ნუროფლექს_ფორტე

ნუროფლექს_ფორტე

P         პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

N    ნუროფლექს _ ფორტე
NUROPLEX-FORTE

შემადგენლობა:

ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მეკობალამინი                  750 მკგ

ალფა ლიპოის მჟავა            100 მგ

ფოლის მჟავა                   100 მკგ

ვიტამინი A                    2500 სე .

ვიტამინი E                    7,5 მგ

ვიტამინი B1                   1,0 მგ

ვიტამინი B2                   1,5 მგ

ვიტამინი B6                   1,0 მგ

ბიოტინი                       30 მკგ

სელენი                        30 მკგ

თუთია                        15 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას .

მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 კო – ენზიმს, რომელიც ვლინდება სისხლსა და ცერებროსპინალურსითხეში . იგი ნერვულ ქსოვილში გროვდება უფრო ექსტენსიურად, ვიდრე ვიტამინის B12 ნებისმიერი სხვაჰომოლოგი . მეკობალამინს – გააჩნია დიდი მნიშნველობა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის . მეკობალამინი –არის ვიტამინის B12 ერთადერთი ნეიროაქტიული ფორმა, რომელიც 130-150 – ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრეციანოკობალამინი მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას .მეკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას .პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე ტოქსიკური ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, პანკრეატისდროს . ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას .

ლიპოის მჟავა აადვილებს რძის მჟავის გარდაქმნას პიროყურძნის მჟავად, ხელს უწყობს ამ უკანასკნელს და ბ – კეტოგლუტარის მჟავების უტილიზაციას და   მეტაბოლური აციდოზის ლიკვიდაციას . ლიპოის მჟავა ამცირებსცხიმოვანი მჟავების დაგროვებას ჰეპატოციტებში და ღვიძლის ლიპოდისტროფიას, ააქტივებს მის მეტაბოლურფუნქციასა და ნაღვლის გამოყოფას . სისხლის პლაზმაში ამცირებს საერთო ლიპიდებისა და ქოლესტერინის დონეს .ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას . აგრეთვე, აძლიერებს ქსოვილებში გლუკოზის უტილიზაციას ინსულინრეზისტენტობის შემცირების გზით . შაქრიანი დიაბეტისმსუბუქი ფორმის მქონე პირებში ლიპოის მჟავას ( შესაბამისი დიეტის ფონზე ) შეუძლია ხელი შეუწყოს ნივთიერებათაცვლის ნორმალიზაციას . უფრო რთულ შემთხვევებში იგი ინიშნება ინსულინთან ერთად . ლიპოის მჟავა თავისიფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან, იგი ავლენს ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას დაააქტივებს ანაბოლურ პროცესებს .

ვიტამინი A ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას . უზრუნველყოფსმხედველობის ორგანოს, ლორწოვანი გარსის, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას .ზრდის ლორწოვანი გარსების მდგრადობას სასუნთქი გზების და კუჭ – ნაწლავის დაავადებების მიმართ, აგრეთვე,ორგანიზმის ინფექციებისადმი რეზისტენტობას .

ვიტამინი E   აქტიური ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებას,არეგულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას ( დიაბეტიან ავადმყოფებში ამცირებს ინსულინზემოთხოვნილებას ), ახდენს სასქესო ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებას; ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილითრომბების დაშლას და ემბოლიის პრევენციას, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლმიმოქცევას, ამაგრებსსისხლძარღვთა კედლებს; ზრდის კუნთების შეკუმშვის ძალას .

ვიტამინი B1 ნახშირწყლის ცვლაში მონაწილე ფერმენტების კოფერმენტია . თიამინს   განსაკუთრებული მნიშვნელობაგააჩნია ნერვული სისტემის ( დადებითად მოქმედებს სინაფსებში ნერვული აგზნებადობის გატარებაზე, გააჩნიაზომიერი განგლიომაბლოკირებელი თვისებები ), საჭმლის მონელების ტრაქტის, გულისა და ენდოკრინულიჯირკვლების ფუნქციის უზრუნველყოფისათვის .

ვიტამინი B2 შედის ჟანგვა – აღდგენითი პროცესების მარეგულირებელი ფერმენტების შემადგენლობაში, მონაწილეობსნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, აუცილებელია თვალის ნორმალური მხედველობითი ფუნქციისშესანარჩუნებლად . რიბოფლაფინი ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას .

ვიტამინი B6 ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლაში; აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიულინერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის . პირიდოქსინი ააქტივებს კუჭ – ნაწლავიდან ამინომჟავებისშეწოვის პროცესს, მათ შეღწევას სისხლძარღვებიდან ქსოვილებში, უჯრედებში, მათ რეაბსორბაციას თირკმელებში;ხელს უწყობს ხელახალი ამინირების, დეზამინირების, ამინომჟავების დეკარბოქსილირების პროცესებს, მათ შორისგლუტამინის მჟავას გარდაქმნას გ – ამინოერბო მჟავად ( შემაკავებელი მედიატორი ცნს – ში ).

