კარვილექსი

კარვილექსი

გამოყენების ინსტრუქცია

კარვილექსი
Carvilex

6,25 გ, 12,5 მგ, 25 მგ ტაბლეტები

კარვედილოლი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება ერთ ტაბლეტში:

კარვედილოლი 6, 25 მგ: კარვედილოლი 6, 25 მგ;

კარვედილოლი 12,5 მგ: კარვედილოლი 12,5 მგ;

კარვედილოლი 25 მგ: კარვედილოლი 25 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტოლი, პოვიდონი, ნატრიუმის გლიკოლატი,მაგნიუმის სტეარატი, ტალკი

სამკურნალწამლო ფორმა

ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კარვედილოლი მიეკუთვნება “ ბეტა – ბლოკატორების ” ჯგუფს, მაგრამ ამას გარდა გააჩნია ალფა – ადრენომაბლოკირებელი მოქმედება . β – ადრენორეცეპტორების სელექციური ბლოკადის გზით იგიამცირებს არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს და გულის წუთმოცულობას *. α 1-ადრენორეცეპტორების ბლოკადა იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას და მათიწინააღმდეგობის ძალის დაქვეითებას . პრეპარატს არ გააჩნია სიმპათომიმეტური აქტივობა .ზემოჩამოთვლილი ეფექტების შედეგად კარვედილოლი ამცირებს მიოკარდიუმის   დაძაბვას დამოქმედებს სტენოკარდიის სიმპტომებზე . პაციენტებში გულის უკმარისობით კარვედილოლი ამცირებსგულის ტუმბოს ფუნქციას, ზრდის მარცხენა პარკუჭის წუთმოცულობას .

ჩვენებები

კარვილექსი გამოიყენება:

მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის (II – დან IV ხარისხი NYHA-s მიხედვით ) როგორც იშემიური, ასევე კარდიომიოპათური გენეზის გულისუკმარისობის დროს დიურეზულ საშუალებებთან, სათითურას პრეპარატებთან, აგფ – ს ინჰიბიტორებთან და სხვა სისხლძარღვთა გამაფართოებელსაშუალებებთან ერთად;

ესენციური ჰიპერტონიის დროს ( მომატებული არტერიული წნევა )   დამოუკიდებლად ან კომბინაციაში სხვა არტერიული წნევის დამწევ საშუალებებთანერთად;

სტენოკარდიისას: ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიისას, მიოკარდიუმის უსიმპტომო იშემიისას, არასტაბილური სტენოკარდიისას და მარცხენაპარკუჭის იშემიური დისფუნქციისას .

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა კარვედილოლის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ბრონქული ასთმა;

NYHA – ს მიხედვით გულის უკამრისობის IV ხარისხი დეკომპენსაციის სტადიაზე, რომელიც საჭიროებს ინტრავენური ინოტროპული საშუალებებითმკურნალობას ( იმ მედიკამენტების შეყვანა, რომლებიც აუმჯობესებენ გულის ფუნქციას );

არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება ( სისტოლური წნევა 85 mmhHg ნაკლები );

კარდიოგენული შოკი;

გამოხატული ბრადიკარდია ( გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება 50 დარტყმამდე წუთში და უფრო ნაკლები );

გულის რითმის და გამტარებლობის დარღვევა ( სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ან II და III ხარისხის წინაგულოვან – პარკუჭოვანი ბლოკადა );

ღვიძლის მძიმე უკმრისობა .

გაფრთხილებები გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილე და ექიმის კონტროლია საჭირო ქვემოთ აღწერილი შემთხვევების დროს .

მკურნალობის საწყის სტადიაზე და დოზის გაზრდისას შესაძლებელია განვითარდეს ორთოსტატულიჰიპოტენზია ( ზოგადი სისუსტე და Y თავბრუსხვევა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისას,ზოგჯერ თანხლებული გულის წასვლით ). ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი მაღალიაგულის უკმარისობის, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე სხვა მედიკამენტების ერთდროულიგამოყენებისას . ამის თავიდან აცილება შესაძლებელია საწყისი დოზის შემცირებით, შემანარჩუნებელითერაპიის ფრთხილი კორექციით და პრეპარატის   მიღებით ჭამის შემდეგ .

