კოლასტინი – L

კოლასტინი – L

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

Colastin –L კოლასტინი –  L

20 მგ შემოგარსული ტაბლეტი

შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტსატორვასტატინის კალციუმს და მღებავი ნივთიერების სახით – ტიტანის დიოქსიდს .

1 ტაბ .

ატორვასტატინი                      10 მგ

1 ტაბ .

ატორვასტატინი                      20 მგ

1 ტაბ

ატორვასტატინი                      40 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ატორვასტატინი წარმოადგენს ფერმენტ 3 – ჰიდროქსი 3 – მეთილ – გლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზასსელექტიურ   კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის 3 – ჰიდროქსი – 3 – მეთილ – გლუტარილკოენზიმ A – ს მევალონის მჟავად, რომელიც წარმოადგენს   სტეროლების წინამორბედსქოლესტერინის ჩათვლით .

ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ღვიძლში უერთდებიან ძალიან დაბალი   სიმკვრივისლიპოპროტეიდებს, აღწევენ პ; აზმაში და ტრანსპორტირდებიან პერიფერიულ ქსოვილებში . დაბალი  სიმკვრივის ლიპოპროტეიდები წარმოიქმნებიან ძალიან დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეიდებისაგანდა   კატაბოლიზდებიან დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეიდების რეცეპტორებთან ურთიერთქმედებისგზით .

ატორვასტატინი 3 – ჰიდროქსი – 3 – მეთილ – გლუტარილ – კოენზიმ A რედუქტაზას ფერმენტ დათრგუნვისხარჯზე აქვეითებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს,   აგრეთვე ღვიძლშიქოლექსტერინის სინთეზს და ღვიძლის უჯრედებში ზრდის დაბალი   სიმკვრივის რეცეპტორებისლიპოპროტეიდების რიცხვს, რაც იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მიტაცების გაძლიერებასდა მათ მეტაბოლიზმს .

ატორვასტატინი აქვეითებს დაბალი   სიმკვრივის ლიპოპროტეიდების წარმოქმნას და მათი ნაწილაკებისრიცხვს . იგი იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების – რეცეპტორების აქტივობის გამოხატულ დამყარ მომატებას, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ნაწილაკების ხარისხის კეთილსაიმედოცვლილებებით . ატორვასტატინი ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით შეპყრობილპაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარებიან მკურნალობას ჰიპოლიპიდემიურისაშუალებებით, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს . ატორვასტატინი აქვეითებდაქოლესტერინის (3046%- ით ), დაბალი   სიმჯვრივის ლიპოპროტეიდების (41-61%), აპოლიპოპროტეინი B – ს (34-50%) და ტრიგლიცერიდების დონეს (14-33%) და იწვევდა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისქოლესტერინის დონის და აპოლიპოპროტეინი A – ს მომატებას კვლევის დროს, სადაც იკვლევდნენ მის  დოზადამოკიდებულ ეფექტს . აღნიშნული შედეგები შეესაბამება მონაცემებს ჰეტეროზიგოტური ოჯახურიჰიპერქოლესტრინემიით, ჰიპერქოლესტერინემიის არაოჯახური ფორმებისა და შერეულიჰიპერლიპიდემიის, აგრეთვე ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დაიბეტით შეპყრობილი პაციენტებისჩათვლით .

ფარმაკოკინეტიკა

ატორვასტატინი სწრაფად A შეიწოვება მისი    პერორალურად მიღებისას . პრეპარატის მაქსიმალური  კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 1-2 სთ – ის განმავლობაში . შეწოვის ხარისხი იზრდებაპრეპარატის დოზის პროპორციულად . ატორვასტატინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა ხსნართანშედარებით შეადგენს 95-99%- ს . მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 12%- ის ტოლია,ხოლო სისტემური შეღწევადობა, რომელიც    აინჰიბირებს 3 – ჰიდროქსი – ბეტა – მეთილ – გლუტარილკოენზიმ A რედუქტაზას შეადგენს დაახლოებით 30%, დაბალ სისტემურ ბიოშეღწევადობას უკავშირებენკუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში   პრესისტემურ კლირენსსა და / ან ბიოტრანსფორმაციასღვიძლში “ პირველ გავლას ”.

