ნოვარინგი

ნოვარინგი

პრეპარატი ნოვარინგის  (NuvaRing) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია ( ინფორმაცია პაციენტებისათვის )

სავაჭრო დასახელება:                    ნოვარინგი

სამკურნალო ფორმა:                      ვაგინალური რგოლი

პრეპარატის შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:

ეთონოგესტრელი   11.7 მგ

ეთინილესტრადიოლი    2.7 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ეთილენ ვინილაცეტატ სოპოლიმერი (28% ვინილაცეტატი ), ეთილენ ვინილაცეტატ სოპოლიმერი (9%ვინილაცეტატი ), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი .

აღწერილობა

გლუვი, გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო რგოლი, ხილული დაზიანებების გარეშე, გამჭვირვალე ანთითქმის გამჭვირვალე შეერთების ადგილით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კონტრაცეპციული საშუალება ( ესტროგენი + პროგესტოგენი )

კოდი ათქ   G02BB01

ფარმაკოლოგიური თვისებები

( რა არის ნოვარინგი, როგორ მოქმედებს ნოვარინგი )

ნოვარინგი – ეს არის ვაგინალური გამოყენების ჰორმონული კონტრაცეპტივი . თითოეული რგოლი შეიცავსქალის ორ სასქესო ჰორმონს – ეთინილესტრადიოლს ( ესტროგენი ) და ეთონოგესტრელს ( პროგესტოგენი ). ესჰორმონები თანდათან გამოიყოფიან რგოლიდან . ვინაიდან დღეღამის განმავლობაში გამონთავისუფლდებაჰორმონების მცირე რაოდენობა, პრეპარატ ნოვარინგს მიაკუთვნებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულჰორმონულ კონტრაცეპტივს .

ნოვარინგი თრგუნავს კვერცხუჯრედის გამოსვლას საკვერცხიდან ( ოვულაცია ) და ამ გზით აფერხებსდაორსულებას .

კონტრაცეპციული მოქმედების გარდა, ნოვარინგი ავლენს სხვა ეფექტებსაც: ნოვარინგის გამოყენების ფონზერეგულირდება ციკლი, მენსტრუაცია მიმდინარეობს ნაკლებად მტკივნეულად, სისხლდენის ნაკლებიინტენსივობით . ამ უკანასკნელმა შეიძლება იმოქმედოს რკინადეფიციტური მდგომარეობის სიხშირისშემცირებაზე . გარდა ამისა, არსებობს ენდომეტრიუმისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების საშიშროებისშემცირების მამტკიცებლებიც .

გამოყენების ჩვენება

კონტრაცეპცია ( არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება )

უკუჩვენებანოვარინგის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი თუ თქვენ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდანან დაავადებებიდან თუნდაც ერთი . პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება ასეთიდაავადებების არსებობის თაობაზე .

– თრომბოზი ( ვენური ან არტერიული ), მათ შორის, გადატანილი ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვისმიერითრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი );

– მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების საშიშროების ფაქტორები – სტენოკარდია, თავისტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ( მათ შორის ანამნეზში );

– სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი ( დიაბეტური ანგიოპათია );

– ღვიძლის მძიმე დაავადებები ( თუ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდა ნორმას );

– პანკრეატიტი ( მათ შორის გადატანილი );

– კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით მიმდინარე შაკიკი;

– დადასტურებული ან სავარაუდო ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები ( მაგალითად, სასქესოჰორმონების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნეები );

– ღვიძლის სიმსივნური დაავადებები ( კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ), მათ შორის გადატანილი;

– გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

– ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე;

– ლაქტაციის პერიოდი;

– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ( ალერგიული რეაქციები ).

თუ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად ვითარდება პრეპარატის გამოყენების პერიოდში,საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა .

სიფრთხილით

ქვემოთ ჩამოთვლილია მდგომარეობები, რომელთა დროს ექიმმა უნდა შეაფარდოს პრეპარატის გამოყენებითმიღებული სავარაუდო სარგებელი / საშიშროება . აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთშემდეგი დაავადებები:

– შაქრიანი დიაბეტი;

– სიმსუქნე;

– მომატებული არტერიული წნევა;

– გულის რიტმის დარღვევა, გულის სარქვლების დაავადება;

– ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მომატებული დონე სისხლში;

– ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება;

– კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი;

– ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;

– სისტემური წითელი მგლურა;

– ჰემოლიზური ურემიული სინდრომი;

– ეპილეფსია;

– თამბაქოს მოხმარება 35 წელზე უფროს ქალებში;

– ხანგრძლივი იმობილიზაცია,   სერიოზული ქირურგიული ჩარევები;

– ფიბროზულ – კისტოზური მასტოპათია;

– საშვილოსნოს ფიბრომიომა;

– თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია ( ჟილბერის, დუბინ – ჯონსონისა და როტორის სინდრომი );

– მდგომარეობები, რომლებიც ართულებენ ვაგინალური რგოლის გამოყენებას: საშვილოსნოს ყელისგამოვარდნა, საშარდე ბუშტის თიაქარი, სწორი ნაწლავის თიაქარი, მძიმე ქრონიკული ყაბზობა .

გამოყენება

როგორ გამოიყენება ნოვარინგი

რგოლი შეჰყავთ საშოში და ტოვებენ 3 კვირის განმავლობაში . ამ პერიოდის გასვლის შემდეგ რგოლს იღებენსაშოდან და აკეთებენ ერთ კვირიან შესვენებას . რგოლის შეყვანა და ამოღება შესაძლებელია დამოუკიდებლად .გამოყენების პირველი მცდელობისას ექიმმა შეიძლება მოგცეთ საჭირო ინსტრუქციები .

