ზოპინ – 100

ზოპინ – 100

ზოპინ – 100  ZOPIN-100

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

ზოპინ 100 ტაბლეტები

წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელში მოყვანილი ცნობები პრეპარატის შესახებ .

შეინახეთ ეს ფურცელი . შეიძლება კიდევ   დაგჭირდეთ   მისი წაკითხვა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები წამლის შესახებ – დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვას, მაშინაც თუ მათი სიმპტომები ისეთივეა, როგორც თქვენი

წინამდებარე ფურცელში მოყვანილია:

რა არის ზოპინ – 100 და რისთვისაა გამოყენებული

ზოპინ – 100 ტაბლეტების მიღებამდე საჭირო მონაცემები

ზოპინ – 100 მიღების წესი

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიზოპინ – 100 შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

ზოპინ – 100 ტაბლეტებში აქტიური ნივთიერებაა კლოზაპინი . ტაბლეტებში აგრეთვე შედის არააქტიური შემადგენლები: ლაქტოზასმონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარეტი და ტალკი .

რა არის ზოპინ – 100 და რისთვისაა გამოყენებული

ზოპინ – 100 ანტიფსიქოზური პრეპარატია ( ხანდახან ასეთ პრეპარატებს ნეიროლეფსიურებსაც უწოდებენ ) და მიეკუთვნებადიბენზოდიაზეპინების ჯგუფს .

ზოპინ – 100 გამოყენებულია    შიზოფრენიით დაავადებულებში, რომლებიც მანამდე უშედეგოდ იყენებდნენ   სულ ცოტა 2 სხვაანტიფსიქოტურ პრეპარატს, ან ავადმყოფებში რომლებიც ვერ იღებენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებს გვერდითი ეფექტების გამო .

ზოპინ – 100 გამოიყენება აგრეთვე აზროვნების მძიმე მოშლილობის დროს პარკინსონით დაავადებულებში, როდესაც სხვა სამკურნალოსაშუალებები უშედეგოა .

სისხლის ანალიზი

ზოპინ – 100 ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის   ჩატარება, რათა დარწმუნდეთ რომ თქვენთვის შეიძლება ამპრეპარატის მიღება .

სისხლის ანალიზი სისტემატურად უნდა ჩაიტაროთ ზოპინ – 100 – ით მკურნალობის მთელ პერიოდში მთელი, და აგრეთვე პრეპარატისმიღების შეწყვიტიდან ოთხი კვირის განმავლობაში . თქვენი ექიმი გეტყვით როდის და სად უნდა გაიკეთოთ ანალიზი . სისხლისანალიზი აუცილებელია გაკეთდეს   კვირაში ერთხელ რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ შეიძლება შემცირდეს ყოველ ორკვირაში ერთ გაკეთებამდე . ერთწლიანი მკურნალობის   შემდეგ, დასაშვებია სისხლის ანალიზის ჩატარება ყოველ 4 კვირაში .მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ გამოტოვოთ ეს ანალიზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თქვენიექიმი ვერ შეძლებს მეტი ტაბლეტების მოცემას . ამგვარად თქვენი თანამშრომლობა სისხლის ანალიზის ჩატარებაში უაღრესადმნიშვნელოვანია .

ზოპინ – 100 ტაბლეტების მიღებამდე საჭირო მონაცემები .

თქვენ არ მიიღოთ ზოპინ – 100 თუ ხართ უგონოთ .

მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს თქვენს შესახებ შემდეგი:

თქვენ უკვე იღებდით ამ პრეპარატს და გქონდათ ალერგიული რეაქცია, ან პრეპარატის ან მისი ნებისმიერიშემადგენლის მიღებამ გამოიწვია უსიამოვნო შეგრძნება

ვერ შეძლებთ სისტემატურად სისხლის ანალიზის გაკეთებას

გქონდათ თუ არა როდესმე დაქვეითებული ლეიკოციტების რიცხვი სისხლში ( ზოპინ – 100 მიღების შემდეგგანვითარებულის ჩათვლით ) გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განვითარდა კიბოს მკურნალობის შემდეგ

გაქვთ ან გქონიათ ძვლის ტვინის რომელიმე დაავადება

დაავადებული ხართ ეპილეფსიით ( კრუნჩხვები, კონვულსიები )

პრობლემები გაქვთ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებით

გაქვთ მძიმე დაავადება, რომელთანაც გულის, ღვიძლის ან თირკმლის   ფუნქციური მოშლილობებიადაკავშირებული . თუ თქვენ ოდესმე გქონიათ გულის მძიმე დაავადება, მიზანშეწონილია სპეცილისტთან კონსულტაცია .