კარვედილოლი არაა რეკომენდებული დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებისათვის .ბრადიკარდიის განვითარებისას   ( გულისცემის სიხშირე ნაკლებია 55 დარტყმა / წუთში ) ან / დაჰიპოტონიისას ( სისტოლური არტერიული წნევა 90 mmHg – ზე ნაკლები ) აუცილებელია მკურნალობისშეწყვეტა .

კარვედილოლით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გულის უკმარისობის სტაბილიზირებამედიკამენტებით .

კარვედილოლი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტისას, ვინაიდან მისი მიღებით შესაძლებელიაშეინიღბოს ან შეიცვალოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები .

პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით კარვედილოლის მიღება აუარესებსშაქრის კონცენტრაციას . ამიტომ ამ პაციენტებში კარვედილოლით მკურნალობის დაწყებისასაუცილებელია სისხლში გლუკოზის რაოდენობის კონტროლი და აუცილებლობისას გამოვიყენოთჰიპოგლიკემიური მედიკამენტების კორექცია .

პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით   და დაბალი არტერიული წნევით ( სისტოლური წნევა100 mgHg ნაკლები ), გულის იშემიური დაავადების, სისხლძარღვების დიფუზური ცვლილებების ან / დათირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის გაუარესება . ეს ითხოვსთირკმლის ფუნქციის კონტროლს და საჭიროებისას დოზის შემცირებას ან მკურნალობის შეწყვეტას .

გულის ქრონიკული უკამრისობის დროს   დოზის მომატებას შესაძლებელია ახლდეს მდგომარეობისგაუარესება და სითხის შეკავება .

ასეთი სიმპტომებისას აუცილებელია დიურეზული საშუალებების დოზის გაზრდა, ხოლოკარვედილოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებს სანამ არ იქნება მიღწეული კლინიკურისტაბილიზაცია . შესაძლებელია აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნაც კი .

პაციენტებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით კარვედილოლის მიღება უკუნაჩვენებიამისი ბრონქოსპაზმური მოქმედების გამო . დაავადების მსუბუქი ფორმისას კარვედილოლის ჩართვამკურნალობაში გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებსპოტენციურ რისკს . მკურნალობა ტარდება მინიმალური ეფექტური დოზით და ბრონქული ობსტრუქციისსიმპტომების გამოჩენისთანავე მკურნალობა წყდება .

პაციენტები კონტაქტური ლინზებით ინფორმირებული უნდა იქნენ ცრემლის სეკრეციის შესაძლოშემცირების შესახებ .

არაა რეკომენდებული კარვედილოლის სწრაფი მოხსნა, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადებებისმქონე პაციენტებში . მისი მოხსნა ხორციელდება ნელ – ნელა (1-2 კვირის განმავლობაში ), დოზისშემცირება ხდება მისი განახევრებით ყოველ მესამე დღეს .

პაციენტებში პერიფერული სისხლძარღვების დაავადებით ( რეინოს სინდრომი ) კარვედილოლისგამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით, ვინაიდან მისი ბეტა – ბლოკატორული ეფექტი აძლიერებსარტერიულ უკმარისობას .

ისევე როგორც სხვა ბეტა – ბლოკატორებმა, კარვედილოლმა შესაძლებელია შეამციროს თირეოტოქსიკოზის( ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაზრდა ) სიმპტომები .

ზოგადი ნარკოზის აუცილებლობისას საჭიროა ისეთი სანარკოზო საშუალებების გამოყენება, რომელთაცარ გააჩნიათ უარყოფითი ინოტროპული ეფექტი გულის ფუნქციაზე კარვედილოლთან სინერგულიმოქმედების გამო .

აუცილებელია სიფრთხილით დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ანამნეზში აღინიშნებოდა მომატებულიმგრძნობელობა ან პაციენტები გადიან დესენსიბილიზაციის კურსს, ვინაიდან ბეტა – ბლოკატორები  აძლიერებენ ალერგენების მიმართ მგრძნობელობას და ანაფილაქსური რეაქციის სიმძიმის ხარისხს .

