გუარემი

გუარემი

გამოყენების ინსტრუქცია

გუარემი
( GUAREM )

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო დასახელება: guar gum

ძირითადი ფიზიკო – ქიმიური თვისებები: თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდე ფერის გრანულები;

შემადგენლობა: 1 პაკეტი / დოზა შეიცავს დაახლოებით 5 გ გუარის   კუპრს

გამოშვების ფორმა . პერორალური გამოყენების ხსნარის მოსამზადებელი გრანულები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი .    გუარის   კუპრი . ათქ კოდი A01BX01.

ფარმაკოლოგიური თვისებები .

ფარმაკოდინამიკა . გუარის   კუპრი წარმოადგენს საკვებ უჯრედისს, რომელიც მიიღება Cyamopsis tetragonolobus თესლების ენდოსპერმისაგან . გუარის   კუპრი პოლისაქარიდია, რომელიც წყალთანერთად წარმოქმნის წებოვან გელს .

გუარის   კუპრი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს კუჭის დაცლას, ასევე ნახშირწყლების აბსორბციასწვრილ ნაწლავში . ამგვარად, იგი ამცირებს ჰიპერგლიკემიას და ინსულინის კონცენტრაციებს .ხანგრძლივი გამოყენების დროს გუარის   კუპრი ამცირებს სისხლში გლუკოზის შემცველობასდაახლოებით 1-2 მოლით .

ითვლება, რომ შრატში ქოლესტერინის შემცირების ეფექტი განპირობებულია ქოლესტერინისდაქვეითებული აბსორბციით, ნაღვლის მჟავების მომატებული სეკრეციით, ასევე ქოლესტერინისმომატებული მეტაბოლიზმით ღვიძლში . ამგვარად, გუარის   კუპრის ეფექტი ჰგავს ნაღვლის მჟავებისშემაერთებელი კუპრების ეფექტს . მონოთერაპიის გამოყენებისას გუარის   კუპრი ამცირებს ქოლესტერინისსაერთო და   დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეებს შრატში დაახლოებით 10-15%- ით .

ფარმაკოკინეტიკა . გუარის   კუპრი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან . გუარის  კუპრი ნაწილობრივ იშლება ბაქტერიებით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში . გუარის   კუპრი დაახლოებით20% ზრდის განავლის მასების მოცულობას .

გამოყენების ჩვენებები

სიმსუქნე . მოზრდილების შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც აღინიშნება სიმსუქნე და მხოლოდდიეტით ჩატარებული თერაპია სასურველ შედეგებს არ იძლევა .

მოზრდილების შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც პერორალური პრეპარატების პირველადმა მიღებამშესაძლებელი ვერ გახადა საკმარისი თერაპიული ეფექტის მიღწევა იმ შემთხვევაშიც, როდესაცშეუძლებელია გადასვლა თერაპიაზე კომბინაციით სულფანილშარდოვანა – ბიგუანიდი .

მოზრდილების ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, როდესაც არ მიიღწევა მინიმალურიეფექტიც კი, და როდესაც ინსულინოთერაპიაზე გადასვლა სასურველი არ არის .

იუვენილური შაქრიანი დიაბეტი და მოზრდილების შაქრიანი დიაბეტი იმ შემთხვევებში, როდესაცაუცილებელია ძალიან მაღალი ჰიპერგლიკემიის პრევენცია .

ჰიპერქოლესტერინემია ავადმყოფებში, რომელთა ქოლესტერინის დონე არ მცირდება საჭირო დონემდე,დიეტით თერაპიის მიუხედავად .

გამოყენების წესი და დოზებისიმსუქნე: 1 პაკეტი (5 გ ) ან ერთი დოზირებული კოვზი გრანულები დღეში სამჯერ ჭამის დროს .

შაქრიანი დიაბეტი: 1 პაკეტი (5 გ ) ან ერთი დოზირებული კოვზი გრანულები დღეში სამჯერ ჭამის დროს.

ჰიპერქოლესტერინემია: 1 პაკეტი (5 გ ) ან ერთი დოზირებული კოვზი გრანულები დღეში 2-5 – ჯერ ჭამისდროს .

გუარის   კუპრით თერაპიის დაწყება უკეთესია დაბალი დოზით ( მაგ ., 2.5 გ ან დოზირებული კოვზისნახევარი ), ვინაიდან ამგვარად შეიძლება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრეპარატით გამოწვეულიარასასურველი ეფექტების თავიდან აცილება .

