კარმენი

კარმენი

გამოყენების ინსტრუქცია

კარმენი
CARMEN

ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი სამკურნალო კომპონენტი: 10 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი ( რაც შეესაბამება 9.4 მგლერკანიდიპინს ).

სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი,   პოვიდონი, K3 0,   მაგნიუმის სტეარატი,მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, ტიტანის ორჟანგი ( E 171), მაკროგოლი 6000, რკინისზეჟანგის პიგმენტი ( E 172).

ლერკანიდიპინი მიეკუთვნება იმ წამლების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების (დიჰიდროპირიდინის ჯგუფის ) ბლოკატორები ეწოდებათ და გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიისსამკურნალოდ .

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება   არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ .

უკუჩვენებები

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მომატებული მგრძნობელობის ამ პრეპარატის მონათესავესამკურმალო საშუალებების ( როგორებიცაა, ამლოდიპინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი,ნიფედიპინი ან ლაციდიპინი ) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ .

თუ პაციენტი იღებს პრეპარატს და ორსულობაზე ეჭვი გაუჩნდა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექმისკონსულტაციისათვის პრეპარატის გამოყენების გაგრძელების შესახებ .

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ პაციენტს აწუხებს გულის შემდეგი დაავადებები:

გულის არაკონტროლირებადი უკმარისობა, გულიდან გამომავალი სისხლძარღვების ობსტრუქცია,არასტაბილური სტენოკარდია ( სიმშვიდის სტენოკარდია ან პროგრესირებადი სტენოკარდია ), ასევე ერთითვის განმავლობაში გულის შეტევის შემდეგ .

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებების დროს .

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ციკლოსპორინის შემცველ პრეპარატებთან, სოკოს საწინააღმდეგოორალურ პრეპარატებთან ( კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი ), მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი ) და ვირუსის საწინააღმდეგო ორალურ პრეპარატებთან ერთად,რომლებიც გამოიყენება აივ – ინფექციების სამკურნალოდ ( მაგალითად, რიტონავირი ).

ასევე არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის მიღება .

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ინდივიდუალურად განპირობებული სხვადასხვა რეაქციის შედეგად რეაქციული უნარი შეიზლებაიმდენად შეიცვალოს, რომ შესაძლოა დაქვეითდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, მანქანებისმომსახურების ან ისეთ ადგილებში მუშაობის უნარი, სადაც საჭიროა წონასწორობის დაცვა .განსაკუთრებით ეს ეხება მკურნალობის დაწყების, დოზის გაზრდისა და მედიკამენტის   შეცვლის, ასევეალკოჰოლური სასმელების გამოყენების პერიოდს .

სიფრთხილის ზომები

აუცილებელია სიფრთხილე, თუ პაციენტს აწუხებს გულის ზოგიერთი დაავადება და / ან პაციენტსკარდიოსტიმულატორი ესაჭიროება . ექიმს ამის შესახებ Carmen – ის დანიშვნემდე უნდა ეცნობოს .

ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აწუხებს სუსტი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის ღვიძლის ანთირკმლის დაავადება ან იმყოფება დიალიზზე, რათა ექიმმა დოზის კორექტირება მოახდინოს .

ერთი ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ლატოზას, ამიტომ ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა,რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზას დეფიციტი, გალაქტოზემია ან გლუკოზას / გალაქტოზას შეწოვისდარღვევა .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თუ პაციენტი რეგულარულად ერთდროულად იღებს ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა ციმეტიდინი,დოზით, რომელიც დღეში 800 მგ – ზე მეტს შეადგენს, ან დიგოქსინს, ან მიდაზოლამს, შესაძლოაპრპარატის მიღებამდე საჭირო გახდეს ექიმის კონტროლი .

საჭიროა სიფრთხილე, თუ პაციენტი სარგებლობს ან მას შემდეგი პრეპარატებიდან ერთერთითმკურნალობენ: რიფამპიცინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ამიოდარონი, კვინიდინი .

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, თუ პაციენტი იღებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო სამკურნალოსაშუალებებს, როგორებიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი .

სოკოს საწინააღმდეგო ორალური პრეპარატები ( კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი ), მაკროლიდურიანტიბიოტიკები ( მაგალითად, ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი ) და ვირუსის საწინააღმდეგოორალური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ – ინფექციების სამკურნალოდ ( მაგალითად,რიტონავირი ) აძლიერებენ ლერკამენი 10 – ის მოქმედებას, ამიტომ მათი გამოყენება ლერკამენი 10 – თანერთად არ შეიძლება .

