კლიმონორმი

კლიმონორმი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

კლიმონორმი
(Klimonorm)

სავაჭრო დასახელება

კლიმონორმი

სამკურნალო ფორმა

დრაჟე

შემადგენლობა

აქტიური კომპონენტები:

– 1 ყვითელი დრაჟე შეიცავს 2,0 მგ ესტრადიოლის ვალერატს

– 1 ყავისფერი დრაჟე შეიცავს 2,0 მგ ესტრადიოლის ვალერატს და 0,15 მგ ლევონორგესტროლს .

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოლივიდონი K 25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, გლუკოზა, ჟელატინი, მაკროგოლი 35000, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი E171, რკინის ოქსიდის ჰიდრატი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყავისფერი ოქსიდი, კარნაუბისცვილი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, გაწმენდილი წყალი .

აღწერა

ყვითელი ფერის მრგვალი (9 დრაჟე ) და ყავისფერი (12 დრაჟე ).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიკლიმაქსური საშუალება ( ესტროგენი + პროგესტაგენი )

ათქ კოდი G03FB09

ფარმაკოლოგიური თვისებები

კლიმონორმი შეიცავს ორივე ტიპის ჰორმონს ( ესტროგენი და პროგესტაგენი ), რომელთა დონე მცირდებაკლიმაქსური პერიოდის განმავლობაში . ამ გზით იგი ჩაანაცვლებს ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმშიაღარ გამომუშავდება . კლიმაქსური პერიოდი ხასიათდენა სიმპტომებით, რომლებიც განპირობებულიასაკვერცხის ჰორმონების გამომუშავების თანდათანობითი შემცირებით . გარდა ამისა, ზოგიერთ ქალში ამჰორმონების დონის შემცირებას შეიძლება თან ახლდეს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება (პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი ).

კლიმონორმში არსებული ესტრადიოლი ამცირებს ან ამსუბუქებს მტკივნეულ სიმპტომებს ( კლიმაქსურიჩივილები ), როგორიცაა “ ალები ”, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, ძილის დარღვევები, ნერვულიაგზნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასევე უნებლიე შარდვა, საშოს წვა და სიმშრალე, ტკივილისქესობრივი კავშირისას . გესტაგენის ( ლევონორგესტროლი ) დამატების გამო და 7 დღიანი პაუზისშემდეგ საშვილოსნოს არსებობისას, აღინიშნება რეგულარული მენსტრუალური ციკლის აღდგენა .

გესტაგენის ( ლევონორგესტროლი ) დამატების გამო ყოველი ციკლის 12 დღის განმავლობაში ხდებაენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და სიმსივნის განვითარების პროფილაქტიკა .

კლიმონორმი ახდენს ძვლოვანი მასის დაკარგვის პროფილაქტიკას, თუკი ეს უკანასკნელი გამოწვეულიაესტროგენების დეფიციტით ( პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი ).

კლიმონორმი ასევე დადებით გავლენას ახდენს სისხლის ლიპიდურ სპექტრზე ( მაგალითად, ამცირებსსისხლში საერთო ქოლესტერინის დონეს ).

გამოყენების ჩვენებები

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია კლიმაქსური დარღვევებისას, კანისინოვულაციური ცვლილებებისას და შარდსასქესო სისტემის დისფუნქციისას, დეპრესიულიმდგომარეობისას კლიმაქსურ პერიოდში, ასევე ესტროგენების დეფიციტის სიმდრომის დროსბუნებრივი მენოპაუზის ან ჰიპოგონადიზმის დროს, სტერილიზაცია ან საკვერცხეების პირველადიდისფუნქცია არაოპერირებული საშვილოსნოს დროს .

პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა .

არარეგულარული მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია .

პირველადი ან მეორადი ამენორეის მკურნალობა .

