დიგოქსინი გრინდექსი

დიგოქსინი გრინდექსი

გამოყენების ინსტრუქცია

დიგოქსინი გრინდექსი
DIGOXINUM

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები 0,25 მგ

თეთრი ბრტყელცილინდრული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 0,25 მგ დიგოქსინს

დამხმარე ნივთიერებები . საქაროზა (24,60 მგ ), კარტოფილის სახამებელი, გლუკოზის მონოჰიდრატი(8,50 მგ ), ტალკი, კალციუმის სტეარატი, ვაზელინის ზეთი .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიგოქსინი გრინდექსი მიეკუთვნება საგულე გლიკოზიდების ჯგუფს, წარმოადგენს გულისენერგეტიკული რესურსების აღმდგენ და გულის კუნთის შეკუმშვის გასაუმჯობესებელ პრეპარატს .

ჩვენება:

გულის უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიები ( განსაკუთრებით მოციმციმე არითმია ).

უკუჩვენებები:

D დიგოქსინი გრინდექსის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

გლიკოზიდების ჭარბი დოზირების   უმნიშვნელი სიმპტომების დროს ( იხ . ჭარბი დოზირება );

ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია ან გულის კუნთის დაავადებები, რომელსაც ახასიათებს გულის კედლის გასქელება

ვოლფ – პარკინსონ – უაიტის სინდრომი ან პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვა, რომელიც განპირობებულია დამატებითი გამტარი გზის არსებობით .კლინიკურად ხასიათდება ტაქიკარდიით ( გულის შეკუმშვათა სიხშირე – 150 – 280/ წუთში );

ვენტრიკულური ტაქიკარდია ( შეტევითი გახშირებული გულის მოქმედება ), რომლის დროს არსებობს რითმის პათოლიგიური კერა და გულისცემისსიხშირე – 120-170/ წუთში ან პარკუჭების ფიბრილაცია ( პარკუჭების არარეგულარული ან არასრული შეკუმშვები, განპირობებული მრავლობითი რითმისკერებით );

პერიოდული სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ან მე – 2 ხარისხის AV ბლოკადა ( წინაგულიდან პარკუჭში აგზნების გატარების შეფერხება ანსრული ბლოკირება )

მომატებული მგრძნობელობა დიგოქსინის ან სხვა გლიკოზიდების მიმართ

სიფრთხილე:

დიგოქსინი გრინდექსი სიფრთხილით ინიშნება:

გულის კუნთის მწვავე დაზიანების დროს ( მაგ . გულის კუნთის ანთება, მიოკარდიუმისინფარქტი, თანხლებული გულის რითმის დარღვევით )

იმ შემთხვევაში, თუ 10-14 დღის განმავლობაში მიმდანარეობდა გლიკოზიდებით მკურნალობა

გულის უკმარისობის მძიმე ფორმა;

ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა

დიგოქსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს გეგმიური კარდიოვერსიის ჩატარების 24-48 საათითადრე ( სახიფათო რითმის დარღვევის თავიდან ასაცილებლად )

პრეპარატის სამკურნალო დოზების გამოყენებისას ეკგ – ზე შეიძლება აღმოცენდეს გარდამავალიბუნებრივი ცვლილებები, გამოწვეული სამკურნალო პრეპარატის მოქმედების მექანიზმით .

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, აცნობეთ ექიმს !

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

დიგოქსინი გრინდექსის   მოქმედების გაძლიერებას ახდენენ შემდეგი პრეპარატები:

თიაზიდები, თიაზიდის მსგავსი და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები ( სხვადასხვაპრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას და გამოიყენება შეშუპების მოსახსნელად ),

გლუკოკორტიკოსტეროიდები ( რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის,მწვავე და ქრონიკული ანთების, ალერგიული მდგომარეობებისა და მომატებულიიმუნორეაქტიულობის სამკურნალოდ )

ლითიუმის მარილები ( გამოიყენება მანიაკალურ – დეპრესიული მოშლილობების დროს )

ამფოტერიცინ B ( სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი )

კალციუმის მარილები;

ქინიდინი, პროპაფენონი და ამიოდარონი ( გულის რითმის დარღვევის სამკურნალოპრეპარატები )

