კელიქსი

კელიქსი

გამოყენების ინსტრუქცია

CAELYX
კელიქსი

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო დასახელება: დოქსორუბიცინი
ძირითადი ფიზიკურ – ქიმიური თვისებები: წითელი ფერის ნახევრად გამჭვირვალე სუსპენზია .

შემადგენლობა:

1 მლ სუსპენზია შეიცავს 2 მგ პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 1,87 მგდოქსორუბიცინისა .

დამხმარე ნივთიერებები: ფოსფატიდილქოლინი, МПЭГ – ДСФЭ, ქოლესტერინი, ამონიუმის სულფატი, ჰისტიდინი,საქაროზა, ქლორწყალბადის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი .

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება . ანთრაციკლინები და მსგავსი ნაერთები . ათქ კოდი: L01D B01

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კელიქსი წარმოადგენს დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ინკაფსულირებულია ლიპოსომებში, რომლისზედაპირზეც მიბმულია მეთოქსიპოლიეთილენგლიკოლი ( მპეგ ). ეს პროცესი ცნობილია პეგილაციის სახელწოდებით, იცავსლიპოსომებს მონონუკლეარული ფაგოციტური სისტემისგან და შესაბამისად, ზრდის სისხლში პრეპარატის ცირკულაციის დროს.

ფარმაკოდინამიკა: პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი, ციტოსტატურიანთრაციკლინის ანტიბიოტიკი, რაც მიიღება ბაქტერიისაგან Streptomyces peucetius var. caesius. სიმსივნის საწინააღმდეგომოქმედების მექანიზმი ზუსტად არ არის ცნობილი . ვარაუდობენ, რომ ციტოსტატური ეფექტების უმეტესობა ვლინდება დნმ – ს, რნმ – ს და ცილების სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე . შესაძლებელია ეს ხდება იმის გამო, რომ ანთრაციკლინი ჯდებაორსპირალიანი დნმ – ს მეზობელ ფუძეებს შორის, რაც ხელს უშლის ჯაჭვების დაშლას რეპლიკაციის დროს .

ფარმაკოკინეტიკა: კელიქსი წარმოადგენს პეგილირებული ლიპოსომური კომპოზიციის მქონე ჰიდროქლორიდს, რომელსაცახასიათებს ცირკულაციის ხანგრძლივი პერიოდი . პეგილირებული ლიპოსომები შეიცავს მეტოქსიპოლიეთილენგლიკოლის ( მპეგ) ჰიდროფილური პოლიმერის ზედაპირულად ბმულ სეგმენტებს . აღნიშნული მპეგ – ჯგუფები შორდება ლიპოსომებისზედაპირს და ქმნის დამცავ გარსს, რაც ამცირებს შეხებას ორშრიან ლიპიდურ მემბრანას და პლაზმის კომპონენტებს შორის . ესხელს უწყობს პრეპარატის ლიპოსომებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ სისხლში . პეგილირებული ლიპოსომებიარიან ძალიან მცირე ზომის ( საშუალო დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 100 ნმ – ს ), რომ ინტაქტურად გადავიდნენ (ექსტრავაზაცია ) სისმსივნის მკვებავ დაზიანებულ სისხლძარღვებში . ექსპერიმენტული კვლევების შედეგებით დამტკიცდა, რომსისხლძარღვებიდან ხდება პეგილირებული ლიპოსომების პენეტრაცია და მათი დაგროვება სიმსივნის არეში . პეგილირებულლიპოსომებს აგრეთვე, გააჩნიათ ნაკლებადგამტარი ლიპიდური მატრიცა და წყლის ბუფერირების შიდა სისტემა, რომელიცლიპოსომის ცირკულაციაში ყოფნის დროს ერთობლივად ინარჩუნებს დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს ინკაფსულირებულმდგომარეობაში .

პლაზმაში არსებული კელიქსის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება   ლიტერატურაში აღწერილი მონაცემებისაგან,რომელიც ეხება დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სტანდარტულ შემადგენლობას . დაბალ დოზებში (10-20 მგ / მ ² )კელიქსს ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა, უფრო მაღალ დოზებში (10-60 მგ / მ ² ) კი – არახაზოვანი . სტანდარტულიდოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვნად ნაწილდება ქსოვილებში ( განაწილების მოცულობა შეადგენს: 700 – 1100ლ / მ ² ) და ახასიათებს სწრაფი კლირენსი (24-73 ლ / გ / მ ² ). მისგან განსხვავებით კელიქსის ფარმაკოკინეტიკურიპროფილი მიუთითებს, რომ პრეპარატი ძირითადად იმყოფება სისხლძარღვთა სითხეში და დოქსორუბიცინის კლირენსიდამოკიდებულია ლიპოსომურ მტარებელზე . დოქსორუბიცინი ბიოათვისებადი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდებალიპოსომების ტრანსუდაცია და მათი მოხვედრა ქსოვილებში .

ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში დადგინდა, რომ კელიქსის 10-60 მგ / მ ² დოზის მიღებისას, მისი სისტემური კლირენსისსაშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 0,030 ლ / სთ / მ ² ( დიაპაზონი 0,008-0,152 ლ / სთ / მ ² ), ხოლო თანაბარი განაწილებისმოცულობა კი – 1,93 ლ / მ ² ( დიაპაზონი შეადგენს 0,96-3,85 ლ / მ ² ), რაც უახლოვდება პლაზმის მოცულობისმაჩვენებელს . ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 24-231 სთ – ის ფარგლებში და საშუალოდ შეადგენდა 73,9 სთ – ს .

ექვივალენტური დოზების მიღებისას, კელიქსის პლაზმური კონცენტრაცია და მრუდის ქვეშ არსებული არე ( AUC )კელიქსისთვის, რომელიც წარმოდგენილია ძირითადად პეგილირებული დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სახით ( რაცშეადგენს გაზომილი დოქსორუბიცინის 90-95%), მნიშვნელოვანდ აღემატება იმ მაჩვენებლებს, რომელიც მიღებულიასტანდარტული ( არაპეგილირებული არალიპოსომური ) დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდისათვის .

ჩვენებები:

კელიქსი გამოიყენება:

–           მონოთერაპიის სახით სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტებში, იმ შემთხვევაში თუ არსებობს მომატებულირისკი გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მხრივ; სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულ ქალეში, თუნაჩვენებია ანთრაციკლინის თერაპიის ჩატარება; სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულ ქალეში, ტაქსანისთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში .

–           საკვერცხის პროგრესირებადი სიმსივნის სამკურნალოდ, როდესაც პლატინის შემცველი პირველი რიგისქიმიოთერაპიული პრეპარატები არაეფექტურია .

–           შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომის ( კს ) სამკურნალოდ ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ CD 4 – ისდაბალი მაჩვენებლები (< 200 CD4   ლიმფოციტები / მმ ³ ) და კანისა და ლორწოვანის ან ვისცერული ფორმისდაავადებები .

კელიქსი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც პირველი რიგის სისტემური ქიმიოთერაპიული საშუალება, აგრეთვემეორე რიგის ქიმიოთერაპიის სახით შიდსი – სკ – ს მქონე ისეთ პაციენტებში, რომელთა დაავადება პროგრესირდამკურნალობის დროს ან ვისთვისაც არ შეიძლება წინასწარ ისეთი კომბინირებული ქიმიოთერაპიის ჩატარება, რომელშიც შედისჩამოთვლილი პრეპარატებიდან 2 პრეპარატი მაინც: ვინკას ალკალოიდი, ბლეომიცინი და სტანდარტული დოქსორუბიცინი ( ანსხვა ანთრაციკლინი ).

მიღების წესი და დოზა:

კელიქსი შეჰყავთ მხოლოდ კვალიფიცირებული ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია ციტოტოქსიკურიპრეპარატების გამოყენებაში .

კელიქსს გააჩნია უნიკალური ფარმაკოკინეტიკური თვისებები და იგი არ გამოიყენება დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სხვანაერთებთან ერთად .

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე / საკვერცხის სიმსივნე:

50 მგ / მ ² კელიქსი შეჰყავთ ინტრავენურად, ერთჯერ, ყოველ 4 კვირაში მანამდე, სანამ პაციენტი იტანს მკურნალობას და არმოხდება მკურნალობის მიმდინარეობის სტაბილიზაცია .

< 90 მგ დოზისთის: კელიქსი იხსნება 250 მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში .

  90 დოზისთის: კელიქსი იხსნება 500 მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში .

იმისათვის, რომ შემცირდეს რეაქცია ინფუზიის მიმართ, საწყისი დოზის შეყვანის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 1 მგ / წთ – ს .თუ არ გამოვლინდა რეაქცია ინფუზიის მიმართ, ასეთ შემთხვევაში შემდგომი ინფუზია შესაძლებელია ჩატარდეს 60 წთ – ისგანმავლობაში .

პაციენტებში, რომელთაც უვითარდებათ რეაქცია ინფუზიის მიმართ, ინფუზიის მეთოდიკა უნდა მოდიფიცირდეს შემდეგნარად:

საერთო დოზის 5% შეჰყავთ ნელა, პირველი 15 წუთის განმავლობაში . თუ რეაქცია არ გამოვლინდა, ასეთ შემთხვევაშიმომდევნო 15 წუთის განმავლობაში ინფუზიის სიჩქარე შესაძლებელია გაორმაგდეს . თუ რეაქცია არ გამოვლინდა, ასეთშემთხვევაში ინფუზია შესაძლებელია დასრულდეს მომდევნო 1 საათის განმავლობაში, ხოლო ინფუზიის საერთო ხანგრძლივობაშეადგენდეს 90 წთ – ს .

შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა:

20 მგ / მ ² კელიქსი შეჰყავთ ინტრავენურად ყოველ 2-3 კვირაში . ინფუზიებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 10 დღეზენაკლები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს პრეპარატის დაგროვება და ტოქსიკური მოვლენებისგანვითარება . თერაპიული ეფექტის მისაღწევად მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 2-3 თვის განმავლობაში . მკურნალობაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია თერაპიული ეფექტის შენარჩუნება .

კელიქსის დოზას ანზავებენ 250 მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში და შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წთ – სგანმავლობაში .

გვერდითი მოვლენები:

სარძევე ჯირკვლის / საკვერცხის სიმსივნის კელიქსით (50 მგ / მ ² ყოველ 4 კვირაში ) მკურნალობის დროს, ყველაზეგავრცელებულ არასასურველ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ხელის და ფეხის გულის ერითროდიზესთეზია ( ЛПЭ ). ЛПЭ – სსაერთო სიხშირე შეადგენს 44,0-46,1%. უმეტეს შემთხვევებში აღნიშნული მოვლენები იყო მსუბუქი ხასიათის, ხოლო მძიმეშემთხვევები (III ხარისხი ) გამოვლინდა 17-19,5%. სიცოცხლისთვის საშიში მოვლენების (IV ხარისხი ) სიხშირე იყო < 1%.ზოგჯერ ЛПЭ არის მკურნალობის კურსის შეწყვეტის ძირითადი მიზეზი (3,7-7,0%). ЛПЭ – ს ახასიათებს წითელი ფერისლაქოვანი კანის მტკივნეული გამონაყარი . პაციენტებს აღნიშნული მოვლენა ჩვეულებრივ უვლინდებოდათ მკურნალობის მეორე – მესამე ციკლის შემდეგ . მდგომარეობის გამოსწორება, ჩვეულებრივ ხდება 2-3 კვირის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთშემთხვევაში სიმპტომების სრულად გასაქრობად საჭიროა 4 კვირა და მეტი . სტომატიტი / ლორწოვანი გარსის ანთება დაგულისრევა, აგრეთვე ვლინდება სარძევე ჯირკვლის / საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების პოპულაციაში, თუმცა შიდსი – სკ – ს (20 მგ / მ ² ყოველი 2 კვირა ) პროგრამაში ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ძვლის ტვინის ფუნქციისდათრგუნვა ( იხ . შიდსი – სკ ).

სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტები . ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ პაციენტებში სარძევე ჯირკვლის გვიანი სტადიისსიმსივნის კლინიკური კვლევებისას, ყოველ 4 კვირაში 50 მგ / მ ² კელიქსის ან ყოველ 3 კვირაში 60 მგ / მ ² დოქსორუბიცინისგამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები უფრო მეტად უკავშირდებოდა დოქსორუბიცინს, ვიდრე კელიქსს . ესენია:გულისრევა (53% ნაცვლად 37%; III/IV ხარისხი 5% ნაცვლად 3%), ღებინება (31% ნაცვლად 19%; III/IV ხარისხი 4%ნაცვლად 1%), ნებისმიერი სახის ალოპეცია (66% ნაცვლად 20%), გამოხატული ალოპეცია (54% ნაცვლად 7%) დანეიტროპენია (10% ნაცვლად 4%; III/IV ხარისხი 8% ნაცვლად 2%).

