დიანე 35

დიანე 35

გამოყენების ინსტრუქცია

D დიანე  35
(Diane  35)

დიანე 35 – ის მიღების დაწყებამდე პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს მოცემულ ბროშურას . ეს ბროშურა პაციენტსაწვდის ინფორმაციას დიანე 35 – ის მიღების სარგებელსა და რისკზე . მასში ასევე მოიპოვება ინფორმაცია დიანე 35 – ისსწორად გამოყენების შესახებ და აგრეთვე ის გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმსჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ . თუ პაციენტს გაუჩნდება რაიმე კითხვა ან ესაჭიროებადამატებითი რჩევები, მან უნდა მიმართოს ექიმს .

დიანე 35

დრაჟე შიგნით მიღებისთვის

შემადგენლობა

დიანე 35 – ის ყოველი დრაჟე შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები

ციპროტერონის აცეტატი 2.0 მგ

ეთინილესტრადიოლი 0.035 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი 25 000, მაგნი –

უმის სტეარატი, საქაროზა, პოლივიდონი 700 000, მაკროგოლი 6000, კალცი –

უმის კარბონატი, ტალკი, გლიცერინი 85%, ტიტანის დიოქსიდი,

რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, მონტაგლიკოლური ცვი –

ლი .

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

დიანე 35 – დაბალდოზირებული მონოფაზური პერორალური კონტრაცეპტივი ანტიანდროგენური ეფექტით .

დიანე 350 – ის ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი ემყარება მრავალ ურთიერთმოქმედ ფაქტორს, რომელთა შორისშედარებით მნიშვნელოვანია ოვულაციის ( საკვერხცედან კვერცხუჯრედის გათავისუფლება ) დამუხრუჭება და ყელისლორწოვანის წებოვნების ცვლილება . ენდომეტრიუმი ხდება კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის მოუმზადებელი .დიანე 35 – ის სწორად გამოყენების შემთხვევაში ( დრაჟეს გამოტოვების გარეშე ) დაორსულობის შესაძლებლობა ძალიანდაბალია . დაინე 35 – ის შემადგენლობაში შემავალი ციპროტერონის აცეტატი აინჰიბირებს ანდროგენების ( მამაკაცისსასქესო ჰორმონების ) გავლენას, რომლებიც ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება . ამგვარად შესაძლებელი ხდება იმდაავადებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ანდროგენების მომატებული წარმოქმნით ან ამ ჰორმონებისადმიმომატებული მგრძნობელობით .

დიანე 35 – ის მიღებისას მცირდება ცხიმის ჯირკვლების მომატებული აქტივობა, რომელიც მნიშვნელოვან როლსთამაშობს გამონაყარისა და სებორეის განვითარებაში ( ცხიმიანი კანის ). თერაპიის 3-6 თვის შემდეგ ფერიმჭამელურიგამონაყარი როგორც წესი ქრება . თმისა და კანის მომატებული ცხიმიანობა ქრება უფრო ადრე . აგრეთვე მცირდებათმის ცვენა, რომელიც ხშირად თან ახლავს სებორეას . რეპროდუქციული   ასაკის ქალებში დიანე 35 – ის გამოყენებაამცირებს ჰირსუტიზმის ( თმის მომატებული ზრდა მამაკაცის მსგავსად ) მსუბუქი ფორმების გამოვლინებას; მაგრამმკურნალობა წარმატებული შეიძლება გახდეს მხოლოდ მისი დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ .

როგორც ყველა პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივი, დიანე 35 დადებით არაკონტრაცეფციულ გავლენასახდენს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე . მენსტრუაცია ხდება უფრო მსუბუქი და მოკლე, რაც ამცირებსანემიის რისკს, ტკივილის შეგრძნებები ნაკლებად გამოხატულია ან მთლიანად ქრება .

ჩვენება

კონტრაცეფცია ( არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ) ანდროგენიზაციის მოვლენების მქონე ქალებში .

ქალებში ანდროგენდამოკიდებული დაავადებების მკურნალობა როგორიცაა ფერიმჭამელური გამონაყარი ( აკნე ),განსაკუთრებით გავრცელებული ფორმებისა და იმ ფორმებისა, რომლებსაც თან ახლავს სებორეა და ანთება ანკვანძების წარმოქმნა ( პაპულო – პუსტულარული ფერიმჭამელები, კვანძოვან – კისტოზური ფერიმჭამელები ),ანდროგენური გამელოტება და ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმები ( სხეულისა და სახის მომატებული თმიანობა ).