ვერაპამილი, ნიფედიპინი ( გულის და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოპრეპარატები )

ბეტა – ბლოკატორები ( გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატები )

იტრაკონაზოლი ( სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი )

ზოგიერთი ანტიბიოტიკები ( ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი, გენტამიცინი )

ტრიმეტოპრიმი

აგფ – ინჰიბიტორები ( კაპტოპრილი )

ანგიოტენზინ – ll – რეცეპტორის ბლოკატორი ( ტელმისარტრანი )

პროტონური ტუმბოს ბლოკატორები ( ომეპრაზოლი )

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ( ინდომეტაცინი )

D

დიგოქსინის, ვერაპამილის და / ან ბეტა – ბლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს AVბლოკადის რისკი ( აგზნების გატარების დარღვევა, რაც იწვევს გულის მუშაობის შენელებას ან ბლოკადას).

დიგოქსინი გრინდექსის   მოქმედების შემცირებას ახდენენ შემდეგი პრეპარარტები:

ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი ( ქოლესტერინის შემცველობის შესამცირებელი პრეპარატები)

მა გ ნიუმის შემცველი საფაღარათე საშუალებები

კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატები ( ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის დაბისმუტის შემცველი )

მეტოკლოპრამიდი ( პრეპარატი, რომელიც ამცირებს გულისრევას, ღებინებას, აძლიერებსნაწლავის მოტორიკას )

რიფამპიცინი ( ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი )

სულფასალაზინი ( პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დარევმატიზმის სამკურნალოდ )

სუკრალფატი ( წყლულოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი )

ნეომიცინი ( ანტიბიოტიკი )

ა ცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატზე, რომელსაც იღებთ !

ორსულობა და ლაქტაცია:

მოქმედი ნივთიერება – დიგოქსინი – გაივლის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფადედის რძეში . მონაცემები ტერატოგენობაზე არ არსებობს .

თერაპიული დოზების გამოყენებისას ნაყოფს ან ახალშობილს არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები .ორსულობის პერიოდში დიგოქსინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის პატარა წონა .დიგოქსინის ჭარბმა დოზირებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილიც .

აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ დაორსულებას ან აჭმევთ ბავშვს !

სარტანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის და ტექნიკურ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მიღების წესი და დოზირება:

დიგოქსინით მკურნალობისას განასხვავებენ მკურნალობის “ მზარდ ” და ” შემანარჩუნებელ ” ფაზას .მკურნალობის “ მზარდ ” ფაზაში მოქმედი ნივთიერება – დიგოქსინი – მიიღება დოზებში, რომელიცუზრუნველყოფს სისხლში სამკურნალო კონცენტრაციის მიღწევას დროის გარკვეული მონაკვეთში, “შემანარჩუნებელ ” ფაზაში დიგოქსინის კონცენტრაცია ორგანიზმში სამკურნალო დონეზე რჩება .

პრეპარატის დოზები პაციენტის ასაკის, სხეულის მასის, თირკმლების ფუნქციის, დაავადებისსირთულისა და სხვა მაჩვენებლების შესაბამისად ინიშნება . ამიტომ დოზებს ყოველთვის ექიმი ნიშნავს!

ტაბლეტები . N “ მზარდი ” დოზა   მოზრდილებისათვის   – 2-4 ტაბლეტი (0,5-1,0 მგ ), რომლის შემდეგიღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 6 საათში სასურველი სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე . Y ყველაზე მაღალისადღეღამისო დოზა – 6 ტაბლეტი (1,5 მგ ). იმ შემთხვევაში, თუ სწრაფი ეფექტის მიღწევა არ არისაუცილებელი შესაძლებელია მიიღოთ თითო ტაბლეტი (0,25 მგ ) დღეში 1-2 ჯერ . პლაზმაში მუდმივიკონცენტრაცია ჩვეულებრივ მიიღწევა 7 დღის განმავლობაში . სამკურნალო ეფექტის მიხედვით ხდებადოზის კორექცია . საშუალო ” შემანარჩუნებელი ” დოზა – 1/2 – 1 ტაბლეტი (0,125 – 0,25 მგ ) დღეში .

