დილტიაზემი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დილტიაზემის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დილტიაზემი/DILTIAZEM

დილტიაზემის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.


დილტიაზემი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დილტიაზემი “60”
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
დილტიაზემის ჰიდროქლორიდი………..  60 მგ
დილტიაზემი რეტარდი “90”
ტაბლეტები რეტარდი: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
დილტიაზემის ჰიდროქლორიდი ………….. 90 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალციუმის არხების ბლოკატორი. პრეპარატი ამცირებს კალციუმის იონების შეღწევას გულის კუნთის და სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის უჯრედებში. ამის გამო იწვევს კორონალური და პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას. ამცირებს პოსტდატვირთვას გულზე და სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას. აძლიერებს კორონარულ სისხლმიმოქცევას, ხელს უშლის კორონარული სისხლძარღვების სპაზმს, ამცირებს არტერიულ წნევას და ტაქიკარდიას.
დილტიაზემი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე და გულის რითმზე მათი საწყისი ნორმალური მაჩვენებლების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას დილტიაზემი “60”-ის აქტიური ნივთიერება აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 80%. ბიოტრანსფორმაციას განიცდის “პირველადი გავლისას”ღვიძლში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, ხოლო დილტიაზემი რეტარდი “90”მიღებიდან – 3-4 საათის შემდეგ. პრეპარატის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 80%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი დილტიაზემ “60”-ის გამოყენებისას შეადგენს 3-5 საათს, ხოლო დილტიაზემი რეტარდი “90”-ის შემთხვევაში – 5-7 საათს. ელიმინაცია წარმოებს შარდით მეტაბოლირების სახით და მხოლოდ 2-4% – უცვლელად.

ჩვენებები:
სტაბილური სტენოკარდია;
პრინცმეტალის სტენოკარდია;
სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიის პროფილაქტიკური მკურნალობა;
არტერიული ჰიპერტონია.

მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში დილტიაზემი “60” ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამამდე და ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა თანდათანობით (ინტერვალი 1-2 დღე) 240 მგ-მდე. დილტიაზემი რეტარდი “90” ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. შესაძლოა საჭიროებისას მისი დოზის გაზრდა თანდათანობით.

გვერდითი მოვლენები:
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პასტოზურობა, წვივების და კოჭების შეშუპება, არითმია. ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფებში შეგუბებითი მოვლენებით შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი.
ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.

უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
*ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
*არტერიული ჰიპოტონია;
* სინუსური ბრადიკარდია.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ინიშნება მკაცრი კონტროლის ქვეშ ბრადიკარდიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, რომლებსაც ეკგ-ზე აღენიშნებათ გახანგრძლივებული ინტერვალი PR, ასევე პაციენტებში მიდრეკილებით არტერიული ჰიპოტონიისადმი.
დილტთიაზემი არ თრგუნავს მიოკარდიუმის კუმშვადობას, რის გამოც შესალებელია მისი დანიშვნა ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის ძალის დაქვეითებით.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და ასევე ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ბრადიკარდია, ატროვენტრიკული გამტარებლობის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: საჭიროა კუჭის ამორეცხვა, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დილტიაზემის და ბეტა-ადრენობლოკატორების და საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შენელება.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება:
ანტაციდები და აცეტილსალიციდის მჟავა არ მოქმედებენ პრეპარატის აბსორბციაზე.
დილტიაზემმა შეიძლება გამოიწვიოს კარბამაზეპინის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში.
დილტიაზემისა და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორების (ფენობარბიტალი, ფენიტიონი, ბუტადიონი) ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს დილტიაზემის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება