ვიტა – G

ვიტა – G

გამოყენების ინსტრუქცია

ვიტა – G
VITA – G

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი A (Retinylacetate) ………………………………….. 800 µg

ვიტამინი D (Cholecalciferole)………………………………… 5.0 µg

ვიტამინი B1 (Thiamine mononitrate) …………………….. 1.4 mg

ვიტამინი B2 (Riboflavine) …………………………………….. 1.6 mg

ვიტამინი B6 (Pyridoxine hydrochloride) ……………….. 2.0 mg

ვიტამინი B12 (Cyanocobalamine) ………………………… 1.0 µg

ვიტამინი C (Ascorbic acid) ……………………………………. 60 mg

ვიტამინი E (DL-alpha tocopheryl acetate) ……………….. 10 mg

ნიაცინი (Nicotinamide) ………………………………………….. 18 mg

პანტოთენის მჟავა ( Calcium-d-pantothenate) …………… 6.0 mg

ფოლის მჟავა ……………………………………………………….. 200 µg

კალციუმი (Calcium carbonate) ……………………………….. 200 mg

მაგნიუმი (Magnesium oxide) ………………………………….. 75 mg

იოდი (Potassium iodide) ………………………………………… 150 µg

ცინკი (Zinc sulphate) …………………………………………….. 7.5 mg

მოქმედების მექანიზმი

მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი . პრეპარატის მოქმედებას განსაზღვრავს მისშემადგენლობაში შემავალი მულტივიტამინები და მინერალები:

ვიტამინი A – წარმოადგენს ორგანიზმის ერთ – ერთ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ კომპონენტს .უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდასა და განვითარებას . ხელს უწყობს იმუნური სისტემისფორმირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ .უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას .

ვიტამინი D – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებსოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას .ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ .

ვიტამინი C – უზრუნველყოფს ძვლების, კანისა და კბილების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას .ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი კომპონენტების სინთეზს . აუმჯობესებსლიპიდებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმს . მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლისჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში . ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარს სხვადასხვა ინფექციისადმი, წარმოადგენს ორგანიზმის მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტსა დაიმუნოსტიმულატორს . ასევე ხელს უწყობს კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას .

ვიტამინი E – აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას . ბუნებრივი ანტიოქსიდანტი,რომელიც უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების მკურნალობასა დაპროფილაქტიკაში . აფერხებს კატარაქტის განვითარებასა და ნაადრევ სიბერეს .

ვიტამინი B 1 – როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა დაამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ / რნმ – ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორებისსინთეზში . მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში . გავლენას ახდენსორგანიზმის ზრდისა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას .

ვიტამინი B 2 –   უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფსჟანგვა – აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში . ხელსუწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს . გავლენას ახდენს მხედველობისსიმახვილეზე . აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირისღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში . აუმჯობესებსქსოვილების რეგენერაციის ( აღდგენის ) პროცესს ჭრილობების დროს .

ვიტამინი B 6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერებისსინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემისნორმალურ ფუნქციონირებაში . ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნისსაჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმებს .

ვიტამინი B1 2 – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში . მონაწილეობასიღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევემნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში .

ნიაცინი – მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში . მონაწილეობსამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში . A ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას .

პანტოთენის მჟავა – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლისმჟავებისა და ჰორმონების სინთეზში . ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს . აქვს ანტისტრესულიმოქმედება, მონაწილეობს სხვა ვიტამინების სინთეზში . ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ დაგვერდით ეფექტებს, ასევე უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას .

ფოლის მჟავა – მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების,ერითროციტების ფორმირებაში, ასევე – ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინებისსინთეზში .

კალციუმი – მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესისათვის .

მაგნიუმი – არეგულირებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესულისიტუაციებისა და დეპრესიული მდგომარეობების მიმართ, მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა დანერვული იმპულსის გადაცემის პროცესში .

იოდი – შედის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივარეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და უმაღლეს ნერვულ მოქმედებას, ასევე სასქესო დასარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას .

ცინკი – შედის სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში და შესაბამისად, არეგულირებს ცხიმებისა დაცილების მეტაბოლიზმს . მნიშვნელოვანია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტებისფორმირებისათვის . მოქმედებს სასქესო ჰორმონების სინთეზზე, არეგულირებს ორგანიზმის იმუნურპროცესებს .

ჩვენება

–           ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

–           ვიტამინებსა და მინერალებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნა;

–           მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი;

–           ასთენიური და ნევროზული, ასევე სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

–           გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა;

–           არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა;

–           მეტაბოლური პროცესების ბალანსირება .

უკუჩვენებაპრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა .

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატთან ერთად რეკომენდებული არ არის სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება . არშეიძლება მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება .

დოზირება და მიღების წესი

ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1 ტაბლეტი დღეში . ვიტა – G G მიიღება ჭამის დროს ანუშუალოდ ჭამის შემდეგ . მიღების ხანგრძლივობა – ჩვენების მიხედვით ინდივიდუალური .

გვერდითი მოვლენებიიშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებისადმი .

ვარგისიანობა და შენახვის პირობებიპრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურზე, მშრალ,სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე !

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი პლასტმასის ბოთლში; მეორადი შეფუთვა:
მუყაოს კოლოფში .

აფთიაქიდან გაცემის პირობებიექიმის რეცეპტის გარეშე !

მწარმოებელი ფირმა:

შ . პ . ს . “ ჯი – ემ – პი ”

მისამართი:

ქ . თბილისი, ქვემო ფონიჭალის დასახლება 65