ატორვასტატინი განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 565 ლ . იგი პლაზმის ცილებსუკავშირდება 98%- ით და უფრო ზევით . ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება ციტოქრომი P 4503 A 4 – ის მეშვეობით, ორთო და   პარაჰიდროქსილირებული   წარმოებულებისა და სხვადასხვა ბეტა – ჟანგვისპროდუქტების წარმოქმნით . In vitro   ორთო – და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები 3-ჰიდროქსი – 3 – მეთილ – გლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზას მიმართ ავლენენ მაინჰიბირებულ მოქმედებას, რომელიც შეიძლება შეადაროს ატორვასტატინის ეფექტს . პრეპარატის 3 – ჰიდროქსი – 3 – მეთილ – გლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზას მაინჰიბირებული ეფექტი დაახლოებით 70%- ით განისაზღვრებამოცირკულირე მეტაბოლიტების აქტივობით .

პრეპარატი გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი და / ან არაღვიძლიმიერი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ .ამავე დროს, პრეპარატი არ ექვემდებარება გამოხატულ ენტერო – ჰეპატურ რეცირკულაციას .ატორვასტატინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 14 სთ – ს .მისი მაინჰიბირებული   მოქმედება 3 – ჰიდროქსი – 3 – მეთილ – გლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზას მიმართშენარჩუნებულია დაახლოებით 20-30 სთ – ს განმავლობაში, რაც განპირობებულია აქტიურიმეტაბოლიტების არსებობით .

ჯანმრთელ ხანდაზმულ ადამიანებში ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში უფრო   მაღალია,ახალგაზრდა მოზრდილ ადამიანებთან   შედარებით მაშინ, როდესაც   ორ ასაკობრივ ჯგუფშიჰიპოლიპიდემიური ეფექტი ედრება ერთმანეთს . ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებმონაცემები არ მოიპოვება . ქალებში ატორვასტატინის კონცენტრაცია ( Cmax მაღალია დაახლოებით 20%-ით, ხოლო AUC 10%- ით ნაკლებია ) განსხვავდება მამაკაცებში მისი კონცენტრაციისაგან . აღნიშნულსხვაობას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა, ხოლო რაც შეეხება ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს, იგიქალებსა და მამაკაცებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება . ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაშიმნიშვნელოვნად იზრდება ( Cmax   დაახლოებით 16 ჯერ, ხოლო AUC 11 ჯერ )   ალკოჰოლითგამოწვეული ღვიძლის ციროზით შეპყრობილ პაციენტებში .

თირკმელების ფუნქციის დარღვევა არ მოქმედებს პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციასა და მისჰიპოლიპიდემიურ ეფექტზე .

ჩვენებები:

კოლასტინი – L გამოიყენება საწყისი ჰიპერქოლესტერინემიით, ჰომოზიგოტური და ჰეტეროზიგოტურიფამილიარული ჰიპერლიპიდემიითა და შერეული დისლიპიდემიით დაავადებულ პაციენტებში,მომატებული Total-K, LDL – K, apo B და ტრიგლიცერიდის დონის დასაქვეითებლად . ასევე HDL – Kდონის ასამაღლებლად, როგორც დიეტის დამხმარე საშუალება, როდესაც მხოლოდ დიეტით არ მიიღებასასურველი შედეგი .

უკუჩვენებები: ატორვასტატინი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ მაღალიმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ასევე მათთვის, ვისაც აქვს ღვიძლისმწვავე დაავადება და დაუდგენელი მიზეზით შრატის ტრანსამინაზის დონის მატება .

სიფრთხილის ზომები:

ზეგავლენა ღვიძლზე:

HMG – KoA რედუქტაზის    ინჰიბიტორები, ისევე როგორც სხვა ლიპიდის დონის დამწევი მკურნალობისდროს, შეიძლება გახდეს ღვიძლის ფუნქციებში ბიოქიმიური ანომალიების მიზეზი . ატორვასტატინისმიღებისას ავადმყოფების 0.7%- ს   შრატის ტრანსამინაზური დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3 – ჯერ მაღალია. ატორვასტატინთან დაკავშირებით ღვიძლის ფუნქციის ტესტებში აღმოჩენილი მატება არ უკავშირდებასიყვითლეს ან სხვა კლინიკურ გამოვლინებას . დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისშემდეგ ტრანსამინაზის დონე უბრუნდება მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას .

საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ტესტის ჩატარება იმ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ქსოვილისსტრუქტურული ცვლილების   სიმპტომები . აუცილებელია დაკვირვება ავადმყოფებზე, რომელთატრანსამინაზის დონე მომატებულია მანამ, სანამ ენზიმების დონე არ იქნება ნორმის ფარგლაბში .მკურნალობის დაწყებამდე, დაწყებიდან მომდევნო 12 კვირის განმავლობაში და დოზის ყოველიმომატებისას, საჭიროა პერიოდულად ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა .   როგორც წესი,ღვიძლის ენზიმებში ცვლილება შეინიშნება ატორვასტატინის მიღებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში .თუ ALT და AST   მაჩვენებლებში ზრდა ნორმის დონის ზედა ზღვარს 3 – ჯერ აღემატება, უნდა მოხდესდოზის შემცირება, ან შეწყდეს პრეპარატის მიღება . საჭიროა სიფრთხილე ატორვასტატინის მიღებისასღვიძლის დაავადებების დროს, ან იმ ავადმყოფებისთვის, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენალკოჰოლს .

ზეგავლენა ძვალ – კუნთოვან სისტემაზე:

ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს, აღენიშნებათ მსუბუქი ფორმით მიალგია ( იხ .გვერდითი მოვლენები ). კრეატინის ფოსფოკინაზის ( CPK ) დონის   შესამჩნევი ზრდის ( ნორმის ზედაზღვარზე 10 – ჯერ მეტი ) გამო აღინიშნება მიოპათია, რომელსაც ახლავს კუნთების ტკივილი და კუნთებისსისუსტის სიმპტომები .

იმ შემთხვევაში, თუ შესამჩნევად მოიმატებს CPK დონე, ან განვითარდება   მიოპათია ან გაჩნდებამსგავსი ეჭვი, საჭიროა ატორვასტატინით მკურნალობის შეწყვეტა . მიოპათიის რისკი იზრდებაციკლოსპორინთან, ფიბრული მჟავას წარმოებულებთან, ერითრომიცინთან, ნიასინთან ან ანტიფუნგინურპრეპარატებთან ერთად   მიღებისას . იმ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ მიოპათიის გამოვლინება ანსიმპტომები, უნდა მოხდეს CPK დონის კონტროლი . თუ CPK – ს მნიშვნელოვანი ზრდაგახანგრძლივდება, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან ატორვასტატინის შეწყვეტა . ამ ჯგუფის სხვაპრეპარატების მიღებისას მიოგლობინურიის მეორეულ დაავადებად აღინიშნება თირკმლის მწვავეუკმარისობა და რაბდომიოლიზი . საჭიროა ატორვასტატინით მკურნალობის დროებით ან საბოლოოდშეწყვეტა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ მწვავე მიოპათიის მძიმე ფორმები, ან თუ არსებობსფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს   რაბდომიოლიზის მეორადი გამოვლინებით თირკმლისმწვავე უკმარისობის ჩამოყალიბება ( მწვავე ინფექციის მძიმე ფორმა, ჰიპოტენზია, ქირურგიული ჩარევა,ტრავმა, მძიმე მეტაბოლური დარღვევა, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები დაარაკონტროლირებადი კრიზები ).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაცის დროს:

ორსულობის კატეგორია: ატორვასტატინის ორსული ქალებისთვის მიღება კატეგორიულად აკრძალულია .HMG – KoA რედუქტაზის   ინჰიბიტორები უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს . საჭიროაჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება . პრეპარატის მიღების პერიოდში დაორსულებისშემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ავადმყოფი უნდა იქნას გაფრთხილებული წამლისმიერ ნაყოფისთვის მიყენებული ზიანის შესახებ .

ზეგავლენა მექანიზმების მართვაზე:

არ არსებობს მონაცემები, თუ რა ზეგავლენას ახდენს ატრვასტატინის მიღება მანქანა – დანადგარებისმართვაზე .

გვერდითი მოვლენები:

ატორვასტატინი, როგორც წესი, გამოირჩევა ტოლერანტობით . გვერდითი რეაქციები უმეტესად მსუბუქიდა დროებითია . ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: მეტეორიზმი, დისპეფსია და აბდომინალურიტკივილი .

ეს გვერდითი მოვლენები აღენიშნება ავადმყოფების 2%- ს .

