ეპოვექსი

ეპოვექსი

WAYSMARK

MEDICAL

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების დასახელება

ეპოვექსი ( Epovex )

გენერიკული ( საერთაშორისო არაპატენტირებული ) დასახელება

კომბინირებული პრეპარატი

სამკურნალო ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულები

შემადგენლობა

1 რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

ენოთერას ზეთი 10% _ 1000 მგ;

ვიტამინი E _ 14 სე .

კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მატონიზირებელი საშუალება . ATC კოდი: A13A

ჩვენებები

ეგზემა, დერმატიტი, აკნე და კანის სიმშრალე;

პრემენსტრუალური სინდრომი;

მასტალგია ( მკერდის ტკივილი და მტკივნეულობა );

დიაბეტური ნეიროპათია;

გაფანტული სკლეროზი;

რევმატოიდული ართრიტი;

ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება .

უკუჩვენებები

ეპოვექსის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას _ გამა – ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა .ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს,   ლინოლენისა და გამა – ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა – ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1 – ისწინამორბედს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე,რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას; თრომბოციტებზე, რაც იწვევს მათ აგრეგაციასან დეზაგრეგაციას; სპინალურ ნეირონებზე, რაც იწვევს ტკივილს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე .

ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს, სისხლის წნევას, სითხის ბალანსს, სისხლისშედედებას, სხვა ჰორმონების აქტივობას .

გამა – ლინოლენის მჟავას ნაკლებობა გამოიწვევს პროსტაგლანდინების პროდუქციის შემცირებას, რაცუარყოფითად აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე .

ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა – ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური   დაპრემენსტრუალური ტკივილის, მათ შორის, მკერდის ტკივილის, ენდომეტრიოზით გამოწვეულტკივილის შემცირებას, ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას .

პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1 – ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულსისტემასა და სხვა ქსოვილებში, მაგ ., სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი .

გამა – ლინოლენის მჟავა ენოთერას ზეთის შემადგენლობაში ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულალებს სიმხურვალის შეგრძნებას .

ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების, მაგ .,წყლულოვანი კოლიტის დროს .

ესენციური ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის,   გამა – ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვასნაწლავებიდან, ამცირებს მის ექსკრეციას შარდით, ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს . ძვლისქსოვილში მის დაგროვებას, რაც ამაგრებს ძვლებს .

ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს .

მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს .

ეპოვექსი ეგზემის საწინააღმდეგო, კანის დამატენიანებელი და გარემოს ჟანგვითი პროცესებისაგან დამცავიერთ – ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა . იცავს კანს გარემოს ჟანგვითი დაზიანებისაგან .

ვიტამინი E – ს ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება . იგი ანეიტრალებს ორგანიზმშითავისუფალ რადიკალებს, იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევსპრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .

განსაკუთრებული მითითება

პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ასევე ფენოთიაზინის შემცველისაშუალებებით მკურნალობისას .

მიღების წესი და დოზები

მოზრდილებში ინიშნება 1_2 კაფსულა 3 – ჯერ დღეში, ერთ ჭიქა წყალთან ერთად .

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება . იშვიათადმოსალოდნელია გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი .

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .

ორსულობა და ლაქტაცია

ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას შესახებ ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში არმოიპოვება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის, ასპირინის, ასევე ანთებისსაწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .

პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს   და   Kვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .

შეფუთვა

30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში .

ვარგისობის ვადა

3 წელი .

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ )

წარმოებულია Viva Pharmaceuticals Inc.- ის მიერ შპს WAYSMARK- სათვის

Viva Pharmaceuticals Inc.

კანადა, BC V6V 1K8, რიჩმონდი

ვიკინგ ფლეის 13880

ტელეფონი: 604-718-0816

ფაქსი: 604-718-0817

შპს WAYSMARK

საქართველო, თბილისი,

0105, ბარათაშვილის ქუჩა 8

ტელეფონი: +995 32 99 64 00

ფაქსი:      +995 32 99 54 54