პაციენტებში ანამნეზში ფსორიაზით კარვედილოლი ინიშნება ეფექტურობის და რისკის გათვალისწინებით.

პაციენტებში ფეოქრომაციტომით ნებისმიერი ბეტა – ბლოკატორის დანიშვნის წინ ( მაგ . კარვედილოლი )აუცილებელია ალფა – ბლოკატორის დანიშვნაც .

არასელექციური ბეტა – ბლოკატორები ახდენენ გულის არეში ტკივილის პროვოცირებას პრინცმეტალისსტენოკარდიის მქონე პაციენტებში . მიუხედავად მისი ალფაბლოკატორული მოქმედებისა მისი დანიშვნაამ შემთხვევაში მოითხოვს სიფრთხილეს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კარვედილოლის და სხვა მედიკამენტების ერთდროული გამოყენება იწვევს შემდეგ რეაქციებს .

კარვედილოლმა შესაძლებელია გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება .

კარვედილოლის და კალციუმის ანტაგონისტების, როგორიცაა დილთიაზემი და ვერაპამილი,  ერთდროული გამოყენება შესაძლებელია თანხლებული იყოს ბრადიკარდიის განვითარებით ( გულისშეკუმშვის სიხშირის შემცირება ) და წინაგულოვან – პარკუჭოვანი ბლოკადით . კალციუმისანტაგონისტებთან, როგორიცაა დიჰიდროპირიდინი, ერთად მისი გამოყენება იწვევს წნევის უეცარდაწევას .

ინტრავენური I A და I C კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება იწვევსმიოკარდიუმის ფუნქციის მნიშვნელოვან დათრგუნვას . ანტიარითმიული პრეპარატების პერორალურიგამოყენება მოითხოვს ხშირ კლინიკურ დაკვირვებას და კონტროლს ელექტროკარდიოგრამის საშუალებით .

კარვედილოლის და საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენება შესაძლებელია გახდესგამტარებლობის შეფერხების მიზეზი .

კარვედილოლის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენება იწვევს პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციისმომატებას .

ცინეტიდინი ზრდის შრატში კარვედილოლის კონცენტრაციას, ხოლო რიფამპიცინი კი პირიქით –ამცირებს .

კარვედილოლის და კლონიდინის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტონიის და ბრადიკარდიისგანვითარების რისკს . ამ მედიკამენტების მოხსნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ჯერკარვედილოლის მიღება, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღეში – კლონიდინის მიღება .

ზოგადი ანესთეზიისას აუცილებელი ყურადღება მიექცეს კარვედოლოლის და ზოგიერთი სანარკოზოსაშუალების უარყოფითი ინოტროპული ეფექტის განვითარებას .

კარვედილოლმა შესაძლებელია გააძლიეროს ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებისეფექტი . ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლებელია იყოს შენიღბული ან შემცირებული . ეს მოითხოვსშაქრის რაოდენობის მუდმივ კონტროლს .

კარვედოლოლის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება იწვევს ციკლოსპორინის კონცენტრაციისმომატებას სისხლში, რაც აუცილებელს ხდის პრეპარატის კონცენტრაციის კონტროლს და ციკლოსპორინისდოზის კორექციას .

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ბეტა – ბლოკატორები ამცირებენ პლაზმის პერფუზიას, რაც შესაძლებელია გახდეს ნაყოფის სიკვდილის,ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზი . ამას გარდა ნაყოფს შესაძლებელია განუვითარდეს ჰიპოტონია,ბრადიკარდია და ჰიპოგლიკემია . ასევე მატულობს ახალშობილებში გულის და ფილტვის მხრივგართულებების რისკი .

ამ მიზეზების გამო კარვედილოლის დანიშვნა ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაცმისი მიღებით მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აჭარბებს მის გვერდით ეფექტებს .

ლაქტაცია

კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გადადის ლაქტატში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მკურნალობარეკომენდებული არ არის .

ავტომობილების მართვაზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობა .

მკურნალობის საწყის ფაზაზე და კარვედილოლის დოზის შეცვლისას შესაძლებელია არტერიული წნევისმკვეთრი დაქვეითება, რასაც თან სდევს ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა . ამან შესაძლებელია გავლენამოახდინოს მანქანის და სხვადასხვა ტექნიკის მართვაზე .