უკუჩვენებადიანე 35 – ის გამოყენება არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობისა და დაავადების დროს . თუპაციენტს მათგან რომელიმე გამოუვლინდა, მან უნდა მიმართოს ექიმს .

თრომბოზთან დაკავშირებული დაავადებები ( აწმყოში ან წარსულში ). მიოკარდიუმის ინფარქტის (მაგალითად, სტენოკარდია ან ტკივილები მკერდის ძვლის უკან ) ან ინსულტის ნიშნები ( მაგალითად თავის ტვინისსისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ), რომლებიც აღინიშნება აწმყოში ან აღინიშნებოდა წარსულში .

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით .

სიყვითლე ან ღვიძლის დაავადებები მძიმე ფორმები .

ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით .

აწმყოში ან წარსულში არსებული სარძევე ჯირკვლების ან სასქესო ორგანოების კიბო .

აწმყოში ან წარსულში არსებული ღვიძლის კეთილ ან ავთვისებიანი სიმსივნე .

საშოდან სისხლდენა, რომლის მიზეზიც უცნობია .

ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე .

ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდი .

ალერგია დიანე – 35 – ის ნებისმიერ კომპონენტზე .

თუ პაციენტის ასაკი აჭარბებს 35 წელს და დიანე 35 – ის მიღებისას ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად ჩნდება, პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია . ღრმა ვენების თრომბოზის რისკიდროებით იზრდება ოპერაციისას ან ხანგრძლივი უმოძრაობისას .

სიმსივნეები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასა და   სარძევე ჯირკვლის კიბოს შორის კავშირიდადგენილი არ არის, თუმცა იმ ქალებში რომლებიც ამგვარ პრეპარატებს იღებენ იგი უფრო ხშირად ვლინდება,ვიდრე იმავე ასაკის იმ ქალებში, რომლებიც ამ წამლებს არ იღებენ . შესაძლებელია ეს განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ პრეპარატის მიღებისას ქალები უფრო ხშირად იტარებენ გამოკვლევებს და ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბოვლინდება ადრეულ სტადიაზე .

სასქესო სტეროიდების მიღევის ფონზე იშვიათად აღინიშნა ღვიძლის სიმსივნის განვითარება . პრეპარატის მიღებასთანკავშირი დამტკიცებული არ არის . თუ პაციენტს მუცელში მოულოდნელად აღენიშნება ძლიერი ტკივილი, მანსასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს .

საშვილოსნოს ყელის კიბო უფრო ხშირად ვლინდება იმ ქალებში, რომლებიც   კომბინირებულ კონტრაცეპტივებსხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ . ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მიზეზებთან ( მაგალითადადამიანის პაპილომა ვირუსი ) და არა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს დიანე 35 – ის ეფექტურობა . მათ მიეკუთვნებაპრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ( მაგალითად პრიმიდონი, ფენიტოინი,ბარბიტურატები ), ტუბერკულოზის სამკურნალოდ ( მაგალითად რიფამპიცინი ); ანტიბიოტიკები ზოგიერთიინფექციური დაავადების სამკურნალოდ ( მაგალითად ამპიცილინი, ტეტრაციკლინები, გრიზეოფულვინი ). პაციენტმაიმ ექიმს რომელმაც დიანე 35 დაუნიშნა უნდა შეატყობინოს რა წამლებს იღებს . აგრეთვე ნემისმიერ ექიმს, რომელმაცსხვა პრეპარატები დანიშნა, ასევე ფარმაცევტს, რომელიც აფთიაქში წამლებს ურჩევს, პაციენტმა უნდა შეატყობინოს,რომ იღებს დიანე 35 – ს .

ძუძუთი კვება

დიანე 35 – ის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება .

ორსულობა

დიანე 35 – ის გამოყენება არ შეიძლება ორსული ქალებისთვის, ასევე მათთვისაც ვინც ეჭვობს ორსულობას .

გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვაზე

არ აღინიშნა დიანე 35 – ის არანაირი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე .

რეგულარული გამოკვლევები

თუ პაციენტი იღებს დიანე 35 – ს, ექიმი მას შეატყობინებს რეგულარული გამოკვლევების შესახებ . ჩვეულებრივ,ქალმა გამოკვლევა უნდა გაიაროს ყოველ წელს . ექიმთან რაც შეიძლება სწრაფი კონსულტაცია საჭიროა შემდეგშემთხვევებში:

ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება, განსაკუთრებით ამ ბროშურაში ჩამოთვლილინებისმიერი მდგომარეობა ( იხ . ასევე “ უკუჩვენება ” და “ სანამ დაიწყებთ დიანე 35 – ის მიღებას ”);

სარძევე ჯირკვალში ლოკალური გაბრტყელებისას; თუ პაციენტი აპირებს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას( იხ . ასევე “ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ”);

თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა ( მაგალითად, ფეხზე დადებულია თაბაშირი ), იგეგმებაჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია ( ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ოპერაციამდე მინიმუმ 4 კვირამდე ადრე );

საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში;

თუ პაციენტს დაავიწყდა პირველი კვირის შეფუთვიდან დრაჟეს მიღება და სქესობრივი კავსირი ჰქონდამანამდე 7 ან ნაკლები დღით ადრე;

თუ პაციენტს ორჯერ ზედიზედ არ ჰქონია მორიგი მენსტრუაცია ან იგი ეჭვობს, რომ ორსულადაა (ექიმთან კონსულტაციამდე არ შეიძლება შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება ).

დრაჟეს მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა თუ პაციენტმა შეამჩნია თრომბოზის შესაძლო ნიშნები:პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიცმარცხენა ხელში გადაიცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულო, ძლიერი ან ხანგრძლივი თავისტკივილი ან შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და თვალებში გაორება; გაურკვეველიმეტყველება; სმენის, ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან შოკური მდგომარეობა;სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის სისუსტე ან დაკარგვა; ძლიერი ტკივილი მუცელში; ფეხის ძლიერიტკივილი ან უეცარი შეშუპება .

გამოყენების მეთოდი და დოზები

დიანე 35 – ის მიღება საჭიროა რეგულარულად, სასურველი ჩასახვის საწინააღდმეგო და თერაპიული ეფექტებისმისაღწევად . დიანე 35 – ის მიღების რეჟიმი ჩვეულებრივი კომბინირებული კონტრაცეპტივების უმრავლესობის მიღებისრეჟიმის სტანდარტის მსგავსია . დიანე 35 – ის არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციებს შორისსისხლდენები და დააქვეითოს თერაპიული ეფექტი და კონტრაცეფციის საიმედოობა .

დრაჟეს მიღების დრო და მეთოდი

დიანე 35 – ის შეფუთვა შეიცავს 21 დრაჟეს . შეფუთვაში ყოველი დრაჟე აღნიშნულია კვირის იმ დღით, როდესაც იგიუნდა მიიღონ . დრაჟეს მიღება საჭიროა ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად .პაციენტი უნდა მიჰყვეს ისრის მიმართულებას, სანამ არ მიიღებს ყველა დრაჟეს . შემდეგი 7 დღის განმავლობაშიპრეპარატის მიღება საჭირო არ არის . მენსტრუაცია ( მოხსნის სისხლდენა ) უნდა დაიწყოს ამ 7 დღის განმავლობაში .ჩვეულებრივ იგი იწყება დიანე 35 – ის ბოლო დრაჟეს მიღებიდან მე – 2-3 დღეს . 7 დღიანი შესვენების შემდეგ პაციენტმაუნდა დაიწყოს დიანე 35 – ის შემდეგი შეფუთვის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა ჯერ არ შეწყვეტილა . ესიმას ნიშნავს, რომ პაციენტი ახალი შეფუთვის მიღებას დაიწყებს კვირის ერთსა და იმავე დღეს . ამავე დროს უნდაგამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარეტები . იხ . აგრეთვე “ განსაკუთრებული მითითებები ”.დიანე 35 არ გამოიყენება მამაკაცების სამკურნალოდ .

განსაკუთრებული მითითებებირა უნდა იცოდეს პაციენტმა დიანე 35 – ის მიღების დაწყებამდე

მოცემულ ბროშურაში აღწერილია ზოგიერთი მდგომარეობა და დაავადება, რომელთა დროსაც საჭიროა დიანე 35 – ისმიღების შეწყვეტა ან რომელთა დროსაც დიანე 35 – ის საიმედოობა შეიძლება დაქვეითდეს . ამ შემთხვევაშიაუცილებელია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება ან ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი არაჰორმონალურისაშუალებების, მაგალითად პრეზერვატივის ან სხვა ბარიერული მეთოდების გამოყენება . არ შეიძლება კალენდარულიან ტემპერატურული მეთოდების გამოყენება . ისინი შეიძლება არასაიმედო იყოს, რადგანაც დიანე 35 იწვევსსაშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ტემპერატურის ჩვეულებრივი მერყეობისა და მახასიათებლების ცვლილებას,რომლებიც ხდება მენსტრუალური ციკლის პერიოდში .

დიანე 35 არ იცავს აივ ინფექციით ( შიდსი ) ინფიცირებისგან და ნებისმიერი დაავადებისგან, რომელიცსქესობრივი გზით გადაიცემა .

დიანე 35 – ს პაციენტს უნიშნავს ექიმი, არ შეიძლება მისი მიღების სხვებისთვის რჩევა .

დიანე 35 – ის მიღების დაწყებამდე

თუ დიანე 35 – ის გამოყენება ხდება ქვემოჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, პაციენტს შეიძლებაესაჭიროებოდეს ხშირი დაკვირვება . თუ რატომ, ამას აუხსნის ექიმი . დიანე 35 – ის მიღების დაწყებამდე პაციენტმაექიმს უნდა აცნობოს ქვემოთჩამოთვლილი შემდეგი მდგომარეობების ან დაავადებების არსებობის შესახებ .

თამბაქოს მოწევა;

შაქრიანი დიაბეტი;

სხეულის მომატებული მასა;

მაღალი არტერიული წნევა;

გულის სარქველების დაზიანებები ან გულის რითმის მნიშვნელოვანი დარღვევები;

ვენების ანთება ( ზედაპირული ვენების ფლებიტი );

თრომბოზები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ( მათ შორისინსულტი ) პაციენტის რომელიმე უახლოეს ნათესავში;

შაკიკი;

ეპილეფსია;

აწმყოსა ან წარსულში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე პაციენტში ან პაციენტისუახლოეს ნათესავში;

სარძევე ჯირკვლის კიბო პაციენტის რომელიმე უახლოეს ნათესავში;

ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები;

კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი ( ნაწლავის ქრონიკული ანთებითიდაავადება );

სისტემური წითელი მგლურა ( სწმ );

ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ( სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლისუკმარისობას );

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;

ქლოაზმა ( კანზე მოყვითალო – ყავისფერი უბნები, განსაკუთრებით სახეზე ) აწმყოში ან წარსულში .მათი არსებობის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას და ულტრაიისფერგამოსხივებას .

თუ ზემოაღნიშნული რომელიმე მდგომარეობა პირველად ვითარდება, მეორდება ან უარესდება დიანე 35 – ისმიღებისას, აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია . თუ ჰირსუტიზმი გაჩნდა ცოტა ხნის წინ ანმნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო დროს, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა აცნობოს ექიმს მიზეზის დიაგნოსტიკურიგამოკვლევის მიზნით .

გაფრთხილებები

სხვა კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული გაფრთხილებებისგათვალისწინება საჭიროა დიანე – 35 – ის მიღებისა დროსაც .

თრომბოზი

თრომბოზი – სისხლის შედედებულ წარმონაქმნის ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია დაახშოს სისხლძარღვი .თრომბოზის რისკი რამდენადმე უფრო მაღალია ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულკონტრაცეპტივებს, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ამ პრეპარატებს არ იყენებენ, მაგრამ რისკი ისეთი მაღალი არარის, როგორც ორსულობისას .

მიოკარდის ინფარქტის განვითარების ან ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკი ასაკთან ერთად იზრდება .რისკი ასევე იმატებს მეტი რაოდენობით სიგარეტის მოწევისას .

დიანე 35 – ის მიღებისას საჭიროა მოწევის შეწყვეტა .

