კოკარნიტი

კოკარნიტი

გამოყენების ინსტრუქცია

კოკარნიტი
Cocarnit

სავაჭრო დასახელება

კოკარნიტი, Cocarnit

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელ ე ბა

_

წამლის ფორმა

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად .

შემადგენლობა

თითოეული ლიოფილიზირებული ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ადენოზინტრიფოსფატის დინატრიუმის ტრიჰიდრატი            10 მგ

კოკარბოქსილაზა                                             50 მგ

ციანო ­ კობალამინი ( ვიტ . B 12 )                                     0.5 მგ

ნიკოტინამიდი                                                  20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი .

გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს:

ლიდოკაინის ჰიდროქლო ­ რიდი     10 მგ

საინექციო წყალი              2 მლ – დე .

პრეპარატის ათქ კოდი:   А11DA

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გულ – სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატი .

ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი .

ვიტამინები და ვიტამინისმაგვარი საშუალებები .

ჰემოპოეზის სტიმულატორები .

მეტაბოლური საშუალებები .

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების რაციონალურად შერჩეულკომპლექსს .

ადენოზინტრიფოსფატის დინატრიუმის ტრიჰიდრატი ადენოზინის წარმოებულია, ასტიმულირებსმეტაბოლურ პროცესებს .            ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული ზემოქმედება გულ – სისხლძარღვთა სისტემაზე მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოვებელ მოქმედებაში გულის კუნთისსისხლით უკეთ მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად ( ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება )მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის მომარაგებაში .

კოკარბოქსილაზა – კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან ( ვიტამინი B 1 ) . იგიმნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში, შედის ფერმენტ კარბოქსილაზასშემადგენლობაში, რომელიც  – კეტომჟავების კარბოქსილირებასა და დეკარბოქსილირებას აკატალიზებს .მეორადად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს . ორგანიზმში ამცირებსრძემჟავის და პიროყურძენმჟავის დონეს, ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას . აუმჯობესებს ნერვულიქსოვილის ტროფიკას .

ციანოკობალამინი ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად –   ადენოზილკობალამინად, იგივეკობამიდად, რომელსაც მაღალი ბიოლოგიური აქტივობა გააჩნია . მონაწილეობს ტრანსმეთილირებისპროცესებში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინის წარმოქმნისპროცესებში, ერითროციტების ფორმირებაში . ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აფერხებსღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას . აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალურიფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთებისდაგროვებას, რითაც ზრდის მათ მდგრადობას ჰემოლიზისადმი . ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციისუნარს .   ვიტ . B 12 ავლენს დადებით ეფექტს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებსთავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინისგარსში შემავალი ლიპოპროტეინების სინთეზისათვის .

ნიკოტინამიდი ვიტ . РР – ს ერთ – ერთი ფორმაა, მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა – აღდგენითპროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტოვან ცვლას, ახდენს ლიპიდური ცვლისნორმალიზაციას, ამცირებს სისხლში ათეროგენული ლიპოპროტეინების დონეს . ნიკოტინამიდიარეგულირებს წყლი ­ სა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს . ნიკოტინამიდის ფარმაკოლო ­ გიურიმოქმედება გულ – სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელიეფექტით .

გამოყენების ჩვენებები

_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;

_ რადიკულიტი, ლუმბაგო;

_ მიალგია, იშალგია;

_ ბურსიტები და ტენდინიტები;

_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;

_ პერნიციოზული ანემია;

_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;

_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;

_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა .

უკუჩვენებები

კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომა ­ ტებული მგრძნობელობისას .

გვერდითი მოქმედება

შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებულიმგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალა ­ მინის მიმართ .

მიღების წესი და დოზირება

კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ შეჰყავთკუნთებში . ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამო ­ ყენებული .

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არის .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონულ მოქმედებას .

განსაკუთრებული მითითებებიამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი .

გამოშვების ფორმა

ლიოფილიზირებული 3 ამპულა და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურშეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 15 – 25  C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა3 წელი წარმოების თარიღიდან .

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ექიმის რეცეპტით (II ჯგუფი ).

მწარმოებელი

კოკარნიტი წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “, აშშ, სავაჭრო მარკას .

დამზადებულია კომპანია

“ ე . ი . პ . ი . კო .”- ს მიერ, ეგვიპტე, თენს ოვ რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B 1, ს / ყ 149თენს .