კარდურა

კარდურა

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კარდურა
CARDURA

სამკურნალწამლო საშუალების სავაჭრო ( პატენტირებული ) დასახელება

კარდურა *

საერთაშორისო ( არაპატენტირებული ) დასახელება

დოქსაზოზინი

სამკურნალწამლო ფორმა და დანიშნულება

1, 2 და 4 მგ – იანი ტაბლეტები, შიგნით მისაღებად

შემადგენლობა

აქტიური კომპონენტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს დოქსაზოზინის მეზილა ტს დოზით, რომელიც 1 მგ 2 მგ ან 4მგ დოქსაზოზინის ექვივალენტურია .

დამხმარე კომპონენტების ჩამონათვალი: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი .

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი

კარდურა მიეკუთვნება ალფა – ადრენობლოკატორების ჯგუფს, გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიისა დაწინამდებარე ჯირკვლის ( პროსტატის ) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ .

მიღების ჩვენება

პრეპარატი კარდურა ნაჩვენებია სისხლის მომატებული წნევის ( არტერიული ჰიპერტონიის ) სამკურნალოდ . კარდურაიწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და აუმჯობესებს მათში სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს წნევის დაქვეითებას .ჰიპოტენზიური მოქმედების გარდა კარდურას შეუძლია სისხლში ლიპიდების დონის ( საერთო ქოლესტერინის )  დაქვეითება . პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება შარდის შეკავების სამკურნალოდ და პროსტატის კეთილთვისებიან ( პკჰ) ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომებისას .

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა კარდურას ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .

პრეპარატი უკუნაჩვენებია ქინაზოლინებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის .

გაფრთხილებები

პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს შემდეგი თანმხლები მდგომარეობების შემთხვევაში:

ღვიძლის დაავადებები;

არსებული ან დაგეგმილი ორსულობა;

ლაქტაცია;

16 წელზე უმცროსი ასაკი .

რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობის არსებობა ნიშნავს, რომ კარ –

დურა პაციენტისთვის არაშესაფერისი პრეპარატია, მას ექიმი მისცემს რჩევას .

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა

ავტომობილის მართვისა და ტექნიკის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე .

ტაბლეტებმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიზმების   მართვის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებითმკურნალობის დასაწყისში .

გვერდითი მოქმედება

თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ – ერთი, რომელიც მას აწუხებს ან ძნელადგადაიტანება და მკურნალობის პროცესში არ ქრება, მან უნდა მიმართოს ექიმს . ეს სიმპტომებია:

მიდრეკილება შოკური მდგომარეობებისადმი, გასაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან მდგომარემდგომარეობაში გადასვლისას;

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

დაღლილობა / ძილიანობა, სისუსტე;

ტერფებისა და მუხლების შეშუპება, ჰიპოტონია;

ზურგის ტკივილი, მიალგია;

პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია;

ცხვირის გაჭედვა ან / და ცხვირიდან გამოყოფის გაძნელება ( რინიტი ), გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბრონქიტი,ქოშინი, ინფექციები .

განსაკუთრებითი იშვიათად აღინიშნებოდა შარდის შეუკავებლობის   შემთხვევები . აღწერილია მტკივნეულიერექციისა და იმპოტენციის შემთხვევები .

ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კანის გამონაყარი, ქავილი, თრომბოციტო

პენია, პურპურა, ცხვირიდან სისხლდენა, ლეიკოპენია, ჰემატურია, ქოლესტაზი, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლისფუნქციის დარღვეული მაჩვენებლები და მხედველობის დაბინდვა .

არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდურას გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი დამატებითი მოვლენები,რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან: ტკივილი გულ – მკერდში, ტაქიკარდია,გულისცემა, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევა და არითმიები . ამმოვლენების განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს . თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი რეაქციები,რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის, ან მას კითხვები აქვს პრეპარატის ეფექტურობასთანდაკავშირებით, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

თუ პაციენტი იღებს სხვა წამლებს, ტაბლეტების მიღების დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს, რადგანაც ამპრეპარატებმა შეიძლება იმოქმედოს კარდურას ეფექტურობაზე .

გამოყენების მეთოდი და დოზები

ჩვეულებრივ კარდურას დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ყოველდღე დილით ან საღამოს .

თუ პაციენტი პირველად იღებს კარდურას, ნორმალური დოზაა 1 მგ დღე – ღამეში . ზოგიერთ შემთხვევაში იგიშეიძლება გაიზარდოს   მაქსიმალურ დოზამდე 8 მგ – მდე დღე – ღამეში პროსტატის გადიდების სიმპტომებისმკურნალობისას და 16 მგ – მდე არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობისას .

კარდურას ტაბლეტების მიღება უმჯობესია დღის ერთსა და იმავე დროს წყალთან ერთად .

ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ .

ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება დოზის შეცვლა და ტაბლეტების მიღების შეწყვეტა .

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება გრძელდება ჩვეულებრივად .

ჭარბი დოზირება

ტაბლეტების დიდი რაოდენობის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა . რამდენიმეტაბლეტის მიღება შეიძლება სახიფათო იყოს . ამ შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს ანუახლოეს საავადმყოფოს .

გამოშვების ფორმა

1, 2 და 4 მგ – იანი ტაბლეტები, შიგნით მისაღებად

30 ტაბლეტი ყუთში

შენახვის პირობებიინახება 30 ° C – ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისობის ვადა

5 წელი . პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის შემოწმება . პრეპარატის მიღებაარ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობებიექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი

Heinrich Mack Nachf. GmbH & Co. KG

Heinrich-Mack –Str 35 89257 lllertissen, Germany

ლიცენზიის მფლობელი: Pfizer Pharma GmbH, Germany