მედულაკ-WM

მედულაკ-WM

გამოყენების ინსტრუქცია

მედულაკ – WM
MEDULAC – WM

სავაჭრო დასახელება: მედულაკ – WM,   MEDULAC – WM

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლაქტულოზა, Lactulose

წამლის ფორმა

შიგნით მისაღები სიროფი .

აღწერილობა: უფერო ან მკრთალი მოყავისფრო – მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე ტკბილიგემოთი .

შემადგენლობა

სიროფის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზას 667 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საფაღარათო საშუალება . ათქ   კოდი A06AD11

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს . იგი არ იშლება კუჭსა და წვრილნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო, პრაქტიკულად არ შეიწოვება . კუჭ – ნაწლავისტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმისმარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ – ნაწლავში და   ხელს უწყობს მისგამოყოფას ორგანიზმიდან .

ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ   ნაწლავში იშლებადაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად – ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად დაძმარმჟავად . ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH,იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენსგანავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას . ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლისფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას .

ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას .საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ . გარდა ამისა, განავალთანერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველშიქოლესტერინის შემცველობა . გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი . არამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას, არ იწვევს შეჩვევას .

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის / პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენაციდოფილური ბაქტერიების ( მაგალითად, ლაქტობაქტერიები ) რაოდენობის ზრდის ხარჯზეპროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზეამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH – ის შემცირების ხარჯზე   ნაწლავებისდაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციისგზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის .

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია დაბალია . არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორისზემოქმედების შედეგად . 45-70 მლ – მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრომაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით .

გამოყენების ჩვენებები

– ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;

– განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით ( ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე დაანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი );

– ნაწლავური დისბაქტერიოზი;

– ლპობითი დისპეფსიის სინდრომი ( ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);

– სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;

– ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია .

უკუჩვენება – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– გალაქტოზემია;

– ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;

– ნაწლავთა გაუვალობა .

გვერდითი მოქმედება

კუჭ – ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება .

ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ – ელექტროლიტური ცვლის მოშლა .

გამოყენების წესი და დოზირება

მედულაკ – WM მიიღება შიგნით . მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს .

საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუფრის კოვზი შეესაბამება სიროფის 15 მლ, ჩაის კოვზი კი – 5 მლ .

ყაბზობის მკურნალობისას:

პრეპარატი მიიღება დღეში 1 – ჯერ დილით ჭამის დროს . კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ .დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტისმდგომარეობა არ გაუმჯობესდა .

მოზრდილებში:

საწყისი დოზა – 15-45 მლ, შემანარჩუნებელი – 10-25 მლ .

ბავშვებში:

3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს  5 მლ, შემანარჩუნებელი – 5 მლ .

3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი – 5-10 მლ .

7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი – 10 მლ .

როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდანგამომდინარე .

პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:

ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს .

ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას ( სადღეღამისო დოზები ):

მოზრდილებში: 10 მლ;

ბავშვებში:   7 წლიდან და ზემოთ – 10 მლ;

4-7 წელი – 5 მლ;

1-3 წელი – 3 მლ;

1 წლამდე – 1.5-3 მლ .

სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ3 – ჯერ დღეში .

ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5 – ჯერ დღეში .

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე – ღამეში . შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმგათვლით, რომ რბილი განავლის ( pH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში ) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე – ღამეში 2-3 – ს .

მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი .

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში .

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: შესაძლოა – დიარეა, ტკივილი მუცლის არეში .

მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მედულაკ – WM – ის   და ნაწლავში ხსნადი  pH – დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატებისერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ – ნაწლავისშიგთავსის pH – ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას .

განსაკუთრებული მითითებებიდოზა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყაბზობის დროს, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემასშაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის . ასეთ ავადმყოფებში პრეპარატი სიფრთხილითინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, პრეკომის / კომის მკურნალობისას .

მეტეორიზმის ( ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ )თავიდან აცილების მიზნით გასტროკარდიალური სინდრომისას დოზის გაზრდა უნდა მოხდესთანდათანობით .

2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლებისშემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .

მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი ) საჭიროა სისხლის შრატშიელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი .

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

მედულაკ – WM – ის გამოყენება   ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში   არის

უსაფრთხო .

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

მედულაკი – WM   არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე,რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს .

გამოშვების ფორმა

180 მლ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში . ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთადმოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 °C   ტემპერატურაზე ( გაყინვადაუშვებელია ).

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა3 წელი წარმოების თარიღიდან .

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში .

აფთიაქიდან გაცემის წესირეცეპტის გარეშე (III ჟგუფი ).

მწარმოებელი

მედულაკ – WM   წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “ ( დიდი ბრიტანეთი ) სავაჭრო მარკას .

დამზადებულია

,, ABC ფარმაჩეუტიჩი ს . პ . ა ’’- ს მიერ, კანტონ მორეტი, 29-10090 ც . ბერნარდო დი ივრეა, იტალია

,, ABC ფარმაჩეუტიჩი ს . პ . ა ’’- ს, ვიტორიო ემანუელე II გამზირი, 72-10121 ტურინი, იტალია,ლიცენზიით .