ლიპანტილი 200 M

ლიპანტილი 200 M

გამოყენების ინსტრუქცია

ლიპანტილი  200 M
Lipanthyl  200 M

პრეპარატის სავაჭრო დასახელება

ლიპანტილი  200 M

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენოფიბრატი

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს: მიკრონიზებული ფენოფიბრატი 200 მგ, ასევე ნატრიუმის ლაურილსულფატი,პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დოიქსიდი, რკინისოქსიდი, ჟელატინი .

აღწერილობა:

ჟელატინის, ღია ყავისფერი, მყარი კაფსულები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰიპოლიპიდემიური საშუალება

ჰიპოლიპიდემიური საშუალება ფიბროის მჟავას წარმოებულთა ჯგუფიდან . იგი ამცირებს სისხლშიტრიგლიცერიდების და ( ნაკლები ხარისხით ) ქოლესტერინის დონეს . პრეპარატი ხელს უწყობს ძალიანდაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების   და ( ნაკლები ხარისხით )   დაბალი სიმკვრივისლიპოპროტეინების   შემცველობის გაზრდას, ანტიათეროგენული დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისმომატებას . ააქტიურებს ლიპოპროტეინლიპაზას და ამით მოქმედებს ტრიგლიცერიდების ცვლაზე;არღვევს ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის სინთეზს, ხელს უწყობს ღვიძლში დაბალი სიმკვრივისლიპოპროტეინების რეცეპტორების რიცხვის გაზრდას . ფენოფიბრატი ამცირებს თრომბოციტებისაგრეგაციას, ამცირებს   პლაზმაში ფიბრინოგენის მომატებულ დონეს, შესაძლებელია მოახდინოსსისხლში გლუკოზის დონის უმნიშვნელო შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში .ამცირებს სისხლში შარდმჟავას დონეს .

ფამაკოკინეტიკა

მთავარი მეტაბოლიტი – ფენოფიბროის მჟავა .

სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 5 საათის შემდეგ . პლაზმაში მისისაშუალო კონცენტრაცია 200 მგ დოზის მიღებისას, დაახლოებით შეადგენს 15 მკგ / მლ .

პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის დონე მდგრადია .

ფენოფიბროის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი – დაახლოებით 20 საათი:

პრეპარატის სრული გამოყოფა ხდება შარდით 6 დღის შემდეგ . ფენოფიბრატი გამოიყოფა   უპირატესადფენოფიბროის მჟავას და გლუკორონიდების სახით .

ერთჯერადი დოზის ხანგრძლივი მიღებისას,   პრეპარატი კუმულაციას არ განიცდის .

ფენოფიბროის მჟავა ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა .

გამოყენების ჩვვენება

მოზრდილებში, დიეტით კორექციას დაუქვემდებარებელი   II ა   ტიპის ჰიპერქოლესტერინემია დაენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (II ბ იზოლირებული და შერეული ტიპის, IV ტიპის ).

უკუჩვენება

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევა, ანამნეზში ფოტოტოქსიკური ანფოტოალერგიული რეაქციების არსებობა, ფენოფიბრატებით ან სტრუქტურით მსგავსი სხვა პრეპარატებით, განსაკუთრებით კეტოპროფენით   მკურნალობისას, სხვა ფიბრატებთან ერთობლივი გამოყენებისას,საბავშვო ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თანდაყოლილი გალაქტოზემია,ლაქტაზას დეფიციტი .

უსაფრთხოების ზომები

არსებობს მონაცემები ფიბრატების გავლენის შესახებ კუნთოვან მასაზე, მათი ნეკროზის იშვიათიშემთხვევების ჩათვლით .

ეს პროცესები ხშირად ხდება პლაზმაში ალბუმინის დონის დაქვეითებისას .

მითითებული გავლენა გასათვალისწინებელია ავადმყოფებში დიფუზური მიალგიით,კრეატინფოსფატაზას ( კფკ ) ძლიერი მომატებისას ( ნორმაზე 5 – ჯერ მეტი ) კუნთების მტკივნეულობით .ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს .

ამის გარდა, კუნთების დაზიანების რისკი შეიძლება გაძლიერდეს თუ პრეპარატი მიიღებაჰიდროქსიმეთილ – გლუტარილ – კოენზიმ ა – ს   რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად .

ლაქტოზას შემცველობის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზის დაგალაქტოზის მალასორბციის სინდრომის ან ლაქტაზას დეფიციტის დროს .

თუ პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე თვეში (3 – დან 6 თვემდე ) არ მიიღწევა შრატში ლიპიდების დონისდამაკმაყოფილებელი შემცირება, საჭიროა სხვა თერაპიული მიდგომის განხილვა .

აუცილებელია შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების სისტემატური კონტროლი, ყოველ სამ თვეშიმკურნალობის პირველ 12 თვეში . თუ   АСТ და АЛТ დონე ნორმის ზედა ზღვართან შედარებითმომატებულია 3 – ჯერ, მკურნალობა უნდა შეწყდეს .

არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთობლივი მიღებისას, საჭიროა სისხლის შედედების მაჩენებლებისმუდმივი კონტროლი .

მიღების წესი და დოზები

რეკომენდებულია დღეში ერთი კაფსულის მიღება, საკვებთან ერთად, ექიმის რეკომენდაციისშესაბამისად . მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კომბინაციები, რომლებიც უკუნაჩვენებია .

სხვა ფიბრატები: გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი ( კუნთების დაზიანება )

არასასურველი კომბინაციები .

ГМГ – КоА   რედუქტაზას ინჰიბიტორები: გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი ( კუნთებისდაზიანება )

უსაფრთხოების მეთოდებში გაერთიანებული კომბინაციები .

არაპირდაპირი კოაგულანტები: სისხლდენის განვითარების რისკი .

არაპირდაპირი კოაგულანტის დოზის შერჩევისას ფიბრატებით მკურნალობისას და მათი მოხსნიდან 8დღის განმავლობაში, აუცილებელია პროთრომბინის დროს უფრო ხშირი კონტროლი .

ფენოფიბრატი არ გამოიყენება მაო – ს ინჰიბიტორებთან ერთად .

გვერდითი ეფექტებიდიფუზური მიალგია, მტკივნეულობა, სისუსტე, ასევე იშვიათ შემთხვევებში რაბდომიოლიზი,ხანდახან მძიმე . მკურნალობის შეწყვეტისას ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია .

დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების დონისმომატება . იშვიათად, ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება,ფოტოსენსიბილიზაცია . ცალკეულ შემთხვევებში, პრეპარატის მიღებიდან   რამოდენიმე თვის შემდეგ,შეიძლება გამოვლინდეს ფოტომგრძნობელობის რეაქციები ერითემის, პაპულების, ბუშტუკების ანეკზანთემური გამონაყარის სახით .

ჭარბი დოზირება

სიმპტომური მკურნალობა

გამოშვების ფორმა

ჟელატინის მყარი კაფსულები 200 მგ, 3 ბლისტერში 10 ცალი . შეფუთვაში 3 ბლისტერი გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობებიინახება +15 ° C – დან +25 ° C – მდე ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა3 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი

ფურნიეს ლაბორატორიები ს . ა ..

სოლვეი ფარმასიუტიკალზ ბ . ვ . ჯგუფისათვის

რიუ დე პრე – პოტე, 21121, ფონტენ ლე დიჟონ, საფრანგეთი