ვაბადინი 40 მგ

ვაბადინი 40 მგ

ვაბადინი 40 მგ,შემოგარსული ტაბლეტები

vabadin 40mg
სიმვასტატინი

ცხრილიწინამდებარე ჩანართში მოყვანილია შემდეგი ინფორმაცია:

1.         ვაბადინი  40 მგ – ის აღწერა და გამოყენება .

2.       რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ვაბადინი  40 მგ – ის მიღების დაწყებამდე .

3.        ვაბადინი  40 მგ – ის მიღების წესი .

4.       შესაძლო გვერდითი მოქმედება .

5.        პრეპარატი ვაბადინი  40 მგ – ის შენახვის პირობები .

6.       დამატებითი ინფორმაცია .

1. ვაბადინი  40 მგ ის აღწერა და გამოყენება

ვაბადინი  40 მგ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ~ სტატინები ~.ისინი მოქმედებს სისხლში ქოლესტერინისა და ~ ტრიგლიცერიდებად ” წოდებული   ცხიმოვანინივთიერებების დონის დაქვეითების ხარჯზე .

ვაბადინი 40 მგ გამოიყენება:

–           სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის დასაქვეითებლად, როდესაც დიეტაცხიმების დაბალი შემცველობით და სხვა ღონისძიებები ( მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, გახდომა )ნაკლებად ეფექტურია .

–           სისხლში მემკვიდრეობითი დაავადებებით განპირობებული ( ოჯახური ჰომოზიგოტურიჰიპერქოლესტერინემია ) ქოლესტერინის მომატებული დონის დასაქვეითებლად დიეტასთან დამკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში, მაგალითად, დსლპ – აფერეზთან, ან როდესაცაღნიშნული ღონისძიებების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი .

–           გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად არტერიების კედლისგამკვრივების ( არტერიოსკლეროზი ) ან დიაბეტის დროს, ქოლესტერინის ნორმალური დონისშემთხვევაშიც კი დიეტასთან და მკურნალობის სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან კომბინაციაში .

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ვაბადინი 40 მგ ის მიღების დაწყებამდე

ვაბადინი 40 მგ უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

–          ალერგია ( მომატებული მგრძნობელობა ) სიმვასტატინის ან პრეპარატის სხვა რომელიმეკომპონენტის მიმართ;

–          ღვიძლის დაავადებები და ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მუდმივად მომატებული დონე (შრატის ტრანსამინაზა );

–          ორსულობა და ძუძუთი კვება;

–          შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღება ( იხ . აგრეთვე ნაწილი ~ სხვა სამკურნალოსაშუალებების მიღება ~).

o        სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება ( კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი );

o        შიდსის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი ( აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად,ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი და საკვინავირი );

o        ზოგიერთი ანტიბიოტიკი ( ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი );

o        ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი .

პრეპარატი ვაბადინი 40 მგ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

–          სიმვასტატინის მიღების ფონზე განვითარებული გაურკვეველი ტკივილი კუნთებში, კუნთებისჰიპერმგრძნობელობა, კუნთების სისუსტე . სიმვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მუშაობისდარღვევა, და ზოგჯერ კუნთების ატროფია, რომელსაც თან ახლავს სპაზმი, სიცხე და შარდისმოწითელო – მოყავისფრო შეფერილობა . დოზის გაზრდით იზრდება კუნთების ატროფიის განვითარებისრისკი . კუნთების ტკივილის, კუნთების მომატებული მგრძნობელობის ან კუნთების სისუსტისგამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

–          შემდეგი ნიშნების არსებობისას, რადგან ისინი მიუთითებს კუნთების ატროფიის განვითარებისმომატების რისკზე:

– 70 წლის ზემოთ ასაკი;

– თირკმლების დაავადება;

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ( არანამკურნალები );

– კუნთების მემკვიდრეობითი დაავადება ( თქვენს ან ახლო ნათესავების

შემთხვევაში );

– ანამნეზში სიმვასტატინით, სხვა სტატინებით ან ფიბრატებით ( ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვაპრეპარატები ) მკურნალობის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენები კუნთების მხრივ .

– ზოგიერთი სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენება: იხ . ნაწილი ~ სხვა სამკურნალო საშუალებებისმიღება ~.

– ანამნეზში ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენება ან ღვიძლის დაავადების არსებობა . შესაძლოასიმვასტატინმა თქვენთვის შეუმჩნევლად მოახდინოს არასასურველი მოქმედება ღვიძლზე . შეიძლება ექიმმაგააკეთოს სისხლის ანალიზი ღვიძლის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით მკურნალობამდე და მის შემდეგ .

თუ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს .

თუ გაქვთ ან გქონდათ წარსულში რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან .

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

ყურადღება:ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ პრეპარატებსაც,რომელსაც იღებდითწარსულში ან მიიღებთ მომავალში .

შესაძლოა,ქვემოთ მოყვანილი პრეპარატები თქვენთვის ცნობილია სხვა სახელწოდებით,როგორც წესი,სავაჭრო დასახელებით . ამ ნაწილში მითითებულია მოქმედი ნივთიერებების ან მოქმედი ნივთიერებებისჯგუფების დასახელება,და არა პრეპარატების სავაჭრო დასახელება . ამიტომ,ყოველთვის შეამოწმეთშეფუთვაზე ან ჩანართში იმ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების დასახელება,რომელსაც იღებთ .

შემდეგი სამკურნალო საშუალებები ზრდის კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევების განვითარების რისკს (ზოგიერთი მათგანი მითითებულია ზემოთ, ტაბლეტების გამოყენების უკუჩვენების ნაწილში ):

–          ფიბრატები ( ქოლესტერინის შემცველობის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები, მაგალითადგემფიბროზილი, ბეზაფიბრატი ) ( სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ – ს დღე – ღამეში );

–          დიდი დოზებით ( არა ნაკლებ 1 გ დღე – ღამეში ) ნიაცინი ან ნიკოტინის მჟავა ( ქოლესტერინისშემცველობის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები ) ( სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ – ს დღე – ღამეში );

–          ციკლოსპორინი ( იმუნოდეპრესანტი ) ( სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ – სდღე – ღამეში );

–          სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება ( მაგალითად, იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი );

–          ანტიბიოტიკები: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი;

–          შიდსის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი ( აივ – პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცააინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი და საკვინავირი );

–          დანაზოლი ( ენდომეტრიოზისა და ფიბროზულ – კისტოზური მასტოპათიების სამკურნალოპრეპარატი ) ( სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ – ს დღე – ღამეში );

–          ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი;

–          ამიოდარონი ( ანტიარითმული საშუალება ) ( სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ – ს დღე – ღამეში );

–          ვერაპამილი და დილთიაზემი ( არტერიული ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, გულის იშემიურიდაავადების და სხვა კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალება ). ვერაპამილთან ერთადმიღებისას სიმვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ – ს დღე – ღამეში, ხოლო დილთიაზემთანმიღებისას სიმვასტატინის დოზა არ უნდა იყოს 40 მგ – ზე მეტი დღე – ღამეში; სიმვასტატინის დოზისგაზრდა შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობისას მოსალოდნელისარგებელი აღემატება კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევების განვითარების რისკს .

–          ფუზიდის მჟავა ტაბლეტების ან საინფუზიო ხსნარის ფორმით ( ბაქტერიული ინფექციებისსამკურნალო პრეპარატი );

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სისხლის შედედების შემაფერხებელ სამკურნალო საშუალებებს (ანტიკოაგულანტებს, მაგალითად, აცენოკუმაროლს და ვარფარინს ). სიმვასტატინმა შეიძლება გააძლიეროს ამპრეპარატების მოქმედება .

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს,ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით .

ვაბადინი  40- ის საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად მიღება

გრეიფრუტის წვენი შეიცავს ერთ ან მეტ კომპონენტს, რომელსაც გააჩნია სისხლში სიმვასტატინისშემცველობის გაზრდის უნარი . ამიტომ, პრეპარატის გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია,რადგან იზრდება კუნთების დაზიანების რისკი .

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში პრეპარატის მიღება არ შეიძლება,რადგან ორსულობისას პრეპარატის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის . სიმვასტატინის მიღებისპერიოდის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყეტადა ექიმთან მიმართვა .

დედის რძეში სიმვასტატინის გადასვლის შესახებ ცნობები არ არსებობს . რადგან ბევრი სამკურნალოსაშუალება გამოიყოფა დედის რძით და არსებობს სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარებისალბათობა, სიმვასტატინის მიღების პერიოდში ძუძუთი კვება არ შეიძლება .

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან .

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

სიმვასტატინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების დამექანიზმების მართვის უნარზე .