ლორწოვანი გარსის ანთება (23% ნაცვლად 13%; III/IV ხარისხი 4% ნაცვლად 2%) და სტომატიტი (22% ნაცვლად 15%; III/IV ხარისხი 5% ნაცვლად 2%) უფრო ხშირად ვლინდება კელიქსის, ვიდრე დოქსორუბიცინის გამოყენების დროს . ყველაზეხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტების (III/IV ხარისხი ) საშუალო ხანგრძლივობა ორივე ჯგუფისთვის შეადგენდა 30დღეს ან უფრო ნაკლებს .

კელიქსის მკურნალობის დროს პაციენტთა 5%- ში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ასთენია, ერითემა,დაღლილობის შეგრძნება, ცხელება, სისუსტე, ლორწოვანი გარსის დაზიანება, ძვლების ტკივილი, მუცლის ტკივილი,ანორექსია, ყაბზობა, დიარეა, დისპე а სია, პირის ღრუს წყლულები, გულისრევა, სტომატიტი, ღებინება, ლეიკოპენია,ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პარესთეზია, ძილიანობა, ფარინგიტი, ალოპეცია, კანის სიმშრალე, ხელის დაფეხის გულების ერითროდიზესთეზია ( ЛПЭ ), ანომალური პიგმენტაცია, გამონაყარი კანზე, კანის გაუფერულება .

კელიქსის მკურნალობის დროს ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია გამოუვლინდა 5%, 2% და 1%   სიხშირით,შესაბამისად . სიცოცხლისთვის საშიში ჰემატოლოგიური მოვლენები (IV ხარისხი ) გამოვლინდა < 1,0% შემთხვევებში, ხოლოსეფსისი კი პაციენტთა 1%. ზრდის ფაქტორებით ჩატარებული შემანარჩუნებელი თერაპიის ან შემანარჩუნებელი ტრანსფუზიისგამოყენება საჭირო გახდა 5,1% და 5,5% პაციენტებში შესაბამისად .

კლინიკურად მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (III და IV ხარისხი ) ვლინდებოდა არახშირად:საერთო ბილირუბინის, ასპარტატამინოტრანსფერაზას ( ასტ ) და ალანინამინოტრანსფერაზას ( ალტ )   დონის მომატებააღინიშნა პაციენტთა 2,4%, 1,6% და <1% შესაბამისად . არ გამოვლენილა შრატში კრეატინინის დონის მნიშვნელოვანიმომატების შემთხვევები .

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა კელიქსის მკურნალობის დროს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტთა1_5%- ს და რომლებიც არ გამოვლენილან კელიქსის კლინიკური კვლევების დროს: ტკივილი მკერდში, ფეხის კრუნჩხვა,შეშუპება, ფეხების შეშუპება, პერიფერიული ნეიროპათია, პირის ღრუს ტკივილი, პარკუჭოვანი არითმია, ფოლიკულიტი,ძვლების ტკივილი, ძვალ – სახსროვანი ტკივილი, თრომბოციტოზი, კანის ღია დაზიანებები ( არაჰერპესული ), სოკოვანიინფექცია, ცხვირიდან სისხლდენა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბულოზური გამონაყარი, დერმატიტი, ერითემატოზურიგამონაყარი, ფრჩხილების დეფექტები, კანის აქერცვლა, ცრემლდენა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება .

საკვერცხის სიმსივნის მქონე პაციენტები . გვერ в ითი მოვლენების პროფილი, რაც გამოვლინდა საკვერცხის სიმსივნის მქონეპაციენტთა 5%- ში, რომლებიც კლინიკური კვლევების დროს ღებულობდნენ 50 მგ / მ ² კელიქსს, მსგავსი იყო მკერდისსიმსივნის მქონე პაციენტებისა .

ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება იყო მსუბუქი სახის ან ზომიერი ან ექვემდებარებოდა კონტროლს . ყველაზე ხშირჰემატოლოგიურ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ლეიკოპენია, შემდეგ ანემია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია (სიცოცხლისთვის საშიში (IV ხარისხის ) მსგავსი მოვლენები გამოვლინდა შემდეგი სიხშირით: 1,6%, 0.4%, 2,9%, 0,2%შესაბამისად ). ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ლეიკოპენიასთან ასოცირებული სეფსისი ( < 1%). ზრდის ფაქტორებისსაშუალებით შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარების აუცილებლობა წარმოიქმნა პაციენტთა < 5%- ში, ხოლო შემანარჩუნებელიტრანსფუზიის აუცილებლობა კი – პაციენტთა 15%- ში .

პაციენტთა 1_5%- ში გამოვლენილი არასასურველი გვერდითი მოვლენები იყო თავი ტკივილი, ალერგიული რეაქციები,შემცივნება, ინფექცია, მკერდის ტკივილი, ზურგის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ვაზოდილატაცია, გულ – სისხლძარღვთდარღვევები, პირის ღრუს ლორქოვანი გარსის კანდიდოზი, პირის ღრუს წყლულები, ეზოფაგიტი, გულისრევა და ღებინება,გასტრიტი, დისფაგია, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გინგივიტი, ჰიპოქრომული ანემია, პერიფერიული შეშუპება,ხსეულის მასის დაქვეითება, გაუწყლოება, კახექსია, მიალგია, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ნეიროპათია, დეპრესია,ჰიპერტენზია, ქოშინი, ხველის გაძლიერება, ვეზიკულობულოზური გამონაყარი, ქავილი, ექსფოლიაციური დერმატიტი,მაკულოპაპულარული გამონაყარი, ოფლიანობა, აკნე, სველი სირსველი, კანის წყლული, კონიუნქტივიტი, გემოვნებისდარღვევა, შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია, დიზურია და ვაგინიტი .

ლაბორატორიული მაჩვენებლების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის საერთო ბილირუბინის და (ჩვეულებრივ ღვიძლის მეტასტაზური სიმსივნის მქონე პაციენტები ) (5%) და შრატის კრეატინინის დონის მომატებაასპარტატამინოტრანსფერაზის დონის მომატება უფრო იშვიათად გამოვლინდა ( < 1%).