გაქვთ მსხვილი ნაწლავის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები ყაბზობა, გაუვალობა და სხვა

გაქვთ გლაუკომა

გაქვთ დიაბეტი

შარდვის გაძნელება პროსტატას ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებით

გაქვთ ზოგიერთი შაქრის, მაგალითად ლაქტოზას მიმართ აუტანლობა

მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს იღებთ თუ არა შემდეგ წამლებს:

სისხლის წნევის სამკურნალოდ, მაგალითად მეტოპროლოლი, კაპტოპრილი

დეპრესიის სამკურნალოდ, მაგალითად ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, ფენელზინი

ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ინექციით, მაგალითად ფლუპენტიქსოლ დეკანოატი, ფლუფენაზინ დეკანოატი

ბენზოდიაზეპინებს ( ტრანკვილიზატორებს ) ან საძილე ტაბლეტებს, მაგალითად დიაზეპამი, ტემაზეპამი

ლითიუმის პრეპარატებს

ანტიჰისტამინურებს ალერგიების სამკურნალოდ, მაგალითად ლორატადინი, ქლორფენირამინი

ანტიბიოტიკებს, მაგალითად ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, რიფამპიცინი ან კოტრიმოქსაზოლი,ანტომიკოზურ პრეპარატებს, მაგალითად ფლუკონაზოლი

ონკოლოგიურ პრეპარატებს, მაგალითად ციკლოფოსფამიდი, ბუსულფანი

ანტიეპილეფსიურ წამლებს, მაგალითად ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ნატრიუმის ვალპროატი

ტკივილგამაყუჩებელ წამლებს, მაგალითად მორფინი, კოდეინი, ფენილბუტაზონი

დიგოქსინი ან ვარფარინი

ციმეტიდინი

ართრიტების სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს, მაგალითად პენიცილამინი, ნაპროქსენი, ინდომეტაცინი

ნებისმიერ წამალს, რომელიც ყაბზობას იწვევს, მათ შორის დეპრესიის და შიზოფრენიის სამკურნალოპრეპარატები, მაგალითად ქლორპრომაზინი ან პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად პერგოლიდი

ადრენალინი ან ნორადრენალინი

ნებისმიერ ანტივირუსულ პრეპარატს, მაგალითად რიტონავირი, ინდინავირი

ომეპრაზოლი ( კუჭის მაღალი მჟავიანობის სამკურნალო )

ზოგიერთმა წამალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენ მკურნალობაზე . აუცილებელია შეეკითხოთ ექიმს ნებისმიერი წამლისმიღების შესახებ, იმ შემთხვევაშიც თუ წამალი თქვენი ნაყიდია .

ზოპინ – 100 – ით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია; მეორე მხრით, ზოპინ – 100 – ის დონე სისხლში შეიძლებამნიშვნელოვნად შეიცვალოს თამბაქოს წევის შეწყვეტისა ან კოფეინის შემცველი სასმელების შეზღუდვის ან მომატების საპასუხოდ .აღნიშნულ შემთხვევებში ექიმის კონსულტაციაა აუცილებელი .

კონტრაცეფცია და ორსულობა . თუ თქვენ ფეხმძიმეთ ხართ, გეგმავთ დაფეხმძიმებას, ან შემთხვევით დაფეხმძიმდით უნდააუცილებლად უთხრათ თქვენს ექიმს ზოპინ – 100 – ის მიღებამდე . ანტიფსიქოზური პრეპარატები ზოგიერთ ქალში მენსტრუალური ციკლისდარღვევას იწვევს . ზოპინ – 100 მკურნალობაზე გადაყვანის შედეგად მოსალოდნელია რეგულარული ციკლების აღდგენა, ამიტომ შესაბამისიკონტრაცეპტული ზომებია მისაღები ამ შემთხვევაში .