გუარემის გრანულების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მათი საკვებთან ან შესაფერის სითხესთან ( წყალი, წვენი, რძე და ა . შ .) შერევით საჭმელთან ერთად . ნარევი სწრაფად უნდა ჩაიყლაპოს . გუარემისმშრალი გრანულების გამოყენება არ შეიძლება . გრანულების ერთ დოზაზე უნდა დაილიოს არანაკლებერთი ჭიქა სითხე .

გვერდითი მოქმედება

გუარის   კუპრის გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი და დროებითია . გვერდითი ეფექტები,ძირითადად, შემოფარგლულია საჭმლის მომნელებლი ტრაქტით . ყველაზე გავრცელებულია მეტეორიზმი, რომელიც ვითარდება პაციენტთა თითქმის 50%- ს . გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს მუცლისტკივილი, ღებინება ან დიარეა . საყლაპავის ან წვრილ ნაწლავის გაუვალობა ძალიან იშვიათად ვლინდება, ამ შემთხვევების თითქმის 50% პაციენტებს საყლაპავისა და ნაწლავის ფუნქციის   დარღვევები ჰქონდათანამნეზში . გუარის   კუპრის მტვერის შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რინიტი ან ძილშიაპნოე .

უკუჩვენებები

დაავადებულებში კუჭ – ნაწლავის ტრაქტის შევიწროვებით ან გაუვალობით გუარის   კუპრის გამოყენებაარ შეიძლება .   მომატებული მგრძნობელობა გუარის   კუპრის ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისმიმართ .

ჭარბი დოზირება

რამდენადაც ცნობილია, გუარის კუპრის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს .სავარაუდოდ, მაღალმა დოზებმა შეიძლება იმოქმედოს კუჭ – ნაწლავის ტრაქტზე, ამიტომგასათვალისწინებელია ნაწლავის გაუვალობის განვითარების რისკი .

გამოყენების განსაკუთრებულობანი

ავადმყოფებში კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ან საყლაპავის დარღვევებით ანამნეზში არსებობს კუჭ – ნაწლავისტრაქტის გაუვალობის განვითარების მაღალი რისკი . გუარის   კუპრით თერაპიის დასაწყისშიპაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი და იღებენ ინსულინს ან სულფანილშარდოვანას, შესაძლოაგამოვლინდეს მომატებული მიდრეკილება ჰიპოგლიკემიის მიმართ .

ორსულობა და ლაქტაცია

ვინაიდან გუარის   კუპრი არ აბსორბირდება, არ არსებობს უკუჩვენება ორსულობისა და ლაქტაციისპერიოდში მისი მიღებისათვის .

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

გუარის   კუპრი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე . თუმცაგუარის   კუპრით გამოწვეულმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მანქანებისა დამექანიზმების მართვის უნარზე . პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთანმუშაობის უნარზე გლუკოზის დონის კარგი კონტროლის შემთხვევაში .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

საკვები ნივთიერებების გარდა გუარის   კუპრს შეუძლია გაახანგრძლივოს კუჭ – ნაწლავის ტრაქტში რიგისხვა პრეპარატების აბსორბცია, თუმცა მათი ბიოშეღწევადობის არსებითი ცვლილებების გარეშე . აღინიშნაგუარის   კუპრის უნარი გაახანგრძლივოს ისეთი პრეპარატების აბსორბცია, როგორიცაა: პარაცეტამოლი,დიგოქსინი და ბუმეტანიდი . ითვლება, რომ ამ ურთიერთქმედებას უმნიშვნელო   კლინიკურიმნიშვნელობა აქვს, თუმცა არსებობს შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ გუარის   კუპრი ამცირებსფენოქსიმეთილპენიცილინის, მეტფორმინის, გლიბენკლამიდის და პერორალური კონტრაცეპტივებისბიოშეღწევადობას, რის გამოც გუარის   კუპრისა და ამ პრეპარატების ერთად გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები და ვადა

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი .

გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

შეფუთვა

5 გ #30 პაკეტი მუყაოს კოლოფში .

მწარმოებელი

ორიონ კორპორეიშნ .

მისამართი

ორიონინტიე 1, 02200 ესპოო, ფინეთი .