სოლიდური სიმსივნის მქონე პაციენტები: სოლიდური სიმსივნის მქონე პაციენტები ( მათ შორის მკერდის და საკვერცხეებისსიმსივნე ) რომლებიც ყოველ 4 კვირაში ღებულობდნენ 50 მგ / მ ² კელიქსს, მკურნალობის უსაფრთხოება და გვერდითიმოვლენების სიხშირე მსგავსია იმ მაჩვენებლებისა, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს .

შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომის ( შიდსი – კს ) მქონე პაციენტები: კლინიკური კვლევების დროს, როდესაც შიდსი – კს მქონე პაციენტებში შეჰყავდათ 20 მგ / მ ² კელიქსი, ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას, რაც ვლინდებოდა პაციენტთანახევარში, წარმოადგენდა ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა .

ლეკოპენია წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას, რასაც იწვევს კელიქსი აღნიშნულ პოპულაციაში; აგრეთვევლინდება ნეიტროპენია, ანემია და თრომბოციტოპენია . აღნიშნული ეფექტები შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობისდასაწყისში . ჰემატოლოგიური ტოქსიკური ეფექტების გამოვლენისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დაქვეითება ანმკურნალობის შეწყვეტა ან დროებით შეჩერება . დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კელიქსის მკურნალობის კურსი, თუნეიტროფილების (ANC) აბსოლუტური რაოდენობა < 1000/ მმ ³ და / ან თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია 50000/ მმ ³ .თუ ნეიტროფილების (ANC) აბსოლუტური რაოდენობა < 1000/ მმ ³, ასეთ შემთხვევაში სისხლის მაჩვენებლებისშესანარჩუნებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) ანგარნულოციტ – მაკროფაგების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (GM-CSF). ჰემატოლოგიური ტოქსიკური მოვლენებიუფრო ნაკლებ მძიმეა საკვერცხის სიმსივნის მქონე პაციენტებში, ვიდრე შიდსი – კს – ს ჯგუფში .

სხვა ხშირი (≥ 5%) გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ასთენია, ალოპეცია, ცხელება, დიარეა, ინფუზიასთან ასოცირებულირეაქციები და სტომატიტი .

არასასურველი მოვლენები სასუნთქი სისტემის მხრივ ხშირად გამოვლინდა ( ≥ 5%) კლინიკური კვლევების დროს, რაცშიდსით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო ოპორტუნისტული ინფექციების საშუალებით .კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში ოპორტუნისტული ინფექციები ვლინდება კელიქსის მკურნალობის შემდეგ და ხშირადვითარდება აივ – ინდუცირებული იმუნოლოგიური   დარღვევების მქონე პაციენტებში . ოპორტუნისტული ინფექციებიდანვლინდებოდა კანდიდოზი, ციტომეგალოვირუსი, მარტივი ჰერპესი, Pneumocystis carinii და მიკობაქტერია а vium complex – ით გამოწვეული პნევმონია .

სხვა ნაკლებ გავრცელებული ( < 5%) გვერდითი მოვლენები იყო ხელის და ფეხის გულის ერითროდიზესთეზია, პირის ღრუსლორწოვანი გარსის კანდიდოზი, გულისრევა და ღებინება, სხეულის მასის დაქვეითება, გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები, მუცლის ტკივილი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, ვაზოდილატაცია, თავრუსხვევა, ანორექსია, გლოსიტი, ყაბზობა, პარესთეზია, რეტინიტი და გონების დაბინდვა . ზოგჯერ ვლინდება ბულოზური გამონაყარი.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება, რაც საკმაოდ ხშირია ( ≥ 5%) და მოიცავს ტუტეფოსფატაზას, ასტ – ს და ბილირუბინის დონის მომატებას, ითველება რომ გამოწვეულია ძირითადი დაავადების შედეგად დაარა კელიქსით . ჰემოგლობინისა და თრომბოციტების დონის   დაქვეითება გაცილებით იშვიათია (  5 %.). ლეიკოპენიასთანდაკავშირებული სეფსისი გამოვლინდა ერთეულ შემთხვევებში (  1 %). შესაძლებელია ზოგიერთი აღნიშნული დაავადება,დაკავშირებული იყოს აივ – ინფექციასთან და არა კელიქსთან .

ყველა პაციენტი . სოლიდური სიმსივნის მქონე პაციენტთა 10,8%- ში შესაძლებელია განვითარდეს ინფუზიასთანდაკავშირებული რეაქციები, რაც ვლინდება შემდეგნაირად: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ასთმა, სახისშეშუპება, ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია, ჭინჭრის ციება, ზურგის ტკივილი, მკერდის ტკივილი, შემცივნება, ცხელება,ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, დისპეფსია, გულისრევა, თავბრუსხვევა, ქოშინი, ფარინგიტი, გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა, რეაქცია ინექციის ადგილას და ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან . ზოგჯერ 2% შემთხვევაში,შესაძლებელია საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის შეწყვეტა . მკერდის სიმსივნის მკურნალობის დროს ანალოგიურისიხშირით გამოვლინდა რეაქციები ინფუზიის მიმართ (11,6 %), ხოლო მკურნალობის კურსის შეწყვეტა საჭირო გახდა 1,5 %-ში . შიდსი – კს – ს მქონე პაციენტებში ინფუზიასთან ასოცირებულ რეაქციებს ახასიათებს ჰიპერემია, ქოშინი, სახის შეშუპება,თავის ტკივილი, შემცივნება, ზურგის ტკივილი, მკერდში ან ყელში მოჭერის შეგრძნება და / ან ჰიპოტენზია, რაც ვლინდება5-10% შემთხევებში . ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ინფუზიასთან დაკავშირებული კრუნჩხვები . ყველა პაციენტშიინფუზიასთან ასოცირებული რეაქციები ვლინდებოდა ძირითადად პირველი ინფუზიის დროს . მკურნალობის დროებითიშეწყვეტისას აღნიშნული სიმტომები ქრება და დამატებითი თერაპიის ჩატარების გარეშე . თითქმის ყველა პაციენტში კელიქსისმკურნალობის კურსი შესაძლებელია განახლდეს ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ და შესაძლებელია ისინი აღარც განმეორდეს. კელიქსის მკურნალობის პირველი ციკლის ჩატარების შემდეგ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები ძალიან იშვიათადმეორდება განმეორებით .