რგოლის შეყვანამდე ( ამოღებამდე ) დაიბანეთ ხელები . შემდეგ მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა,მაგალითად, ფეხზე მდგომი და აწეული ფეხით, ჩაცუცქული ან მწოლიარე . დაიჭირეთ და მოკუმშეთ რგოლიდიდი და საჩვენებელი თითით და შეიყვანეთ საშოში ( სურ . 1-4). რგოლის სწორი მდგომარეობისას თქვენ არუნდა გრძნობდეთ მის არსებობას . თუ გრძნობთ დისკომფორტს, შეიყვანეთ რგოლი უფრო ღრმად . ნოვარინგისსწორი მდებარეობა საშოში გავლენას არ ახდენს პრეპარატის კონტრაცეპციულ ეფექტზე .

სურათი 1

ამოიღეთ ნოვარინგი შეფუთვიდან .

სურათი 2

მოკუმშეთ რგოლი

სურათი 3

რგოლის შესაყვანად მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა

სურათი 4 ა, სურათი 4 ბ, სურათი 4 გ

ერთი ხელით შეიყვანეთ რგოლი საშოში ( სურათი 4 ა ), საჭიროების შემთხვევაში მეორე ხელით გადასწიეთსასქესო ბაგები . შეიყვანეთ რგოლი საშოში მის მოხერხებულ მდგომარეობამდე ( სურათი 4 ბ ). დატოვეთრგოლი საშოში 3 კვირით ( სურათი 4 გ ).

სამი კვირის შემდეგ საჭიროა რგოლის ამოღება . ამისათვის შესაძლებელია რგოლის ამოდება საჩვენებელითითით, ან მოჭერა შუა და საჩვენებელი თითით, საშოდან მისი გამოწევა . გამოყენებული რგოლი თავსდებაპარკში და   შემდეგ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში . შეყვანიდან სამი კვირის განმავლობაში რგოლი უნდაიმყოფებოდეს საშოში მუდმივად . 3 კვირს გასვლის შემდეგ, რგოლის ამოღება უნდა მოხდეს კვირის იმავედღესა და დღეღამის დაახლოებით იმავე მონაკვეთში, როდესაც ის მოთავსდა საშოში ( მაგალითად, რგოლისშეყვანა მოხდა ოთხშაბათს, დაახლოებით 22.00, მისი ამოღება ხდება სამი კვირის თავზე –   ოთხშაბათს,დაალოებით 22.00).

რგოლის ამოღების შემდეგ, პრეპარატის გამოყენებებს შორის საჭიროა 1 კვირიანი შუალედის გაკეთება . ამკვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს მენსტრუალური სისხლდენა, რომელიც, ჩვეულებრივ მენსტრუაციასთანშედარებით შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი და უხვი . როგორც წესი, ის იწყება ნოვარინგის ამოღებიდან 2-3დღის შემდეგ .

მომდევნო რგოლის შეყვანა ხდება ზუსტად ერთი კვირის თავზე ( კვირის იმავე დღესა და დაახლოებით იმავედროს, როდესაც რგოლი იყო ამოღებული ), მიუხედავად იმისა, შეწყდა თუ არა მენსტრუაცია . იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი შუალედის შემდეგ რგოლის შეყვანა მოხდა 3 საათზე მეტი ხნის დაგვიანებით, პრეპარატისკონტრაცეპციული ეფექტი შეიძლება შემცირდეს . ასეთ შემთხვევაში მიჰყევით რჩევებს, რომლებიცმითითებულია ნაწილში,, რა უნდა გაკეთდეს, თუ ერთკვირიანი შუალედის შემდეგ თქვენ დაგავიწყდათ ახალირგოლის დროული შეყვანა ’’.

როდის იწყება ნოვარინგის გამოყენება

თუ ჰორმონული კონტრაცეპტივები არ გამოიყენებოდა წინამორბედი ციკლის დროს

იმის გათვალისწინებით, რომ მენსტრუაციის პირველი დღე არის – დღე I, ნოვარინგის შეყვანა აუცილებელია Iდა V დღეებს შორის, მაგრამ არა უგვიანეს ციკლის V დღისა, მიუხედავად იმისა, შეწყდა თუ არამენსტრუალური სისხლდენა .

ნოვარინგის გამოყენების პირველი შვიდი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კონტრაცეპციის დამატებითიბარიერული მეთოდების გამოყენება, როგორიც არის პრეზერვატივი .

გადასვლა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან ( კპკ )

21 დღეზე გათვლილი ( შეფუთვაში 21 ტაბლეტი ) კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებისგამოყენების შემთხვევაში ნოვარინგის შეყვანა ხდება არაუგვიანეს იმ დღისა, რომელიც მოყვება ტაბლეტებისმიღებებს შორის ინტერვალს .

28 დღეზე გათვლილი პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში შუალედი მოცემული პრეპარატისა და ნოვარინგისგამოყენებას შორის არ კეთდება .

გადასვლა მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი პრეპარატებიდან ( მინი – პილი, იმპლანტანტი ან საინექციოკონტრაცეპცია ) ან საშვილოსნოსშიდა პროგესტაგენ – გამომყოფი საშუალებებიდან ( სსს )

მინი – პილის გამოყენების შემთხვევაში ნოვარინგის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს .იმპლანტანტიდან ან სსს – დან გადასვლა ხორციელდება მათი ამოღების დღიდან, საინექციო საშუალებებიდანკი იმ დღეს, როცა საჭიროა მომდევნო ინექციის შეყვანა . ყველა შემთხვევაში, პირველი 7 დღის განმავლობაშისაჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება .
მშობიარობის შემდეგ

ნოვარინგის გამოყენებამდე რეკომენდებულია პირველი ნორმალური მენსტრუაციის დალოდება . ლაქტაციისპერიოდში იხილეთ,, უკუჩვენებები ’’.

მუცლის მოწყვეტა ან ხელოვნური აბორტი

კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს .

როდის არის შესაძლებელი ნოვარინგის გამოყენების შეწყვეტა

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს . თუ თქვენ შეწყვეტთ პრეპარატისგამოყენებას დაორსულების მიზნით, მაშინ რეკომენდებულია პირველი ნორმალური მენსტრუაციის დალოდება .

გადახრა რეკომენდებული რეჟიმიდან

თუ თქვენ დაგავიწყდათ ახალი რგოლის დროული შეყვანა ერთკვირიანი შუალედის შემდეგ

ახალი რგოლის შეყვანა საშოში საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად . დამატებით, მომდევნო 7 დღის განმავლობაშიაუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივი .თუ რგოლის გამოყენებებს შორის შუალედში იყო სქესობრივი კავშირი, საჭიროა დაორსულებისშესაძლებლობის გათვალისწინება . რაც უფრო ხანგრძლივია შუალედი, მით მეტია დაორსულების საშიშროება .

თუ რგოლი დროებით იმყოფებოდა საშოს გარეთ

თუ რგოლი შემთხვევით იყო ამოღებული და საშოს გარეთ იმყოფებოდა 3 საათზე ნაკლები დროისგანმავლობაში, კონტრაცეპციული ეფექტი არ მცირდება . საჭიროა რგოლის მოთავსება საშოში რაც შეიძლებასწრაფად .

თუ რგოლი საშოს გარეთ იმყოფებოდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, კონტრაცეპციული ეფექტიშეიძლება შემცირდეს . საჭიროა რგოლის შეყვანა, რის შემდეგაც ის უნდა იმყოფებოდეს საშოში სულ მცირე 7დღის განმავლობაში, ამასთანავე, ამ პერიოდში საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდებისგამოყენება .

თუ გამოყენების მესამე კვირის მანძილზე რგოლი საშოს გარეთ იმყოფებოდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში,მისი გამოყენების დადგენილი 3 კვირიანი პერიოდი ხანგრძლივდება ( რგოლის ხელმეორე შეყვანიდან მე – 7დღის დასრულებამდე ). ამის შემდეგ საჭიროა ძველი რგოლის ამოღება და ერთ კვირიანი შუალედის შემდეგახალი რგოლის შეყვანა . თუ პრეპარატის გამოყენების პირველი კვირის განმავლობაში რგოლი ამოღებული იყოსაშოდან 3 საათზე მეტი ხნით, ხოლო წინამორბედი კვირის განმავლობაში იყო სქესობრივი კავშირი, საჭიროადაორსულების შესაძლებლობის გათვალისწინება . აუცილებლად მიმართეთ ექიმს .

თუ თქვენ დაგავიწყდათ რგოლის ამოღება

– თუ რგოლის გამოყენების პერიოდი არ აღემატებოდა მისი გამოყენების მაქსიმალურ ვადას, 4 კვირას,კონტრაცეპციული ეფექტი არის საკმარისი . რგოლის გამოყენებებს შორის შესაძლებელია ერთკვირიანიშუალედის გაკეთება და შემდეგ ახალი რგოლის შეყვანა .

– თუ რგოლი იმყოფებოდა საშოში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, კონტრაცეპციული ეფექტი შეიძლებაშემცირდეს, ახალი რგოლის გამოყენებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა .

თუ რგოლი ამოვარდა საშოდან

რგოლი შესაძლებელია ამოვარდეს საშოდან, მაგალითად, თუ ის არასწორად იყო შეყვანილი, ან ტამპონისამოღებისას, ყაბზობის დროს, ისეთი მდგომარეობებისას, როგორიც არის საშვილოსნოს ყელის გამოვარდნა,საშარდე ბუშტის ან სწორი ნაწლავის თიაქარი . ასეთ შემთხვევაში საჭიროა რგოლის გადავლება თბილი წყლითდა მისი ხელახალი შეყვანა .

როგორ შეცვალოთ მენსტრუაციის დადგომა

თუ თქვენ გნებავთ მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა

რგოლის გამოყენების მიმდინარე სქემის მიხედვით მენსტრუაციის დღის სხვა დღეზე   გადასატანად საჭიროარგოლის გამოყენებებს შორის შუალედის შემცირება იმდენი დღით, რამდენიც არის საჭირო . თუ რგოლისგამოყენებებს შორის შუალედი არის ძალიან მცირე (3 ან ნაკლები დღე ), მაშინ სისხლდენა შეიძლება არგანვითარდეს, ხოლო მომდევნო რგოლის გამოყენების პერიოდში   შეიძლება განვითარდეს სისხლიანიგამონადენი საშოდან . დაიმახსოვრეთ, რომ რგოლის გამოყენებებს შორის შუალედი შეიძლება მხოლოდშემცირდეს, და არა გახანგრძლივდეს .

თუ თქვენ გნებავთ გამოტოვოთ მომდევნო მენსტრუაცია

იმისათვის რომ გამოტოვოთ მენსტრუაცია ახალი რგოლის გამოყენება ხდება ერთკვირიანი შუალედის გარეშე .მომდევნო რგოლი გამოიყენება   3 კვირის განმავლობაში . ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს სისხლიანიგამონადენი . ამის შემდეგ, როგორც ყოველთვის ერთკვირიანი შუალედით, ქალი უბრუნდება ნოვარინგისგამოყენების რეგულარულ სქემას .

რა უნდა გაკეთდეს რგოლის გამოყენების პერიოდში სისხლდენის განვითარებისას .

არის შემთხვევები, როცა ნოვარინგის გამოყენებისას, რგოლის საშოში არსებობის პერიოდში, ვითარდებაარარეგულარული სისხლდენა . ასეთ შემთხვევაში რგოლის გამოყენება გრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით . თუსისხლდენა ძლიერდება, ხანგრძლივდება ან მეორდება, მიმართეთ ექიმს .

რა უნდა გაკეთდეს, თუ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას სისხლდენა არ ვითარდება

თუ თქვენ იცავდით რეკომენდებულ რეჟიმს და ნოვარინგის გამოყენების პერიოდში არ იყენებდით სხვაპრეპარატებს, დაორსულების საშიშროება არის მცირე . თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება .თუ სისხლდენა არ განვითარდა ზედიზედ ორჯერ, შესაძლებელია თქვენ იყოთ ორსულად . დაუყოვნებლივმიმართეთ ექიმს . არ შეიყვანოთ ახალი რგოლი მანამ, სანამ არ გამოირიცხება ორსულობა .