ბიოტინი აუცილებელია, როგორც ბიოტინური ფერმენტების კოფერმენტი, რომელიც მონაწილეობს მეტაბოლურპროცესებში ნახშირორჟანგის გადატანაში . ბიოტინს იყენებენ   კანის დაავადებების სამკურნალოდ . როგორცუჯრედის დაყოფის ხელშემწყობი ფაქტორი .

ფოლის მჟავა . ფოლის მჟავას უკმარისობა თრგუნავს ჰემოპოეზის მეგაბლასტური ფაზის გადასვლას ნორმობლასტურში. ფოლის მჟავა ვიტამინ B12 – თან ერთად ახდენს ერითროპოეზის სტიმულირებას, აგრეთვე მონაწილეობსამინომჟავების ( მეთიონინის, სერინის და სხვ .), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში დაწარმოადგენს გლუტათიონ პეროქსიდაზის ფერმენტული სისტემის არსებით ნაწილს ქოლინისა და სელენის ცვლაში,მოქმედებს ფერმენტების აქტივობაზე . გლუტათიონ პერეოქსიდაზა იცავს შინაგან სტრუქტურებს თავისუფალიჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან . ორგანიზმში სელენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოსკარდიომიოპათია და გულ – სისხლძარღვთა დაავადებები .

ცინკი მონაწილეობს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში, ჰემოპოეზის   პროცესებში, შინაგანი სეკრეციისჯირკვლების მოქმედებაში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას . ცინკის დიდ რაოდენობას შეიცავს კანი,თმები, კუნთები, ღვიძლისა და ძვლის ქსოვილი . ცინკი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც მონაწილეობსინსულინის და სხვადასხვა ენზიმური სისტემების ფუნქციონირებაში . ცინკის უკმარისობისას ბავშვების ორგანიზმშივითარდება ჰიპოგონადიზმი . ახალგაზრდებში (27 წლის ასაკში ) “ ცინკური გენეზის შიმშილობის ” 20 კვირის შემდეგტესტოსტერონის დონე ქვეითდება 73%- ით . მეორეს მხრივ, ცინკის მძიმე დეფეციტის მქონე ხანდაზმულ ადამინებშიშემცველი პრეპარატის მიღება ზრდის ტესტოსტერონის დონეს თითქმის 100%- ით . ცინკი ააქტივებსანდროსტენდიონის გარდაქმნას ტესტერონში და თრგუნავს ტესტერონის დიჰიდროტესტოსტერონში გარდაქმნას . ცინკიპრინციპულად მნიშვნელოვანია ოპტიმალური ანაბოლური პირობების შესაქმნელად .

ჩვენებები:

–           ვიტამინების უკმარისობის პროფილაქტიკა;

–           ჰიპოტროფია ( ახდენს ანაბოლურ მოქმედებას );

–           დიაბეტური ნეიროპათია;

–           პერიფერიული ნეიროპათია;

–           გლაუკომასთან დაკავშირებული ნიშნების შესამსუბუქებლად და მხედველობის გასაუმჯობესებლად;

–           მხედველობის ნერვის ატროფია;

–           დეპრესია, სტრესი   და ძილის დარღვევა, შაკიკი .

–           გაფანტული სკლეროზი, გვერდითი სკლეროზი;

–           პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია;

პერიფერიული ნევრიტები;

–           ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები;

–           სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშორისი ნევრალგია; ლუმბაგო;

–           კუნთების სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

–           ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანებისას;

–           ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას;

–           კარდიალგია, სიკვდილის შიში და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა;

–           კუჭ – ნაწლავის ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება;

–           ტოქსიკური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატი, წყლულოვანი კოლიტი;

–           კანის დაავადებები ( ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი );

–           ოლიგოსპერმია, იმპოტენცია;

–           ფიზიკური გამოფიტვა:

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა .

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები .

დოზირება:

მოზრდილებში:

პროფილაქტიკურ მიზნით დღეში 1 ტაბლეტი .

მკურნალობის მიზნით –   მიიღეთ 2 ტაბლეტი დღეში ( დილას და საღამოს ).

გამოშვების ფორმა:

#20 ტაბლეტი შეფუთვაში .

შენახვის პირობებიინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე 15 – 25 °C ტემპერატურაზე .

ვარგისობის ვადა:

2 წელი

G გაცემის რეჟიმი

GII ჯგუფი ( გაიცემა რეცეპტით )

M მწარმოებელი

“ZEE LABORATORIES” INDIA

Unit-II, Industrial Area, Paonta Sahib-173025

Phone:+91-1704-222545, 222565

Fax:    +91-1704-222545

E-mail:   info@zeelaboratories.com