ყოველ თვეში მოხსნის სისხლდენა დაიწყება კვირის ერთსა და იმავე დღეს .

დიანე 35 – ის პირველი შეფუთვის მიღება

როდესაც წინა თვეში არ გამოიყენებოდა არანაირი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება .

დიანე 35 – ის მიღების დაწყება საჭიროა ციკლის პირველ დღეს, ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს .პაციენტმა უნდა მიიღოს კვირის შესაბამისი დღით აღნიშნული დრაჟე . მაგალითად, თუ პრეპარატის მიღებადაწყებულია პარასკევს, პაციენტმა უნდა აიღოს დრაჟე რომელსაც აწერია “ პარასკევი ”. შემდეგ უნდა მიყვესკვირის დღეებს მითითების შესაბამისად . პრეპარატის მიღება პაციენტმა შეიძლება დაიწყოს მენსტრუაციის 2-5 – ედღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის ( მაგალითადპრეზერვატივის ) გამოყენება პირველი შეფუთვის დრაჟეების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში .

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას

პაციენტმა დიანე 35 – ის მიღება შეიძლება დაიწყოს იმ დღის შემდეგ, როცა მიიღებს კომბინირებული პერორალურიკონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო დრაჟეს ( ანუ დრაჟეებს შორის შესვენება არ არის ). თუ მიმდინარე შეფუთვაშეიცავს 28 დრაჟეს, დიანე 35 – ის მიღების დაწყება შეიძლება უკანასკნელი აქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ დღეს .თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, რომელია ეს დრაჟე უნდა მიმართოს ექიმს . ასევე მიღების დაწყებაშეიძლება დაიწყოს გვიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში   მიღებას შორის ჩვუულებრივი 7 დღიანი პერიოდისშემდგომი დღის შემდეგ (21 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის ) ან უკანასკნელი არააქტიური დრაჟეს მიღებისშემდეგ ( შეფუთვაში 28 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის ).

მხოლოდ გესტაგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას ( მინი – პილი ).

მინი – პილის მიღება შეიძლება შეწყვიტონ ნებისმიერ დღეს და ამავე დროს შემდეგ დღეს დაიწყოს დიანე 35 – ისმიღება .

დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერულიმეთოდის ( მაგალითად პრეზერვატივის ) გამოყენება .

ინექციური კონტრაცეფციიდან ან იმპლანტიდან გადასვლისას .

პაციენტმა დიანე 35 – ის მიღება უნდა დაიწყოს იმ დღეს, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდგომი ინექცია ანიმპლანტის ამოღების დღეს . დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეფციისდამატებითი ბარიერული მეთოდის ( მაგალითან პრეზერვატივის ) გამოყენება .

მშობიარობის შემდეგ .

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . თუ ქალი ახალნამშობიარებია, ექიმს შეუძლია პაციენტს ურჩიოს დიანე 35 – ისმიღების დაწყებამდე მოიცადოს პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლის დამთავრებამდე . ზოგჯერ ექიმისრეკომენდაციის მიხედვით შეიძლება მიღების ადრე დაწყებაც .

მუცლის თვითნებური მოშლის ან აბორტის შემდეგ .

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . ჩვეულებრივ ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ ექიმს შეუძლიაურჩიოს პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ დაწყება . ამ პირობის შესრულებისას არ არსებობს დამატებითიკონტრაცეფციული დაცვის გამოყენების აუცილებლობა .

დიანე 35 – ის მიღების ხანგრძლივობა

კონტრაცეფციის მიზნით დიანე 35 – ს იყენებენ ხანგრძლივად . ანდროგენდამოკიდებული მდგომარეობებისმკურნალობისას მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმით . სიმპტომების გაქრობის შემდეგდიანე 35 – ის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 3-4 თვის განმავლობაში . კურსის დამთავრების შემდეგ რამდენიმეკვირის ან თვის შემდეგ რეციდივის შემთხვევაში შეიძლება კურსის განმეორება .

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა თუ დაავიწყდა დრაჟეს მიღება

თუ დრაჟეს რიგითი მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია დიანე 35 – ის ჩასახვისსაწინააღმდეგო მოქმედება ინახება . დრაჟეს მიღება საჭიროა მაშინ, როგორც კი პაციენტს გაახსენდება .შემდეგი დრაჟეს მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დროს .