კელიქსის მკურნალობის დროს, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა მიელოსუპრესია ასოცირებული ანემიასთან,თრომბოციტოპენიასთან, ლეიკოპენიასთან და იშვიათად ნეიტროპენიულ ცხელებასთან ერთად .

სტომატიტის შემთხვევები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სტანდარტული დოქსორუბიცინისჰიდროქლორიდის უწყვეტი ინფუზიიით, ხოლო საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა კელიქსის მკურნალობის დროს . ეს,ჩვეულებრივ, ხელს არ უშლის მკურნალობის კურსის დასრულებას და არ საჭიროებს დოზის კორექციას, თუ ეს ხელს არუშლის პაციენტს საკვების მიღებაში . ასეთ შემთხვევაში დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს 1-2 კვირით ანშემცირდეს დოზა .

შიდსი – კს – ს მქონე პაციენტებში კელიქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ / მ ² – ს ყოველ 2_3 კვირაში .კუმულაციური დოზა (> 400 მგ / მ 2 ), რაც შიდსი – სკ – ს მქონე პაციენტებში გამოიწვევს კარდიოტოქსიურ პრობლემებს,საჭიროებს 20 კურსიანი მკურნალობის ჩატარებას 40-60 კვირის განმავლობაში .

ისევე, როგორც სხვა დნმ – ს დამაზიანებელი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებმა, დოქსორუბიცინთან ერთად სხვაპრეპარატების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეორადი მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლაზია . ამის გამო,ყველა პაციენტი, რომელსაც უტარდება დოქსორუბიცინის მკურნალობა, უნდა უტარდებოდეს ჰემატოლოგირი გამოკვლევა .

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსუდაციის შემდეგ ლოკალური ნეკროზის შემთხვევები ძალიან იშვიათად ვლინდება, კელიქსიითვლება გამაღიზიანებელ საშუალებად .

იშვიათ შემთხვევებში, კელიქსის გამოყენებისას, შესაძლებელია ხელახლა განმეორდეს კანის რეაქციები, რომლებიცგამოვლინდა ადრე ჩატარებული რადიოთერაპიის დროს .

პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ძალიან იშვიათად გამოვლინდა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის მულტიფორმულიერითემა, სტივენ – ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი .

სიმსივნიან პაციენტებს აქვთ თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი . პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენკელიქსით, თრომბოფლებიტის, ვენური თრომბოზის, მათ შორის ფილტვის ემბოლიის შემთხვევები ძალიან იშვიათადგამოვლინდა .

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ . ლაქტაციის პერიოდი .

კელიქსი არ გამოიყენება შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომის სამკურნალოდ, რომელიც ემორჩილება ადგილობრივმკურნალობას ან α – ინტერფერონით სისტემურ მკურნალობას .

დოზის გადაჭარბება:

მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები: ტოქსიკური ეფექტების გაძლიერება – ლორწოვანი გარსის ანთება, ლეიკოპენია დათრომბოციტოპენია .

მწვავე მოწამვლის მკურნალობა ძვლის ტვინის ძლიერი დათრგუნვის შემთხვევაში მოიცავს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას,ანტიბიოტიკების დანიშვნას, თრომბოციტებისა და გრანულოციტების გადასხმას და ლორწოვანი გარსის ანთების სიმპტომურმკურნალობას .

გამოყენების თავისებურებები:

ხელის და ფეხის გულის ერითროდიზესტეზია ( ЛПЭ ) . ЛПЭ – ს პროფილაქტიკისთვის და მკურნალობისთვის გამოიყენება50_150 მგ პირიდოქსინი დღე – ღამეში და კორტიკოსტეროიდები, თუმცა მკურნალობის ასეთი მიდგომა არ არის გამოკვლეულიIII ფაზის კვლევებში . ЛПЭ – ს პოფილაქტიკის და მკურნალობის სხვა მიმართულებები, შესაძლებელია გამოყენებულ იქნასკელიქსის მკურნალობის დაწყებიდან 4_7 დღის შემდეგ, მათ შორის ხელებისა და ფეხების გაციება ცივი წყლის საშუალებით (ჩაწოლა, აბაზანის მიღება ან ცურვა ). პაციენტმა თავი უნდა მოარიდოს გადამეტებულ სიცხეს, თბილ წყალს, აგრეთვე, არარის სასურველი წინდების, ხელთათმანების ან მჭიდრო ფახსაცმლის გამოყენება . აღმოჩნდა, რომ ხფდ – ს გამოვლენადამოკიდებულია დოზაზე და დოზირების სქემაზე და იგი, შესაძლებელია შემსუბუქდეს იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატისგამოყენებებს შორის ინტერვალი გაიზრდება 1_2 კვირამდე ან თუ შემცირდება დოზა . თუმცა, ზოგიერთ პაციენტში აღნიშნულირეაქცია, შესაძლებელია იყოს საკმაოდ მძიმე სახის, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა .

ყველა პაციენტისთვის . ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან ვლინდება, რომ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის შეყვანალიპოსომური სახით ამცირებს დაზიანების განვითარების ალბათობას ტრანსუდაციის დროს . ტრანსუდაციის ნებისმიერი ნიშნისან სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ( მაგალითად წვა, ერითემა ) ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პრეპარატისშეყვანა განახლდეს სხვა ვენაში . ტრანსუდაციის ადგილას ყინულის დადებამ 30 წუთის განმავლობაში შესაძლებელია შეამციროსადგილობრივი რეაქციები .

თუ პაციენტი აღმოაჩენს ინფუზიით გამოწვეულ ადრეულ სიმპტომებს და ნიშნებს, ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივუნდა შეწყდეს, შეყვანილ იქნას პრემედიკაციისთვის საჭირო სამკურნალო საშუალებები ( ანტიჰისტამინური პრეპარატები და /ან სწრაფად მოქმედი კორტიკოსტეროიდი ), ხოლო პროცედურა უნდა განახლდეს უფრო დაბალი სიჩქარით .

არ შეიძლება კელიქსის გამოყენება ბოლუსური ინექციის ან განუზავებელი ხსნარის სახით . რეკომენდებულია, რომ კელიქსისსაინფუზიო სისტემა მიუერთდეს 5% გლუკოზის ინტრავენურ ინფუზიას გვერდითი პორტის საშუალებით, რათა ხელი შეუწყოსპრეპარატის დამატებით განზავებას და შემცირდეს თრომბოზის და ექსტრავაზაციის რისკი . ინფუზია, შესაძლებელიაგანხორციელდეს პერიფერიული ვენის საშუალებით .