უკუჩვენებები

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დაწყება რეკომენდებული არ არის ქვემოჩამოთვლილიმდგომარეობიდან რომელიმეს არსებობის დროს . თუკი რომელიმე მოცემული მდგომარეობა აღმოცენდებაჩანაცვლებითი თერაპიის დროს, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ექიმისკონსულტაცია .

ორსულობა და ლაქტაცია

გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა საშოდან

ძუძუს დადგენილი ან სავარაუდო კიბო

ჰორმონდამოკიდებული კობოსწინა დაავადებების ან ჰორმონდამოკიდებულიავთვისებიანი სიმსივნეების სავარაუდო ან დადგენილი დიაგნოზი

ღვიძლის სიმსივნე ან ანამნეზური მონაცემები მის შესახებ ( კეთილთვისებიანი ანავთვისებიანი )

ღვიძლის მძიმე დაავადებები

მწვავე არტერიული თრომბოზი ან თრომბოემბოლია ( როგორიცაა მიოკარდიუმისინფარქტი, ინსულტი )

ღრმა ვენების თრომბოზი გამწვავების ფაზაში, თრომბოემბოლიის არსებობა ანანამნეზური მონაცემები მის შესახებ

გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემია

ჰიპერმგრძნობელობა კლიმონორმის კომპონენტების მიმართ .

სიფრთხილით გამოიყენება

კლიმონორმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგი დაავადებების დროს: არტერიული ჰიპერტენზია,თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია ( ჟილბერის სინრომი, დუბინ – ჯონსის და როტორის სინდრომები), ქოლესტაზური სიყვითლე ან ქოლესტაზური ქავილი ორსულობის დროს, ენდომეტრიოზი,საშვილოსნოს მიომა, შაქრიანი დიაბეტი ( იხილეთ,, განსაკუთრებული მითითებები ”).

ორსულობა და ლაქტაცია

ჩანაცვლებითი თერაპია არ ინიშნება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს .

გამოყენების ჩვენებები და დოზები

დრაჟე უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად .

თუ მენსტრუაცია არ შეწყვეტილა, მკურნალობა უნდა დაიწყოს მენსტრუალური ციკლის მე – 5 – ე დღეს (მენსტრუალური სისხლდენის 1 დღეს ), ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ექიმმა შეიძლება რეკომენდაციაგაუწიოს კლიმონორმის მიღების დაუყოვნებლივ დაწყებას .

ყოველი შეკვრა გათვლილია 21 დღიან მიღებაზე .

პირველი 9 დღის განმავლობაში ყოველდღიურად იღებენ ერთ ყვითელ დრაჟეს, შემდეგ 12 დღისგანმავლობაში – ყოველდღიურად ერთ ყავისფერ დრაჟეს . 21 დღის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდაშეწყდეს 7 დღით, რომლის დროსაც დგება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა, რომელიც გამოწვეულიაპრეპარატის მიღების შეწყვეტით ( ჩვეულებრივ უკანასკნელი დრაჟეს მიღებიდან 2-3 დღეში ).

7 დღიანი პაუზის შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება ახალი შეკვრით . დრაჟეს მიღება იწყება იმავედღეს, როდესაც მიღებული იყო პირველი შეკვრის პირველი ტაბლეტი .

მნიშვნელობა არ აქვს დღის რომელ პერიოდში მიიღება პრეპარატი, მაგრამ საჭიროა რომელიმეკონკრეტული დროს ამორჩევა და პრეპარატის მიღება ერთი და იგივე დროს .

დრაჟეს მიღების დაგავიწყებისას, საჭიროა უახლოესი 12-24 საათის განმავლობაში . თუკიმკურნალობა შეწყვეტილია უფრო ხანგრძლივი დროით, შესაძლებელია განვითარდეს ვაგინალურისისხლდენა .

გვერდითი მოქმედება

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

საშვილოსნოდან სისხლდენის სიხშირის და ინტენსივობის შეცვლა, ხშირი სისხლდენები, მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი ( ჩვეულებრივ მცირდება თერაპიის დროს ), დისმენორეა, ვაგინალურიგამონადენის შეცვლა, პრემენსტრუალური მდგომარეობის მსგავსი სიმპტომები; სარძევე ჯირკვლისმტკივნეულობა, დაჭიმულობა ან / და ზომაში მატება .

