პირამილი პლუსი

პირამილი პლუსი 2,5 მგ/12,5 მგ

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

პირამილი  პლუსი

Piramil Plus

ტაბლეტები 2,5 მგ /12,5 მგ

აქტიური ნივთიერებები: რამიპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი

ფარმაცევტულად აქტიური ნივთიერებებია რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი .

1 ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ რამიპრილს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს .

სხვა ინგრედიენტები: ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი ( სიმინდის ),ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი .

ფარმაკოთერაპიული თვისებები:

პირამილი  პლუსი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას, და შედგება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორისა ( აგფ – ს ინჰიბიტორი ) და შარდმდენი სამკურნალო პრეპარატის ( თიაზიდურიდიურეზული ) კომბინაციისგან .

ჩვენებები

პირამილი  პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევისმხოლოდ რამიპრილით ადექვატურად კონტროლირება შეუძლებელია .

პრეპარატის პირამილი  პლუსის უკუჩვენება:

–           ჰიპერმგრძნობელობა რამიპრილის, აგფ – ს სხვა ინჰიბიტორების, თიაზიდების ან სულფანილამიდების სხვაწარმოებულების ( შესაძლებელია ჯვარედინი რეაქცია ) ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ .

–           მიდრეკილება ქსოვილის შეშუპების გარკვეული სახეობების ( ანგიონევროზული შეშუპება ) მიმართ ( რომელსაცწარსულში ადგილი ჰქონდა აგფ – ს ინინჰიბიტორებით წინა მკურნალობის შედეგად, ან მემკვიდრეობითი მიდრეკილებისგამო ).

–           თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა ( კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ სხეულის ზედაპირის ფართობის 1.73მ 2 – ზე ნაკლები ) ან შარდის შეკავება .

–           ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა და / ან ნაღვლის წვენის შეგუბება .

–           თირკმელის არტერიის შევიწროვება ( ორმხრივი ან ცალმხრივი ერთი თირკმლის შემთხვევაში ).

–           ორსულობა და ლაქტაცია ( იხ . “ ორსულობა ” და “ ლაქტაცია ”)

–           ტარდება სისხლის გასუფთავების პროცედურა ( დიალიზი ან ჰემოფილტრაცია ) მაღალგამტარი მემბრანებისგამოყენებით, რომლებსაც უარყოფითი მუხტი გააჩნიათ ( მაგ ., “ AN 69”).

–           ტარდება სისხლის გასუფთავების სპაციალური პროცედურა სისხლის გარკვეული ლიპიდური ცილებისმოსაშორებლად .

–           ტარდება მადესენსიბილიზირებელი თერაპია .

–           გულის ძალიან მძიმე უკმარისობა ( NYHA – ს მიხედვით IV სტადიის გულის შეგუბებითი უკმარისობა ).

–           პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი .

–           თირკმლის გადატანილი ტრანსპლანტაცია .

–           გულის ორკარიანი სარქვლის ხვრელის მნიშვნელოვანი შევიწროვება ( აორტის ან მიტრალური სარქვლისჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტენოზი ), ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადმოსროლის მიმართ წინააღმდეგობისარსებობისას სხვა ობსტრუქციისას ( ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია ).

–           კლინიკურად მნიშვნელოვანი ელექტროლიზური დარღვევები ( ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია ).

პირამილი  პლუსის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

დაბალი არტერიული წნევა ( ჰიპოტენზია )

რამიპრილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნი დაქეითება, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღებისშემდეგ . ეს იშვიათად აღინიშნება პაციენტებში გაურთულებელი ჰიპერტენზიით, თუმცა ხშირად ვლინდება პაციენტებშისითხის დეფიციტით, გამოწვეულით შარდმდენი სამკურნალო პრეპარატებით ( დიურეზულებით ), მკურნალობის დროსსაკვებთან ერთად მარილის მიღების შეზღუდვის, დიალიზის, დიარეის, ღებინების შედეგად ან პაციენტებში ნატრიუმისდაბალი დონით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით .

ვინაიდან პირამილი  პლუსი შეიცავს შარდმდენ ცომპონენტს – ჰიდროქლოროთიაზიდს, პირამილი  პლუსით მკურნალობისდაწყებამდე სხვა დიურეზულების გამოყენება შეძლებისდაგვარად უნდა შეწყდეს .