სახის შეშუპება, მომატებული ტემპერატურა, კისრის კუნთების რიგიდულობა,   სინათლისადმიმომატებული მგრძნობელობა, ზოგადი შეშუპება .

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გასტროენტერიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კოლიტი,ღებინება, გასტრიტი, პირის სიმშრალე, რექტალური სისხლდენა, ეზოფაგიტი, პირის ღრუშიწყლულების წარმოქმნა, ანორექსია, მადის მომატება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დუოდენალურიწყლული, ყლაპვის გაძნელება, ენტერიტი, მელენა, ღრძილებიდან სისხლდენა,   კუჭის წყლული,ტენეზმების განვითარება, სტომატიტი, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე .

სასუნთქი სისტემა: პნევმონია, დისპნოე, ასთმა, ცხვირიდან სისხლდენა, ბრონქიტი, რინიტი .

ნერვული სისტემა: პარესთეზია, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება, ანომალიური სიზმრები,ლიბიდოს დაქვეითება, ემოციური ცვალებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პერიფერიული ნეიროპათია, სახის   კუნთების პარეზი, ჰიპერკინეზი, დეპრესია, ჰიპერესთეზია, ჰიპერტონია .

ძვალ – კუნთოვანი სისტემა: ქვედა კიდურების კონვულსია, ბურსიტი, მიასთენია, მიოზიტი .

კანი: კონტაქტური დერმატიტი, ალოპეცია, კანის სიმშრალე, ოფლიანობა, აკნე, კანის წყლულოვანიგამონაყარი .

უროგენიტალური სისტემა: გახშირებული შარდვა, ცისტიტი, ჰემატურია, იმპოტენცია, შარდვისგაძნელება, ნოქტურია, ეპიდედიმიტი, ფიბროკისტა მკერდზე, ვაგინალური სისხლდენა, ალბუმინურია, სარძევე ჯირკვლების   ზრდა, მეტრორაგია, ნეფრიტი, შარდის შეუკავებლობა, ანომალურიეაკულაცია .

განსაკუთრებული შეგრძნებები: ამბლიოპია, შუილი ყურებში, თვალის სიმშრალე, რეფლექსებისდარღვევა, თვალის ჰემორაგია, სმენის დაქვეითება, გლაუკომა, პაროზმია, გემოს შეგრძნების დარღვევა.

გულ – სისხლძარღვთა სისტემა: ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია, ფლებიტი, არითმია, ანგინა პექტორის, ჰიპერტენზია .

ასევე,     ჰიპერგლიცემია, წონის მომატება, ჰიპოგლიცემია .

სისხლი და ლიმფური სისტემა: ანემია, ლიმფადენოპათია, ტრომბოციტოპენია .

HMG – KoA რედუქტაზის ინჰიბიტორები დაკავშირებულია ქოლესტეროლის სინთეზთან და თეორიულადშეიძლება დამოიწვიოს ადრენალინის და / ან გონადალური სტეროიდის წარმოქმნა . კლინიკურიკვლევებით არ დასტურდება ატორვასტატინის მიერ ბაზალური კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითებაან ადრენალინის რეზერვის დარღვევა .

საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება   HMG-KoA რედუქტაზის   ინჰიბიტორებთან ერთადკეტოკონაზოლის, სპირონოლაქტონისა და ციმედიტინის გამოყენებისას, რადგან ეს პრეპარატები იწვევენენდოგენური სტეროიდული ჰორმონის დონის ან აქტივობის დაქვეითებას .

მოულოდნელი ეფექტის მიღებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

მკურნალობის პერიოდში ატორვასტატინთან ერთად ციკლოსპორინების, ნიაცინის ( ნიკოტინის მჟავა ),ერითრომიცინისა და ანტიფუნგინური პრეპარატების მიღება ზრდის მიოპათიის რისკს .

ანტაციდი:   ატორვასტატინთან ერთად პერორალური ანტაციდების სუსპენზიის მიღება ატორვასტატინისპლაზმაში კონცენტრაციას დაახლოებით 35%- ით ამცირებს . ამასთან ერთად, არ შეინიშნება ცვლილებაLDL – K – ს კლებაში .

ანტიპირინი: ატორვასტატინი არ ახდენს ზეგავლენას ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე .

ქოლესტიროლი: ქოლესტიროლისა და ატორვასტატინის ერთად მიღებისას ატორვასტატინის პლაზმაშიკონცენტრაცია დაახლოებით 25%- ით მცირდება . ამის გამო ქოლესტიროლისა და ატორვასტატინის ერთადმიღებისას LDL – K – ს კლება უფრო მაღალია, ვიდრე აღნიშნული პრეპარატების ცალ – ცალკე მიღებისას .

ციმეტიდინი: ატორვასტატინისა და ციმეტიდინის ერთად მიღება არ ახდენს ზეგავლენასატორვასტატინის პლაზმაში კონცენტრაციასა და LDL – K – ს კლებაზე .

დიგოქსინი: ატორვასტატინისა და დიგოქსინის დიდი დოზებით ერთად მიღებისას, დიგოქსინის მყარისახით პლაზმაში კონცენტრაცია დაახლოებით 20%- ით იზრდება . საჭიროა დაკვირვება ავადმყოფებზე,რომლებიც იღებენ დიგოქსინს .

ერითრომიცინი: ჯანმრთელი მოხალისეების მიერ ატორვასტატინისა და ციტოქრომ P450 3A4ინჰიბიტორთან – ერითრომიცინთან ერთად მიღებისას, შეინიშნებოდა ატორვასტატინის პლაზმაშიკონცენტრაციის 40%- ით ზრდა .

აზიტრომიცინი: დღეში ერთხელ 10 მგ ატორვასტატინისა და დღეში ერთხელ 500 მგ აზიტრომიცინისერთად მიღებისას, ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში არ იცვლება .

პერორალური კონტრაცეპტივები: ატორვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივის ერთად მიღებაიწვევს ნორეტინდოლისა და ეთინილ ესტრადიოლის AUC მაჩვენებელში დაახლოებით 20%-30% ზრდას .ამის გამო ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს, ყურადღებით უნდა შეირჩეს პერორალურიკონტრაცეპტივების დოზა .

ვარფარინი: ავადმყოფებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ვარფარინს, ატორვასტატინის მიღებისასპროტრომბინის დროში კლინიკური მნიშვნელობის ცვლილება არ აღენიშნებათ .

ამლოდიპინი: 80 მგ ატორვასტატინისა და 10 მგ ამლოდიპინის ერთად მიღება არ ცვლის ამლოდიპინისფარმაკოკინეტიკას . ამასთანავე, არ არის ცვლილება ატორვასტატინის Cmax მაჩვენებელში, მაგრამშეინიშნება მატება EAA მაჩვენებელში .

ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბიტორები: ატორვასტატინთან ერთად ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბიტორების( ანტიფუნგინური, ციპროფლოქსაცინი, კლარიტრომიცინი, დიკლოფენაკი, დოკსიცილინი,ერითრომიცინი, იმატინიბი, იზონიაზიდი, ნეფაზოდონი, ნიკარდიპინი, პროპოფოლი, პროტეაზასინჰიბიტორები, ქინიდინი, ვერაპამილი ) მიღება იწვევს ატორვასტატინის პლაზმაში კონცენტრაციისზრდას .

გრეიფრუტის წვენი იწვევს ატორვასტატინის დონის ზრდას შრატში, ამიტომ მასთან   ერთად დღეში 1ლიტრზე მეტი გრეიფრუტის წვენის მიღება არ შეიძლება .

St John’s wort იწვევს ატორვასტატინის დონის შემცირებას .

გამოყენების წესი და დოზირება:

ავადმყოფმა ქოლასტინი – L – ის მიღებამდე უნდა დაიწყოს ქოლესტეროლის დონის დამწევისტანდარტული დიეტა და ეს დიეტა უნდა გააგრძელოს კოლასტინი – L – ით მკურნალობის მანძილზე .

ჰიპერქოლესტერინემია ( ჰეტეროზიგოტური ფამილიალური და ნონფამილიალური ) და შერეულიჰიპერლიპიდემია:

რეკომენდებული საწყისი დოზა დღეში ერთხელ 10 მგ . მაქსიმალური დოზა – დღეში ერთხელ 80 მგ .ატორვასტაზინის მიღება შესაძლებელია ერთჯერადად დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მისგანდამოუკიდებლად .. დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად მკურნალუბის დაწყებამდე LDL – K – სდონის, მკურნალობის მიზნებისა და იმის შესაბამისად, თუ როგორ ექვემდებარება ავადმყოფიმკურნალობას . ლიპიდური დონე უნდა შემოწმდეს 2-4 კვირაში ერთხელ და დოზის განსაზღვრა მოხდესშესაბამისად .