კარვილექსის გამოყენება და საკვების და სითხის მიღება

არ არსებობს მონაცემები კვების განსაკუთრებული რეჟიმის ან მკურნალობის პერიოდში გარკვეულიპრეპარატების ან სასმელების მიღების შეზღუდვის შესახებ . რეკომენდებულია კარვედილოლის მიღებაჭამის შემდეგ, ვინაიდან ეს ანელებს მის შეწოვას და ორთოსტატული ეფექტის გამოვლენას .

ცნობები დამატებითი ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერების სახით ლაქტოზას . ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენებალაქტაზას დეფიციტის დროს .

გამოყენების წესი და დოზებიდაავადების სიმძიმის მიხედვით ექიმი ინდივიდუალურიად არჩევს მედიკამენტის დოზას .

კარვილექსის ტაბლეტები ინიშნება პერორალურად, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად და დიდი რაოდენობითწყალთან ერთად .

მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზები:

გულის ქრონიკული უკმარისობა:

დოზას არჩევენ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის კონტროლის და მკურნალობისდასაწყისში დოზირების რეჟიმის ცვლილებით . პაციენტები, რომლებიც იღებენ სათითურასპრეპარატებს, აგფ – ს ინჰიბიტორებს ან დიურეზულ საშუალებებს კარვედილოლით მკურნალობისდაწყებამდე საჭიროებენ ჩამოთვლილი პრეპარატების დოზების კორექციას . რეკომენებულიაკარვედილოლის მიღებამდე მაქსიმალურად შეიზღუდოს სითხის შეკავება . რეკომენდირებული საწყისიდოზა შეადგენს 3,125 მგ ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში . კარგი ამტანობის შემთხვევაშიდოზა იზრდება 6, 25, 12,5 ან 25 მგ ორჯერ დღეში ორკვირიანი ინტერვალის დაცვით დოზის ზრდასშორის . პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში პაციენტები განაგრძობენ შემანარჩუნებელი დოზისმიღებას . 85 კგ – მდე წონის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის მსუბუქი ან საშუალოუკმარისობა მაქსიმალური დოზა შეადგენს 25 მგ ორჯერ დღეში, ხოლო 85 კგ – ზე მეტი წონის მქონეპაციენტებში – 50 მგ – ს .

კარვედილოლის მიღება რეკომენებულია ჭამის შემდეგ, ვინაიდან პრეპარატის შეწოვა შენელდება და ამგზით თავიდან ავიცილებთ ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარებას . ვაზოდილატაციისსიმპტომები, ჩვეულებრივ, არ ითხოვენ მკურნალობას, თუმცა კარვედილოლის და აგფ – სინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას საჭიროა მათი სხვადასხვა დროს დანიშვნა . კარვედილოლისდოზის შემცირება საჭიროა ბრადიკარდიის გამოჩენისას ( გულისცემის სიხშირე <55 დარტყმა წუთში ).კარვედილოლის დოზის გაზრდა არ შეიძლება აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე . დოზის ყოველიმომატების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა აუცილებელია შეაფასოს მკურნალმა ექიმმა .   გულისუკამრისობის ტრანზიტორული გამწვავების ან სითხის შეკავების შემთხვევაში საჭიროა გამოყენებულიდიურეზული საშუალებების   დოზის მომატება და გარკვეულ შემთხვევაში კარვედილოლის მიღებისშეწყვეტა ან დოზის შემცირება . თუკი აუცილებელი გახდა მკურნალობის შეწყვეტა ორ კვირაზეხანგრძლივი პერიოდით, პრეპარატის მიღების განახლება იწყება მინიმალური დოზით – 3,125 მგორჯერ დღეში, ხოლო დოზის მომატება ხორციელდება   ზემოაღწერილი რეჟიმით . ვაზოდილატაციისდა ჰიპოტონიის პირველი ნიშნების გამოჩენისას აუცილებელია ჯერ დიურეზული საშუალებების ან აგფ – ს ინჰიბიტორების დოზა შევამციროთ . დოზის შემდგომი მომატება ხდება ვაზოდილატაციის დაგულის უკამრისობის სიმპტომების სტაბილიზაციის დროს .

