მარველონი

მარველონი

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მარველონი
Marvelon

სავაჭრო დასახელება: მარველონი

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები

პრეპარატის შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები

დეზოგესტრელი 0.15 მგ და ეთინილესტრადიოლი 0.03 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, სტაერინმჟავა, სილიციუმის კოლოიდური უწყლოოქსიდი, α – ტოკოფეროლი, ლაქტოზის მონოჰიდრატი .

აღწერილობა:

თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები მარკირებით “ TR 5” ერთ მხარეს და წარწერით “ ORGANON”მეორე მხარეს .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კონტრაცეფციული საშუალება ( ესტროგენი + პროგესტაგენი ). ათქ კოდი G03AA09. მარველონი – ეს არისკომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი . თითოეული ტაბლეტი შეიცავს ქალის ორი სხვადასხვა სასქესოჰორმონის – დეზოგესტრელის ( პროგესტაგენი ) და ეთინილესტრადიოლის ( ესტროგენი ) მცირე რაოდენობას .ჰორმონების მცირე რაოდენობის გამო მარველონი მიეკუთვნება დაბალდოზიან ორალურ კონტრაცეპტივებს . იმის გამო, რომ შეფუთვის ყველა ტაბლეტი შეიცავს ერთნაირი რაოდენობის ერთი და იგივე ჰორმონს, მარველონი მიეკუთვნებამონოფაზურ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივს .

პრეპარატი ასევე ავლენს დამატებით კონტრაცეფციულ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას:

პრეპარატის მიღების ფონზე მენსტრუაცია ხდება ნაკლებად ჭარბი და მტკივნეული .

ქალებში, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, ნაკლებად შეინიშნება ანემიები,საშვილოსნოს, საკვერცხეების და სარძევე ჯირკვლების ზოგიერთი დაავადება .

ავლენს კეთილსასურველ ზეგავლენას კანზე, განსაკუთრებით აუმჯობესებს მის მდგომარეობას ვულგარულიფერიმჭამელების შემთხვევაში .

პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ჩასახვის უნარი სწრაფად აღდგება .

გამოყენების ჩვენებები

კონტრაცეფცია ( ორსულობის თავიდან აცილება ).

უკუჩვენებები

არ შეიძლება მარველონის მიღება, თუ ქალს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება . ასეთშემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია:

თრმობოზი ( ვენური ან არტერიული ) აწმყოში გამოხატული ან ანამნეზში ( მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი,   ფილტვის ემბოლია, მიოკარდიუმის ინაფრქტი, ინსულტი );

გამოხატული ან ანამნეზში მითითებული თრომბოზის შესაძლო კლინიკური გამოვლინება ( მათ შორის იშემიურიდაავადება ან სტენოკარდია );

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით;

ვენური ან არტერიული თრომბოზის მწვავე ან მრავლობითი რისკის ფაქტორების არსებობა ( იხილე გვერდითიმოქმედება );

ამჟამად გამოხატული ან ანამნეზში მითითებული ღვიძლის მწვავე დაავადებები ( თუ ღვიძლის ფუნქციისმაჩვენებლები არ დაუბრუნდა ნორმას );

ამჟამად გამოხატული ან ანამნეზში მითითებული ღვიძლის სიმსივნე ( კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი );

სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების დადგენილი ან საეჭვო ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანისიმსივნე;

გაურკვეველი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა;

დადგენილი ან საჭვო ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისემიერი კომპონენტის მიმართ;

შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით;

ჰიპერტრიგლიცერიდემია .

თუ პრეპარტი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს ფონზე, დაწყებამდე აუცილებელიაექიმის ინფორმირება შემდეგი მდგომარეობების / დაავადებების შესახებ:

მოწევა;

შაკიკი;

ეპილეფსია;

შაქრიანი დიბეტი;

ჭარბი წონა;

მომატებული არტერიული წნევა;

გულის სარქველების დაავადება ან გულის რითმის დარღვევა;

ვენების ანთება ( ზედაპირული თრომბოფლებიტი );

ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

ახლო ნათესავში გამოვლენილი თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი;

ახლო ნათესავებში გამოხატული ქოლესტერინის მომატებული დონე ან სისხლში ტრიგლიცერიდებისმომატებული დონე;

ახლო ნათესავებში გამოხატული სარძევე ძუძუს კიბო

ღვიძლის ან ნაღვლის დაავადება;

კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი ( ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება );

სისტემური წითელი მგლურა;

ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ( სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც გამოხატულია თირკმლისუკმარისობით;

ნამგლისებურ – უჯრედოვანი ანემია;

ამჟამდ გამოხატული ან ადრე არსებული ქლოაზმა ( კანის პიგმენტაციის მოყვითალო – მოყავისფრო უბნები,უპირატესად სახეზე ). ამ შემთხვევაში აუცილებელია მზის სხივების და ულტრაიისფერი დასხივების თავიდანარიდება .

მიღების წესები და დოზირება

შეფუთვაში არის 21 ტაბლეტი . თითოეულ ტაბლეტზე მითითებულია კვირის რომელ დროს უნდა მოხდეს მისი მიღება.

ტაბლეტები ინიშნება შიგნით მისაღებად ყოველდღე, დაახლოებით ერთი და იგივე დროს, მცირე რაოდენობაწყალთან ერთად . საჭიროა ისრებით მითითებული მიმართულების დაცვა, სანამ არ მოხდება ყველა ტაბლეტის მიღება. შემდეგი 7 დღის განმავლობაში ტაბლეტების მიღება არ შეიძლება . ამ პერიოდში უნდა დაიწყოს მენსტრუაცია (სისხლდენა პრეპარატის მოხსნის შემდეგ ). ჩვეულებრივ მენსტრუაცია იწყება უკანასკნელი ტაბლეტის მიღებიდან მე – 2-3 დღეს . M მე -8 დღეს, მიუხედავად იმისა გრძელდება თუ რა მენსტრუაცია, იწყება ტაბლეტების მიღება შემდეგიშეფუთვიდან .

პრეპარატ მარველონის მიღების დაწყება

თუ პაციენტი არ სარგებლობდა ორალური კონტრაცეპტივებით უკანასკნელი თვის განმავლობაში: მარველონისდაწყება უნდა დაიწყოს მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ( მენსტრუაციის პირველი დღე ). უნდა მოხდეს იმტაბლეტის მიღება, რომელზეც მითითებულია კვირის ეს დღე, ხოლო შემდეგ უნდა გაგრძელდეს თითო ტაბლეტისმიღება თანმიმდევრობით . მარველონის მიღების დაწყება შეიძლება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე – 2-5დღეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პირველ ციკლში ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში,აუცილებელია დამატებითი არაჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება .

სხვა კომბინირებული ტაბლეტებიდან გადმოსვლისას: მარველონის დაწყება შეიძლება პრეპარატის უკანასკნელიტაბლეტის მიღების მომდევნო დღეს, შესვენების გარეშე . თუ კონტრაცეპტივის შეფუთვა შეიცავს არააქტიურტაბლეტებს ( ჰორმონების გარეშე ) მარველონის დაწყება შეიძლება უკანასკნელი ჰორმონშემცველი ტაბლეტისმიღებიდან მომდევნო D დღეს . მარველონის მიღების დაწყება შეიძლება მოგვიანებითაც,   მაგრამ არაუგვიანესმომდევნო დღისა ტაბლეტების მიღებებს შორის შესვენების შემდეგ . ( ან უკანასკნელი არააქტიური ტაბლეტისმიღების მომდევნო დღეს ).

პროგესტაგენის შემცველი ტაბლეტებიდან ( მინი – პილი ) გადასვლა მარველონის მიღებაზე: “ მინი – პილის ”მიღების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დღეს და შეიძლება მარველონის მიღების დაწყება მომდევნო დღის იმავედროს . თუმცა პირველი 7 დღის განმავლობაში მარველონის ტაბლეტის მიღებისას აუცილებელია კონტრაცეფციისდამატებითი მეთოდების გამოყენება .

ინექციიდან ან იმპლანტატიდან პრეპარატის მიღებაზე გადასვლის დროს: მარველონის დაწყება უნდა მოხდეს იმდღეს, როცა საჭიროა მომდევნო ინექცია ან იმპლანტატის ამოღების დღეს . მარველონის ტაბლეტების მიღებისპირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება .

ბავშვის დაბადების შემდეგ: მარველონის დაწყებამდე რეკომენდირებულია პირველ ბუნებრივ მენსტრუაციამდედაცდა . ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია .

ხელოვნური ან სპონტანური აბორტის შემდეგ: საჭიროა ექიმის რეკომენდაციის დაცვა .

მარველონის მიღების შეწყვეტა

ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს . თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხდება დაორსულების სურვილით,ბავშვის ჩასახვის მცდელობამდე რეკომენდებულია პირველ ბუნებრივ მენსტრუაციამდე დაცდა . ეს საშუალებას იძლევაგაკეთდეს ბავშვის დაბადების თარიღის პროგნოზი .

პრეპარატის მიღების გამოტოვება

თუ მოხდა მომდევნო ტაბლეტის მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლები დროით, პრეპარატის ეფექტი ნარჩუნდება .საჭიროა გამოტოვებული ტაბლეტის მიღება გახსენებისთანავე . ხოლო მომდევნო ტაბლეტების მიღება უნდა მოხდესჩვეულ დროს . თუ მომდევნო ტაბლეტის მიღება დაგვიანდა 12 საათზე ხანგრძლივად, მაშინ პრეპარატის ეფექტურობაშეიძლება შემცირდეს . რაც მეტი ტაბლეტი იქნება გამოტოვებული, მით მაღალია კონტრაცეფციული ეფექტურობისდაქვეითების რისკი . განსაკუთრებით მაღალია დაორსულების რისკი თუ ტაბლეტების გამოტოვება ხდება შეფუთვისდასაწყისში ან დასასრულს . ამიტომ საჭიროა ქვემოთ მოცემული წესების დაცვა . შეფუთვაში ერთზე მეტი ტაბლეტისგამოტოვებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია .

1 გამოტოვებული ტაბლეტი I კვირაში:

საჭიროა გამოტოვებული ტაბლეტების დაუყოვნებლივ, გახსენებისთანავე მიღება ( მაშინაც კი თუ ამისთვის საჭიროგახდება ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღება ) და მომდევნო ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება .

საჭიროა კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში . თუ პაციენტს აქვსსქესობრივი კავშირი ტაბლეტის გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, შეასაძლებელია დაორსულება . ამისშესახებ აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება .

1 გამოტოვებული ტაბლეტი მე – 2 კვირაში .

საჭიროა გამოტოვილი ტაბლეტების დაუყოვნებლივ, გახსენებისთანავე მიღება ( მაშინაც კი თუ ამისთვის საჭიროგახდება ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღება ) და მომდევნო ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება .

პრეპარატის ეფექტი ნარჩუნდება, ამიტომ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება საჭიროა არ არის .

1 გამოტოვებული ტაბლეტი მე – 3 კვირაში .

შეიძლება ქვემოთ მოცემული სქემებიდან ერთ – ერთის არჩევა, და კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების თავიდანაცილება .

1.                     საჭიროა გამოტოვებული ტაბლეტების დაუყოვნებლივ, გახსენებისთანავე მიღება ( მაშინაც კითუ ამისთვის საჭირო გახდება ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღება ) და მომდევნო ტაბლეტების ჩვეულ დროსმიღება . მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე საჭიროა ახალი შეფუთვის დაწყება შესვენების გარეშე .შესაძლებლია მეორე შეფუთვის დასრულებამდე სისხლდენა არ გამოვლინდეს, მაგრამ ტაბლეტების მიღების დღეებშიშესაძლებელია გამოვლინდეს მცირე სისხლნარევი გამონადენი ან მოულოდნელი უხვი სისხლდენა .

2.                    საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მიმდინარე შეფუთვიდან 7 დღიანი ან ნაკლებიშესვენების გაკეთება ( იმ დღის გათვალისწინებით, როცა მოხდა ტაბლეტის გამოტოვება ) და ტაბლეტების მიღებისდაწყება შემდეგი შეფუთვიდან . ამ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება ტაბლეტების მიღების დაწყება შემდეგიშეფუთვიდან კვირის ჩვეულ დღეს .

რეკომენდაციები ღებინების და დიარეის შემთხევევაში

თუ პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში გამოვლინდა ღებინება ან დიარეა, შესაძლებელია არ მოხდესსრული შეწოვა . ამ შემთხვევაში საჭიროა იმ რეკომენდაციების გამოყენება, რომელიც შეეხება პრეპარატის მომდევნომიღების გამოტოვებას .

მენსტრუაციის დადგენილი დროის გადავადება

მენსტრუაციის გადავადება შესაძლებლია თუ პაციენტი დაიწყებს ტაბლეტების მიღებას შემდგომი შეფუთვიდან წინაშეფუთვის დასრულებისთანავე . ( შესვენების გარეშე ). მომდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება შესაძლებელიამანამ სანამ არ დასრულდება . თუ პაციენტს სურს მენსტრუაციის დაწყება, უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება .მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა დაიწყოს უხვი სისხლდენა ან მცირე სისხლნარევი გამონადენი .ტაბლეტების მიღების დაწყება შემდგომი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს 7 დღიანი შესვენების შემდეგ .

მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა

რეკომენდაციების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას მენსტრუაცია იწყება ერთი და იგივე დღეს ყოველ 4 კვირაშიერთხელ . თუ პაციენტს სურს მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა, უნდა გააკეთოს უფრო ხანმოკლე შემდგომიშესვენება . მაგალითად, თუ მენსტრუაცია ჩვეულებრივ იწყება პარასკევს, და პაციენტს სურს რომ ის დაიწყოსსამშაბათს, (3 დღით ადრე ),

საჭიროა ტაბლეტების მიღების დაწყება შემდგომი შეფუთვიდან ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე . თუ პაციენტიტაბლეტებს შორის მიღებას შორის აკეთებს მეტისმეტად ხანმოკლე შესვენებას ( მაგალითად 3 დღე და ნაკლები ) მაშინშესვენების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლდენას . შემდგომი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღებისას შეიძლებაგამოვლინდეს მცირე სისხლნარევიი გამონადენი ან უჩვეულოდ ჭარბი სისხლდენა .

მოულოდნელი სისხლდენის გამოვლენა

ისევე როგორც სხვა ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლებაშეინიშნებოდეს არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა,   ( მცირე რაოდენობის ან მოულოდნელი ვაგინალურისისხლდენა ) მენსტრუაციებს შორის .

ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღების გაგრძელება შეიძლება ჩვეულებრივ .

მენსტრაციებს შორის სისხლიანი გამონადენის გამოვლენა მიღების პირველი სამი თვის განმავლობაში არ ნიშნავს, რომჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება დაქვითებულია, ან პრეპარატი არ არის შესაფერისი . არარეგულარულივაგინალური სისხლდენა ჩვეულებრივ წყდება მას შემდეგ რაც ქალის ორგანიზმი შეეგუება პრეპარატს ( ჩვეულებრივტაბლეტის 3 ციკლის მიღების შემდეგ ). თუ სისხლდენა გძრელდება და ხდება უხვი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

მენსტრუაციის არარსებობის შემთხვევაში

თუ პაციენტი ტაბლეტებს იღებს დროულად, არ აღინიშნება ღებინება ან დიარეა, არ იღებს სხვა პრეპარატებს, მაშინორსულობა ნაკლებსავარაუდოა . მარველონის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ .

თუ ორჯერ ერთმანეთის მიყოლებით არ აღინიშნა მენსტრუაცია, შესაძლებლია ადგილი ჰქონდეს ორსულობას . არშეიძლება ახალი შეფუთვის დაწყება სანამ ექიმი არ გამორიცხავს ორსულობას .

გვერდითი ეფექტები

არსებობს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი, რომელიც აღწრილი იქნა იმ პირებში, რომლებიც იღებდნენმარველონს .

ისინი შეიძლება განვითარდნენ პრეპარატის გამოყენების პირველი თვეების მანძილზე და ჩვეულბრივ მცირდებაგარკვეული დროის განმავლობაში .

თავის ტკივილი, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და გაუხეშება,სხეულის წონის მომატება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, სითხის შეკავება ორგანიზმში, ლიბიდოსშეცვლა, განწყობის დაქვეითება, ქუთუთოების შეშუპება, კანის გამონაყარი, კვანძოვანი ერითემა, კონიუნქტივიტი,უსიამოვნო შეგრძნებები კონტაქტური ლინზების ტარებისას, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია ( შეიძლებაგამოვლინდეს აღქმის დარღვევა: მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება ), გენერალიზებული ქავილი,ქოლესტაზური სიყვითლე, ქოლელითიაზი, არტერიული წნევის მომატება, მენსტრუაციებს O შორის სისხლდენა,საშოს სეკრეციის შეცვლა, შესაძლებელია საშოს კანდიდოზის განვითარება .

ხანგრძლივი გამოყენებისას ( ძალიან იშვიათად )- ქლოაზმა, ჰეპატოცელულური ადენომა .