ძუძუთი კვება დაუშვებელი, ვინაიდან ზოპინ – 100 დედის რძეში გადადის .

ტრანსპორტის მართვა და მანქანებთან მუშაობა არაა სასურველი განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში

3. როგორ უნდა მივიღოთ ზოპინ – 100 ტაბლეტები

ზოპინ – 100 მხოლოდ 16 წელზე მოზარდი ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი . მკურნალი ექიმის და ფარმაცევტის რჩევა – დარიგებებისშესრულება თქვენთვის აუცილებელია . მათგან შეიტყობთ, თუ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით . აღნიშნულიმითითებები წამლის მიღების წესთან და ვადებთან დაკავშირებით განუხრელად უნდა შეასრულოთ, განსაკუთრებით კი ექიმის ნებართვისგარეშე დოზის შეცვლა ან ზოპინ – 100 – ით მკურნალობის შეწყვეტაა დაუშვებელი .

შიზოფრენიის მკურნალობა . ზოპინ – 100 – ის ჩვეულებრივი დოზაა 200 მგ –450 მგ დღეში . დღიური D დოზა ჩვეულებრივ უნდა დაიყოს- დოზის ნაწილი დილით უნდა მიიღოთ, ნაწილი საღამოს . ზოპინ – 100   საწყისი დოზაა 12.5 მგ დღეში ერთხელ ან 2 – ჯერ პირველდღეს . თქვენი ექიმი შემდგომში თანდათანობით გაგიზრდით დოზას მანამ სანამ არ დადგინდება თქვენთვის იდეალური დოზა .  თქვენი ზოპინ – 100 მკურნალობა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში   გაგრძელდება . ზოგიერთი ავადმყოფისთვის მაქსიმალური 900 მგ /დღეში მიღება ხდება აუცილებელი .

აზროვნების მძიმე მოშლილობის მკურნალობა პარკინსონით დაავადებულებში . ჩვეულებრივი დოზაა 25 მგ – დან 37.5 მგ – დე ერთხელდღეში საღამოს . საწყისი დოზაა 12.5 მგ დღეში ერთხელ საღამოს, რომელიც თანდათანობით უნდა გაიზრდოს ექიმის მეთვალყურეობით .ზოგიერთ შემთხვევაში დღეში 1 – ჯერ 100 მგ მიღებაა მიზანშეწონილი . მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში შეამოწმეთ თქვენიარტერიული სისხლის წნევა . ზოპინ – 100 ტაბლეტი უნდა გამოთავისუფლდეს ფოლგიდან, როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე . ტაბლეტიყოველთვის მიიღეთ წყლით და გადაყლაპეთ მთლიანად . ზოპინ – 100 ხანგრძლივი მკურნალობისთვისაა გათვალისწინებული – მისიშეწყვეტის შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ისევ გამოვლინდება, ამიტომ ტაბლეტის ყოველდღიური მიღებაა აუცილებელი .

თუ ზოპინ – 100 ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ

ზოპინ – 100 უნდა მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღე . თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე . მაგრამ თუ ისდაემთხვა შემდეგი დოზის მიღების დროს, გამოტოვეთ დავიწყებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი დოზა ის როგორც იყოდანიშნული . მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ ზოპინის მიღება 48 საათის განმავლობაში გამოგრჩათ, დაუყოვნებლივ უნდამიმართოთ თქვენს ექიმს .

ზოპინ – 100 ტაბლეტების ჭარბი მიღების შემთხვევაში შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას .

4. მოსალოდნელი გართულებები .

o         გავლენა სისხლზე

o         ზოპინ – 100 შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ე . წ . თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება . იშვიათად შეიძლებაშემცირდეს ნეიტროფილებად წოდებული თეთრი უჯრედების რაოდენობა . ნეიტროფილები პასუხისმგებელნი არიან ინფექციებთანბრძოლაზე და თუ მათი რაოდენობა შემცირდა შეიძლება თქვენს ორგანიზმს გაუჭირდეს ინფექციებთან ბრძიოლა . თქვენ შეიძლებაგსმენიათ ამ მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები “ ნეიტროპენია ” ან “ აგრნულოციტოზი ”. ამიტომ აუცილებელი სისხლისანალიზის რეგულარულად გაკეთება . თუ აღმოჩნდება სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება, შემდგომიპერიოდული ანალიზების გაკეთება იქნება საჭირო, და თუ თეთრი უჯრედების რაოდენობა გარკვეული ზღვრული მაჩვენებლზედაბლა დაეცემა ზოპინ – 100 – ით მკურნალობა მყისვე უნდა შეწყდეს . ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ სისხლის ანალიზი .ზოპინ – 100 – ის შეწყვეტის შემდეგ თეთრი უჯრედების რაოდენობა უნდა დაუბრუნდეს ნორმას . თუ თქვენ გაგინვითარდათნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, ვეღარ შეძლებთ ზოპინ – 100 – ის კვლავ მიღებას .

o         თუ თქვენ იღებთ ზოპინ – 100 და გაგინვითარდათ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, ყლაპვის გაძნელებაან გრიპი, ექიმთან მიმართვაა აუცილებელი . ეს მისცემს თქვენ ექიმს საშუალებას დაგინიშნოთ სისხლის სასწრაფო ანალიზი რათაგანსაზღვროს განვითარებული წამლის მიღებითაა გამოწვეული სიმპტომები თუ არა .

o         იშვიათად ზოპინ – 100 შეიძლება გამოიწვიოს თეთრი უჯრედების მომატება; და კიდევ ზოპინ – 100 შეიძლება გამოიწვიოსთეთრი უჯრედების გარკვეული სახეობის ეოზინოფილების მომატება . თუ ეს მომატება გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებსმკურნალობა უნდა შეწყდეს . ზოპინ – 100 კვლავ დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხევევაში თუ ეოზინოფილების რაოდენობაშემცირდება .

o         ძალიან იშვიათად შეიძლება შემცირდეს თრომბოციტების რაოდენობა ( სისხლის უჯრედები პასუხისმგებელი სისხლისშედედებაზე ). თუ თრომბოციტების რაოდენობა დაეცემა გარკვეული ზღვრის დაბლა, მკურნალობა ზოპინ – 100 – ით უნდ შეწყდეს. შესაძლებელია აგრეთვე თრომოციტებმა მოიმატოს .

გულზე მოქმედება – იშვიათად ზოპინ – 100 უარყოფითად მოქმედებს გულზე . ამ მიზეზით ზოპინ – 100 – ით მკურნალობის დაწყებამდეექიმი შეგეკითხებათ თუ გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები . ექიმი გაგსინჯავთ, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვეელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას . ზოპინ – 100 – მა შეიძლება გამოიწვიოს ეკგ – ს ცვლილებები, გულისცემა და რითმისდარღვევა . იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის მხრივ ცვლილებები ( კარდიომიოპათია ), გულის პერანგის ანთება (პერიკარდიტი ), სითხის დაგროვება გულის პერანგში ( ექსუდაციური პერიკარდიტი ) და ძალიან იშვიათად გულის გაჩერება . ასევეიშვიათად ვლინდება გულის კუნთის ანთება ( მიოკარდიტი ). მიოკარდიტი ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვისგანმავლობაში . მიოკარდიტის სიმპტომები შეიძლება იყოს: გულის აჩქარება მოსვენებულ მდგომარეობაში, ხშირი ან გაძნელებულისუნთქვა, ტკივილი მკერდის არეში, გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, სურდოს ნიშნები, აუხსნელი სისუსტე დაეოზინოფილების მომატება სიხლში . თუ თქვენ ადრე იღებდით ზოპინ – 100 და გაგინვითარდათ მიოკარდიტი, ძალიან მნიშვნელოვანიაუთხრათ თქვენს ექიმს, რადგან ზოპინ – 100 – ის კვლავ დანიშვნა არ შეიძლება .

სხვა გვერდითი მოვლენები .