პაციენტებში რომელთა სისხლძარღვების ტონუსი და თირკმელების ფუნქცია მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რენინ – ანგიოტენზინური სისტემის ( რას ) აქტივობაზე ( მაგ ., პაციენტები გულის არანამკურნალევი უკმარისობით ან თირკმელებისდაავადებებით, თირკმლის არტერიების სტენოზის ჩათვლით )., ამ სისტემის დამთრგუნველი სხვა სამკურნალო პრეპარატებითკონკურენტული მკურნალობა დაკავშირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, სისხლში ცილის აზოტური მეტაბოლიტებისმომატებულ რაოდენობასთან, შარდის გამოყოფის შემცირებასთან ან, იშვიათად, თირკმელების დაავადებასთან .

გულის იშემიური დაავადების, ან ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ცერებროვასკულური დაავადების არსებობისშემთხვევაში აუცილებელია განსაკუთრებული მეთვალყურეობა, ვინაიდან მძიმე ჰიპოტენზიამ შეიძლება მიოკარდის ინფარქტისან ინსულტის განვითარება გამოიწვიოს .

თუ ჰიპოტენზია აღინიშნება, სტანდარტული მკურნალობა უნდა დაინიშნოს . საჭიროა ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებადა საჭიროების შემთხვევაში ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის ვენაში შეყვანა .

თუ არსებობს ძალიან დაბალი არტერიული წნევის განვითარების მაღალი რისკი, აუცილებელია მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა 8საათის განმავლობაში პირველი დოზის მიღებიდან და დოზის ყოველი გაზრდიდან .

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ( კონის დაავადება )

ამ შემთხვევაში პირამილი  პლუსი არ გამოიყენება, ვინაიდან ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე პასუხი არ განვითარდა,რომლებიც მოქმედებენ რენინ – ანგიოტენზინური სისტემის დათრგუნვის გზით .

თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან
თირკმლის ტრანსპლანტაცია

არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების გამოკვლევა ყოველთვის   უნდა მოიცავდეს თირკმელების ფუნქციურიმდგომარეობის შეფასებას პირამილი  პლუსით მკურნალობის დაწყებამდე . პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებითთიაზიდურ დიურეზულებთან შედარებით უფრო სასურველია მარყუჟოვანი დიურეზულების გამოყენება . თუ პაციენტებშითირკმელების ფუნქციის დარღვევით პირამილი  პლუსი გამოიყენება, რეკომენდებულია კალიუმის, კრეტინინისა დაშარდოვანას რაოდენობის პერიოდულად განსაზღვრა .

იმ პაციენტებში, რომლებსაც ცოტახნის წინ ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპალნტაცია, პრეპარატის გამოყენების გამოცდილებაარ არსებობს .

რამიპრილით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შარდთან ერთად ცილის დიდი რაოდენობით გამოყოფა ( პროტეინურია ),განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევისას და რამიპრილის დიდი დოზებით გამოყენებისას .

თირკმელების არტერიების ცალმხრივი ( ცალი თირკმლის შემთხვევაში ) ან ორმხრივი შევიწროვება ( თირკმელის არტერიებისსტენოზი )

პირამილი  პლუსის გამოყენება არ შეიძლება თირკმელის არტერიის ცალმხრივი ( ერთი თირკმლის შემთხვევაში ) ან ორმხრივიშევიწროვების ( თირკმელების არტერიების სტენოზი ) დროს . აგფ – ს ინჰიბიტორებს შეუძლიათ გაზარდონ შარდოვანასა დასისხლის კრეატინინის მნიშვნელობა პაციენტებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლისარტერიის სტენოზით . თირკმელების არტერიის სტენოზზე ეჭვის არსებობისას მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელიარენოგრაფიის ჩატარება .

აორტის ხვრელის შევიწროვება ( აორტული სტენოზი ),
ან მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისას ( ჰიპერტროფიულიკარდიომიოპათია )

პირამილი  პლუსის სიფრთხილით მიიღება აორტის ხვრელის სტენოზის, ან მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიულიკარდიომიოპათიის ან სხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ამ დაავადებებთან . თუ ეს მდგომარეობებიმნიშვნელოვნად მოქმედებენ სისხლის დინებაზე, პირამილი  პლუსის გამოყენება არ შეიძლება .

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის (IV ჯგუფი ) შემთხვევაში, მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაბალი დოზით .

ქსოვილების შეშუპება ( ანგიონევროზული შეშუპება )

თუ მკურნალობა რამიპრილით ტარდება, შესაძლოა აღინიშნოს ქსოვილების შეშუპების სხვადასხვა სახეობები ( ანგიოშეშუპება )მათ შორის სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის, ხორხის, განსაკუთრებით მკურნალობის პირველკვირაში . ქსოვილების შეშუპება იშვიათია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ . ამ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივუნდა შეწყდეს და შეიცვალოს სხვა პრეპარატით, აგფ – ს ინჰიბიტორების გარეშე .

ანგიოშეშუპება ენის ან ხორხის ჩათრევით შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს . ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოსმკურნალობა ეპინეფრინის ( ადრენალინის ) კანქვეშ შეყვანით 1:1000 (0.3-0.5 მლ ) ან მისი ვენაში ნელა შეყვანით (1 მგ / მლ,აუცილებელია განზავების ინსტრუქციის დაცვა !) არტერიული წნევის გაკონტროლებით . აუცილებელია ავადმყოფისჰოსპიტალიზირება და მეთვალყურეობა არანაკლებ 12-24 საათის განმავლობაში . ავადმყოფის გამოწერა შეიძლება მხოლოდსიმპტომების სრულად გაქრობის შემდეგ .

დიალიზი

პირამილი  პლუსით მკურნალობის დროს არ შეიძლება დიალიზისა და ჰემოფილტრაციის ჩატარება პოლი ( აკრილონიტრილ – კო – ნატრიუმ – 2 – მეთალილ სულფატით ) მაღალგამტარიანი მემბრანებით ( მაგ, “ AN 69”). თუ დიალიზი და ჰემოფილტრაციანამდვილად აუცილებელი ხდება, უნდა მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ნივთიერებების შეცვლა ( არა აგფ – ს ინჰიბიტორი ) ანდიალიზური მემბრანის სხვა სახეობების გამოყენება .

დსლ აფერეზი ან
დესენსიბილიზაცია

თუ აგფ – ს ინჰიბიტორით მკურნალობის დროს ტარდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი დექსტრანისსულფატით, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციები .

თუ მწერების შხამის ( მაგ ., ფუტკარი, კრაზანა ) საწინააღმდეგო მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარების დროს ხდებააგფ – ს ინჰიბიტორების გამოყენება, შესაძლოა აღინიშნოს ანაფილაქსიური რეაქციების გახშირება   ( მაგ ., არტერიული წნევისდაწევა, დისპნოე, ღებინება და ალერგიული რეაქციები კანის მხრივ ). თუ დსლ აფრეზი ან მწერების შხამის საწინააღმდეგოდესენსიბილიზირების ჩატარება აუცილებელი ხდება, აგფ – ს ინჰიბიტორები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს სხვაანტიჰიპერტენზიული ნივთიერებებით .

ჰიპერმგრძნობელობა, მძიმე ალერგიული ( ანაფილაქსიური ) რეაქციები

თუ ხდება თიაზიდების გამოყენება, შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები წარსულში არსებული ან არარსებულიალერგიით ან ბრონქული ასთმით . თიაზიდებით მკურნალობის დროს აღწერილია სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ანაქტივობის მომატება .

პირამილ  პლუსის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელი – რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ მნიშვნელოვანიკლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლის რეგულარული კონტროლით შემდეგ შემთხვევებში:

–           იმუნური რეაქციის დარღვევა ან კოლაგენური დაავადება ( მაგ ., წითელი მგლურა, სკლეროდერმია ),

–           თანმხლების სისტემური თერაპია სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავს იმუნურ რექციებს ( მაგ .,კორტიკოიდები, ციტოსტათურები, ანტიმეტაბოლიტები ), ალოპურინოლით, პროკაინამიდით ან ლითიუმით,

–           პოდაგრა .

ღვიძლის დაავადება

თუ ავადმყოფს გააჩნია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან აწუხებს ღვიძლის დაავადება, თიაზიდების მიღება უნდა მოხდესსიფრთხილით, ვინაიდან წყლისა და ელექტროლიზური ბალანსის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის კომისგანვითარება .

მარილოვანი ბალანსის დარღვევა

განსაზღვრულ ინტერვალებში სისხლში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს რიგი მარილების ( სისხლის ელექტროლიტების )დონე . თიაზიდური რიგის დიურეზულებს, მ . შ . ჰიდროქლოროთიაზიდს, შეუძლიათ წყლისა და ელექტროლიტებისბალანსის ( კალციუმის დონის მომატება, კალიუმის, მაგნიუმის შემცირება და, ქლორიდის შემცირებული შემცველობისშედეგად, სისხლის ალკალოზის ( ჰიპოქლორემიული ალკალოზი ) განვითარება .

თიაზიდებს შეუძლიათ შეამცირონ შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფა, შეცვალონ და ცოტათი გაზარდონ სისხლის შრატშიკალციუმის კონცენტრაცია .

კალციუმის მნიშვნელოვნად მომატებული რაოდენობა შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფარული აქტივობის ნიშანი .თიაზიდებით მკურნალობა საჭიროა შეწყდეს, სანამ არ ჩატარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობისგანმსაზღვრელი ტესტები .

თიაზიდური დიურეზულების მიღებისას ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს სისხლში კალიუმის რაოდენობის დაქვეითება . ესრისკი გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში: ხანდაზმული პაციენტები არასაკმარისი კვებითან მის გარეშე, პაციენტები ღვიძლის ქსოვილის დაზიანებებით ( ციროზი ), გართულებული შეშუპებითა და ასციტით,პაციენტები გულის პათოლოგიით – გულის უკმარისობით, ასევე პაციენტები რომლებიც ამავდროულად მკურნალობენკორტიკოსტეროიდებით ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით ( აკტჰ ). სისხლში კალიუმის განსაზღვრა უნდა მოხდესმკურნალობის დაწყებამდე, დაწყებიდან ერთ კვირაში და შემდეგ მოწმდებოდეს დროის რეგულარულ მონაკვეთებში .

კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის შემცველი საკვები დანამატების, მარილის შემცვლელების და / ანსისხლში კალიუმის დონეზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატების ( მაგ ., ჰეპარინ ნატრიუმი ) ერთდროულად მიღებამშეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება .

პაციენტებში უცნობი წარმოშობის ან სამკურნალო პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული QT – ს გაზრდილი ინტერვალით,როგორც კალიუმის შემცირებული რაოდენობა, ასევე გულის შენელებული რითმი ( ბრადიკარდია ) წარმოადგენს გულისრითმის ე . წ . განსაზღვრული დარღვევის რისკ ფაქტორს (“ ტაქიკარდიები torsade de pointes ”). ამ შემთხვევებშირეგულარული ინტერვალებით უნდა გაკონტროლდეს კალიუმის რაოდენობა სისხლში .

ოპერაციული ჩარევა ან
ანესთეზიის ჩატარება

თუ მოსალოდნელია დიდი ქირურგიული ჩარევა ან ანესთეზიის ჩატარება, რამიპრილმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია დაშესაბამისად შოკი, როგორც საანესთეზიო საშუალებების მომატებული ეფექტის შედეგი, რომლებსაც თავისთავად შეუძლიათჰიპოტენზიის გამოწვევა . ასეთ შემთხვევებში სასურველ მკურნალობას წარმოადგენს წყლის ბალანსის რეგულირება ( მოცულობისჩანაცვლება ).

თიაზიდებს შეუძლიათ შეამცირონ პასუხი ნორადრენალინზე, რის გამოც სასწრაფო ოპერაციებისას პრემედიკაციისა დასაანესთეზიო საშუალებების დოზა უნდა შემცირდეს . თიაზიდებს შეუძლიათ გაზარდონ პასუხი ტუბოკურარინზე . თუ ესშესაძლებელია, პირამილ  პლუსით მკურნალობა ოპერაციის წინ უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხენაპარკუჭიდან სისხლის გადასვლის მიმართ ობსტრუქციის არსებობისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება .

ცვლილებები სისხლის სურათში ( მაგ .,
ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი )

რამიპრილ  პლუსის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია სისხლის განსაზღვრული უჯრედების შემცირება ( ნეიტროპენია, ანემია, აპლასტიური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ). ლეიკოციტების შემცირების რისკი (ნეიტროპენია ) დოზადამოკიდებულია და დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან, განსაკუთრებით თუ ეს თანახლავს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებს, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და სკლეროდერმია, დატრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება, თუმცა მსგავსი ეფექტები არ ვითარდება დოზირებისას – 12,5 მგ .

თიაზიდური დიურეზულები ზრდიან შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში და შეუძლიათ პოდაგრის გამოწვევა მისდამიმიდრეკილ პაციენტებში .

რამიპრილ  პლუსის დანიშვნა ბავშვებში რეკომენდებული არ არის .

ხანდაზმული პაციენტები

აგფ – ს ინჰიბიტორებზე პასუხი ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება მომატებული იყოს . ამიტომ საწყისი დოზა უნდა შემცირდეს( იხ “ როგორ მიიღება რამიპრილ  პლუსი ”). მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს თირკმელების ფუნქციურიმდგომარეობა .

ორსულობა

თუ პაციენტი ორსულობას გეგმავს, ვარაუდობს ორსულობის არსებობას, ორსულად არის ან ძუძუთი კვებავს ბავშვს,რამიპრილ  პლუსის მიღებამდე ექიმს უნდა შეატყობინოს .

ლაქტაცია

რამიპრილ  პლუსის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება .

მძიმე გვერდითი ეფექტების შესაძლებლობების გამო ორივე ნივთიერების მხრივ ნატურალურ კვებაზე მყოფ ბავშვებზე უნდაიქნას მიღებული გადაწყვეტილება ლაქტაციის შეწყვეტის ან მკურნალობის შესახებ დედისათვის ამ მკურნალობისაუცილებლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით .

ზეგავლენა მექანიზმების მართვისა და მათთან მუშაობის უნარზე

პირამილ  პლუსი მინიმალურ ან ზომიერ ზეგავლენას ახდენს მექანიზმების მართვის ან მათთან მუშაობის უნარზე .

ინდივიდუალურად სხვადასხვა რეაქციებს შეუძლიათ იმოქმედონ მექანიზმების მართვის ან მათთან მუშაობის ან პოტენციურადსაშიშ სიტუაციებში მუშაობის უნარზე . ეს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისს, დოზირების გაზრდას, პრეპარატისშეცვლას, ასევე ალკოჰოლთან შეთავსებას ეხება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აუცილებელია ექიმმა იცოდეს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, ურეცეპტოების ჩათვლით, რომლებსაც პაციენტი იღებსეხლა ან უახლოეს წარსულში იღებდა .

პირამილ  პლუსი ს, აგფ – ს ინჰიბიტორების ან ჰიდროქლოროთიაზიდების შემცველ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისასაღწერილია შემდეგი ურთიერთქმედებები:

ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო პრეპარატები ( მაგ ., სხვა შარდმდენი სამკურნალო პრეპარატები, ბეტა ბლოკატორები ),ნიტრატები, ვაზოდილატატორები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები ( ტრიციკლურიანტიდეპრესიულები )

ამ ნივთიერებების ერთად დანიშვნა აძლიერებს პირამილ  პლუსის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს .

ანალგეზიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ( მაგ ., სალიცილისმჟავას წარმოებულები, ინდომეტაცინი )

ეს სამკურნალო პრეპარატები შესაძლოა ასუსტებენ / ამცირებენ პირამილ  პლუსის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას . შეიძლებაგამოვლინდეს კალიუმის რაოდენობის მომატება . შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებითთანმხლები სითხის უკმარისობის დროს .

