ვობენზიმი

ვობენზიმი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ვობენზიმი
( WOBENZYM )

სავაჭრო დასახელება: ვობენზიმი ( WOBENZYM )

წამლის ფორმა: ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები ( დრაჟე ).

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

პანკრეატინი 345 პროტ . ევრ . ფარმ . – ერთ ., პაპაინი 90 F.I.P . – ერთ ., რუტოზიდი 3 H2O 50,00 მგ,ბრომელაინი 225 F.I.P . – ერთ ., ტრიფსინი 360 F.I.P . – ერთ ., ლიპაზა 34 F.I.P . – ერთ ., ამილაზა 50F.I.P . – ერთ ., ქიმოტრიფსინი 300 F.I.P . – ერთ .

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, გასუფთავებული წყალი,კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, ტალკი .

საქაროზა, ტალკი, მეტაკრილის მჟავას – მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი, შელაკი, ტიტანისდიოქსიდი, თეთრი თიხა, ყვითელ – ნარინჯისფერი საღებავი S ( E 110), ალისფერი საღებავი 4 R ( E 124),პოვიდონი, მაკროგოლი 6000, ტრიეთილციტრატი, ვანილინი, გათეთრებული ცვილი, კარნაუბის ცვილი.

აღწერილობა

მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით, დამახასიათებელი სუნით, შეღებილიწითელ – ნარინჯისფრად . დასაშვებია გარე გარსის ფერის მერყეობა წითელ – ნარინჯისფერიდან წითელფერამდე .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:   ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვობენზიმი წარმოადგენს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნატურალური ენზიმების კომბინაციას .ორგანიზმში მიწოდებისას ენზიმები შეიწოვება წვრილ ნაწლავში ინტაქტური მოლეკულების რეზორბციისგზით და სისხლის სატრანსპორტო ცილებთან შეერთებით ხვდებიან სისხლში . შემდეგ, სისხლძარღვებისსანათურში მიგრირებითა და პათოლოგიური პროცესის ზონაში დაგროვებით, ენზიმები ახდენენიმუნომოდულატორულ, ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზურ, შეშუპების საწინააღმდეგო,ანტიაგრეგანტულ და განმეორებით მაანალგეზირებელ მოქმედებას .

ვობენზიმი დადებითად მოქმედებს ანთებით პროცესზე, ზღუდავს აუტოიმუნური და იმუნოკომპლექსურიპათოლოგიური პროცესების გამოვლენას,   დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნოლოგიურირეაქტივობის მაჩვენებლებზე . ახდენს მონოციტი – მაკროფაგების, ბუნებრივი კილერი უჯრედებისსტიმულაციასა და ფუნქციური აქტივობის რეგულირებას, ასტიმულირებს სიმსივნის საწინააღმდეგოიმუნიტეტს, ციტოტოქსიურ T – ლიმფოციტებს, უჯრედების ფაგოციტურ აქტივობას .

ვობენზიმის ზემოქმედებით ხდება   ცირკულირებადი იმუნური კომპლექსების რაოდენობის შემცირება დაიმუნური კომპლექსების მემბრანული დეპოზიტების გამოსვლა ქსოვილებიდან .

ვობენზიმი ამცირებს ინტერსტიციის ინფილტრაციას პლაზმური უჯრედებით . ზრდის ცილოვანიდეტრიტისა და ფიბრინის დეპოზიტების ელიმინაციას ანთების ზონაში, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლისშედეგად წარმოქმნილი ტოქსიური პროდუქტებისა და ნეკროზული ქსოვილების ლიზისს . აუმჯობესებსჰემატომებისა და შეშუპების გაწოვას, აწესრიგებს სისხლძარღვთა კედლების გამტარობას .

ვობენზიმი ამცირებს   თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრომბოციტების აგრეგაციას . არეგულირებსსისხლის უჯრედების ადჰეზიას,   ზრდის ერითროციტების ფორმის ცვლილების უნარს მათიპლასტიურობის რეგულირებით, აწესრიგებს ნორმალური დისკოციტების რიცხვს და ამცირებსთრომბოციტების გააქტიურებული   ფორმების   საერთო რაოდენობას, აწესრიგებს სისხლის სიბლანტეს,ამცირებს მიკროაგრეგატების საერთო რაოდენობას, ამგვარად სისხლის რეოლოგიური თვისებებისა დამიკროცირკულაციის გაუმჯობესებით, ასევე აუმჯობესებს ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადითა დასაკვები ნივთიერებებით .