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მუცლის შებერვა, გულისრევა,ტკივილი მუცლის არეში, ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი;

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანზე გამონაყარი, ქავილი, ქლოაზმა,კვანძოვანი ერითემა

ცნს – ს მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, შფოთვა ან დეპრესია,დაღლილობა;

სხვა: გულისცემის გახშირება, შეშუპებები, მომატებული არტერიული წნევა,ვენური თრომბოზი და თრობოემბოლია, კუნთოვანი კრუნჩხვები, სხეული წონის შეცვალა, ლიბიდოსშეცვლა, მხედველობის დარღვევა, კონტაქტური ლინზების აუტანლობა, ალერგიული რეაქციები .

ჭარბი დოზირება

მწვავე ტოქსიკურობის კვლევები არ ავლენს მწვავე გვერდითი მოვლენების რისკს . სიმპტომებს,რომლებიც შეიძლება აღმოცენდეს ჭარბი დოზირებისას მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება,ვაგინალური სისხლდენა . სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია . ჭარბიდოზირებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ექიმს, რომელმაც დანიშნა კლიმონორმი, უნდა ეცნობოს რომელ სამკურნალო საშუალებებს იღებსპაციენტი . მან ასევე უნდა აცნობოს სხვა ექიმს რაიმე წამლის დანიშნვისას, რომ იგი ღებულობსკლიმონორმს . რომელიმე პრეპარატის მიღებისას ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმისკონსულტაცია .

ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენებისშეწყვეტა . კონტრაცეპციის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია, იმის შესახებ,რომელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი .

ზოგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება ამცირებდეს პრეპარატ კლიმონორმის ეფექტურობას . მათმიეკუთვნება პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ( მაგალითად, ჰიდანტოინი,ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი ) და ტუბერკულოზის ( მაგალითად, პენიცილინი დატეტრაციკლინები ) სამკურნალოდ .

ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ზოგჯერ შეიძლება საჭიროგახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია .

ურთეირთქმედება ალკოჰოლთან

ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება გავლენას ახდენს პრეპარატისეფექტურობაზე .

განსაკუთრებული მითითებებისამედიცინო გასინჯვა

პრეპარატის გამოყენებამდე და გარკვეული დროის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან ( სულ მცირე ერთხელწელიწადში ) აუცილებელია ჩატარდეს გინეკოლოგიური შემოწმება, მათ შორის სარძევე ჯირკვლის,არტერიული წნევის გაზომვა და სხვა საჭირო გამოკვლევები .

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ჰიპოფიზის წინა წილის ადენომის არსებობა .

თუკი ჩანაცვლებითი თერაპია ტარდება ერთ – ერთი დაავადების ან მდგომარეობის დროს, რომელიცქვემოთაა ჩამოთვლილი, მაშინ საჭიროა საგულდაგულო სამედიცინო გამოკვლევა . ამიტომ, თუკიადგილი აქვს ერთ – ერთ ასეთ მდგომარეობას, კლიმონორმის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმისკონსულტაცია .

–           საშვილოსნოს მიომა;

–           ენდომეტრიოზი ან ანამნეზური მონაცემები მის შესახებ;

–           ღვიძლის დაავადებები ან სანაღვლე გზების დაავადებები . ჰეპატიტის გადატანის შემდეგპრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ ( ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებისნორმალიზაციამდე );

–           წინა ორსულობის ან სასქესო ჰორმონების მიღების დროს   სიყვითლის არსებობა;

–           შაქრიანი დიაბეტი;

–           არტერიული ჰიპერტენზია ( მაღალი არტერიული წნევა );

–           ქლოაზმა ( მოყვითალო – ყავისფერი პიგმენტაცია კანზე ) ანამნეზში ან არსებული . თუკი იგიაღმოცენდება პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მზეს ან ულტრაიისფერ სხივებს;

–           ეპილეფსია;

–           სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები ( მასტოპათია );

–           ბრონქული ასთმა;

–           შაკიკი;

–           სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატება;

–           პორფირია;

–           ოსტეოსკლეროზი;

–           სისტემური წითელი მგლურა;

–           მცირე ქორეა;

–           თრომბოზის მომატებული რისკი . რისკი იზრდება ასაკთან ერთად .