მკურნალობის მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებული იქნას დოზირების ცხრილი:

NCEP მითითება ლიპიდური რეგულირებისთვის:

ცხრილი

გკდ = კორონარული დაავადება; პდვ = პერიფერიული ვასკულარული დაავადება

* LDL – K – ს დონისთვის, სადაც არ არის საჭირო ცხოვრების წესის შეცვლა (<100 მგ / დლ ), ზოგიერთიავტორის მიერ რეკომენდებულია   LDL – K – ს დონის დასაქვეითებელი პრეპარატის მიღება .

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღწეულია მიზანი LDL – K – ს დონის შემცირების მხრივ, ხოლოტრიგლიცერიდის დონე ისევ >/=200 მგ / დლ – ია, უნდა მოხდეს HDL – K – ს დონის მომატება .

ჰომოზიგოტური ფამილიარული ჰიპერქოლესტერინემია:

ჰომოზიგოტური ფამილიარული ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულთათვის ატორვასტატინის დღიურიდოზაა 10-80 მგ . იმ შემთხვევაში, თუ ეს დოზა არ არის საკმარისი, იგი სხვა ანტილიპიდურპრეპარატებთან ერთად ინიშნება .

მოზრდილები: ჰომოზიგოტური ფამილიარული ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებული პაციენტებისმიერ შეზღუდული რაოდენობით მიღების დროს დაკვირვებამ აჩვენა, რომ ავადმყოფების უმეტესობაშიატორვასტატინის 80 მგ – იანი დოზით მიღებამ გამოიწვია LDL – ის 15%- ზე მეტით (18%-45%) შემცირება .

ბავშვები: ჰეტეროზიგოტური ფამილიარული ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულ მცირე დამოზრდილი ასაკის ბავშვებზე და მოზარდებზე პრეპარატის ზემოქმედება და უსაფრთხოება შესწავლილიიქნა 6 თვიანი კლინიკური კვლევის დროს . იმ ავადმყოფების გვერდითი მოვლენები, რომლებიცატორვასტატინს იღებდნენ, მსგავსია პლაცებოს მიღების დროს გამოწვეული გვერდითი მოვლენებისა .მაგრამ არ ჩატარებულა კვლევა 20 მგ – ზე მეტი დოზებით მიღებაზე .

გერიატრია: ≥ 70 წლის მოზრდილებზე ჩატარდა ცდა დღეში 80 მგ – მდე დოზით მიღებაზე .ეფექტურობა და უსაფრთხოება იმ ასაკოვან ავადმყოფებზე, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ დოზას,ჰგავს ზოგადი პოპულაციის შედეგებს .

დოზირება თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის:

თირკმლის უკმარისობა არ ახდენს ზეგავლენას ატორვასტატინის პლაზმაში კონცენტრაციასა დალიპიდების კლების ეფექტზე . ამის გამო არ არის საჭირო განსაკუთრებული დოზირება .

ჭარბი დოზის მიღება და მკურნალობა:

ატორვასტატინის ჭარბი დოზით მიღებისას არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა . დოზის ნებისმიერიგადაჭარბებისას, ავადმყოფს ენიშნება სიმპტომატური მკურნალობა .

გამოშვების ფორმა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ატორვასტატინის შემცველ ატორვასტატინის კალციუმს .შეფუთულია 10 ტაბლეტიანი 3 ბლისტერი .

კოლასტინი – L 20 მგ 30 შემოგარსული ტაბლეტი .

კოლასტინი – L 40 მგ 30 შემოგარსული ტაბლეტი .

კოლასტინი – L 80 მგ 30 შემოგარსული ტაბლეტი .

გაცემის წესი – რეცეპტით .

შენახვის პირობები:ინახება 250 C – ზე დაბალ ტემპერატურაზე .

ინახება შეფუთული ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა24 თვე

ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

სს “ DEVA HOLDING A. Ş ”, ფარმაცევტული ფაბრიკა

გულთეფეს გზაჯვარედინი # 199 4. ლევენთ – სტამბოლი

თურქეთი