ვობენზიმი ამცირებს ჰორმონული პრეპარატების მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს (ჰიპერკოაგულაცია და სხვ .).

ვობენზიმი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ენდოგენური ქოლესტერინის სინთეზს, ზრდისმაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, ამცირებს ათეროგენული ლიპიდების დონეს,აუმჯობესებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეწოვას .

ვობენზიმი ხელს უწყობს   ანტიბიოტიკების   მაღალი კონცენტრაციის   მიღწევას    სისხლის პლაზმასადა ანთების კერაში და ამ გზით ზრდის მათი გამოყენების ეფექტურობას . იმავდროულად, მასშიშემავალი ენზიმები ამცირებენ ანტიბიოტიკების მიღებასთან   დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს .

ვობენზიმი არეგულირებს არასპეციფიური დაცვის მექანიზმებს ( ინტერფერონების გამომუშავება ), დაამგვარად ავლენს ვირუსისა და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებას .

ჩვენებები

გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში:

ანგიოლოგია: თრომბოფლებიტები, ზედაპირული ვენების პოსტრომბოფლებიტური დაავადებისა დამწვავე თრომბოფლებიტების მკურნალობა, ქვემო კიდურების ენდარტერიიტისა და მაობლიტირებელიათეროსკლეროზის მკურნალობა, რეციდიული ფლებიტების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება .

უროლოგია: ცისტიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები .

გინეკოლოგია: გენიტალიების ქრონიკული ინფექციები, ადნექსიტი, ჰესტოზები, მასტოპათიები,ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გართულების გამოხატულობისა და სიხშირის შესამცირებლად .

კარდიოლოგია: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტის ქვემწვავე სტადია ( სისხლის რეოლოგიურითვისებების გასაუმჯობესებლად ).

პულმონოლოგია: სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია .

გასტროენტეროლოგია:       პანკრეატიტი, ჰეპატიტი

ნეფროლოგია: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი .

ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი .

რევმატოლოგია: რევმატიული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება .

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი,   გამონაყარი .

ქირურგია: ოპერაციის შემდგომი გართულებების ( ანთება, თრომბოზი, შეშუპება ) პროფილაქტიკა დამკურნალობა, შეხორცებითი დაავადებები, პოსტტრავმული და ლიმფური შეშუპება, პლასტიკური დარეკონსტრუქციული ოპერაციები .

ტრავმატოლოგია: ტრავმები, მოტეხილობები, დისტორსია, ამოვარდნილობები, დაჟეჟილობები,ქრონიკული და პოსტტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, დამწვრობა, ტრავმებისპორტულ მედიცინაში .

ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი .

პედიატრია: ატოპიური დერმატიტი, სასუნთქი გზების ინფექციურ – ანთებითი დაავადებები ( ზედა დაქვედა სასუნთქი გზების ანთება, პნევმონია ), იუვენილური რევმატიული ართრიტი, ოპერაციისშემდგომი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ( ჭრილობის დაჩირქება და ცუდი შეხორცება,ნაწიბურების წარმოქმნა, ადგილობრივი შეშუპება ).

ოფთალმოლოგია: უვეიტი, ირიდოციკლიტი, ჰემოფთალმია, დიაბეტური რეტინოპათია,ოფთალმოქირურგია .

პროფილაქტიკა: მიკროცირკულაციის დარღვევა, პოსტსტრესული დარღვევები, ასევე ადაპტაციურიმექანიზმების მოშლა . ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა,ჰორმონული კონტრაცეპცია . ქირურგიული ჩარევის დროს ინფექციური გართულებებისა და შეხორცებითიდაავადების პროფილაქტიკისათვის .

ვობენზიმი რეკომენდებულია ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის ქიმიო და სხივური თერაპიის ჩატარებისდროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და   საციცოცხლო ფუნქციების გასაუმჯობესებლად,ასევე ვირუსული ინფექციებისა და მათი გართულებების პროფილაქტიკისათვის .

უკუჩვენებები

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა . დაავადებები, დაკავშირებული სისხლდენის განვითარებისმაღალ ალბათობასთან ( ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და სხვ .). ჰემოდიალიზის ჩატარება . 5 წლამდებავშვთა ასაკი .

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის მიღებისათვის . მაგრამ ორსულიქალები პრეპარატს უნდა იღებდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით, არანაკლებ 30 წუთით ადრე ჭამამდე, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით(200 მლ ).

მოზრდილები

_ დაავადების აქტივობისა და სიმძიმის მიხედვით ვობენზიმი ინიშნება 3 – დან 10 ტაბლეტამდე 3 – ჯერდღეში . პრეპარატის მიღების პირველ 3 დღეს რეკომენდირებული დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს 3 – ჯერდღეში .

