,,ვიტამინი С’’ – 100 მგ

,,ვიტამინი С’’ – 100 მგ

გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო – პროფილაქტიკური საშუალება
,, ვიტამინი С ’’ – 100 მგ
,,Vitamin C’’ – 100 mg
ტაბლეტები
ათქ კოდი:     A11GA01
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური საშუალება .
აღწერა:
7 მმ დიამეტრის მქონე მოყვითალო შეფერილობის მქონე ორმხრივ ამოზნექილი ტაბ ­ ლე ­ ტები .დასაშვებია ოდნავ უფრო ინტენსიური მოყვითალო შეფერილობის ჩანართების არსებობა .
შემადგენლობა:
ასკორბინის მჟავა – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ან მაგნიუმისსტეარატი; ტალკი; E 104.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება:
ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდულიჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლისპროცესებში, მათს შორის ვიტამინ B 12 – ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარსინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების   განვლადობას .
ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე დახელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში . ამცირებსქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას .
ფარმაკოკინეტიკა: არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები
ჩვენება:
ჰიპო – და ავიტამინოზი, დაქვეითებული იმუნორეზისტენტობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისპროფილაქტიკა; ღრძილებიდან სისხლდენა, მადის დაქვეითება, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივიდატვირთვა; გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა, რკინადეფიციტური ანემიები,სისხლდენებისადმი მიდრეკილება, გამოწვეული კაპილარების კედლების გაზრდილი განვლადობით,დაავადებების გადატანის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;
უკუჩვენება:
ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის მიმართ .
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორულად ჭამის შემდეგ .
მოზრდილებში: 100 მგ – დან 600 მგ – მდე დღე – ღამეში (1 – დან 6 ტაბლეტამდე დღე – ღამეში );
ბავშვებში _ 1 – დან 6 წლამდე _ 100 მგ ( ერთი ტაბლეტი დღე – ღამეში );
ბავშვები 6 წლის ზემოთ _ 100 მგ – დან 300 მგ – მდე ( ერთიდან 3 ტაბლეტამდე დღე – ღამეში );
გამოყენების უსაფრთხოება ( სიფრთხილე ):
თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ვიტამინი С – ს შეთვისების უნარის შემცირება .ვიტამინის მაღალი დოზებით მიღებამ (2 გ – ზე მეტი დღე – ღამეში ) შეიძლება გავლენა მოახდინოსზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე .
ვიტამინი С – ს მსუბუქი მასტიმულირებელი მოქმედების გამო, მისი მიღება არ არის რეკომენდებულისაღამოს საათებში .
ვიტამინი С – ს მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ზოგიერთი თანდაყოლილიდაავადების მქონე ავადმყოფებში ( ფენილკეტონურია, გლუკოზო – 6 – ფოსფატაზას დეფიციტი,ჰემოქრომატოზი, თალასემია, გლუკოზო – იზომალტაზური უკმარისობა, სიდერობლასტური ანემია ),თირკმელ – კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე, სისხლის მომატებული შედედებისუნარიანობისშემთხვევაში .
ჭარბი დოზა:
ვიტამინი C მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, თირკმელებში კენჭებისწარმოქმნა, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა . შარდის მჟავიანობისმნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური ). მკურნალობა სიმპტომურია . ვიტამინი C ტოქსიკურიდონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად . ლიტერატურაშიაღწერილია 4 თვის განმავლობაში 15 გ ვიტამინი C ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითირეაქციების გამოვლინების გარეშე .
ორსულობა და ლაქტაცია:
ვიტამინი C რეკომენდებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში .

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ვიტამინი C არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
ვიტამინი С მონაწილეობს რიგი სამკურნალო საშუალებების ცვლაში .
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული მიღებისას ვიტამინი С ზრდის სალიცილატების მოქმდებისეფექტს .
შეიძლება შეასუსტოს აპფეტამინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედება .
დეფეროქსამინთან ერთდროული მიღებისას ზრდის რკინის გამოყოფას შარდთან ერთად .
მაღალ დოზებში მიღებისას С ვიტამინმა შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლის შედედების პროცესები დადა შეასუსტოს ანტიკოაგულანტების მოქმედება .
ასკორბინის მჟავა ზრდის ესტროგენული პრეპარატების და ყველა პერორალური კონტრაცეპტულისაშუალების კონცენტრაციას სისხლში .
ვიტამინი С – სა და ვიტამინ B12 – ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 – საათიანი ინტერვალის დაცვა,ვინაიდან ვიტამინი B12 იშლება ვიტამინ С – სთან ერთდროული მიღებისას .
გვერდითი მოვლენები:
მითითებული დოზების მიღებისას გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება .
ვიტამინი С – ს მაღალი დოზების გახანგრძლივებული მიღებისას (1 გ – ზე მეტი დღეში ) შეიძლებაგანვითარდეს თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანის სიწითლე, შარდისგაძლიერებული გამოყოფა .
მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება შექმნას პირობა თირკმელებში კენჭების წარმოშობისთვის .
შეფუთვა: 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერზე . 2 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში .
შენახვა:   ინახება არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე .
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღებადაუშვებელია !
აფთიაქიდან გაცემის წესი:    ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ ).
ვარგისიანობის ვადა:    2 წელი .
მწარმოებელი:
შპს ~ ნეოფარმი ~.
საქართველო . თბილისი . დავით აღმაშენებლის ხეივანი მე – 12 კმ .
ტელ / ფაქსი: +995 (32) 59-57-90, 59-64-46