ესენციური ჰიპერტონია:

დოზას არჩევენ ინდივიდუალურად . კარვედილოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგერთხელ დღეში დილას ჭამის შემდეგ ან 6,25 მგ ორჯერ დღეში . 7-14 დღის შემდეგ შესაძლებელიადოზის გაზრდა 25 მგ – მდე ორჯერ დღეში . არასაკმარისი ეფექტის და დოზის კარგი ამტანობის დროსშესაძლებელია დოზის გაზრდა 14 დღის შემდეგ მაქსიმალურამდე ( ორჯერ 25 მგ ).

სტენოკარდია:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ . 7-14 დღის შემდეგშესაძლებელია დოზის გაზრდა 25 მგ – მდე ორჯერ დღეში . არასაკმარისი ეფექტის და დოზის კარგიამტანობისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 14 დღის შემდეგ მაქსიმალურამდე ( ორჯერ 50 მგ ).ხანდაზმულ პაცინეტებში   (70 წელს ზემოთ ) დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ – ს ორჯერ დღეში .

ბავშვები

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის   დადგენილი .

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულ ასაკში რეკომენდებულია პრეპარატის შედარებით მცირე დოზებით საწყისი თერაპია;ჰიპერტონიის სამკურნალოდ – 6,25 მგ დღეში, ხოლო სტენოკარდიის სამკურნალოდ – 6,25 მგ ორჯერდღეში .

თირკმლის უკამრისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული ცვლილებები არდაფიქსირებულა . ამიტომ დოზის კორექცია ამ პათოლოგიის დროს არ არის მოწოდებული .


მკურნალობის ხანგრძლივობა

კარვედილოლით მკურნალობა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივია . მისი მიღების შეწყვეტა არ უნდა მოხდესსწრაფად, არამედ აუცილებელია დოზის ნელი შემცირებით რამდენიმე დღის განმავლობაში . ესგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში კორონარული უკამრისობით .

პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზის გააორმაგება არ შეიძლება .

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების პირველი ნიშანია ჰიპოტონია ( საერთო სისუსტესთან, თავბრუსხვევასთან დაიშვიათად გულის წასვლასთან ერთად ) და ბრადიკარდია ( პულსის შენელება ). ეს მოვლენები სწრაფადუკუგანვითარდება დოზის შემცირების ან პრეპარატის დროული მოხსნის შემდეგ .

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია აღინიშნოს დისპნოე, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, გულისუკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გამტარებლობის მოშლა, გულის ბლოკადა და გულისგაჩერება, ცნობიერების დარღვევა კომის და გენერალიზებული გულყრების განვითარებამდე .

ჭარბი დოზირების შესახებ არსებული მონაცემებით აუცილებელია ღებინების გამოწვევაარააბსორბირებული პრეპარატის ნარჩენების მოცილების მიზნით, კუჭის ზონდის ჩადგმა და კუჭისამორეცხვა . აუცილებელია სასიცოხლო ფუნქციის მონიტორინგი და კორექცია, აუცილებლობისშემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში .

ტარდება სიმპტომური მკურნალობა:

– გამოხატული ბრადიკარდიისას – ატროპინი 0,5-2 მგ ინტრავენურად;

– გულ – სისხლძარღვთა ფუნქციის შესანარჩუნებლად: კატექოლამინების ინტრავენური შეყვანა (ადრენალინი, დოფამინი, დობუტამინი, ორციპრენალინი );

– თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიისას – გულის რითმის ხელოვნური მმართველი;

– ბრონქოსპაზმისას შეჰყავთ ბეტა – ადრენომიმეტიკები ( აეროზოლის სახით, ხოლო არაეფექტურობისას– ინტრავენურად );

– გულყრებისას ინტრავენურად ნელა შეყავთ დიაზეპამი ან კლონაზეპამი .

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინტოქსიკაციის ხარისხზე . ვინაიდან მძიმე სახისინტოქსიკაციისას გახანგრძლივებულია კარვედილოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი,შემანარჩუნებელი თერაპია საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს .

გვერდითი მოქმედება

კარვედილოლით გამოწვეული გვერდითი მოქმედება სუსტადაა გამოხატული . ზოგიერთი გვერდითიეფექტის სიხშირე, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჰიპოტონია, ბრადიკარდია და მხედველობის დარღვევამიღებული პრეპარატის დოზის პირდაპირპროპორციულია . ისინი ვლინდება მკურნალობის საწყისსტადიაზე ან დოზის გაზრდისას, უპირატესად გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებშიდა როგორც წესი, მალე გაივლის .

გულსისხლძარღვთა სისტემა: ზოგჯერ ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტონია, გულისგამტარებლობის მოშლა, იშვიათად გულის წასვლა, პერიფერიული შეშუპება, იშვიათადპერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა ( კიდურების გაცივება ), გარდამავალი კოჭლობის ანრეინოს სიმპტომების გაუარესება . პაციენტებში სტენოკარდიით კლინიკური მდგომარეობის გაუარესება. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია თავბრუსხვევის განვითარება, ხოლო იშვიათშემთხვევაში II და   III ხარისხის AV ბლოკადა ან გულის უკმარისობის გაუარესება – ძირითადადდოზის ზრდის პერიოდში .

ცენტრალური ნერვულის სისტემა: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილი, რომლებიცმცირედ გამოხატულია და აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში . იშვიათად აღინიშნება გუნება – განწყობის დაქვეითება, ძილის დარღვევა . კარვედილოლის ყველაზე ხშირი გამოვლინებაორთოსტატული ჰიპოტონიით გამოწვეული ან მის გარეშე არსებული თავბრუსხვევა .

სასუნთქი სისტემა:

ზოგჯერ დისპნოე და ბრონქოსპაზმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში, იშვიათად ცხვირის დახშობა .

საჭმლის მომნელებელი სისტემა: პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ტკივილიმუცლის არეში, ფაღარათი, ღებინება, იშვიათად ყაბზობა . არსებობს მონაცემები ღვიძლისგარდამავალი დისფუნქციის შესახებ .

კანი: ალერგიული რეაქციები (1% ნაკლებ შემთხვევაში ) – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი .შესაძლებელია კანის ფსორიაზული ცვლილებები ან არსებული ფსორიაზის გამწვავება .

შარდ – სასქესო სისტემა: შარდვის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება .

სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება: თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის იშვიათიშემთხვევები ( თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ).

სენსორული ორგანოები: მხედველობის დარღვევა, ცრემლის სეკრეციის დარღვევა, თვალისლორწოვანის გაღიზიანება .

კუნთ – სახსროვანი სისტემა: იშვიათად კუნთების, სახსრების და ხერხემლის ტკივილი .

მეტაბოლური ცვლილებები და ლაბორატორიული ანალიზის ცვლილებები: ბეტა – ბლოკატორულიმოქმედების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი ან არსებულისგამწვავება . შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის კლინიკური სიმპტომების შენიღბვა ( შაქრის რაოდენობისშემცირება სისხლში ). შესაძლებელია ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების რაოდენობის მატებასისხლში (1%). შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციების ცვლილებები .

გამოშვების ფორმა

6,25 მგ ტაბლეტები 10 ცალი ალუმინის ფირფიტაზე . 3 ფირფიტა ინსტრუქციასთან ერთად მუყაოსყუთში .

12,5 მგ ტაბლეტები 10 ცალი ალუმინის ფირფიტაზე . 3 ფირფიტა ინსტრუქციასთან ერთად მუყაოსყუთში .

25 მგ ტაბლეტები 10 ცალი ალუმინის ფირფიტაზე . 3 ფირფიტა ინსტრუქციასთან ერთად მუყაოსყუთში

შენახვის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობებიარაუმეტეს 250 C ტემპარატურაზე .   შეინახეთ ბავშვებისაგან მოშორებულ ადგილას .

აფთიაქიდან გაცემის პირობებირეცეპტით !

მწარმოებელი

ბალკანფარმა – დუპნიცა ად

“ სამოკოვსკოე შოსე ” #3

2600 ქ . დუპლიცა, ბულგარეთი