გვერდითი ეფექტებინოვარინგის გამოყენების ფონზე შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის:

– თავის ტკივილი;

– დისკომფორტის შეგრძნება საშოში, ვაგინიტი, ცერვიციტი, ცისტიტი, საშარდე გზების ინფექცია;

– სხეულის წონის ცვლილება;

– გულისრევა;

– სარძევე ჯირკვლების გაზრდა, დაძაბულობა, მტკივნეულობა;

– ემოციური ლაბილურობა;

– მტკივნეული მენსტრუაცია;

– აკნე ( ფერიმჭამელური გამონაყარი );

– სქესობრივი მიზიდულობის შემცირება;

– მუცლის ტკივილი;

– შაკიკი;

– უცხო სხეულის შეგრძნება საშოში, კოიტალური პრობლემები ( დისკომფორტის შეგრძნება სქესობრივი აქტისდროს ).

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის . ჭარბი დოზის სავარაუდო სიმპტომებს მიეკუთვნება –გულისრევა, ღებინება, სისხლდენა საშოდან .

ურთიერთქმედება ( პრეპარატი ნოვარინგის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად )

ნოვარინგის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს მისი შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას:პრეპარატები რომლებიც გამოიყენებიან ეპილეფსიის ( პრიმიდონი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი,კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი ), ტუბერკულოზის ( რიფამპიცინი ), აივ – ინფექციების ( რიტონავირი ) სამკურნალოდ, ანტიბიოტიკების ( ამპიცილინი, ტეტრაციკლინი,გრიზეოფულვინი ), ასევე კრაზანას შემცველი პრეპარატების გამოყენებისას .

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც თქვენ იყენებთ .

არ არის ცნობილი ინტრავაგინალურად დანიშნული ანტიმიკოტიკებისა და სპერმიციდული საშუალებებისზემოქმედება ნოვარინგის კონტრაცეპციულ მოქმედებასა და დაცულობაზე .

განსაკუთრებული მითითებები

რა შემთხვევებში არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა ?

– ჩვეულებრივი პერიოდული გასინჯვა ( სულ მცირე წელიწადში ერთხელ );

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

– შეამჩნიეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება ( იხილეთ ნაწილი,, უკუჩვენება,,,გვერდითი ეფექტები ’’);

– მოიმატა სარძევე ჯირკვლის სიმკვრივემ;

– გეგმავთ სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებას;

– იძულებული ხართ დაიცვათ მწოლიარე რეჟიმის ( ავადმყოფობის დროს, ტრავმის შემდეგ ) ან გეგმავთოპერაციას ( ექიმთან მიმართვა საჭიროა დაგეგმილ ოპერაციამდე 4 კვირით ადრე );

– თქვენ გაქვთ ინტენსიური და ხანგრძლივი სისხლდენა საშოდან;

– პრეპარატის გამოყენებებს შორის შუალედი აღემატებოდა 1 კვირას, ან რგოლი ამოღებული იყო საშოდან 3საათზე მეტი ხნის განმავლობაში და თქვენ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი;

– რგოლი იმყოფებოდა საშოში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში .

ნოვარინგი არ იცავს აივ – ინვექციისაგან ( შიდსი ) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისაგან .

ორსულობის ან სხვა პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე შესაძლებელიაგანვითარდეს ისეთი მდგომარეობები, როგორიც არის ორსულთა ჰერპესი, სმენის დაკარგვა, სიდენგამის ქორეა( მცირე ქორეა ), პორფირია .

გამოშვების ფორმა

რგოლი შეფუთულია ალუმინის ფოლგის პაკეტში . მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 და 3 პაკეტი გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება 2-8 ℃ ტემპერატურაზე .

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა3 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი

ნ . ვ . ორგანონ ( ნიდერლანდები )

Kloosterstraat 6, 5349 AB Oss

5349   ავ ოსს, კლოოსტერშტრაატ 6

ან

ორგანონ ირლანდია შპს

Drynam Road, Swords, Co, Dublin, Ireland

ირლანდია, დუბლინი, დრაინემ როად, სვორდს

წარმომადგენლობა რუსეთში

125445, მოსკოვი, ქ . სმოლნაია, 24 დ

,, მერიდიანი ’’, ორგანონ ეიჯენსიზ ბ . ვ .

ტელეფონი (095) 960 28 97, ფაქსი (095) 960 28 96

,, მერსილაინ ’’- ის კონტრაცეფციასთან დაკავშირებული ცხელი ხაზის:

8 800 200 00 20 რუსეთი; 960 29 99

პრეპარატი ნოვარინგის  (NuvaRing ) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

( ინფორმაცია სპეციალისტებისათვის )

სავაჭრო დასახელება:                  ნოვარინგი

სამკურნალო ფორმა:                   ვაგინალური რგოლი

პრეპარატის შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:

ეთონოგესტრელი   11.7 მგ

ეთინილესტრადიოლი    2.7 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ეთილენ ვინილაცეტატ სოპოლიმერი (28% ვინილაცეტატი ), ეთილენ ვინილაცეტატ სოპოლიმერი (9%ვინილაცეტატი ), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი .

აღწერილობა

გლუვი, გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო რგოლი, ხილული დაზიანებების გარეშე, გამჭვირვალე ანთითქმის გამჭვირვალე შეერთების ადგილით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კონტრაცეპციული საშუალება ( ესტროგენი + პროგესტოგენი )

კოდი ათქ   G02BB01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფამრაკოდინამიკა

ნოვარინგი შეიცავს ეთონოგესტრელსა და ეთინილესტრადიოლს .

ეთონოგესტრელი – ეს არის პროგესტოგენი, 19 – ნორტესტოსტერონის წარმოებული, სამიზნე ორგანოებშიუკავშირდება პროგესტერონულ რეცეპტორებს, ეთინილესტრადიოლი – ესტროგენი . ნოვარინგისკონტრაცეპციული ეფექტის საფუძველს წარმოადგენენ სხვადასხვა მექანიზმები, რომელთა შორის ყველაზემნიშვნელოვანია – ოვულაციის ინჰიბირება .

პრეპარატი ნოვარინგის პერლის ინდექსი უტოლდება 0.765.

კონტრაცეპციული მოქმედების გარდა ნოვარიგნი ავლენს სხვა ეფექტებსაც: მისი გამოყენების ფონზე ციკლიხდება უფრო რეგულარული, მენსტრუაცია მიმდინარეობს ნაკლებად მტკივნეულად, სისხლდენის ნაკლებიინტენსივობით . ამ უკანასკნელმა შეიძლება იმოქმედოს რკინადეფიციტური მდგომარეობის სიხშირისშემცირებაზე . გარდა ამისა, არსებობს ენდომეტრიუმისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების საშიშროებისშემცირების მამტკიცებლებიც .

ფარმაკოკინეტიკა

ეთონოგესტრელი

შეწოვა

ნოვარინგისგან გამონთავისუფლებული ეთონოგესტრელი სწრაფად შეიწოვება საშოს ლორწოვანით .ეთონოგესტრელის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც უდრის დაახლოებით 1700 პგ / მლ,მიიღწევა რგოლის შეყვანიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ . პლაზმური კონცენტრაცია განიცდისუმნიშვნელო რყევას და 3 კვირის გასვლის შემდეგ ნელ – ნელა მცირდება დონემდე, რომელიც უდრისდაახლოებით 1400 პგ / მლ . სრული ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%- ს .

გადანაწილება

ეთონოგესტრელი უკავშირდება პლაზმურ ალბუმინსა და გლობულინს, რომელიც უკავშირდება სასქესოჰორმონებს . ეთონოგესტრელის გადანაწილების მოცულობა არის 2,3 ლ / კგ .

მეტაბოლიზმი

ეთონოგესტრელი მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირებისა და აღდგენის გზით სულფატური დაგლუკურონიდული კონიუგატების წარმოქმნით . პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 3.5 ლ / სთ .

ელიმინაცია

პლაზმაში ეთონოგესტრელის კონცენტრაცია მცირდება ორ ფაზად . ელიმინაციის ბოლო ფაზა ხასიათდებანაწილობრივი გამოყოფის პერიოდით, რომელიც უდრის დაახლოებით 29 საათს . ეთონოგესტრელი და მისიმეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღველით, დაახლოებითი შეფარდებით 1.7:1. მეტაბოლიტებისნაწილობრივი გამოყოფის პერიოდია 6 დღე .

ეთინილესტრადიოლი

შეწოვა

ნოვარინგისგან გამონთავისუფლებული ეთინილესტრადიოლი სწრაფად შეიწოვება საშოს ლორწოვანით .პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია, დაახლოებით 35 პგ / მლ, მიიღწევა რგოლის შეყვანიდან მესამე დღესდა 3 კვირის გასვლის შემდეგ მცირდება 18 პგ / მლ – მდე . სრული ბიოშეღწევადობა უდრის დაახლოებით 56%-ს, რაც უტოლდება პერორალური გამოყენებისას მიღებულ ბიოშეღწევადობას .

გადანაწილება

ეთინილესტრადიოლი თავდაპირველად მეტაბოლიზდება არომატული ჰიდროქსილირების გზით სხვადასხვაჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბილიტების წარმოქმნით, რომლებიც არსებობენ როგორცთავისუფალი, ასევე გლუკურონიდული და სულფატური კონიუგატების სახით .

პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 3.5 ლ / სთ .

ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 2 ფაზით . ელიმინაციის ბოლო ფაზაშინაწილობრივი გამოყოფის პერიოდი ხასიათდება დიდი ინდივიდუალური სხვაობით, და საშუალოდ შეადგენს34 საათს . ეთინილესტრადიოლი არ გამოიყოფა შეუცვლელი სახით; მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდითდა ნაღველით, შეფარდებით 1,3:1. მეტაბოლიტების ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით1.5 დღეს .

გამოყენების ჩვენება

კონტრაცეპცია .

უკუჩვენება – ვენური ან არტერიული თრომბოზი / თრომბოემბოლია ( მათ შორის ანამნეზში );

– თრომბოზის განვითარების საშიშროების ფაქტორები ( მათ შორის ანამნეზში );

– კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით მიმდინარე შაკიკი;

– დიაბეტური ანგიოპათია;

– ჰიპერტრიგლიცერიდემიის მაღალი ხარისხით ( ЛПНП კონცენტრაცია 500 მგ / დლ – ზე მაღალი ) მიმდინარეპანკრეატიტი ( მათ შორის ანამნეზში );

– ღვიძლის მძიმე დაავადებები ( ფუნქციების მაჩვენებლების ნორმალიზებამდე );

– ღვიძლის სიმსივნური დაავადებები ( კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი, მათ შორის, ანამნეზში );

– ჰორმონოდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები ( დადასტურებული ან სავარაუდო, მაგალითად, სასქესოორგანოების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნეები );

– გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

– ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე;

– ლაქტაციის პერიოდი;

– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ( ალერგიული რეაქციები ).

სიფრთხილით

– შაქრიანი დიაბეტი;

– სიმსუქნე ( სხეულის წონის ინდექსი 30 კგ / მ ² – ზე მეტი );

– მომატებული არტერიული წნევა;

– წინაგულების ფიბრილაცია;

– გულის კლაპნების დაავადება;

– დისლიპოპროტეინემია;

– ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება;

– კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი;

– ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია;

– სისტემური წითელი მგლურა;

– ჰემოლიზური ურემიული სინდრომი;

– ეპილეფსია;

– თამბაქოს მოხმარება 35 წელზე უფროს ქალებში;

– ხანგრძლივი იმობილიზაცია,   სერიოზული ქირურგიული ჩარევები;

– ფიბროზულ – კისტოზური მასტოპათია;

– საშვილოსნოს ფიბრომიომა;

– თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია ( ჟილბერის, დუბინ – ჯონსონისა და როტორის სინდრომი );

– ქლოაზმა ( თავის არიდება ულტრაიისფერი სხივებისაგან );

– მდგომარეობები, რომლებიც ართულებენ ვაგინალური რგოლის გამოყენებას: საშვილოსნოს ყელისგამოვარდნა, საშარდე ბუშტის თიაქარი, სწორი ნაწლავის თიაქარი, მძიმე ქრონიკული ყაბზობა .