მიუხედავად ამისა, ავადმყოფებს, რომლებიც იღებდნენ სიმვასტატინს, იშვიათ შემთხვევებში,აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა ( იხ . ნაწილი 4). აღნიშნული გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაშისატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა აკრძალულია .

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაბადინი  40- ის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

გარდა სხვა კომპონენტებისა, პრეპარატი ვაბადინი  40 შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს . თუ იცით, რომგაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროაკონსულტაცია მკურნალ ექიმთან .

3. ვაბადინი  40 მგ ის მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით . რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ანფარმაცევტს . სიმვასტატინის სტანდარტული სადღე – ღამისო დოზა შეადგენს 5 – დან 80 მგ – მდეერთჯერადად საღამოს საათებში . საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა არა ნაკლებ 4კვირის ინტერვალით, ამასთან, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, რომელიც ინიშნება ერთჯერადადსაღამოს, არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ – ს . 80 მგ დოზა რეკომენდებულია მხოლოდ ქოლესტერინის ძალიანმაღალი შემცველობის ან გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების განვითარების მომატებულირისკის შემთხვევაში .

სისხლში ქოლესტერინის მემკვიდრეობითი დაავადებით განპირობებული მომატებული შემცველობის (მემკვიდრეობითი ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია ) დასაქვეითებლად პრეპარატი ინიშნება ექიმისმიერ დოზით 40 მგ დღე – ღამეში საღამოს ან 80 მგ დღე – ღამეში სამ მიღებაზე: 20 მგ, 20 მგ და საღამოს 40მგ .

ნაღვლის მჟავის ექსკრეციის გამაძლიერებელ პრეპარატებთან ( მაგალითად, ჰიპოლიპიდემიური პრეპარატიქოლესტირამინი ) ერთად სიმვასტატინის დანიშვნის შემთხვევაში სიმვასტატინი მიიღება ნაღვლის მჟავისექსკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან პრეპარატის მიღებიდან 4საათის შემდეგ .

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებისა და მოზარდებისათვის სიმვასტატინის მიღება უკუნაჩვენებია .

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის სიმვასტატინის დოზის კორექტირება საჭირო არ არის .

მიღების წესი

სიმვასტატინის ტაბლეტები მიიღება წყალთან ერთად, მშიერ კუჭზე ან საკვების მიღების შემდეგ .

მკურნალობის ხანგრძლივობა

სიმვასტატინი მიიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში . სიმვასტინის მიღების ხანგრძლივობასგანსაზღვრავს ექიმი .

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს,თუ ფიქრობთ,რომ სიმვასტატინ ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია .

პრეპარატი ვაბადინი  40- ის ჭარბი დოზით მიღება

მიუხედავად იმისა,რომ სიმვასტატინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს,ნებისმიერი პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს . შეცდომით დიდირაოდენობით ტაბლეტების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

ვაბადინი  40- ის მიღების გამოტოვება

თუ სწრაფადვე გაგახსენდათ, რომ დოზა გამოტოვეთ, მიიღეთ პრეპარატი რაც შეიძლება სწრაფად . მაგრამ,თუ უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დანიშნულ დროს .პრეპარატის მიღების შესახებ რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

პრეპარატის მიღება შემდეგ მიღებაზე ორმაგი დოზით დაუშვებელია .

პრეპარატი ვაბადინი  40- ის მიღების შეწყვეტა

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის დონისხელახალი მომატება . ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის შეწყვეტამდე იმშემთხვევაშიც კი, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ . ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტისშესახებ .

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად მიმართეთექიმს ან ფარმაცევტს .

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, სიმვასტატინსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არვლინდება ყველა პაციენტში. უმრავლეს შემთხვევაში   გვერდითი ეფექტები სუსტადაა გამოხატული და არატარებს ხანგრძლივ ხასიათს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად ( ამ პრეპარატზე მყოფი 10 000 პაციენტიდან,შეიძლება აღენიშნოს 1-10 – ს ):

ანემია;

დარღვევა კუჭის მხრივ ( გულისრევა, შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი,ღებინების შეგრძნება, დისპეფსია, ფაღარათი, ღებინება );

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება ( ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ირადიაციით ზურგში,   გულისრევა, ღებინება );

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაბუჟება ან მგრძნობელობის დაკარგვა ზედა და ქვედაკიდურებში

თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი;

კუნთების ტკივილი, კუნთების მომატებული მგრძნობელობა, სისუსტე, სპაზმები; შარდის მუქიშეფერილობა, ღია ფერის განავალი ( იხ . შემდეგ და ნაწილი 2).