არ შეიძლება ჩადგმული ფილტრის მქონე სისტემების გამოყენება . არ შეიძლება კელიქსის შეყვანა ინტრამუსკულარულად ანკანქვეშ .

ისეთი არასასურველი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიც არის ЛПЭ, სტომატიტი ან ჰემატოლოგიურიტოქსიკურობა, დასაშვებია დოზის შემცირება ან ინფუზიის გადადება . კელიქსის დოზის მოდიფიკაციის შესახებ არსებულირეკომენდაციები მოყვანილია ცხრილში . ცხრილში მოყვანილი ტოქსიკურობის ხარისხი ეფუძნება საერთო ტოქსიკურობისკრიტერიუმების შესახებ არსებულ კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (NCI-CTC) რეკომენდაციებს .

ხფე – ს ( ცხრილი 1) და სტომატიტის ( ცხრილი 2) ცხრილებში მოყვანილია დოზის მოდიფიკაციის სქემები მკერდის დასაკვერცხის სიმსივნის სამკურნალოდ       ( რეკომენდებული 4 კვირიანი მკურნალობის ციკლის მოდიფიკაცია ); თუ აღნიშნულიტოქსიკური მოვლენები უვითარდებათ შიდსთან – ასოცირებული კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებს, ასეთ შემთხვევაშირეკომენდებული 2-3 კვირიანი მკურნალობის ციკლი, შესაძლებელია მოდიფიცირდეს ანალოგიური გზით .

ჰემატოლოგიური ტოქსიურობის ცხრილში ( ცხრილი 3) მოყვანილია დოზის მოდიფიკაციის სქემა მხოლოდ მკერდის დასაკვერცხის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის .

დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები

ცხრილი

ცხრილი

კარდიოტოქსიურობა: ყველა პაციენტისთვის, ვინც ღებულობს კელიქსს, რეკომენდირებულია ხშირად ჩა ი ტაროს ეკგ – სკონტროლი . ეკგ – ს ტრანზიტორული ცვლილებები, როგორიც არის Т კბილის გაბრტყელება, ST სეგმენტის დეპრესია დაარითმია არ წარმოაგდენ ს კელიქსის მკურნალობის შეწყვეტის პირდაპირ ჩვენებას . თუმცა QRS – კომპლექსის ვოლტაჟისდაქვეითება ითვლება კარდიოტოქსიურობის უფრო ზუსტ მაჩვენებლად . აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას უნდაწამოიჭრას საკითხი ენდომიოკარდიუმის ბიოფსიის ჩატარების შესახებ, როგორც ყველაზე სპეციფიკური ტესტი ანთრაციკლინისმიერ მიოკარდიუმის დაზიანების შესახებ .

ეკგ – თან შედარებით გულის ფუნქციის კონტროლის   და შეფასების უფრო სფეციფიკურ მეთოდს წარმოადგენს მარცხენაპარკუჭის განდევნის ფრაქციის განსაზღვრა, რისი განხორციელებაც შესაძლებელია ექოკარდიოგრაფიის ( ექოკგ ) დამრავალშესავლიანი ანგიოგრაფიის საშუალებით (Multigated Angiography – MUGA). აღნიშნული მეთოდები უნდა ჩატარდესკელიკსის მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად განმეორდეს მკურნალობის დროს . აუცილებელია მარცხენა პარკუჭისფუნქციის შეფასება   კელიქსის თითოეულ შეყვანამდე, თუ იგი აჭარბებს 450 მგ / მ ² ანთრაციკლინის კუმულაციური დოზას .

ანთრაციკლინის მკურნალობის დროს ზემო აღნიშნული შესაფასებელი ტესტები და გულის მუშაობის კონტროლის მეთოდებიგამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობით: ეკგ – ს კონტროლი, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის განსაზღვრა,ენდომიოკარდიალური ბიოფსია . თუ ტესტის შედეგები მიუთითებს კელიქსის მკურნალობით გამოწვეულ გულის დაზიანებაზე,ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კელიქსის მკურნალობასთან დაკავშირებული სარგებელი და კარდიომიოპათიის განვითარებისრისკი .

გულის დაავადების მქონე პაციენტებში კელიქსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის დადებითიეფექტი აჭარბებს რისკს .

გულის დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ კელიქსით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ .

თუ ეჭვობენ კარდიომიპოათიის განვითარების შესახებ, ანუ თუ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია მნიშვნელოვნადშემცირდა მკურნალობის საწყის მაჩვენებელთან შედარებით და / ან მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია გაცილებით მცირეაშედარებით რელევანტურ პროგნოზულ მაჩვენებელთან ( მაგალითად 48%),    ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდესმიოკარდიუმის ბიოფსიის ჩატარება და ასევე, უნდა შეფასდეს მკურნალობის დადებითი ეფექტი და მკურნალობით გამოწვეულგულის დაზიანების რისკსი .

კარდიომიოპათიის შედეგად, შესაძლებელია უეცრად განვითარდეს გულის შეგუბებითი უკმარისობა, რასაც შესაძლოა წინ არუსწრებდეს ეკგ – ს ცვლილებები . იგი შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ .

პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ სხვა ანთრაციკლინებს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ .

დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სუმარული დოზის დანიშვნისას, აგრეთვე გასათვალისწინებელია მანამდე ჩატარებული (ან თანმხლები ) მკურნალობა ისეთი კარდიოტოქსიური პრეპარატებით, როგორიც არის სხვა ანთრაციკლინები / ანთრაქინონებიან მაგალითად, 5 – ფტორურაცილი . კარდიოტოქსიურობა შესაძლებელია აგრეთვე განვითარდეს 450 მგ / მ ² ანთრაციკლინზედაბალი კუმულაციური დოზის მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს მანამდე უტარდებოდა ციკლოფოსფამიდის თანმხლებითერაპია ან სხივური თერაპია შუასაყრის მიდამოში .

კარდიოლოგიური პროფილის უსაფრთხოებისთვის საჭიროა დოზირების სქემა, რომელიც რეკომენდებულია მკერდის დასაკვერცხეების (50 მგ / მ ² ) სიმსივნის დროს, ანალოგიურია შიდსი – კს – ს მქონე პაციენტებისთვის (20 მგ / მ ² ).

