ვიალიტონი

ვიალიტონი

ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ვიალიტონი  საინექციო ხსნარი

VIALITON solution for injection

შემადგენლობა

რეტინოლი ( ვიტამინი A )                                     50 000 ერთ .

ქოლეკალცეფეროლი ( ვიტამინი D 3)                      25 000 ერთ .

ტოკოფეროლის აცეტატი ( ვიტამინი E )                   20 მგ

დამხმარე კომპონენტები                                1 მლ – მდე .

მოქმედება

მოქმედება განპირობებულია ვიტამინების მონაწილეობით ძუძუმწოვრების და ფრინველებისნივთიერებათა ცვლით პროცესებში . ვიტამინი A ( რეტინოლი ) მნიშვნელოვან როლს თამაშობსბიოქიმიური ჟანგვით პროცესებში – არეგულირებს ფოსფოლიპიდების და ქოლესტერინის ცვლას, ხელუწყობს ინსულინის აქტივაციას . ასევე ხელს უწყობს კანის და ლორწოვანის ეპითელური უჯრედების სწორფორმირებას და განვითარებას, ზრდის ეპითელური ქსოვილების მდგრადობას ფიზიკური და ქიმიურიმოქმედებისადმი, ასევე მიკროორგანიზმების მოქმედებისადმი . ხელს უწყობს ტურგორის შენარჩუნებასდა რქოვანა გარსის გამჭვირვალობას . უზრუნველყოფს ჩანასახის სწორ განვითარებას,   ხელს უშლისსაშვილოსნოს ეპითელიუმის გარქოვანებას, ასტიმულირებს ახალშობილების ზრდას, შეწოვის შემდეგვიტამინი A ჰიდროლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით .

ვიტამინი D 3 ( ქოლეკალციფეროლი ) ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას კუჭ – ნაწლავისტრაქტიდან, არეგულირებს მათ ურთიერთწონასწორობას და იონურ ცვლას, ასტიმულირებს ამმიკროელემენტების დაგროვებას ძვალში და უზრუნველყოფს კვერცხის ნაჭუჭის წარმოქმნას, აწესრიგებსნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ღვიძლის ფუნქციებს . აქვსანტიჰისტამინური, კორტიზონის მაგვარი და კერატოპლასტიური ეფექტი .

ვიტამინი E ( ტოკოფეროლი ) არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის ცხიმების ჟანგვას, ასევევიტამინი A – ს და სტეროიდული ჰორმონების ჟანგვას ორგანიზმში, ხელს უშლის ამით ტოქსიკურიმეტაბოლიტების წარმოქმნას . არეგულირებს სასქესო ჯირკვლების ეპითელიუმის ნორმალურ განვითარებასდა ქმედითუნარიოანობას, ასევე ნაყოფის განვითარებას . ვარაუდობენ, რომ ტოკოფეროლი მონაწილეობსუჯრედული ბირთვის ლიპიდურ ცვლაში და ქრომატინის მოლეკულების სინთეზში . მოქმედებს გლუვიდა განივზოლიანი კუნთების ( მათ შორის გულის კუნთის ) ფუნქიონირებასა და შენებაზე . ხელს უწყობსრკინის ნაერთის შეწოვას კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან და მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში .გამოიყოფა შარდით უპირატესად შეუცვლელი და მეტაბოლიტების სახით .

ჩვენებები

A, D3 და E ჰიპო – და ავიტამინოზისას . ორგანიზმის მდგრადობის გასაზრდელად დაავადებების მიმართ,ბატკნებში, ხბოებში და ფრინველებში კუნთოვანი დისტროფიის თავიდან ასაცილებლად, წიწილებისენცეფალომალაციის, რაქიტის, ოსტეომალაციის და სახსრების დაავადებების დროს, კანის დალორწოვანის დაავადებების, სპერმატოგენეზის გაუარესების და იმპოტენციის დროს; ფრინველებშიკვერცხის დადების გააქტივების მიზნით; გოჭების, ხბოების, წიწილიბის, ძაღლების და კატებისზრდაში ჩამორჩენის დროს .

გამოყენების გზები

კუნთში, კანქვეშ, პერორალურად .

დოზები

კუნთში, კანქვეშ:

მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ცხენები – 10-20 მლ .

ხბოები და კვიცები – 5-10 მლ .

გოჭები – 4-8 მლ .

ძაღლები და კატები – 2-4 მლ .

პერორალურად:

წიწილები (100 ფრინველი ) – 10-20 მლ /2-3 ლ წყალში, ეძლევა დღის დასაწყისში .

შენახვის პირობები

ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 8-150 C.

შენახვის ვადა: დამზადების თარირიდან ერთი (1) წელი .

შეფუთვა: ფლაკონი 100 მლ ..

გაცემის წესი: რეცეპტით

მწარმოებელი: Biovet JSC

39 Petar Rakov ST., 4550 Peshtera, Bulgaria