გამოყენება და დოზირება

როგორ გამოიყენება ნოვარინგი

ქალს შეუძლია დამოუკიდებლად შეიყვანოს ნოვარინგი საშოში . ის უნდა იყოს ინფორმირებული ექიმის მიერნოვარინგის გამოყენების თაობაზე, თუ როგორ ხდება მისი შეყვანა და ამოღება . რგოლის შესაყვანად ქალმაუნდა მიიღოს მისთვის მოხერხებული მდგომარეობა, მაგალითად, ფეხზე მდგომი და აწეული ფეხით,ჩაცუცქული ან მწოლიარე . საჭიროა ნოვარინგის მოკუმშვა და საშოში შეყვანა რგოლის მოხერხებულმდგომარეობამდე . ნოვარინგის სწორი მდებარეობა საშოში გავლენას არ ახდენს პრეპარატის კონტრაცეპციულეფექტზე .

შეყვანის შემდეგ, რგოლი საშოში იმყოფება მუდმივად, 3 კვირის განმავლობაში . თუ შემთხვევით მოხდა მისიამოღება ( მაგალითად ტამპონის ამოღებისას ), რგოლი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საშოში, მისი თბილიწყლით გადავლების შემდეგ .

რგოლის ამოღება ხდება 3 კვირის გასვლის შემდეგ, კვირის იმავე დღეს   როცა ის მოთავსდა საშოში .ერთკვირიანი შუალედის შემდეგ თავსდება ახალი რგოლი . რგოლის ამოღება შესაძლებელია საჩვენებელითითით მისი ამოდებით, ან შუა და საჩვენებელი თითების მოჭერით და საშოდან მისი ამოღებით . სისხლდენა,რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედების შეწყვეტით, ჩვეულებრივ ვითარდება ნოვარინგისამოღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ შეწყდეს მომდევნო რგოლის შეყვანამდე .

როგორ იწყება ნოვარინგის გამოყენება

ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ გამოიყენებოდა წინამორბედი ციკლის დროს

იმის გათვალისწინებით, რომ მენსტრუაციის პირველი დღე არის – დღე I, ნოვარინგის შეყვანა აუცილებელია Iდა V დღეებს შორის, მაგრამ არაუგვიანეს ციკლის V დღისა, მიუხედავად იმისა, შეწყდა თუ არამენსტრუალური სისხლდება .

ნოვარინგის გამოყენების პირველი შვიდი დღის განმავლობაში რეკომენდებულია ისეთი კონტრაცეპციისდამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება, როგორიც არის პრეზერვატივი .

გადასვლა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან ( კპკ )

ნოვარინგის შეყვანა უნდა მოხდეს არაუგვიანეს იმ დღისა, რომელიც მოყვება პრეპარატის მიღებებს შორისინტერვალს . თუ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი შეიცავს არააქტიურ ტაბლეტებს ( პლაცებო ),მაშინ ნოვარინგის შეყვანა ხდება არაუგვიანეს იმ დღისა, რომელიც მოყვება ბოლო პლაცებო ტაბლეტის მიღებისდღეს .

გადასვლა მხოლოდ პროგესტაგენების შემცველი პრეპარატებიდან ( მინი – პილი, იმპლანტატი ან საინექციოკონტრაცეფცია ) ან საშვილოსნოსშიდა პროგესტაგენ – გამომყოფი საშუალებებიდან ( სსს )

მინი – პილის გამოყენების შემთხვევაში ნოვარინგის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს .იმპლანტატიდან ან სსს – დან გადასვლა ხორციელდება მათი ამოღების დღიდან, საინექციო საშუალებიდან კიიმ დღეს, როცა საჭიროა მომდევნო ინექციის შეყვანა . ყველა ამ შემთხვევაში, პირველი 7 დღის განმავლობაშისაჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება .

პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ

ნოვარინგის გამოყენება შესაძლებელია უშუალოდ აბორტის შემდეგ . ასეთ შემთხვევაში დამატებითიჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის . თუ აბორტის შემდეგ გარკვეული პერიოდისგანმავლობაში ნოვარინგის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ქალი უნდა მიჰყვეს რეკომენდაციებს,რომელიც მოყვანილია ნაწილში,, ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ გამოიყენებოდა წინამორბედი ციკლისდროს ’’.

მეორე ტრიმესტრში მშობიარობის ან აბორტის შემდეგ

ნოვარინგის გამოყენება რეკომენდებულია დაიწყოს მეორე ტრიმესტრში მშობიარობის ან აბორტიდან მე – 4კვირის განმავლობაში . თუ ნოვარინგის შეყვანა მოხდა დაგვიანებული ვადით, გამოყენების პირველი 7 დღისგანმავლობაში რეკომენდებულია დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება . თუმცა, თუ ამ პერიოდშიადგილი ჰქონდა სქესობრივ კონტაქტს, ნოვარინგის გამოყენების დაწყებამდე თავდაპირველად საჭიროაორსულობის გამორიცხვა ან პირველი მენსტრუაციის დალოდებას .

გადახრა რეკომენდებული რეჟიმიდან

კონტრაცეპციული ეფექტი და ციკლის კონტროლი შეიძლება დაირღვას თუ ქალი არღვევს რეკომენდებულრეჟიმს . იმისათვის, რომ რეჟიმის დარღვევისას არ მოხდეს კონტრაცეპციული ეფექტის შემცირება,აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა .

– რა უნდა გაკეთდეს რგოლის გამოყენებებს შორის გახანგრძლივებული პერიოდის შემთხვევაში

ქალმა უნდა შეიყვანოს ახალი რგოლი საშოში რაც შეიძლება სწრაფად . დამატებით, 7 დღის განმავლობაში,აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივის .იმ შემთხვევაში, თუ რგოლის გამოყენებებს შორის შუალედში იყო სქესობრივი კონტაქტი, საჭიროადაორსულების შესაძლებლობის გათვალისწინება . რაც უფრო ხანგრძლივია შუალედი, მით მეტიადაორსულების საშიშროება .