თუ პაციენტმა დრაჟეს მიღება დააგვიანა 12 საათზე დიდი ხნის წინ დიანე 35 – ის ჩასახვისსაწინააღმდეგო საიმედოობა შეიძლება შემცირდეს . ყოველი ახალი გამოტოვებული დრაჟე კიდევ უფროამცირებს კონტრაცეფციულ საიმედოობას . ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს შეფუთვისსაწყისი ან ბოლო დრაჟეს მიღების გამოტოვების შემთხვევაში . ამიტომ აუცილებელია ქვემოაღნიშნულიწესების დაცვა .

პაციენტმა გამოტოვა ერთზე მეტი დრაჟე

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია .

პაციენტმა გამოტოვა ერთი დრაჟე

–        პაციენტმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს მაშინ როდესაც გაახსენდება ( მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორიდრაჟეს ერთად მიღებას ) და შემდეგი დრაჟე მიიღოს ჩვეულებრივ დროს .

–        შემდეგი 7 დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები( მაგალითად პრეზერვატივი ).

–        თუ პრეპარტის შეფუთვა მთავრდება 7 დღეზე ადრე ( დრაჟეს მიღების მესამე კვირა ) შემდეგი შეფუთვის მიღებაუნდა დაიწყოს მაშინ როცა მიმდინარე შეფუთვა დამთავრდება, შეფუთვებს შორის გამოტოვება არ შეიძლება .პაციენტს არ ექნება მოხსნის სისხლდენა ( მენსტრუაცია ) სანამ დრაჟეს იღებს, მაგრამ მეორე შეფუთვის დრაჟესმიღების დღეებში შეიძლება აღენიშნოს სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები . თუ დრაჟეს მიღებისგამოტოვების შემდეგ მოსალოდნელი მენსტრუაცია აგვიანებს პრეპარატის შეწყვეტის პირველი 7 დღის განმავლობაში,პაციენტი შეიძლება ორსულადაა . ახალი შეფუთვის დაწყების მიღებამდე მან უნდა მიმართოს ექიმს .

პაციენტს აღენიშნება ღებინება

თუ ღებინება აღინიშნა დიანე 35 – ის მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში, აქტიური ნივთიერებები შეიძლებასრულად არ შეიწოვოს . ეს სიტუაცია პრეპარატის მიღების გამოტოვების მსგავსია . ამიტომაც პაციენტი უნდა მიჰყვესდრაჟეს გამოტოვების ინსტრუქციას .

… პაციენტს სურს მენსტრუაციის დაწყების დაგვიანება

პაციენტს შეუძლია მენსტრუაციის დაწყების დროის გადაწევა თუ დიანე 35 – ის შემდგომი შეფუთვის მიღებას დაიწყებსმიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე . ამ შეფუთვის დრაჟეს მიღების გაგრძელება პაციენტს შეუძლია იმდენხანს,რამდენსაც მოინდომებს, ან სანამ ეს შეფუთვა არ დამთავრდება . თუ პაციენტს სურს, რომ მენსტრუაცია დაეწყოს მანუნდა შეწყვიტოს დრაჟეს მიღება . მეორე შეფუთვიდან დიანე 35 – ის მიღების დროს შეიძლება დრაჟეს მიღების დღეებშიაღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები . შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროაჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ .

… პაციენტს სურს მენსტრუაციის დაწყების დღის ცვლილება

რეკომენდაციების შესაბამისად დრაჟეს მიღებისას პაციენტს მენსტრუაცია დაეწყება თითქმის ერთსა და იმავე დღესყოველ 4 კვირაში . თუ პაციენტს სურს ამის ცვლილება უნდა შეამოკლოს ( მაგრამ არ გაზარდოს ) დრაჟეს მიღებიდანთავისუფალი დროის პერიოდი . მაგალითად, თუ პაციენტის მენსტრუალური ციკლი იწყება პარასკევს და პაციენტსსურს რომ შემდეგ იგი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე ), შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე3 დღით ადრე . თუ დრაჟეს მიღებისგან თავისუფალი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება ( მაგალითად 3 დღე ან ნაკლები), შესვენებისას მენსტრუაცია შეიძლება არ დაიწყოს . ამ შემთხვევაში შეიძლება შემდგომი შეფუთვის დრაჟეს მიღებისასაღინიშნოს უეცარი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი .

… პაციენტს აღენიშნება მენსტრუაციებს შორის სისხლდენები

როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, დიანე 35 – ის მიღებისას პირველირამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს საშოდან არარეგულარულისისხლდენები ( სისხლიანი გამონადენები ან უეცარი სისხლდენები ). პაციენტმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოსჰიგიენური საშუალებები და დრაჟეს მიღება გააგრძელოს ჩვეულებრივად . საშოდან არარეგულარული სისხლდენებიჩვეულებრივ წყდება დიანე 35 – ის მიმართ პაციენტის ორგანიზმის ადაპტაციის შემდეგ ( ჩვეულებრივ დრაჟეს მიღების 3ციკლის შემდეგ ). თუ ეს დარღვევები გრძელდება, უფრო მძიმეა ან შეწყვეტის შემდეგ ახლდება, პაციენტმა უნდამიმართოს ექიმს .

… პაციენტს არ დაეწყო მომდევნო მენსტრუაცია

თუ პაციენტი ყველა დრაჟეს სწორად იღებდა, პაციენტს არ აღენიშნებოდა ღებინება და არ იღებდა სხვასამკურნალწამლო საშუალებებს, ორსულობის შესაძლებლობა დაბალია . დიანე 35 – ის მიღება უნდა გააგრძელოსჩვეულებრივად .

თუ პაციენტს არ დაეწყო ზედიზედ ორი მენსტრუაცია, მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს . პაციენტმა დიანე 35-ის შემდეგი შეფუთვის მიღება არ უნდა დაიწყოს მანამდე, სანამ ექიმი ორსულობას გამორიცხავს .

გვერდითი ეფექტებიპაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს თუ შენიშნავს რაიმე არასასურველ ეფექტს, განსაკუთრებით თუ ისინი მძიმე დამყარია ან თუ აღენიშნება ჯანმრთელობის ცვლილებები, რომლებიც მისი აზრით დიანე 35 – ის მიღებას უკავშირდება .

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა იმ ქალებში, რომლებიც დიანე 35 – ს იღებენ, თუმცა ისინი არ შეიძლებაყოველთვის პრაპარატით იყოს გამოწვეული . ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს დიანე 35 – ის მიღებისპირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დროსთან ერთად .

თავის ტკივილი

სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, ტკივილი და გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან;

სქესობრივი ლტოლვის ცვლილება;

გუნება – განწყობის დაქვეითება;

კონტაქტური ლინზების აუტანლობა;

გულისრევა, ღებინება;

ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები;

კანის სხვადასხვა რეაქციები;

სითხის შეკავება;

სხეულის მასის ცვლილება;

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები .

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან,აღწერილია განყოფილებაში “ განსაკუთრებული მითითებები ”.

ჭარბი დოზირება ( თუ პაციენტმა მიიღო დიანე 35 – ის ძალიან ბევრი დრაჟე )

დიანე 35 – ის ძალიან დიდი რაოდენობით მიღებით გამოწვეული სერიოზული არასასურველი ეფექტების შესახებარანაირი მონაცემი არ არსებობს . რამდენიმე დრაჟეს ერთდროული მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა,ღებინება ან საშოდან სისხლდენა .

თუ პაციენტი შეამჩნევს, რომ ბავშვმა მიიღო დიანე 35 – ის დრაჟე, მან უნდა მიმართოს ექიმს .

გამოშვების ფორმა

დიანე 35 გამოდის კალენდარული შეფუთვით, თითოში 21 დრაჟე . დიანე 35 დრაჟე მოთავსებულია ბლისტერულშეფუთვაში: უჯრედები დამზადებულია პოლივინილქლორიდისგან და დაფარულია ალუმინის ფოლგის საფარი .

ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა – 5 წელი .

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ !

შენახვის პირობებიინახება არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე .

აფთიაქიდან გაცემის პირობებიგაიცემა ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი:

ბაიერ შერინგ ფარმა აგ

Bayer Schering Pharma AG

გერმანია, დ – 13342 ბერლინი