ძვლის ტვინის დათრგუნვა: პაციენტთა უმეტესობას, რომლებიც მკურნალობენ კელიქსით, მკურნალობის დაწყებამდეაღენიშნებათ სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული მიელოსუპრესია, როგორიც არის მაგალითად, აივ – ინფიცირება,თანმხლები ან ადრე ჩატარებული მედიკამენტური მკურნალობის მრავალჯერადი კურსები ან ძვილის ტვინზე მოქმედისიმსივნეები . ძვილის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა წარმოადგენს დოზა – შემზღუდველ არასასურველ ეფექტს შიდსი – კს – სმქონე პაციენტებში . რადგან კელიქსით მკურნალობის დროს არსებობს ძვლის ტვინის დათრგუნვის ალბათობა, ამის გამოაუცილებელია ხშირად ( სულ მცირე პრეპარატის ყოველი შეყვანის წინ ) გადამოწმდეს სისხლის პერიფერიული სურათი . ძვლისტვინი ფუნქციის მდგრადი დაქვეითება შესაძლებელია გახდეს სუპერინფექციის და სისხლდენების განვითარების მიზეზი .

ბლეომიცინის / ვინკრისტინის მკურნალობის სქემასთან შედარებით შიდსი – კს – ს მქონე პაციენტებში ჩატარებული კლინიკურიკვლევებიდან გამოვლინდა, რომ ოპორტუნისტული ინფექციები უფრო ხშირად ვლინდებოდა კელიქსის მკურნალობის დროს .პაციენტებმა და ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ იგი საკმაოდ ხშირად ვითარდება და უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები .

ისევე, როგორც სხვა დნმ – ს დამაზიანებელი პრეპარატებით მკურნალობის დროს, დოქსორუბიცინთან ერთად კომბინირებულიმკურნალობის ჩატარებისას, შესაძლებელია განვითარდეს მეორადი მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლაზია . ამისგამო, ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც უტარდება დოქსორუბიცინით მკურნალობა, მუდმივად უნდა იმყოფებოდესჰემატოლოგიური კონტროლის ქვეშ .

ინფუზიასთან ასოცირებული რეაქციები: კელიქსის ინფუზიის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, შესაძლებელიაგანვითარდეს სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში, ინფუზიასთან ასოცირებული რეაქციები ( იხ . ნაწილი `გვერდითი ეფექტები ~). ინფუზიის დროებით შეწყვეტა ჩვეულებრივ საკმარისია, რათა სიმპტომები გაქრეს მედიკამენტურიჩარევის გარეშე . თუმცა აღნიშნული სიმპტომების სამკურნალო მედიკამენტები ( მაგალითად, ანტიჰისტამინური პრეპარატები,კორტიკოსტეროიდები, ადრენალინი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ) და პირველადი დახმარებისთვის საჭიროაღჭურვილობა აუცილებლად უნდა იყოს მზადყოფნაში . პაციენტთა უმრავლესობისთვის მკურნალობის კურსი შესაძლებელიაგანახლდეს ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ, მათი განმეორების საშიშროების გარეშე . ინფუზიის რეაქციები იშვიათადვლინდება მკურნალობის პირველი ციკლის შემდეგ . ინფუზიის რეაქციის რისკის შესამცირებლად საწყის დოზა შეჰყავთ 1 მგ /წთ სიჩქარით .

დიაბეტით დაავადებული პაციენტები . საჭიროა აღინიშნოს, რომ კელიქსის თითოეული ფლაკონი შეიცავს საქაროზას და დოზაიხსნება 5% (50 მგ / მლ ) გლუკოზის საინფუზიო ხსნარში .

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები . საერთო ბილირუბინის მომატებული დონის მქონე პაციენტებისფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება საერთო ბილირუბინის ნორმალური დონის მქონე პაციენტებისგან; თუმცა, დამატებითიმონაცემების მიღებამდე, ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტისთვის კელიქსის დოზა უნდა შემცირდეს მკერდის დასაკვერცხის სიმსივნეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემდეგნაიდრად: თუ მკურნალობის დასაწყისში ბილირუბინის Mმაჩვენებელი შეადგენს 1,2-3,0 მგ / დლ,   პირველი დოზა მცირდება 25%- ით . თუ ბილირუბინის მაჩვენებელი შეადგენს 3,0 მგ / დლ – ს, ასეთ შემთხვევაში პირველი დოზა მცირდება 50%- ით . თუ პირველი დოზის მიღებისას არ ვლინდებაბილირუბინის დონის ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება შრატში, ასეთ შემთხვევაში, მეორე ციკლის ჩატარებისას,დოზა უნდა გაიზარდოს სრულ დოზამდე, ანუ თუ პირველი ციკლის დროს   პაციენტი იღებდა 25%- ით შემცირებულ დოზას, მეორე ციკლის დროს მიიღებს მთლიან დოზას .   თუ პირველი დოზა შემცირდება 50%, მაშინ 2 ციკლისთვის დოზაგაიზრდება 75%- ით . თუ პრეპარატი არ იწვევს ბევრ გვერდით ეფექტს, ასეთ შემთხვევაში შემდგომ ციკლებში დოზაშესაძლებელია გაიზარდოს სრულად . კელიქსის შეყვანა დასაშვებია ღვიძლის მეტასტაზური სიმსივნის მქონე პაციენტებში,რომელთაც აღენიშნებათ ბილირუბინის დონის მომატება ან თუ ღვიძლის ფერმენტები 4 – ჯერ არის მომატებული ნორმის ზედაზღვართან შედარებით . პრეპარატის შეყვანამდე ღვიძლის ფუნქციები უნდა შეფასდეს სტანდარტული კლინიკურილაბორატორიული ტესტების საშუალებით, მაგალითად ალტ / ასტ – ს, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის დონისგანსაზღვრის საშუალებით .

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები . იმის გამო, რომ დოქსორუბიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლის საშუალებითდა გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო დოზის მოდიფიცირება . პოპულაციის შესახებ არსებულიფარმაკოკინეტიკური მონაცემებიდან ( კრეატინინის კლირენსი საშუალოდ შეადგენდა 30-156 მლ / წთ ) ვლინდება, რომკელიქსის კლირენსი არ არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციაზე . ფარმაკოკინეტიკური მონაცემები იმ პაციენტებისთვის,რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ / წთ – ზე, არ მოიპოვება .