_ დაავადების საშუალო სიმძიმის   დროს ვობენზიმი ინიშნება დოზით 5-7 ტაბლეტი 3 – ჯერ დღეში, 2კვირის განმავლობაში . შემდგომში დოზა უნდა შემცირდეს 3-5 ტაბლეტამდე   3 – ჯერ დღეში, 2 კვირიანიკურსით .

_ დაავადების მაღალი აქტივობის შემთხვევაში,   ვობენზიმი ინიშნება 7-10 ტაბლეტი 3 – ჯერ დღეში, 2-3კვირის განმავლობაში, შემდგომში დოზა მცირდება 5 ტაბლეტამდე 3 – ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი2-3 თვეს შეადგენს .

_ ქრონიკული ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების დროს ვობენზიმი ინიშნება ხანგრძლივი კურსისსახით 3 – დან 6 თვემდე ან უფრო ხანგრძლივად .

_ ანტიბიოტიკების აქტივობის გაზრდისა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის მიზნით, ვობენზიმიუნდა მიიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის მთელი კურსის განმავლობაში დოზით – 5 ტაბლეტი 3 – ჯერ დღეში.

_ ანტიბიოტიკების კურსის შეწყვეტის შემდეგ ნაწლავის მიკროფლორის ( ბიოცენოზი ) აღსადგენად,ვობენზიმი ინიშნება 3 ტაბლეტი   3 – ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში .

_ დამცავი თერაპიის სახით გამოყენებისას, ქიმიო – და სხივური თერაპიის კურსის დროს, ვობენზიმიინიშნება 5 ტაბლეტი 3 – ჯერ დღეში თერაპიის კურსის დასრულებამდე, ინფექციური გართულებებისპრევენციისათვის ბაზისური თერაპიის ამტანობისა და საციცხლო ფუნქციების გასაუმჯობესებლად .

_ პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევაში ვობენზიმის დოზა შეადგენს   3 ტაბლეტს 3 – ჯერდღეში, მკურნალობის კურსია 1,5 თვე, წელიწადში 2-3 ჯერ განმეორებით .

ბავშვები

5-12 წლის ბავშვებში – ბავშვის წონის 6 კგ – ზე 1 ტაბლეტი დღეში . 12 წლის ასაკიდანმოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის მიხედვით . მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირებადამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ .

გვერდითი ეფექტებივობენზიმს პაციენტები კარგად იტანენ . U უმრავლეს შემთხვევაში მისი გვერდითი ეფექტები, მოხსნისსინდრომი არ იქნა გამოვლენილი მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი . ცალკეულშემთხვევებში აღინიშნება განავლის კონსისტენციისა და სუნის უმნიშვნელო ცვლილება, გამონაყარი კანზეჭინჭრის ციების სახით, რომლებიც შექცევადია დოზის შემცირებასთან ერთად .

სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული,  რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია .

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული გართულებების შემთხვევები ცნობილი არ არის .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის .

განსაკუთრებული მითითებებიინფექციური პროცესის შემთხვევაში ვობენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკებს, მაგრამ ზრდის მათეფექტურობას, რადგან ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმასა და ანთებით კერაში .

გასათვალისწინებელია ის, რომ პრეპარატის გამოყენების დასაწყისში დაავადების სიმპტომები შეიძლებაგაძლიერდეს, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის, ხოლო რეკომენდებულიაპრეპარატის დოზის დროებით შემცირება . პრეპარატი არ წარმოადგენს დოპინგს და არ ახდენს ნეგატიურგავლენას ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვსფსიქიური და ფიზიკური რეაქციების სისწრაფეს .

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერებში 20 ცალი და მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში 2, 10 ბლისტერიგამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შეფუთვა – 800 ტაბლეტი შეფუთვაში, ტაბლეტები მოთავსებულია   მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისფლაკონებში   გამოყენების ინსტრუქციასთა ერთად .

შენახვის პირობებისია BB B

ინახება   ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250 C ოთახის ტემპერატურაზე .

შენახვის ვადა

2,5 წელი . ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი:

MUCOS Pharma GmbH & Co ., გერმანია

წარმოებულია მუკოს ემულსიონს გმბჰ, გერმანია .

წარმომადგენლობა რუსეთში

სანქტ _ პეტერბურგი

ტელ: (812) 315-9295, 315-9585

მოსკოვი

(495) 114-4471, 114-3907