კაპტოსპესი+H

კაპტოსპესი+H

კაპტოსპესი + H; C aptospes+H

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია მომხმარებლისათვის

კაპტოსპესი + H ( 50+25) მგ ტაბლეტები

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი

აღწერილობა და ჩვენებები

კაპტოპრილი ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის ( ამფ ) ინჰიბიტორების ჯგუფს მიეკუთვნება .ამფ ინჰიბიტორები ამცირებენ სისხლძარღვების შევიწროებას და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას .

ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს .

კაპტოსპესი + H ნაჩვენებია ჰიპერტენზიის ( მაღალი წნევის ) სამკურნალოდ .

უკუჩვენებები

– ჰიპერმგრძნობელობა კაპტოპრილის, ჰიდროქლორ ო თიაზიდის ან კაპტოსპესი + H – ს ნებისმიერიკომპონენტის მიმართ;

– წარსულში ხელების, ტუჩების, სახის ან ენის შეშუპება, რომლის მიზეზი არ იყო ცნობილი;

– კოლაგენური, სისხლძარღვ ების დაზიანებით მიმდინარე დაავადებების არსებობა, როგორიცაარევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და სკლეროდერმია, რომლის შესახებ თქვენმაექიმმა არ იცის;

– გულის, თირკმლების ან ღვიძლის დაავადების არსებობა, რომლის შესახებ თქვენმა ექიმმა არ იცის .

განსაკუთრებული მითითებანი

– კაპტოსპესი + H – სიფრთხილით გამოიყენება დიაბეტის დროს . კაპტოსპესი +H – ის გამოყენებისასინსულინის ან სხვა ანტი – დიაბეტური პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს, განსაკუთრებითმკურნალობის პირველი თვის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .

– დიალიზის საჭიროების შემთხვევაში, კაპტოსპესი + H – ის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდესალერგიული რექციები .

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კაპტოსპესი + H – ის გამოყენება სხვა წამლებთან ერთად არ შეიძლება ექიმის ან ფარმაცევტისკონსულტაციის გარეშე .

თუ თქვენ ღებულობთ:

ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებს ( ინდომეტაცინს, იბუპროფენს ), ლითიუმს,კარბენოქსოლონს, კორტიკოსტეროიდებს, კორტიკოტრო პ ინს ( ACTH ), კარბამაზეპინს ( რომელიცგამოიყენება კრუნჩხვების დროს – ეპილეფსია ), ზოგიერთ საფაღარათო საშუალებას, სოკოსსაწინააღმდეგო ინექციებს ( ამფოტერიცინი ), მიორელაქსანტებს ( ოპერაციის დროს ), ქოლესტერინისცვილს მარეგულირებელს, ალოპურინოლს ( პოდაგრის სამკურნალოდ ), პროკაინამიდს ან დიგოქსინს (არითმიის დროს ), იმუნოსუპრესანტებს ( აზათიოპრინი და ციკლოფოსფამიდი ), კალციუმის მარილებს,კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცვლელ მარილებს, შარდმდენს; წამლებს, რომელთა მიღებაცდაკავშირებულია შრატისმიერი კალიუმის მომატებასთან ( მაგ: ჰეპარინი ), სისხლძარღვებისგამაფართოებელს ( ალფა ბლოკატორები ), დიაბეტის ან ნებისმიერ სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას,კაპტოსპესი + H – ის მიღებამდე შეახსნეთ ექიმს ამ პრეპარატების მიღების შესახებ .

კაპტოსპესი + H – ის მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად

ზომიერი ალკოჰოლის მიღება არ ახდენს გავლენას კაპტოსპესი + H – ის მოქმედებაზე . მიუხედავად ამისა,მიმართეთ ექიმის კონსულტაციისთვის .

კაპტოსპესი + H – ს მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ .

ორსულობა და ძუძუთი კვება

კაპტოსპესი + H არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს . დაორსულობის დაგეგმვისშემთხვევაში, მიმართეთ ექიმს რჩევისათვის .

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კაპტოსპესი + H უარყოფით გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისას . ზოგადი სისუსტის ანთავბრუსხვევის დროს ნუ მიუჯდებით საჭეს და მიმართეთ ექიმს .

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპტოსპესი + H – ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

კაპტოსპესი + H – ს ტაბლეტები, შეიცავს უწყლო ლაქტოზას არააქტიური ნივთიერების სახით . ლაქტოზასთანდაყოლილი აუტანლობის დროს კაპტოსპესი + H – ის მიღება აკრძალულია .

გამოყენების მეთოდები და დოზირება

ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში . ეცადეთ კაპტოსპესი + H მიიღოთ დილით ერთი და იმავე დროს . თუხანდაზმული ბრძანდებით, გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები, მკურნალობას იწყებთ ყველაზედაბალი დოზით, შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით .

კაპტოსპესი + H არ გამოიყენება ბავშვებში .

გააგრძელეთ კაპტოსპესი + H მიღება, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება .

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს . თუ რეკომენდებული პრეპარატით  კაპტოსპესი + H – ით უცხო პირმა ისარგებლა და ექიმს ვერ უკავშირდებით, მიბრძანდით უახლოესსაავადმყოფოში და თან წაიღეთ წამლის კოლოფი .

პრეპარატის მიღების რეჟიმის დარღვევისას, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად, ნუმიიღებთ ორმაგ დოზას ერთ დღეში .

გვერდითი მოვლენები

იშვიათად სხვა წამლების მსგავსად, კაპტოსპესი + H – მა   შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები .ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: ხელების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ანგინა ან ცხელება, სისუსტე,მუცლის ძლიერი ტკივილი, უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, სიყვითლე ( ყვითელიკანი / თვალები ), უეცარი, მოულოდნელი გამონაყარი ან წვა, წითელი ან აქერცლილი კანი .

ზოგჯერ კაპტოსპესი + H იწვევს სისუსტეს, ქავილს, გამონაყარს, თმის ცვენას, კანის სიწითლეს ანსიფერმკრთალეს, განსხვავებულ გემოს, უმადობას, ანგინას, პირის სიმშრალეს, მუცლის ტკივილს,ფაღარათს ან შეკრულობას, ჩხვლეტას, ხველას, ძილის დარღვევას, ძილიანობას, თავის ტკივილს,სუნთქვის გაძნელებას, გენერალიზებულ სისუსტეს . თუ ეს სიმპტომები გრძელდება ან მძიმდებამიმართეთ ექიმს .

სხვა გვერდითი მოვლენებია:

პურპურა ( კანის ალისფერი ან მოწითალო – მოყავისფრო შეფერადება ), მანეკროტიზირებელი ანგიიტი (სისხლძარღვების ანთება ), ქსანტოფსია

(“ ყვითელი მხედველობა ”), პოდაგრა, თრომბოციტოპენია ( იწვევს უჩვეულო სისხლჩაქცევებს ანსისხლდენებს ), ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი .

კაპტოსპესი + H – ის ერთი ან ორი დოზის მიღების შემდეგ პაციენტმა შეიძლება იგრძნოს თავბრუსხვევა . ამშემთხვევაში მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, სანამ ეს სიმპტომი არ გაქრება .

შეიძლება განვითარდეს სისხლის, თირკმლების ან ღვიძლის ცვლილებები, ან ლატენტური შაქრიანიდიაბეტი . ექიმმა უნდა გამოიკვლიოს თქვენი სისხლი და შარდი .

იშვიათად, განვითარდეს: დეპრესია, გულმკერდის ტკივილი, ინსულტი, გაორებული მხედველობა,სურდო, შესიებული სანერწყვე ჯირკვლები, კუჭის წყლული, კანის ფოტომგრძნობელობა, ტკივილიკუნთებსა და სახსრებში, კუნთების სპაზმი, ადვილად დაღლილობა, სარძევე ჯირკვლების შეშუპება .

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ .

შენახვის პირობებიშეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ნუ შეინახავთ 25 0 C – ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში . შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში .დაიცავით მზისა და სინოტივისაგან .

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .ვარგისიანობის ვადა მიუთითებს ამ თვის ბოლო დღეზე .

ნუ გამოიყენებთ კაპტოსპესი + H – ს, თუ სამედიცინო პროდუქტის შესახედაობაში რაიმე ცვლილებასშენიშნავთ .

წამლის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან სანაგვეში . შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდაგანადგურდეს წამალი, რომელიც უკვე საჭირო არ არის . ეს ზომები გარემოს დაცვას დაეხმარება .

დამატებითი ინფომაცია

შემადგენლობა

– აქტიური ნივთიერება არის კაპტოპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი .

– სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელიპრეჟელატინიზირებული, უწყლო ლაქტოზა, სტეარატი, მაგნიუმის სტეარატი .

შესახედაობა

თეთრი, მრგვალი ტაბლეტები ცალმხრივი ტიხრით .

კონტეინერში: 20 ტაბლეტი

(10 ტაბლეტი ბლისტერის შეფუთვაში ).

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის წესი რეცეპტით )

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

ALET Pharmaceuticals S.A.

26, აიდინოუს ქ .,

ჰაიდარი 12461

ათენი – საბერძნეთი

მწარმოებელი

Spesifar s.a.

28 ოქტოვრიუს ქ . 1,

აგ ვარვარა 123 51

ათენი – საბერძნეთი