დოზის გადაჭარბება

მარველონის ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს . თუ ადგილი აქვსერთდროულად რამდენიმე ტაბლეტის მიღებას, შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, ვაგინალურისისხლდენა, ბავშვის მიერ ტაბლეტების გადაყლაპვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთეირთქმედების სხვა ფორმები

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უხვი სისხლდენა და ორალურიკონტრაცეპტივების უეფექტობა . ასეთი შემთხვევები შეინიშნებოდა ჰიდანტოინების, ბარბიტურატების, პრიმიდონის,კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, იზონიაზიდის მიღებისას . ისინი შეიძლება გამოვლინდეს ოქსკარბამაზეპინის,ტოპირამატის, ფელბამატის და გრიზოფულვინის მიღებისას . ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობისდაქვეითება ასევე აღინიშნება ზოგიერთი ანტიბიოტიკის, მიღებისას, როგორიცაა ამპიცილინი, ტეტრაციკლინი,ნეომიცინი, პენიცილინები, ქლორამფენიკოლი, ასევე აქტივირებული ნახშირი, და საფაღარათო საშუალებები .

მარველონი ამცირებს პერორალური ანტიკოაგულანტების, ანქსიოლიზურების ( დიაზეპამი ), ტრიციკლურიანტიდეპრესანტების, თეოფილინის, კოფეინის, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, კლოფიბრატის,გლუკოკორტიკოსტეროიდების ეფექტურობას . A აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმ პრეპარატების შესახებ,რომელსაც პაციენტი იღებს . თუ ექიმი ნიშნავს სხვა პრეპარატს, აუცილებელია ასევე მისი ინფორმირება იმის შესახებრომ პაციენტი უკვე იღებს მარველონს .

აუცილებელია ექიმის კონსულტაცია

რეგულარული გამოკვლევისთვის

თუ პაციენტი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, აუცილებელია რეგულარული ყოველწლიური გამოკვლევა .

აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია თუ:

შეინიშნება რაიმე სახის ცვლილებები ჯანმრთელობის მდგომარეობაში ( იხილე “ უკუჩვენებები ”, “ გვერდითიეფექტები ”);

სარძევე ჯირკვლის გამკვრივება;

სხვა პრეპარტების მიღების დაგეგმვისას;

საჭიროა წოლითი რეჟიმის დაცვა ( ტრავმის შემდეგ ) ან როდესაც დაგეგმილია ოპერაციის ჩატარება .

ინტენსიური ან ხანგრძლიოვი საშოსმიერი სისხლდენა

ტაბლეტის გამოტოვებისას პირველ კვირაში თუ ადგილი ჰქონდა სქესობრივ აქტს 7 დღით ადრე .

ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში

საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, თუ აღინიშნა თრომბოზის ნიშნები:

უჩვეულო ხველა;

ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც შეიძლება გადაეცეს მარცხენა ხელს;

ქოშინი;

უჩვეულო ძლიერი ტკივილი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა;

მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა ან გაორება თვალებში;

მეტყველების დაკარგვა ან დარღვევა;

სმენის, შეხების ან გემოვნების უეცარი შეცვლა;

თავბრუსხვევა ან გულისწასვლა;

სისუტე ან შეგრძნების დაკარგვა სხეულის რომელიმე ნაწილში;

ძლიერი ტკივილი მუცელში;

ძლიერი ტკივილი ან ფეხების შეშუპება .

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე

მარველონის ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანზიმების მართვაზე არ შეინიშნება .

გამოშვების ფორმა

21 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერი ალუმინის ფოლგის პაკეტში ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ შეფუთვები 1, 3 ან6, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში .

შენახვის ვადა

3 წელი .

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ .

შენახვის პიროებები

ინახება 2-30 °C – ზე . სინათლისგან და ნესტისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

სია ბ

აფთიქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული ჯგუფის პროდუქტი II – ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი

ნ . ვ . ორგანონი ( ნიდერლანდები )

5349 აბ ოსს, კლოსტერშტრაატი 6

Klosterstraat 6, 5349 AB Oss.

წარმოამდეგნლობა რუსეთში: 125445, მოსკოვი, სმოლნაიას ქუჩა 24 დ, “ მერიდიან ”, “ ორგანონ ეიჯენსიზ ბ . ვ .”ტელეფონი (495) 9602897, ფაქსი (495) 9602896.