პრეპარატისა და ციკლოსპორინის შემცველი პრეპარატის ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდესროგორც ერთის, ასევე მეორე მედიკამენტის მოქმედება .

პრეპარატის გამოყენება თამამად შეიძლება ეგრედწოდებულ ბეტა – ბლოკატორებთან ( მაღალი წნევისდამწევი ან გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალო   პრეპარატები ), მაგალითად, მეტოპროლოლთანერთად . მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ლერკამენი 10 – ის დოზის კორექტირება .

კარმენი 10 – ისა და სიმვასტატინის ( ქოლესტერინის შემამცირებელი საშუალება ) კომბინირებისასCarmen – ი მიიღება დილით, ხოლო სიმვასტატინი – საღამოს .

გრეიპფრუტის წვენი აძლიერებს ლერკამენი 10 – ის მოქმედებას, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება .

ალკოჰოლი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისპერიოდში ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება .

პრეპარატის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ შეიძლება, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისიგამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს .

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით . ჩვეულებრივ მიიღება ერთი ტაბლეტი დღეშიერთი და იგივე დროს, სასურველია დილით, არა ნაკლებ 15 წუთით ადრე ჭამამდე, ვინაიდან ცხიმიანისაკვები მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატის რაოდენობას სისხლში .

დოზის გაზრდა შეიძლება 20 მგ – მდე მედიკამენტზე პაციენტის ინდივიადუალური რეაქციის მიხედვით .დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს თანდათან, ვინაიდან წნევის დაწევის მაქსიმალური ეფექტისმისაღწევად შესაძლოა 2 კვირა გახდეს საჭირო .

სასურველია ტაბლეტის მთლიანად ჩაყლაპვა, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით .

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთნ მიმართვა .

სწორი დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სისხლის წნევა მნიშვნელოვნად დაიწევს,გულის შეკუმშვა ( პულსი ) არარეგულარული და უფრო ხშირი გახდება . ამან ასევე შეიძლება გულყრაგონების დაბინდვა გამოიწვიოს .

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება

დოზის კორექტირება საჭირო არ არის . მაგრამ მკურნალობის დასაწყისში საჭიროა განსაკუთრებულიყურადღება .

დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღება ჩვეულებრივი დოზა და შემდეგ დღეს მირებადანიშნულების მიხედვით გრძელდბა .

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოქმედებების შეფასების საფუძვლად ჩვეულებრივ მიიღება სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ცხრილი

აღინიშნა შემდეგი არასასურველი მოვლენები:

ზოგჯერ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წვივებისა და ტერფების სახსრების ან ფეხების შეშუპება,გახშირებული პულსი, გულის ფრიალი, წამოხურება .

იშვიათად: გამონაყარი კანზე, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, ღებინება, საჭმლის მონელებისდარღვევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, სტენოკარდიული შეტევები, შარდისმოცულობის გაზრდა, სისუსტე ან დაღლილობა .

ძალიან იშვიათად: ღრძილების გასქელება, შრატში ღვიძლის ფერმენტების ( ტრანსამინაზების )რაოდენობის დროებითი მომატება, სისხლის ძალიან დაბალი წნევა, შარდის გამოყოფის სიხშირისგაზრდა, ტკივილები მკერდის არეში .

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პაციენტებში სტენოკარდიით დიჰიდროპირიდინის ჯგუფისზოგიერთ პრეპარატს შეუძლია სტენოკარდიის შეტევების სიხშირის, ხანგრძლივობისა და სიმძიმისმომატება . ნებისმიერი ამ მოვლენის განვიტარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

შენახვის პირობებიინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არა უმეტეს 300 Cტემპერატურაზე .

შენახვის ვადა: 3 წელი

პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე დაფოლგაზე . შეფუთვაზე მითითებული არგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არშეიძლება .

გაცემის წესი: რეცეპტით

შეფუთვის ფორმა: ერთი ბლისტერი #7 ტაბლეტი, ერთი ბლისტერი #14 ტაბლეტი, 2 ბლისტერი #14ტაბლეტი

მწარმოებელი

BERLIN-CHEMIE AG

(MENARINI GROUP)

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია