ვურდონი დიკლოფენაკ ნატრიუმი

ვურდონი დიკლოფენაკ ნატრიუმი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ვურდონი დიკლოფენაკ ნატრიუმი

______________________________________________________________

E.f.C . ტაბლეტები 25 მგ / ტაბლეტები, E.f.c ტაბლეტები 50 მგ / ტაბლეტი, S.r.f.c. ტაბლ . 100 მგ / ტაბლ.

სანთელი 50 მგ / სანთელი, სანთელი 100 მგ / სანთელი . საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპულები *

* ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკ ნატრიუმი .

დანამატები:

E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ . და E.F.C ტაბ . 50 მგ / ტაბ: სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ეუდრაგიტი L, ლაქტოზა, პოლივიდონი .

S.R.F.C. ტაბლ . 100 მგ / ტაბ: გარსი: რკინის წითელი ოქსიდი E 172, ოპარდი Y – 1-700: ოპარდი Y – 1-700 – ს კომპონენტები: ჰიპერომელოზა ( მეტოცელ E5 პრემიუმი ), ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლ 400.

ბირთვი: საქაროზა, კეტოსტეარილის სპირტი, პოლივიდონი, სილიციუმის დიოქსიდიკოლოიდური ( აეროსილი ), გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი .

სანთელი 50 მგ / სანთელი და სანთელი 100 მგ / სანთელი: მირიტოლი, Suppocire .

საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ: მაკროგოლი 400, ეთანოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი ( PG 1.2), საინექციო წყალი .

წამლის ფორმა:

ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი, ნელა გამოთავისუფლებადი გარსით დაფარულისანთლები, საინექციო ხსნარი .

მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია:

E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ: ვურდონის თითოეული 25 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .

E.F.C ტაბლეტები 50 მგ / ტაბ: ვურდონის თითოეული 50 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .

S.R.F.C. ტაბლ . 100 მგ / ტაბ: ვურდონის თითოეული 100 მგ ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკნატრიუმს .

სანთელი 50 მგ / სანთელი: ვურდონის თითოეული 50 მგ სანთელი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .

სანთელი 100 მგ / სანთელი: ვურდონის თითოეული 100 მგ სანთელი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .

საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ: ვურდონის თითოეული 75 მგ /3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .

შეფუთვა:

E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ვურდონის 25 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს .

E.F.C ტაბლეტები 50 მგ / ტაბ: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 20 ან 100 ვურდონის 50 მგ აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს .

S.R.F.C. ტაბლ . 100 მგ / სანტაბ: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 10 ან 1000 ვურდონის 100 მგ ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარულიტაბლეტის ბლისტერებს .

სანთელი 50 მგ / სანთელი: მუყაოს კოლოფი, რომელშიც არის 10 ვურდონის 50 მგ სანთელი პლასტმასის კონტეინერებში .

სანთელი 100 მგ / სანთელი: კარდონის კოლოფი, რომელშიც არის 10 ან 1000 ვურდონის 100 მგ სანთელი პლასტმასის კონტეინერებში .

საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ: მუყაოს კოლოფი, რომელშიც არის 5, 6, ან 50 ამპულა ( თითოეული 3 მლ ) პლასტმასის კონტეინერებში .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ( NSAIDS ).

რა უნდა იცოდეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია:

დიკლოფენაკი მოგიხსნით ანთების სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი, მგარამ ის არმოქმედებს ანთების გამომწვევ მიზეზზე .

ჩვენებები:

ქრონიკული ანთებითი ართროპათიები ( რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა );

პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული ართრიტები;

კრისტალების ნარჩენებით გამოწვეული ართრიტები ( მონონატრიუმის ურატი, კალიუმის დიფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, კალციუმის ოქსალატი );

მწვავე ჩონჩხ – კუნთოვანი დარღვევები ( პერიართრიტი, ტენდინიტი, ტრავმული დაზიანებები );

პირველადი დისმენორეა;

შაკიკის შეტევები;

თირკმლის კოლიკა;

უკუჩვენებები:

არ მიიღოთ ვურდონი თუ:

გაქვთ კუჭის აქტიური წყლული, ან წყლული ანამნეზში, ან სხვა ორგანული კუჭ – ნაწლავის დაავადებები, ან ჰემორაგიის რეციდივები;

ოდესმე თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები ( მაგ . გამონაყაარი, ან მუწუკები ) მედიკამენტებზე, რომლებიც შეიცავენ დიკლოფენაკს, ასპირინს,იბუპროფენს, ან რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

ოდესმე თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები რომელიმე დანამატი ნივთიერების მიმართ;

თუ გაქვთ სისხლიანი, ან შავი ფერის განავალი;

გაწუხებთ ღვიძლის პორფირია;

დიკლოფენაკი არ გამოიყენოთ 14 წლამდე ბავშვებში .

უნდა გააფრთხილოთ ექიმი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შესახებ, რადგან დიკლოფენაკითქვენთვის შესაძლოა იყოს უკუნაჩვენები .

მედიკამენტის გამოყენებისას გასათვალისწინებელი კონკრეტული გაფრთხილებები და უსაფრთხოებისზომები:

ზოგადი:

ვურდონის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ:

წარსულში გქონიათ კუჭ – ნაწლავის პრობლემები, ან თუ გქონდათ დისკომფორტი, ან წვა კუჭის არეში არასტერიდული ანთების საწინააღმდეგომედიკამენტების მიღების შემდეგ .

გაწუხებდათ: ბრონქული ასთმა, გულის, ღვიძლის, ან თირკმლის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ჰემორაგია, ან სისხლის სხვა დაავადებები;

გქონდათ გულის დაავადება, ან ინსულტი ანამნეზში, ან თუ გრძნობთ, რომ ხართ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობის რისკის ქვეშ ( მაგ . თუ გაქვთმაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, ან თუ მწეველი ბრძანდებით )

დიკლოფენაკის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზით, ან ხანგრძლივად, შესაძლოადაკავშირებული იყოს არტერიის თრომბოლიზური მოვლენის მცირედ გაზრდილ რისკთან ( მაგ .მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი ). ამ მიზეზების გამო არასოდეს გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას,ან თერაპიის ხანგრძლივობას .

ხანდაზმულები:

დიკლოფენაკის მოქმედება უფრო ძლიერად არის გამოხატული ხანდაზმულებში ახალგაზრდებთანშედარებით . ამიტომაც ხანდაზმულებმა უნდა მიიღონ შედარებით დაბალი ეფექტური დოზამდგომარეობიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს, თუ აღენიშნებათ რაიმე გვერდითიეფექტები .

ორსულობა:

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას . დიკლოფენაკის მოხმარებაუკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში

ლაქტაცია:

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ მეძუძური დედა . დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს .

ბავშვები:

უკუნაჩვენებია დიკლოფენაკის გამოყენება 14 წლამდე ბავშვებში .

გავლენა მართვისა და დანადგარებთან მუშაობაზე:

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, დაღლილობა, ან მხედველობის დარღვევაარასტერიოდული ანთების საწინააღმდეეგო მედიკამენტების მიღების დროს, უნდა მოერიდონ მანქანისმართვას, ან დანადგარებთან მუშაობას . დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების არსებობისშესახებ .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხა ფორმები:

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რაიმე სხვა მედიკამენტს დიკლოფენაკის გარდა . იმ შემთხვევაშიც კი, თუ ესმედიკამენტები არ არის დანიშნული ექიმის მიერ, რადგან შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს დოზისშეცვლა, ან მათი მიღების შეწყვეტა . დიკლოფენაკმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს შემდეგიმედიკამენტების, ან სუბსტანციების მოქმედებაზე:

ლითიუმი, დიგოქსინი, მეთოტრექსატი და ციკლოსპორინი;

ანტიდიაბეტური მედიკამენტები, გარდა ინსულინისა;

დიურეზულები;

ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი;

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ასპირინი, ან იბუპროფენი;

ქინოლონი ანტიმიკრობული;

კორტიკოსტეროიდები

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

დოზირება:

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ვურდონი რეგულარულად და ექიმის დანიშნულების შესაბამისად . ესდაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღებაში და შეამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს .მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღიანი, კვირიანი ან მეტიხანგრძლივობის მკურნალობის ჩატარება . თუ რაიმე ეჭვი გაგაჩნიათ მკურნალობასთან დაკავშირებითმიმართეთ ექიმს .

მოზრდილები:

დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად მდგომარეობის და პაციენტის რეაგირების შესაბამისად .ჩვეულებრივ, დიკლოფენაკის დღიური საწყისი დოზა არის 75 მგ – დან 150 მგ – მდე დოზის დაყოფით .შემანარჩუნებელი დოზა არის 50-100 მგ სადღეღამისო დოზის დაყოფით და მკურნალობის ხანგრძლივობასგანსაზღვრავს ექიმი და პაციენტის რეაქცია . მწვავე ეპიზოდის მართვისათვის, რასაც ესაჭიროებახანმოკლე მკურნალობა, უკეთესი რეცეპტურა არის ის, რომელიც მოიცავს სწრაფ აბსორბციას .

შაკიკის შეტევების მართვისათვის, რეკომენდებული დოზა არის დიკლოფენაკის 100 მგ სანთლები,რომელიც ინიშნება რექტალურად შეტევის პირველი ნიშნებისთანავე . საჭიროების შემთხვევაში,შესაძლებელია დამატებითი 50 მგ მიღება დღის განმავლობაში . საერთო დღიურმა დოზამ არ უნდაგადააჭარბოს 150 მგ . შაკიკის მწვავე ეპიზოდისათვის, დიკლოფენაკი ინიშნება კუნთებში ინექციის სახითსაწყისი დოზით 75 მგ . საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იმავე დღეს დაინიშნოს 50 მგ დიკლოფენაკისსანთელი . საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ . თირკმლის კოლიკის მართვისათვისრეკომენდებულია დიკლოფენაკის კუნთებში გაკეთება და რეკომენდებული დოზა არის 150 მგ .დიკლოფენაკის ინტრამუსკულური გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 2 დღეს . ხანდაზმულთა და გულითდაავადებულთა და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალიდოზებით და უნდა გაგრძელდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით .

ბავშვები

დიკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში .

მიღების მეთოდი:

სანთლების გამოყენებამდე უნდა მოხდეს ნაწლავის გათავისუფლება . დაიბანეთ ხელები . მოაშორეთსანთელს შეფუთვა, დაასველეთ ცივი წყლით . დაწექით გვერდზე და გაიკეთეთ სანთელი სწორ ნაწლავშიმაქსიმალურად ღრმად . თუ სანთელი დარბილებულია, გაყინეთ მაცივარში რამდენიმე წუთით, ანშეუშვირეთ ცივ წყალს შეფუთვის მოხსნამდე . არ გაყოთ სანთელი, რადგან არასწორმა შენახვამ შესაძლოაგამოწივიოს მოქმედი ნივთიერების არასწორი მიღება .


ნაწლავში ხსნადი და ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, გატეხვის გარეშე ჭიქა წყალთან, ან სხვა სითხესთან ერთად . უკეთესია ნაწლავში ხსნადი აპკითდაფარული ტაბლეტის მიღება ჭამამდე, ან ცარიელ კუჭზე . ნელა გამოთავისუფლებადი აპკითდაფარული ტაბლეტების მიღება უმჯობესია ჭამის დროს .

რა უნდა მოიმოქმედოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე . თუ მოახლოვებულია მეორე დოზისმიღების დრო, მაშინ აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივად .

დოზის გადაჭარბების მართვა:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში .

გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავად ვურდონმაც შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები . ესშეიძლება იყოს წვის შეგრძნება, დისკომფორტი კუჭში, საერთო სისუსტე, ღებინება, დიარეა,ნაწლავების კოლიკა, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გამონაყარიკანზე .

დიკლოფენაკის მიღებასთან ზოგჯერ შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიის თრომბოლიზი ( მაგ .მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი ).

იშვიათი გვერდითი მოვლენები, გამოვლენილი პაციენტთა 1% არის: ჰემატემესი, შავი ფერის განავალი,წყლულოვანი დაავადება, ჰემორაგიული დიარეა, ყაბზობა, თვლემა, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში,ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა ( მაგ . ბუნდოვანი ხედვა, ან მხედველობის გაორება ),სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, უძილობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, პანიკურიშეტევები, ჭინჭრის ციება, კანის რეაქციები, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობა, კანიდან სისხლდენა,ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, რაც იწვევს სახის, ფეხების შეშუპებამდე, მწვავე ოლიგურია,ჰემატურია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რომელსაც მივყავართ სახის და თვალების სიყვითლემდე,ზოგჯერ ცხელებამდე, ან მუცლის ზედა ნაწილის შესიებამდე და ტკივილამდე შეხების დროს; მწვავეჰემატოლოგიური დარღვევების სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა,ალერგიული რეაქციები – სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ან სინკოპე, მაღალი წნევა .ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა .

ვურდონის მიღება შეწყვიტეთ შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

დისკომფორტი მუცლის არეში, წვის შეგრძნება კუჭის არეში, ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;

სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, ან ჰემატურია;

კანის პრობლემები, როგორიცაა გამონაყარი, ან ქავილი;

სუნთქვის გაძნელება;

კანის, ან თვალების სიყვითლე;

გამუდმებული ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;

სახის, ფეხების შეშუპება;

თავის ძლიერი ტკივილი;

ტკივილი გულმკერდის არეში და ხველა

ამ გვერდითი მოვლენების სერიოზულობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან თუშეამჩნევთ რაიმე სხვა გვერდით მოვლენას, რაც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი .

თუ დიკლოფენაკს იყენებთ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რეგულარული შემოწმებისათვისმიაკითხეთ ექიმს, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა არ დარჩეს შეუმჩნეველი .

ვარგისობის ვადა:

25 მგ ტაბლეტი #100 – 3 წელი ოთახის ტემპერატურაზე;

ამპულა – 5 წელი ოთახის ტემპერატურაზე;

სანთელი – 3 წელი ოთახის ტემპერატურაზე;

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვის გარე და შიდაზედაპირზე .

ცხრილი

გაცემის წესი

II ჯგუფი ( ექიმის რეცეპტით )

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

მწამოებელი და მარკეტინგული უფლებამოსილების მფლობელი:

HELP SA, ვალაორიტოს ქ . 10, GR144 52 მეტამორფოზა, ატიკა – საბერძნეთი .

ტელ: +30 210 2815353; +30 210 2843479;