ბავშვები . ტაბლეტები პედიატრიულ პრაქტიკაში არ გამოიყენება .

გადაწყვეტილებას დოზის შერჩევასა და მკურნალობის ხანგრძლივიობაზე იღებს ექიმი !

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, სლოკინი, მუცლის შეტევითი ტკივილები,ფაღარათი და შარდის გამოყოფის შემცირება, თავის ტკივილი, სისუსტე, პულსის შენელება და რითმისდარღვევა . შეიძლება გაჩნდეს მხედველობის დარღვევები: გაორება, სინათლის შიში და სხვა .

მკურნალობა ჭარბი დოზირებისას:   კუჭის გამორეცხვა აქტივირებული ნახშირის (20-30 გ აქტივირებულინახშირი 1 ლიტრ წყალზე ) გამოყენებით, მარილოვანი საფაღარათო საშუალებების ( მაგნიუმის სულფატიან მწარე მარილი, ნატრიუმის სულფატი ) გამოყენება (15-30 გ მარილი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში ).არ შეიძლება ღებინების პროვოცირება .

შასაძლებელია ანტიდოტის გამოყენება ( ანტისხეულები ) – ფრაგმენტების F ( ab ) ( Digibind )

ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ! თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა !

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოვლენები უფრო ხშირია დიდი დოზების მიღებისას . . Y ყოველი მოულოდნელი სიმპტომიდიგოქსინით მკურნალობის დროს შეიძლება მოწამვლის დაწყებაზე მიუთითებდეს . გვერდითი მოვლენებიშეიძლება ჩნდებოდეს ერთეულად, გარკვეული რიგითობის გარეშე, ზოგი მათგანი ( განსაკუთრებით ისგვერდითი მოვლენები, რომლებიც გულის მუშაობასთან არ არის დაკავშირებული ) შეიძლება არარსებობდეს მწვავე ფორმით მოწამვლის დროსაც კი ( განსაკუთრებით პატარა ბავშვებში ).

დიგოქსინით მოწამვლის ნიშნებია – გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები .

სხვა გვერდითი მოვლენები:

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი .

შეიძლება გაჩნდეს სისუსტე, დაღლილობა, აპათია, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები (გაორება, სინათლის შიში ), დეპრესია და ფსიქოზიც . დიგოქსინით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგშეინიშნებოდა სარძევე ჯირკვლის მომატება მამაკაცებში . მეტად იშვიათი გვერდითი მოქმედებების სახითაღწერილია კანის ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი და თრომბოციტოპენია ( სისხლში თრომბოციტებისნაკლებობა ). თრომბოციტოპენიისას კანში და ლორწოვან გარსში შესაძლებელია   სისხლჩაქცევები .ჭინჭრის ციების დროს კანზე სწრაფად წარმოიქმნება და ასევე სწრაფად ქრება სხვადასხვა ზომის წყლიანიბუშტუკები .

ბავშვები . ძალიან იშვიათად ჩნდება ბავშვებში ის გვერდითი მოქმედებები, რომლებიც გულისმუშაობასთან არ არის დაკავშირებული . დიგოქსინით მოწამვლის ძირითად ნიშანს წარმოადგენს გულისრითმის სხვადასხვა დარღვევები .

გვერდითი მოქმედებების ( ასევე ჩამოუთვლელი გვერდითი მოქმედებების ) გაჩენისას და / ანთვითშეგრძნების ნებისმიერ სხვა გაუარესებისას შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივდაუკავშირდით ექიმს .

შენახვის პირობებიინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250 C   ტემპერატურაზე . შეინახეთ ბავშვებისაგანმიუწვდომელ ადგილას !

ვარგისობის ვადა 5 წელი .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ !

გაცემის პირობები

რეცეპტით

შეფუთვა

25 ტაბლეტი ბლისტერში .  2 ბლისტერი მუყაოს შეკვრაში

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს “ გრინდექსი

კრუსტპილსის ქ . 53, რიგა LV-1057 ლატვია

ტელ: (371) 7083 205

ფაქსი: (371) 7083 505