სალიცილატების მაღალი დოზები (>3 / დღე )

ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია გააგრძელოს სალიცილატების ტოქსიკური გვერდითი ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

კალიუმის შემცველი პრეპარატები, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები ( შარდმდენი სამკურნალო პრეპარატები მაღალიარტერიული წნევის სამკურნალოდ, მაგ ., სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი ) და სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად გაზრდა ( მაგ ., ჰეპარინ ნატრიუმი )

თუ პაციენტი რამიპრილს ამ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად იღებს, შეიძლება აღინიშნოს სისხლში კალიუმის რაოდენობისმნიშვნელოვანი მომატება .

ლითიუმი

აღინიშნება სისხლში ლითიუმის დონის მომატება და ამით გამოწვეული გულსა და ნერვულ სისტემაზე მოქმედების გაძლიერება.

დიგიტალისის გლიკოზიდები ( საგულე გლიკოზიდები ) და ანტიარითმიული ნივთიერებები ( სამკურნალო პრეპარატები გულისრითმის დარღვევების სამკურნალოდ ), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულის რითმის განსაზღვრული დარღვევები torsade de pointes ”.

საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული საშუალებების სამკურნალო და გვერდითი ეფექტები შეიძლება გაძლიერდესკალიუმის და / ან მაგნიუმის წინასწარი დეფიციტის არსებობისას .

დიაბეტის საწინააღმდეგო შიგნით მისაღები საშუალებები ( დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, მაგ ., სულფანილშარდოვანა /ბიგუანიდები, როგორიცაა მეტფორმინი ), ინსულინი .

თუ პირამილ  პლუსის მიღება ხდება დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად არსებობს ჰიდროქლოროთიაზიდითმათი ეფექტის დაქვეითების, ან რამიპრილით მათი ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა .

დიურეზულები, რომლებსაც კალიუმი გამოჰყავთ ( შარდმდენი სამკურნალო პრეპარატები, მაგ ., ფუროსემიდი ),გლუკოკორტიკოიდები, კორტიკოტროპინი, კარბენოქსოლონი, ამფოტერიცინი B, პენიცილინი G, სალიცილატები ანსაფაღარათე საშუალებების დიდი რაოდენობით გამოყენება .

თუ პირამილ  პლუსის მიღება ხდება დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, არსებობს ჰიდროქლოროთიაზიდითმათი ეფექტის დაქვეითების, ან რამიპრილით მათი ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა .

იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატები ( იმუნოსუპრესიულები ), სისტემური კორტიკოსტეროიდები,პროკაინამიდი, ალოპურინოლი და სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც იწვევს სისხლის უჯრედების შემცირებას .

შეიძლება გაიზარდოს სისხლში ლეიკოციტების შემცირების რისკი ( ლეიკოპენია ).

პოდაგრას სამკურნალო პრეპარატები ( მაგ ., ალოპურინოლი, ბენზოპრომარონი ).

ამ სამკურნალო პრეპარატების დოზა ექიმმა უნდა გაზარდოს, ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია სისხლში შარდმჟავასკონცენტრაციის გაზრდა ( იხ . ასევე “ პირამილ  პლუსის გამოყენებისას საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილე ”).

ციტოსტატური საშუალებები ( კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები, მაგ .: ციკლოფოსფამიდი, ფლუოროურაცილი,მეთოტრექსატი ).

ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია გამოიწვიოს თირკმელებით ციტოსტატურობის გამოყოფის შემცირება და ამგვარად, გაზარდოსძვლის ტვინის ტოქსიკურობა ( განსაკუთრებით გრანულოციტოპენია ).

შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის დაწევის შესაძლებლობა ( ორთოსტატული ჰიპოტენზია ). ანესთეზიოლოგმააუცილებლად უნდა იცოდეს მიღებული რამიპრილ  პლუსის შესახებ ( იხ . ასევე “ პირამილ  პლუსის გამოყენებისას საჭიროგანსაკუთრებული სიფრთხილე ”).

კონკურენტული მიორელაქსანტები ( მაგ .: ტუბოკურარინი ).

ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია კუნთების მომადუნებელი პრეპარატების ეფექტის გაძლიერება და გახანგრძლივება .

სიმპათომიმეტურები ( არტერიული წნევის ასაწევი პრეპარატები )

შეიძლება შემცირდეს კატექოლამინების ეფექტი ( მაგ ., ეპინეფრინი ).

ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი

ისინი აქვეითებენ ორგანიზმში ჰიდროქლოროთიაზიდის შეღწევას . ამიტომ რამიპრილ  პლუსის მიღება შეიძლება  ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ .

კალციუმის შემცველი საკვები დანამატები, ვიტამინი D

თუ ერთდროულად ხდება თიაზიდებისა და კალციუმის მარილების / D ვიტამინის პრეპარატების მიღება არსებობს კალციუმისდონის მომატების რისკი, როგორც მისი შემცირებული რაოდენობით გამოყოფის შედეგი . პირამილ პლუსთან ერთად მიღებისასაუცილებელია კალციუმის რაოდენობის კონტროლი .

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები

არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის მაღალი რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებებისმაღალი დოზების მიღებისას .

პირამილ  პლუსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

საკვები მარილი ( ნატრიუმის ქლორიდი ) ამცირებს რამიპრილ  პლუსის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას

ლაკრიცამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმისა და მაგნიუმის დაკარგვა

ალკოჰოლი აძლიერებს პირამილ  პლუსის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს . რამიპრილ  პლუსს შეუძლია გააძლიეროსალკოჰოლის ეფექტი . ალკოჰოლთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ორთოსტატული ჰიპოტენზია ( არტერიულიწნევის დაწევა, განსაკუთრებით ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში სხეულის მდგომარეობის შეცვლა ).

3. როგორ გამოიყენება პირამილ  პლუსი ?

პრეპარატი პირამილ  პლუსი ყოველთვის გამოყენებული უნდა იქნას ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით . პრეპარატისგამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ .

გამოყენების წესი

პირამილ  პლუსი მიიღება შიგნით .

პირამილ  პლუსის მიღება საჭიროა ერთჯერადი დოზის სახით დილით ჭამამდე ან მის შემდეგ .

პირამილ  პლუსს უნდა დაეყოლოს სითხე საკარისი რაოდენობით ( მაგ ., ჭიქა წყალი )

ტაბლეტები არ უნდა დატყდეს

ჩვეულებრივი დოზა

მოზრდილები

პირამილ  პლუსის ფიქსირებული კომბინაციის 5 მგ /25 მგ მიღება რეკომენდებულია მხოლოდ თითოეული კომპონენტისცალკეულად წინასწარი ინდივიდუალური ტიტრირების შემდეგ . დოზის გაზრდა შეუძლია ექიმს არანაკლებ 3 კვირიანიინტერვალებით .

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა პირამილ  პლუსის 1/2 ტაბლეტი 5 მგ /25 მგ დღეში ერთხელ ( შეესაბამება 2.5 მგრამიპრილს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს ) დილით . მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს პირამილ  პლუსის 1 ტაბლეტი 5მგ /25 მგ 24 საათში ( შეესავამება 5 მგ რამიპრილს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს ).

ხანდაზმული პაციენტები და
პაციენტები თირკმელების დარღვეული ფუნქციით

ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების დარღვეული ფუნქციით 30-60 მლ / წთ კრეატინინის კლირენსით პირამილ პლუსის მიღებაზე გადასვლისას რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ცალკეული კომპონენტების ინდივიდუალურიდოზები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ტიტრირდებოდეს .

პირამილ  პლუსის დოზირება რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს . პირამილ  პლუსის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებშითირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით ( კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ / სხეულის ზედაპირის ფართის 1.73 მ 2 – ზენაკლები ) ( იხ . ასევე პრეპარატ პირამილ  პლუსის მიღებამდე )

ღვ იძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან უმნიშვნელო დისფუნქციით პირამილ  პლუსის მიღებაზე გადასვლისას უნდა მოხდესრამიპრილის დოზის ტიტრირება . პირამილ  პლუსი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით და/ ან ნაღვლის წვენის შეგუბებით ( ქოლესტაზით ) ( იხ . ასევე პრეპარატ პირამილ  პლუსის მიღებამდე ?)

ბავშვები

პირამილ  პლუსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის . ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულიარ არის .

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პირამილ  პლუსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

პირამილ  პლუსის ჭარბი დოზის მიღება

პირამილ  პლუსის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა . ღონისძიებებისჩასატარებლად იგი გადაწყვეტილებას მიიღებს ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით .

ჭარბი დოზის ხარისხის მიხედვით შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: შარდის გამოყოფის შემცირება, მარილისბალანსის შეცვლა, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევა, გონების დაბინდვა ( კომის ჩათვლით ), კრუნჩხვითი შეტევები,დამბლა, არითმიები, გულის კუმშვათა შენელება, შოკი, თირკმელების უკმარისობა და ნაწლავის გაუვალობა ( პარალიზურიილეუსი ).

თუ გამოგრჩათ პირამილ  პლუსის მიღება

შემდეგ ჯერზე ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება .

პირამილ  პლუსის გამოყენების შეწყვეტის შემდგომი ეფექტები

შეიძლება ისევ გაიზარდოს არტერიული წნევა . მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება, ამისათვის აუცილებელიაექიმთან კონსულტაცია .

4. შესაძლო გვერდითი ეფექტებიყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად პირამილ  პლუსს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა /

გვერდითი ეფექტის შეფასება ჩვეულებრივ დაფუძნებულია მათი გამოვლინების სიხშირის შესახებ შემდეგ მონაცემებზე:

ცხრილი

აგფ – ს ინჰიბიტორებით, რამიპრილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს აღინიშნა შემდეგი არასასურველირეაქციები:

მკურნალობის დაწყების ან დოზის გაზრდის შემდეგ აღინიშნა მძიმე ჰიპოტენზია, კერძოდ განსაკუთრებული რისკის ჯგუფებში( იხ . ასევე პირამილ  პლუსის გამოყენებისას საჭიროა ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე ”).   შეიძლება გამოვლინდესთავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, დაბინდული მხედველობა, იშვიათად გულყრა ( სინკოპე ). აგფ – ს ინჰიბიტორებითმკურნალობისას ან ჰიპოტენზიის არსებობისას აღწერილია გულისცემა, არითმიები, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი,მძიმე ჰიპოტონია შოკით, თავის ტვინის ჰიპოპერფუზია და ტვინში სისხლის ჩაქცევა .

გულ სისხლძარღვთა დარღვევები

ცხრილი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ცხრილი

ფსიქიკური დარღვევები:

ცხრილი

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მზრივ

ცხრილი

დარღვევები სასუნთქი სისტემისა და სარძევე ჯირკვლის უჯრედის მხრივ

ცხრილი

დარღვევები კუჭ ნაწლავის მხრივ

ცხრილი

ჰეპატობილიალური დარღვევები

ცხრილი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანება

ცხრილი

კანის მძიმე რეაქციების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

ჩონჩხ კუნთოვანი დაზიანებები და
დაზიანებები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

 

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ცხრილი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ცხრილი

არღვევები გრძნობის ორგანოების მხრივ

ცხრილი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

ცხრილი

* ამ დარღვევებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, მიალგია ან ართრალგია, ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლით (ეოზინოფილია და / ან ANA ტიტრის მომატება ). პაციენტთა მცირე ჯგუფში აგფ – ს ინჰიბიტორების მიღება უკავშირდებაანგიონევროზული შეშუპების განვითარებას სახისა და სასუნთქი გზების ჩათრევით .

გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული კონტრზომები

თუ პირამილ  პლუსის გამოყენების შემდეგ გამოვლინდა ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტები, აუცილებელია ექიმთანმიმართვა . სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა საჭირო სახისა და ყელის არეში უეცარი შეშუპების, კანის ყვითლად შეღებვის (კანკალის და გონების დაბინდვის გამო ) ან კანის მძიმე დაზიანებების ( წყლულების გაჩენა, კანის აქერცვლა, კანზე დიდი ანფერშეცვლილი გამონაყარი ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვან დარღვევასთან ერთად ) დაკავშირებით .

შენახვის პირობებიინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა3 წელი . პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითევული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება .

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 20, 50 ან 100 ტაბლეტი .

გაცემის წესი

რეცეპტით .

მწარმოებელი

Salutas Pharma GmbH

Otto-von-Guericke-Allee 1, 39179 Barleben, Germany