შიდსი – კს – ს მქონე პაციენტები სპლენექტომიით . რადგან არ არსებოს მონაცემები კელიქსის გამოყენების შესახებ ისეთპაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ სპლენექტომია, ამის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული .

პედიატრიული პაციენტები . უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემები ( კლინიკური კვლევების I ფაზა ) ამტკიცებს, რომ60 მგ / მ ²   არ იწვევს ბევრ გვერდით ეფექტს ბავშვებში, თუმცა 18 წლამდე ბავშვებში მკურნალობის ეფექტურობა არ არისდადგენილი .

ხანდაზმული პაციენტები . სხვადასხვა ასაკში ჩატარებული კვლევებიდან (21_75 წელი ) გამოვლინდა, რომ ასაკის ფაქტორიმნიშვნელოვნად არ მოქმედებს კელიქსის ფარმაკოდინამიკაზე .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი . არსებობს ეჭვი, რომ ორსულობის პერიოდში დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდისგამოყენება იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს . ამის გამო, კელიქსი   გამოიყენება საჭიროების გარეშე .

რეკომენებულია, რომ ფერტილობის ასაკში მყოფმა ქალებმა თავი აარიდონ დაორსულებას მანამდე, სანამ ის ან მისიპარტნიორი მამაკაცი იღებს კელიქსს და აგრეთვე, მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში .

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა კელიქსი დედის რძეში, ამის გამო ბავშვებში პოტენციურად სერიოზული არასასურველირეაქციების თავიდან ასაცილებლად, დედის რძით კვება უნდა შეწყდეს კელიქსის მკურნალობის დაწყებამდე .

ჯანდაცვაში მოღვაწე ექსპერტები აფრთხილებენ შიდსით ინფიცირებულ დედებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ კვებონ ბავშვიმათი რძით, რათა არ მოხდეს შიდსის გადადება .

ზეგავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე .

კელიქსი არ მოქმედებს ან მხოლოდ მცირედ მოქმედებს მანქანისა და სხვა რთული მექანიზმების მართვაზე . ზოგჯერ (< 5 %)კელიქსის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თავრუსხვევა და ძილიანობა . აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისასპაციენტმა თავი უნდა აარიდოს ავტომობილისა და სხვა რთული მექანიზმების მართვას .

გამოყენების, მანიპულირების და უტილიზაციის ინსტრუქციები . ნალექის ან სხვა დისპერსიული ნაწილაკების გაჩენისშემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება .

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა არის საჭირო კელიქსის ხსნარით მანიპულირებისას . აუცილებელია ხელთათმანებისგამოყენება . თუ კელიქსი მოხვდა კანზე ან ლორწოვან გარსზე, ასეთ შემთხვევაში იგი უნდა გასუფთავდეს საპნიანი წყლისსაშუალებით . კელიქსით მანიპულაცია და მისი უტილიზაცია უნდა მოხდეს სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისმსგავსად და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად .

უნდა განისაზღვროს კელიქსის გამოსაყენებელი დოზა ( დოზირების რეკომენდაციების და პაციენტის სხეული ზედაპირისშესაბამისად ). კელიქსის შესაბამისი რაოდენობა გროვდება სტერილურ შპრიცში . საჭიროა ასეპტიკის პირობების დაცვა, რადგანკელიქსი არ შეიცავს კონსერვანტებსა და ბაქტერიოსტატიურ საშუალებებს . გამოყენებამდე კელიქსის საჭირო დოზა უნდაგანზავდეს 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში . 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარის გარდა სხვა ხსნარების ან სხვაბაქტერიოსტატიკების გამოყენებამ, მაგალითად ბენზილის სპირტმა, შესაძლებელია გამოიწვიოს კელიქსის დალექვა .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან .

სხვა პრეპარატებთან კელიქსის ურთიერთქმედების შესახებ კვლევა არ ჩატარებულა .

დიდი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ ურთიერთქმედებენსტანდარტულ დოქსორუბიცინთან . კელიქსმა, ისევე როგორც დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სხვა პრეპარატებმაშესაძლებელია მოახდინოს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ტოქსიკურობის პოტენცირება . სოლიდური სიმსივნის მქონეპაციენტებში ( მათ შორის მკერდის და საკვერცხის სიმსივნეები ) ციკლოფოსფამიდთან და ტაქსანთან ერთად კომბინირებულიმიღებისას, ტოკსიური მოვლენების სიხშირე არ გაზრილა . შიდსის მქონე პაციენტებში სტანდარტული დოქსორუბიცინისმიღებისას გამოვლინდა ციკლოფოსფამიდით ინდუცირებული ჰემორაგიული ცისტიტი და 6 – მერკაპტოპურინთანდაკავშირებული ჰეპატოტოქსიკურობის გაძლიერება . განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო სხვა ციტოსტატიკურპრეპარატებთან, განსაკუთრებით კი მიელოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას .

არ შეიძლება კელიქსის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად . გამონაკლისს წარმოადგენს პრეპარატები, რომლებიცმოცემულია ნაწილში ` გამოყენების, მანიპულირების და უტილიზაციის ინსტრუქციები ~.

შენახვის პირობები:ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 2_8 °C ტემპერატურაზე . არ შეიძლება გაყინვა . შეფუთვის გახსნის და 5%გლუკოზის საინფუზიო ხსნარში განზავების შემდეგ პრეპარატი ინახება 24 საათის განმავლობაში 2_8 °C ტემპერატურაზე .ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონი უნდა განადგურდეს .

ვარგისობის ვადა

შენახვის ვადა – 20 თვე .

გაცემის წესი:

რეცეპტით

გამოშვების ფორმა:

10 ან 25 მლ ფლაკონები მუყაოს კოლოფში .

მწარმოებელი:

Ben Venue Laboratories Inc., USA and Schering-Plough Labo N.V., Belgium Subsidiary of Schering-Plough Corporation,USA)

ADDRESS: BEN VENUE LABORATORIES INC., 300 NORTHFIELD ROAD, BEDFORD, OHIO 44146, USA AND SHERING-PLOUGH LABO N.V., INDUSTRIEPARK 30-2220, HEIST-OP-DEN-BERG, BELGIUM (SUBSIDIARY OF SHERING-PLOUGH CORPORATION, USA)