იგი შეიძლება ასევე გაიზარდოს არსებული თრომბოზის დროს ნათესავებში, ვენების ვარიკოზულიგაფართოებისას; სხეულის ჭარბი წონისას .


თრომბოზის რისკის განვითარება დროებით იზრდება ოპერაციის შედეგად, სერიოზული ტრავმებისას ანხანგრძლივი უმოძრაობისას . დაგეგმილი ჰისპიტალიზაციის ან ქირურგიული ჩარევის წინ (4-6 კვირა ),საჭიროა ექიმის ინფორმირება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს კლიმონორმს .

ინფარქტის ან ინსულტის პროფილაქტიკისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება არ შეიძლება .

შემდგომი გაფრთხილება, რომელიც განეკუთვნება ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებას, უნდა იქნესგათვალისწინებული კლიმონორმის გამოყენების დროსაც .

ჩანაცვლებითი თერაპია და სიმსივნეები

–           ენდომეტრიუმის სიმსივნე

მხოლოდ ესტროგენების ხანგრძლივი გამოყენებისას საშვილოსნოს ლორწოვანის სიმსივნის განვითარებისრისკი ( ენდომეტრიუმის სიმსივნე ) იზრდება . პროგესტერონი, რომელიც გამოიყენება კლიმონორმში,ამცირებს ამ რისკს .

მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, კლიმონორმის მიღების ფონზე რა სიხშირით აქვს პაციენტს ციკლისდარღვევა ან სისხლდენა .

–           სარძევე ჯირკვლის სიმსივნე

რამდენიმე კვლევის შედეგი გვიჩვენებს, რომ ქალებში, რომელთაც დაენიშნათ ჩანაცვლებითი თერაპია დაიღებდნენ მას რამდენიმე წლის განმავლობაში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები უფრო ხშირია, ვიდრემათ თანატოლებში, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებიათ ჩანაცვლებითი თერაპია . შედარებითი რისკიიზრდება მკურნალობის ხანგრძლივობასთან და შესაძლებელია ესტროგენების და პროგესტაგენებისერთდროულ დანიშვნასთან ერთად . ეს ზრდა შეესაბამება სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებისრისკის ზრდას, რომელიც შეიმჩნევა ქალებში ბუნებრივი მენოპაუზის შეკავებისას ყოველ შემდეგ წელზეუფრო მეტი ალბათობით, ასევე გასუქებას და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას .

შესაძლებელია, რომ ქალები, რომლებიც გამოიყენებენ ჩანაცვლებით თერაპიას, უფრო ხშირადექვემდებარებიან გამოკვლევას და ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბოს არსებობა უფრო ხშირად დგინდება ამპირებში შედარებით ადრეულ სტადიაზე .

მომატებული რისკი თანდათანობით მცირდება ჩვეულებრივ დონემდე პირველი რამდენიმე წლისგანმავლობაში ჩანაცვლებითი თერაპიის დასრულების შემდეგ .

მონაცემების უმრავლესობის მიხედვით სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც გამოვლინდაჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე, ჩვეულებრივ უფრო დიფერენცირებულია, ვიდრე იმ ქალებში,რომლებიც არ იღებდნენ ჩანაცვლებით თერაპიას . ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის სარძევე ჯირკვლისმამოგრაფიულ სიმკვრივეს, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ართულებდეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნისრენტგენოლოგიურ გამოვლენას . ამ მიზეზით ექიმმა შეიძლება გამოიყენოს დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები.