– რა უნდა გაკეთდეს, თუ რგოლი დროებით იმყოფებოდა საშოს გარეთ .

რგოლი უნდა იმყოფებოდეს საშოში მუდმივად 3 კვირის განმავლობაში . თუ რგოლი შემთხვევით იყოამოღებული და იმყოფებოდა საშოს გარეთ 3 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, კონტრაცეპციულიეფექტი არ მცირდება . ქალმა უნდა მოათავსოს რგოლი საშოში რაც შეიძლება სწრაფად .

თუ რგოლი იმყოფებოდა საშოს გარეთ 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, კონტრაცეპციული ეფექტიშეიძლება შემცირდეს . ქალმა უნდა მოათავსოს რგოლი საშოში რაც შეიძლება სწრაფად, სადაც ის უნდაიმყოფებოდეს სულ მცირე 7 დღის განმავლობაში . ამასთანავე, ამ 7 დღის განმავლობაში საჭიროაკონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება . თუ ნოვარინგის გამოყენების მესამე კვირისგანმავლობაში რგოლი საშოს გარეთ იმყოფებოდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი გამოყენებახანგრძლივდება ( რგოლის ხელმეორე შეყვანის შემდეგ მე – 7 დღის დასრულებამდე ). ამის შემდეგ საჭიროაძველი რგოლის ამოღება და ახალი რგოლის შეყვანა ერთკვირიანი შუალედის შემდეგ .

თუ პრეპარატის გამოყენების პირველი კვირის განმავლობაში რგოლის გამოღება მოხდა 3 საათზე მეტი ხნით,საჭიროა დაორსულების შესაძლებლობის გათვალისწინება .

– რა უნდა გაკეთდეს რგოლის გახანგრძლივებული გამოყენების შემთხვევაში

თუ ნოვარინგის გამოყენების პერიოდი არ აღემატებოდა მისი გამოყენების მაქსიმალურ ვადას, 4 კვირას,კონტრაცეპციული ეფექტი არის საკმარისი . რგოლის გამოყენებებს შორის შესაძლებელია ერთკვირიანიშუალედის გაკეთება და შემდეგ ახალი რგოლის შეყვანა . თუ რგოლი იმყოფებოდა საშოში 4 კვირაზე მეტი ხნისგანმავლობაში, კონტრაცეპციული ეფექტი შეიძლება შემცირდეს, ახალი რგოლის გამოყენებამდე აუცილებელიაორსულობის გამორიცხვა .

თუ ქალი არ იცავს რეკომენდებულ რეჟიმს და რგოლის გამოყენებებს შორის ერთკვირიანი შუალედისგანმავლობაში არ იწყება რგოლის ამოღებით გამოწვეული სისხლდენა, ახალი ვაგინალური რგოლისგამოყენებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა .

როგორ უნდა შეიცვალოს მენსტრუაციის დაწყების დრო

მენსტრუაციის გადასატანად ქალს შეუძლია დაიწყოს ახალი რგოლის გამოყენება ერთკვირიანი შუალედისგარეშე . მომდევნო რგოლი ასევე გამოიყენება 3 კვირის განმავლობაში . ამასთანავე, მეორე რგოლიგამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი . ამის შემდეგ, დადგენილიერთკვირიანი შუალედის დაცვით, ქალი უბრუნდება ნოვარინგის გამოყენების ნორმალურ რეჟიმს .

რგოლის გამოყენების მიმდინარე სქემის მიხედვით მენსტრუაციის დღის სხვა დღეზე   გადასაწევადშესაძლებელია რგოლის გამოყენებებს შორის შუალედის შემცირება იმდენი დღით, რამდენიც საჭიროა . რაცუფრო ხანმოკლეა შუალედი, მით ნაკლებად არის მოსალოდნელი სისხლდენის განვითარება, რომელიცვითარდება რგოლის ამოღების შემდეგ . მომდევნო რგოლის გამოყენების პერიოდში მით უფრო მაღალიასისხლიანი გამონადენის განვითარების შესაძლებლობა

გვერდითი ეფექტებითავის ტკივილი, შაკიკი, ლიბიდოს შემცირება, დეპრესია, ემოციული ლაბილურობა, თავბრუსხვევა,შფოთვა, სარძევე ჯირკვლების გაზრდა, დაძაბულობა და მტკივნეულობა, გულისრევა, აბდომინარულიტკივილი, დიარეა, ღებინება, დისმენორეა, ვაგინალური გამონაყოფი, ვაგინიტი, ცერვიციტი, ცისტიტი,საშარდე გზების ინფექცია, წონის მატება ან კლება, გადაღლის შეგრძნება, რგოლის გამოვარდნა, კოიტალურიპრობლემები ( დისკომფორტის შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს ქალებში და მამაკაცებში ), უცხო სხეულისშეგრძნება საშოში .

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის . ჭარბი დოზის სავარაუდო სიმპტომებს მიეკუთვნება –გულისრევა, ღებინება, სისხლდენა საშოდან .

ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობს არის სიმპტომატური .

ურთიერთქმედება

ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და სხვა სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედებამ შეიძლებაგამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა / ან კონტრაცეპციული ეფექტის დაქვეითება .

ურთიერთქმედება შესაძლებელი განვითარდეს მიკროსომალური ფერმენტების მაინდუცირებელ სამკურნალოპრეპარატების გამოყენებისას, რაც იწვევს სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმის გაძლიერებას დაკონტრაცეპციული ეფექტის შემცირებას . ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ფენიტოინი, ფენობარბიტალი,პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, და ასევე შესაძლებელია ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი,ფელბამატი, რიტონავირი, გრიზეოფულვინი და საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას .

პრეპარატის ეფექტურობა ასევე შესაძლებელია შემცირდეს მისი ისეთ ანტიბიოტიკებთან ერთდროულიგამოყენებისას, როგორიც არის პენიცილინი და ტეტრაციკლინი . ეს პრეპარატები ამცირებენ ესტროგენებისენტეროღვიძლისმიერ ცირკულაციას, რაც იწვევს ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირებას .

არ არის ცნობილი ინტრავაგინალურად დანიშნული სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატებისა და სპერმიციდულისაშუალებების ზემოქმედება ნოვარინგის კონტრაცეპციულ მოქმედებასა და დაცულობაზე .

არ იყო აღმოჩენილი ეთონოგესტრელის პირდაპირი ურთიერთქმედება, მისი ეთინილესტრადიოლთანერთდროული დანიშვნისას .

განსაკუთრებული მითითებებიქალები, რომლებიც იყენებენ,, ურთიერთქმედების ’’ ნაწილში ჩამოთვლილ პრეპარატებს, ნოვარინგისგამოყენებისას დროებით საჭიროებენ   კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენებას ანკონტრაცეპციის სხვა მეთოდების შერჩევას . სამკურნალო პრეპარატების მიღებისას – მიკროსომალურიფერმენტების ინდუქტორები – კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდები გამოიყენება როგორც პრეპარატებისმიღებისას, ასევე გამოყენებიდან 28 დღის განმავლობაში . ქალებში, რომლებიც იყენებენ ანტიბიოტიკებს (რიფამპიცინისა და გრიზეფულვინის გამოკლებით ), ბარიერული მეთოდების გამოყენება გრძელდებამკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში . თუ სამკურნალოსაშუალებებით მიმდინარე თერაპიული კურსი გრძელდება რგოლის გამოყენების 3 კვირაზე მეტი ხნისგანმავლობაში, მომდევნო რგოლის შეყვანა ხდება ერთკვირიანი შუალედის გარეშე .

კონტრაცეპციული სტეროიდების გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს გარკვეული ლაბორატორიული კვლევისშედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლისბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, პლაზმაში ტრანსპორტული ცილების დონეზე ( მაგალითად, კორტიკოსტეროიდი,რომელიც ბოჭავს გლობულინს და გლობულინი, რომელიც ბოჭავს სასქესო ჰორმონებს ), ლიპიდების /ლიპოპროტეინების ფრაქციაზე, ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლებზე და კოაგულაციისა და ფიბრინოლიზისმაჩვენებლებზე . მაჩვენებლები, როგორც წესი, იცვლებიან ნორმალური მნიშვნელობის ფარგლებში .

ორსულობის ან პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე შეიძლება განვითარდესისეთი მდგომარეობები, როგორიც არის ორსულთა ჰერპესი, სმენის დაკარგვა, სიდენგამის ქორეა ( მცირექორეა ), პორფირია .

სამედიცინო კვლევა / კონსულტაცია

ნოვარინგის დანიშვნამდე ექიმი ყურადღებით უნდა გაეცნოს ქალის სამედიცინო ისტორიას, ასევე,იხელმძღვანელოს რა უკუჩვენებებითა და გაფრთხილებებით, ჩაატაროს შესაბამისი სამედიცინო კვლევები;მსგავსი პროცედურა უნდა ჩატარდეს არა ნაკლებს წელიწადში ერთხელ . ჩატარების სიხშირე და კვლევისმოცულობა ირჩევა ინდივიდუალურად თითოეული ქალისათვის, მაგრამ, ყველა შემთხვევაში,განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არტერიული წნევის გაზომვას, სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუსა დამცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევისა და შესაბამისილაბორატორიული ტესტების ჩათვლით .

ექიმმა უნდა გააფრთხილოს ქალი, რომ ნოვარინგი არ იცავს აივ – ინფექციისა ( შიდსი ) და სქესობრივი გზითგადამდები სხვა დაავადებებისაგან .

ეფექტურობის შემცირება

ნოვარინგის ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს გამოყენების რეჟიმის დარღვევის ან სხვა პრეპარატებისგამოყენების შემთხვევაში .

კონტროლის შემცირება ციკლზე

ნოვარინგის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს არარეგულარული სისხლდენა ( უმნიშვნელოგამონადენი ან უეცარი სისხლდენა ).

რგოლის გამოყენებებს შორის შუალედში შესაძლებელია არ განვითარდეს რგოლის ამოღებით გამოწვეულისისხლდენა . თუ ნოვარინგის გამოყენება მიმდინარეობდა რეკომენდაციების შესაბამისად, ნაკლებადშესაძლებელია, რომ ქალი იყოს ორსულად . რეკომენდებული რეჟიმიდან გადახრისას, ან სისხლდენის ორჯერზედიზედ არ არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ორსულობის გამორიცხვა .

ეთინილესტრადიოლისა და ეთონოგესტრელის ზემოქმედება მამაკაცებზე

სქესობრივ პარტნიორზე ეთინილესტრადიოლისა და ეთონოგესტრელის შესაძლო ფარმაკოლოგიური ეფექტი დაზემოქმედების ხარისხი, მათი ასოს კანიდან აბსორბციის გზით, არ არის გამოკვლეული .

გამოშვების ფორმა

რგოლი შეფუთულია ალუმინის ფოლგის პაკეტში . მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 და 3 პაკეტი გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება 2-8 ℃ ტემპერატურაზე .

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა3 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი

ნ . ვ . ორგანონ ( ნიდერლანდები )

Kloosterstraat 6, 5349 AB Oss

5349   ავ ოსს, კლოოსტერშტრაატ 6

ან

ორგანონ ირლანდია შპს

Drynam Road, Swords, Co, Dublin, Ireland

ირლანდია, დუბლინი, დრაინემ როად, სვორდს

წარმომადგენლობა რუსეთში

125445, მოსკოვი, ქ . სმოლნაია, 24 დ

,, მერიდიანი ’’, ორგანონ ეიჯენსიზ ბ . ვ .

ტელეფონი (095) 960 28 97, ფაქსი (095) 960 28 96