– ძილიანობა

– თავბრუ

– მოდუნება, აპათია

– გაძლიერებული ნერწყვდენა

– უგონობა და სიმსუბუქის შეგრძნება უეცარი წამოდგომის შემდეგ

– წონის მომატება

– დაბინდული მხედველობა

– თავის ტკივილი

– კანკალი, რიგიდულობა, აჟიტაცია, მოუსვენრობა და უნაბლიე მოძრაობები

– პირის სიმშრალე ან გაძლიერებული ნერწყვდენა;

– ტემპერატურის მომატება – განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში

– მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია )

– სისუსტის შეგრძნება, გულისრევა, უმადობა

– უნებლიე შარდვა ან შარდვის შეფერხება

– ღვიძლის ტრანსამინაზების შექცევადი მატება სისხლში .

– ეპილეფსიური შეტევები ( კრუნჩხვები ) და უნებლიე მოძრაობები

– უმნიშვნელო ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში

– ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი – მძიმე რეაქცია ანტიფსიქოზურ

პრეპარატებზე

იშვიათ შემთხვევებში ზოპინ – 100 – მა შეიძლება გამოიწვიოს:

– შაქრის მომატება სისხლში და შაქრიანი დიაბეტი, მეტად იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფში – მძიმე ფორმით

– ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია

– სახისა და კიდურების უნებლიე მოძრაობა

– ტრიგლიცერიდების მომატება სისხლში

– სისხლის შედედება სისხლძარღვებში ( თრომბოზი ), განსაკუთრებით Q ქვედა კიდურებში

– ყლაპვის გაძნელება

– სუნთქვის გაძნელება

– საკვების უნებლიე გადაცდენა ხორხში

– მძიმე ყაბზობა გამოწვეული ნაწლავის ობსტრუქციით, რომელმაც შეიძლება   გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში ( კოლიკები )

– ღვიძლის ანთება ( ჰეპატიტი ) სიყვითლით და შარდის გამუქებით

– პანკრეასის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში

– სანერწყვა ჯირკვლების გადიდება

– თირკმლების ანთება

– კანზე გამონაყარი

– კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლში

– მტკივნეული ხანგრძლივი ერექცია

– ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში

ყველა შემთხვევაში ზემოაღნიშნულის შესახებ ან თუ გაგივითარდათ ნებისმიერი მოულოდნელი სიმპტომი, რომელიც არ არისჩამოთვლილი უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს,   მაგრამ მისი კონსულტაციის გარეშე მყისიერად მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება,რადგან აღინისნებოდა მოხსნის რექციები წამლის უცებ შეწყვეტის შემდეგ . ეს რეაქციებია: ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, დიარეა და თქვენი ძირითადი ფსიქიური დაავადების სიმპტომების განვითარება .

ძალიან იშვიათად აღწერილია უეცარი სიკვდილი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოპინ – 100. ცნობილია, რომ ფსიქიურადდაავადებულ ადამინებში უეცარი სიკვდილი ვითარდება იმის მიუხედავად იღებენ ისინი მედიკამენტებს თუ არა .

5. ზოპინ – 100 შენახვის წესი . შეინახეთ თქვენი წამალი მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელადგილას .

ნუ გამოიყენებთ წამალს მისი ხმარების ვადის გასვლის D შემდეგ

თუ ექიმის გადაწყვეტილებით   თქვენი მკურნალობა შეწყდა, დაუბრუნეთ   ფარმაცევტს ყველა დარჩენილი ტაბლეტი . შეინახეთტაბლეტები, იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამას გირჩევთ

6. დამატებითი ინფორმაცია

გახსოვდეთ: ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის და იგი მხოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ . არ გადასცეთ წამალი სხვას,რადგან   ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პიროვნებას, მიუხედავად იმისა, რომ მასაც აქვს მსგავსი სიმპტომები .

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები წამლის შესახებ, ან არ ხართ დარწმუნებული ამ საინფომაციო ფურცელში მოცემულ ნებისმიერ რჩევაში– დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

გამოშვების ფორმა 10 ტაბლეტი ბლისტერში 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში & 1 x 1000 ტაბლეტი პლასტიკურ ყუთში

შენახვის ვადა 24 თვე

გაცემის წესი   რეცეპტით

მწარმოებელი –  Psychotropics India Limited,   Plot no 46 & 49 Sector 6A, SIDCUL Industrial Area, Haridwar-24940-3,  INDIA