დაკავშირებით ეფექტურია მიოკარდის ინფარქტის კომპლექსურითერაპიის დროს .

გლუტამინის მჟავა – კომპლექსური პრეპარატის შემადგენლობაში ყველა მოქმედი ნივთიერების ეფექტიპოტენციირდება . გლუტამინის მჟავა დამატებულია როგორც ამინომჟავების, ანტიოქსიდანტების,გლიკოზიდების, ბიოფლავონოიდების და ვიტამინების დამატებითი წყარო თავის ტვინის ქსოვილებშიგაცვლითი პროცესების გაუმჯობესებისთვის ჰიპოქსიის, ინსულტისშემდგომი პერიოდის, ქალის ტვინისტრავმის, ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანებების, შაკიკის,ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების, ნებისყოფითი დაფსიქოემოციური სფეროს დარღვევების,   ვესტიბულარული დარღვევების დროს . ფარმაკოლოგიურიმოქმედება ნეირომედიატორულია, სტიმულირებს სინაფსებში აგზნების გადაცემას, ასტიმულირებსმეტაბოლიზმს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში . მონაწილეობს ცილისა და ნახშირწყლების ცვლაში,ასტიმულირებს დაჟანგვის პროცესებს, აფერხებს დაჟანგვით – აღდგენითი პოტენციალის შემცირებას,ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ . არეგულირებს ნივთიერებთა ცვლას,დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას, ხელს უწყობს ამიაკის გაუვნებელყოფას და ორგანიზმიდან გამოყოფას .

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

( ვიტამინი B1,   ვიტამინი B2, ვიტამინი B6 )

ვიტამინი B1 ( თიამინი ) კეტომჟავების დეკარბოქსილირებისთვის თიამინი წარმოადგენსნახშირწყლოვანი ცვლისთვის აუცილებელი კოენზიმის ძირითად კომპონენტს . ის დიდ როლს თამაშობსნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნებისგატარებაში . თიამინის უკმარისობა იწვევს პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემისდარღვევას, ასევე დარღვევას გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ .

ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი ) – დაჟანგვის პროცესებში მონაწილე მრავალი ფლავოპროტეინულიფერმენტის შეუცვლელი კომპონენტია . ხელს უწყობს სისხლძარღვთა ( მათ შორის კაპილარების )გამაგრებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის მდგომარეობას .

ვიტამინი B6 ( პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ) – აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენაცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაზე და საჭიროა ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის,სისხლის წარმოქმნისთვის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურიფუნქციონირებისთვის .

ქონდროიტინის სულფატი – აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქონდროპროტექტური დატკივილგამაყუჩებელი ეფექტი . ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას . მონაწილეობს შემაერთებელიქსოვილის ბიოსინთეზში და ამის წყალობით შეუძლია, ხელი შეუწყოს რღვევის პროცესების კუპირებას,ასტიმულირებს ქსოვილის რეგენერაციას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აღკვეთავსარტერიოსკლეროზის განვითარებას . ჰიალურონის მჟავის ბიოსინთეზის ნორმალიზებას ახდენს .

ვიტამინი E – აძლიერებს სტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისმოქმედებას, ამცირებს საგულე გლიკოზიდების, ვიტამინ  A და D – ს ტოქსიურობას . აქვსანტიოქსიდანტური აქტივობა, მონაწილეობს ქსოვილების მეტაბოლიზმის პროცესებში, აღკვეთავსერითროციტების ჰემოლიზს, კაპილარების გამტარობის და   მსხვრევადობის, სათესლე არხების დასაკვერცხეების, პლაცენტის ფუნქციურ დარღვევებს, აწესრიგებს რეპროდუქციულ ფუნქციას, აფერხებსათეროსკლეროზის, გულის კუნთის და ჩონჩხის კუნთების დეგენერაციულ – დისტროფული ცვლილებებისგანვითარებას, აუმჯობესებს მიოკარდის კვებას და შეკუმშვის უნარს, ამცირებს მიოკარდის მიერჟანგბადის მოხმარებას . აბრკოლებს თავისუფალ – რადიკალურ რეაქციებს, აღკვეთავს პეროქსიდებისწარმოქმნას, რომლებიც უჯრედურ და სუბუჯრედურ მემბრანებს აზიანებს . აუმჯობესებს ქსოვილებისკვებას, სტიმულირებს ცილების ( კოლაგენის, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების ფერმენტული,სტრუქტურული და შეკუმშვის პროცესში მონაწილე ცილების სინთეზს, იცავს   ვიტამინ A – სდამჟანგველებისგან . შეწოვის პროცესში ქმნის კომპლექსს ლიპოპროტეინებთან, რომლებიც წარმოადგენენვიტამინის E – ს შიდაუჯრედული გადამტანებს .

ჩვენებები

ბეტროპილის ფარმაკოლოგიური მოქმედების მრავალფეროვნების გამო მას კლინიკურ პრაქტიკაში ფართოგამოყენების სპექტრი აქვს, ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში, როგორც მონოთერაპიისსახით, ისე კომპლექსში სხვა პრეპარატებთან .

–           ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმები, რომლებსაცთან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალურ – მნესტური ფუნქციების დარღვევა, ტვინისსისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;

–             თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტისაღდგენითი პერიოდი;

–           თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები ( ქალა – ტვინის და ზურგის ტვინისტრავმა, ქალისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა );

–           ქრონიკული ცერებროვასკულარული პათოლოგია ( დისცირკულატორული ენცეფალოპათია);

–           ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება; დარღვევები, რომლებიც ბავშვებშიყურადღების დეფიციტთანაა დაკავშირებული;

–           სხვადასხვა გენეზის დემენციის სინდრომი ( ალცჰეიმერის დაავადება ), ანტიდეპრესანტებისმიმართ რეზისტენტული ენდოგენური დეპრესია;

–           პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;

–           ნევროლოგიური სინდრომები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს,გადატანილი ინფექციების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში .

–           პრეპარატ ბეტროპილის ჩართვა ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონეავადმყოფების კომპლექსურ თერაპიაში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებებისგამოხატულობას და აუმჯობესებს სარეაბილიტაციო პერიოდის მიმდინარეობას .

დოზირება და გამოყენების წესი:

მოზრდილებისთვის 1 კაპლეტი 2-3 – ჯერ დღეში; 5 წლის ზემოთ ბავშვებისთვის 1 კაპლეტი ერთხელდღეში . მკურნალობის კურსი – წელიწადში 2-3 – ჯერ .

უკუჩვენებები:

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

თირქმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;

პარკინსონიზმი;

ორსულობა;

ლაქტაცია ( ძუძუთი კვება );

5 წლამდე ასაკის ბავშვები;

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

სისხლდენის და სისხლდენისთვის მიდრეკილების დროს საჭიროა სიფრთხილე .

გვერდითი ეფექტები:

ჩვეულებრივ პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა . იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიულირეაქციები, დისპე ფსი ური აშლილობები, გულისრევა და სიმშრალე პირის ღრუში, დიარეა, რომლებიცსწრაფად ქრება თავისთავად ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე . ხანგრძლივი მიღებისასშესაძლებელია მეტეორიზმის გამოვლინება, ძილის დარღვევები ( მძინარობა ან დაძინების დარღვევა ).

შენახვის პირობებიინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ინახება არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე .ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისობის ვადა:

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა რეცეპტით )

მწარმოებელი:

Changchun Changqing Pharmaceutical Group Co., LTD PRC

527 ჰაიკოუს გზატკეცილი, ჩინეთი

წარმოებულია:

Unimed Group Corp. USA – სთვის