–           ღვიძლის სიმსივნეები

იშვიათ შემთხვევაში სასქესო ჰორმონების გამოყენებისას ადგილი ჰქონდა ღვიძლის კეთილვისებიანი ამუფრო იშვიათად – ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენას . ერთეულ შემთხვევებში სისხლდენა ამსიმსივნეებიდან მუცლის ღრუში წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას . ჩანაცვლებითთერაპიასთან კავშირი არ არის დადასტურებული . თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია, აუცილებელიაექიმს შეატყობინოთ თუკი ადგილი აქვს უჩვეულო შეგრძნებებს მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც არგაივლის მოკლე დროში .

კლიმონორმის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზები

მკურნალობის შეწყვიტა და ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუკი აღინიშნა ნებისმიერიქვემოჩამოთვლილი მდგომარეობა:

–           შაკიკის პირველად აღმოცენებული შეტევა ( დამახასიათებელი მფეთქავი თავის ტკივილი დაგულისრევა, რომელსაც წინ უძღვის მხედველობის დარღვევა );

–           არსებული შაკიკის გამწვავება; ნებისმიერი სახის უჩვეულოდ ხშირი და უჩვეულოდ მძიმე თავისტკივილები;

–           მხედველობის ან სმენის უეცერი დაქვეითება;

–           ვენების ანთება ( ფლებიტი ).

თუკი კლიმონორმის მიღების დროს ვითარდება თრომბოზი ან არსებობს ეჭვი რომ შესაძლებელიააღმოცენდეს, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია . საფრთხილეასაჭირო იმ შემთხვევებში, როდესაც აღმოცენდება თრომბოზის პირველი ნიშნები;

–   სისხლიანი ხველა;

– უჩვეულო ტკივილი ხელებში ან ფეხებში ან მათი შეშუპება;

კლომონორმის მიღება ასევე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს დაორსულების ან სიყვითლის განვითარების დროს.

ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავლენა

სასქესო ჰორმონების მიღება შეიძლება გავლენას ახდენდეს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევისშედეგზე . თუ პაციენტი იღებს კლიმონორმს მან აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს .

კლიმონორმი არ მიიღება კონტრაცეპციის მიზნით .

– კონტრაცეპციის აუცილებლობის დროს აუცილებელია არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გარდა ). ორსულობაზე ეჭვისას აუცილებელიაპრეპარატის მიღების შეწყვეტა მანამ, სანამ ორსულობა არ გამოირიცხება .

ავტომობილების და სხვა მექანიზმების მართვა

გავლენას არ ახდენს .

გამოშვების ფორმა

კალენდარული შეფუთვა ( ბლისტერი ), რომელიც შეიცავს 9 ყვითელი ფერის და 12 ყავისფერ დრაჟეს . 21 დრაჟე ან 3 ბლისტერი 21 დრაჟე, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში .

შენახვის პირობებიარაუმეტეს 250 C ტემპერეტურაზე   ბავშვებისაგან მოშორებულ ადგილას .

შენახვის ვადა

5 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ !

აფთიაქიდან გაცემის ფორმა

რეცეპტით . სია ბ .

მწარმოებელი

იენაფარმი გმბჰ კო ., კგ, წარმოებულია შერინგ გმბჰ, კო, პროდუქციონს კგ, გერმანია

Jenapharm GmbH and Co., KG, manufactured by

Schering GmbH and Co., Productions KG, Germany

Doebereinerstr. 20                    დობერაინის ქ . 20

D – 99427 Weimar                    დ – 99427 ვაიმარი

Germany                        გერმანია

შერინგის წარმომადგენლობა მოსკოვში: 109012 მოსკოვი, ს / ყ 29.

“ აო შერინგ ”: 115477, მოსკოვი, კანტემიროვის ქ . 58

www. schering.ru