ღვიძლის დაავადებები ( შესაძლოა გამოვლინდეს სკლერების და / ან კანის გაყვითლებით ), ღვიძლისუკმარისობა ( ძალიან იშვიათად, ( ამ პრეპარატზე მყოფი 10 000 პაციენტიდან, შეიძლება აღენიშნოს 1-10 – ს ):

სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

ალერგიული რეაქციები, რომლის შესაძლო გამოვლინება შეიძლება იყოს: სახის, ენის და ხახისუეცარი შეშუპება ( ანგიონევროზული შეშუპება – იხ . შემდეგ ), წამლისმიერი მგლურა გამონაყარის,სიცხის და სახსრებში ტკივილის თანხლებით, სახსრებისა და სისხლძარღვების ანთება, ლეიკოციტებისმომატებული რაოდენობა ( ეოზინოფილური ლეიკოციტოზი ), სახსრების ტკივილი, ჰემატომებისწარმოქმნა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობა, სხეულისმომატებული ტემპერატურა, სახის და კისრის კანის გაწითლება, სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა .

კუნთების ტკივილის,კუნთებში მომატებული მგრძნობელობის,კუნთების სისუსტის ან სპაზმებისგამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან იშვიათად შესაძლებელია კუნთებისსერიოზული დაზიანება ( იხ . ნაწილი 2 ~ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ~ პრეპარატი ვაბადინი 40 – ის გამოყენებისას ).

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს აგრეთვე, სახის, ენის და ხახის სწრაფიშეშუპების ( ანგიონევროზული შეშუპება ) შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია მკვეთრად გააძნელოს სუნთქვა,ამავე დროს შესაძლოა გამოვლინდეს ჭინჭრის ციება და ქავილი .

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძილის დარღვევა უძილობის და კოშმარული სიზმრების ჩათვლით

მეხსიერების დაქვეითება

სქესობრივი ფუნქციის დარღვევა

დარღვევები სასუნთქი ორგანოების მხრივ ხველის და / ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით ანცხელება .

რომელიმე სერიოზული ან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში რომელიც არ არისაღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

5. პრეპარატი ვაბადინი  40 მგ ის შენახვის პირობებიინახებაბავშვებისათვისმიუწვდომელადგილზე!

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 ˚ C ტემპერატურაზე.

ტაბლეტები არ გამოიყენება   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზეწარწერა ~ ვარგისია~- ს. შემოკლება ~ годен до~   აღნიშნავს ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს.პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, დანარჩენი – წელს.

პრეპარატის უტილიზაციის მიზნით მისი კანალიზაციის მილში ან ნაგავში გადაგდება არ შეიძლება. Pპრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელსშეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატისვაბადინი 40 მგ ისშემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი 40 მგ .

სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა ( E460 ), პეპტიზირებულისიმინდის სახამებელი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი ( E320 ), ბუტილჰიდროქსიტოლუოლი ( E321 ),ასკორბინის მჟავა ( E300 ), ლიმონის მჟავა ( E330 ), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი ( E551 ),ტალკი ( E553b ), მაგნიუმის სტეარატი ( E470b ).

გარსი: ჰიპრომელოზა ( E464 ), რკინის ოქსიდი წითელი ( E172 ), რკინის ოქსიდი ყვითელი ( E172 ),ტრიეთილიციტრატი ( E1505 ), ტიტანის დიოქსიდი ( E171 ), ტალკი ( E553b ), პოვიდონი .

პრეპარატი ვაბადინი  40 მგ ის აღწერა და შეფუთვა

ვაბადინი  40 მგ არის მოაგურისფრო – მოწითალო ფერის ოვალური ორმხრივ ამოზნექილიშემოგარსული ტაბლეტები .

ტაბლეტები მოთავსებულია კონტურულ ღრმულებიან შეფუთვაში ( ბლისტერში ), შემდეგ მუყაოსკოლოფში 14, 28 ან 56 ტაბლეტი .

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი .

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის კგუფი II ( გაცემის წესი რეცეპტით )

მწარმოებელი Менарини-Фон Хейден ГмбХ ( გერმანია )

Леипцигер Штрассе 7-13б 01097 Дрезден, Ге рмания

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს . ა .

1, ავენიუ დე ლა გარ

L – 1611 ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი

ოფიციალური წარმომადგენელი

ბერლინ – ხემი აგ ( მენარინი გრუპ )

გლინიკერ ვეგ, 125

12489 ბერლინი   germania