მბე 250 მგ + 7.29 მგ + 200 მგ

მბე 250 მგ + 7.29 მგ + 200 მგ

საინფორმაციო ფურცელი პაციენტისათვის

ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინსტრუქციას, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

მოცემული პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ საშუალო სიმძიმის ავადმყოფობის სამკურნალოდ, რისთვისაცექიმის დახმარება საჭირო არ არის . მიუხედავად ამისა, კარგი შედეგების მისაღებად პრეპარატიყურადღებით უნდა გამოიყენოთ, ინსტრუქციის შესაბამისად .

–           შეინახეთ მოცემული ფურცელი, ვინაიდან შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა .

–           დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

–           თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს .

მბე

MBE

(Magnesii oxidum ponderosum + Pyridoxini hydrochloridum + int-rac-a-Tocopherylis acetas)

250 მგ + 7.29 მგ + 200 მგ, რბილი კაფსულები

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

მაგნიუმის ოქსიდი მძიმე

(Magnesium oxidum ponderosum) 250.0 მგ

150 მგ მაგნიუმის იონების ექვივალენტი

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(Pyridoxini hydrochloridum, ვიტამინი B6) 7.29 მგ

ალლ – რაც – ა – ტოკოფეროლის აცეტატი

(int-rac-a-Tocopherylis acetas, ვიტამინი E) 200.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები

სოიოს ზეთი გასუფთავებული, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ფუტკრის ცვილი,ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

შეფუთვა

ერთ შეფუთვაში წარმოდგენილია 60 კაფსულა

მწარმოებელი და საბაზრო ნებართვის მფლობელი

PRZEDSIEBIORTSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK. S.A.

51-131, ვროცლავი, ზმიგროდსკას ქ . 242 ე, პოლონეთი .

ინსტრუქციის შინაარსი

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება MBE

MBE – ს მიღებამდე

როგორ გამოიყენება MBE

შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორ ინახება MBE

დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება MBE

MBE არის მინერალებისა და ვიტამინების კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინსდა E ვიტამინს, რომლებიც რეკომენდებულია აღნიშნული ვიტამინებისა და მაგნიუმის ნაკლებობისპრევენციისა და მკურნალობისათვის, აგრეთვე მათზე მომატებული მოთხოვნისას, მწეველებისათვის,დაბინძურებულ გარემოში მყოფი ადამიანებისათვის და ელიმინაციური დიეტის დროს . გარდა ამისა, ისგამოიყენება, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ისეთი დაავადებების მკურნალობისას,რომლებიც ასოცირებულია ოქსიდაციურ სტრესთან; აგრეთვე სტრესის ეფექტების შესამცირებლად (ანტიოქსიდაციური თვისებების წყალობით ).

მაგნიუმისა და B6 ვიტამინის ერთობლივად გამოყენებისას იზრდება მათი ანტისტრესული ეფექტები;ისინი უზრუნველყოფენ გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაცვას და დადებითად მოქმედებენნერვულ სისტემაზე . E ვიტამინი კი აძლიერებს ანტი – სტრესულ ეფექტებს .

მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც მონაწილეობს უჯრედებში, ქსოვილებსა და ორგანოებში ნუკლეინისმჟავების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში . ის დადებით გავლენას ახდენს ენერგიისშემძენ პროცესებზე, აძლიერებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, მონაწილეობს ჟანგვის რეაქციებში დამნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრონქების მოძრაობის მოწესრიგებაში,   ნერვებისა და კუნთებისგააქტიურებაში . არეგულირებს გულის სისტოლურ აქტივობას და ახდენს გულის ჰიპოქსიისა და იშემიისპრევენციას . ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს .

B6 ვიტამინი მნიშვნელოვნად ზრდის მაგნიუმის აბსორბციასა და მოხმარებას, განსაზღვრავს სისხლმბადიდა ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას . მონაწილეობს ენერგიის შეძენაში, ცილებისა დაამინომჟავების მეტაბოლიზმში და ნუკლეინის მჟავების სინთეზში . ახდენს სტეროიდული ჰორმონებისფუნქციის, იმუნური სისტემის მდგომარეობისა იმუნური რეაქციებისა და ნეოპლასტური დაავადებებისმიმდინარეობის მოდიფიცირებას; გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები .

E ვიტამინი წარმოადგენს კომპლექსური სისტემის ნაწილს, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებსადა გენეტიკურ მასალას ეგრეთ წოდებული ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დესტრუქციულიმოქმედებისაგან . ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანებს, განსაკუთრებით იმ მემბრანებს, რომლებიცუზრუნველყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ან რომლებშიც მაღალია ჟანგბადის თავისუფალირადიკალების კონცენტრაცია; ჰემოლიზური ფაქტორების მიმართ სისხლის წითელი უჯრედებისრეზისტენტობას . სხვა ანტიოქსიდანტებთან ( ვიტამინი C და კაროტინი ) კომბინირებისას, იცავსქსოვილებს და გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები . გამოიყენება ქოლესტერინის მეტაბოლიზმისდარღვევების ( ე . წ . ჰიპერქოლესტერინემიის ) და გულის შეტევების პრვენციისათვის .ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, არსებობს კავშირი E ვიტამინის ყოველდღიურ მოხმარებასადა გულის კორონარული დაავადებას, ათეროსკლეროზსა და სტრესთან დაკავშირებულ სხვა ოქსიდაციურდაავადებებს შორის .

პრეპარატი ნაჩვენებია E ვიტამინის, B6 ვიტამინისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა დამკურნალობისათვის .

2. MBE მიღებამდე

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება, თუ:

–           პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისმიმართ;

–           მომატებულია სისხლში მაგნიუმის დონეები ( ეგრეთ წოდებული ჰიპერმაგნიემია );

–           პაციენტს განვითარებული აქვს სერიოზული თირკმლის უკმარისობა;

–           პაციენტს აღენიშნება ნერვული გამტარობის ბლოკირება ( მაგ . ე . წ .ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა );

–           პაციენტს განვითარებული აქვს მიასთენია ( Myasthenia gravis );

–           პაციენტს აღენიშნება მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია;

–           პაციენტი იღებს ლ – დოპას ე . წ . პერიფერული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გარეშე .

მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები წარსულში აღგენიშნებოდათ .

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს .

მოცემული პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით .

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს .

მოცემული პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით .

ავტომობილების მართვა და მექანიზმებით სარგებლობა

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე .

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს სოიოს გასუფთავებულ ზეთს . პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ალერგიული ხართ სოიოსმარცვლებზე ან მიწისთხილზე .

სხვა პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატებს, მათ შორისურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს .

ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჭარბი ცხიმები და ფიტატები აქვეითებენ ალიმენტარულიტრაქტიდან მაგნიუმის აბსორბციას . პერორალურად მიღებისას მაგნიუმის ნაერთები აქვეითებენ რკინის,ფტორიდის ნაერთებისა და პერორალური ანტითრომბული საშუალებების ( ვარფარინის წარმოებულები )აბსორბციას . პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს, როგორც K ვიტამინის ანტაგონისტი, განსაკუთრებითიმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტითრომბული პრეპარატებით ანესტროგენებით . რკინის პრეპარატების იმავდროული გამოყენებისას აღინიშნება E ვიტამინის ეფექტებისდაქვეითება, ამიტომ მოცემული პრეპარატისა და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის დაცული უნდაიყოს რამდენიმესაათიანი ინტერვალი .

3. როგორ მიიღება MBE

პრეპარატი მიიღება პერორალურად .

პრევენციის მიზნით: მოზრდილებში დღეში 1 კაფსულა, თუ სხვა დოზა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

თერაპიული მიზნით: ექიმის დანიშნულების შესაბამისად – ნაკლებობის ხარისხის გათვალისწინებით –ჩვეულებრივ ინიშნება 1 კაფსულა დღეში ორჯერ .

თუ შეამჩნევთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს .

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მაგნიუმის ან E ვიტამინის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ – ნაწლავისმხრივ, დაღლილობა, სისუსტე და ზოგჯერ, ნაკლებად სპეციფიკური სიმპტომები . B6 ვიტამინისჭარბად მიღებას თან ახლავს მოძრაობის გაძნელება და ტკივილი კიდურების პერიფერიულ უბნებში .

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

ცალკეული გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია .

4. შესაძლო გვერდითი ეფექტებიყველა მედიკამენტის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები .

მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და E ვიტამინის მიღებასთან ასოცირებული არასასურველი ეფექტებიიშვიათად ვითარდება . აღინიშნა კუჭ – ნაწლავური დარღვევები, რაც ქრება პრეპარატის მიღებისშეწყვეტის შემდეგ .

შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისმიმართ .

მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი . ამიტომ მოცემული პრეპარატი არგამოიყენება დიარეის დროს .

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტებიც . ისეთი გვერდითი ეფექტისგამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს .

5 . როგორ ინახება MBE

შენახვის ვადა 2 წელი

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

ინახება 250 C – მდე ტემპერატურის პირობებში .

გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის წესი ურეცეპტოდ )

6. დამატებითი ინფორმაცია

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საბაზრო ნებართვის მფლობელისწარმომადგენელს:

PRZEDSIEBIORTSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK. S.A.

51-131, ვროცლავი, ზმიგროდსკას ქ . 242 ე, პოლონეთი .

ტელ: + 48 71 352 95 22

ფაქსი: + 48 71 352 76 36

პრეპარატების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტი

ტელ: +48 22 742 00 22

ელ – ფოსტა: informacjaoleku@hasco-lek.pl

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სს “ ჯიპისი ”

ინსტრუქციის მომზადების თარიღი: 2009 წლის 9 აპრილი