ჟანინი

ჟანინი

გამოყენების ინსტრუქცია

ჟანინი  (Jeanine  )

სავაჭრო დასახლება: ჟანინი

სამკურნალწამლო ფორმა: დრაჟე .

შემადგენლობა: ყოველი დრაჟე შეიცავს –

აქტიური კომპონენტები: 0.03 მგ ეთინილესტრადიოლი და დიენოგესტი 2,0 მგ .

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი,მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, გლუკოზის სიროფი, პოლივიდონი, მაკროგოლი 35000, კალციუმის კარბონატი,ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი .

აღწერა

თეთრი გლუვი დრაჟეები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კონტრაცეფციული საშუალება ( ესტროგენი + პროგესტოგენი )

ათქ კოდი G03AA

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ჟანინი – დაბალდოზირებული მონოფაზური პერორალური კომბინირებული ესტროგენ – გესტაგენურიკონტრაცეფციული პრეპარატია .

ჟანინის კონტრაცეფციული ეფექტი ხორციელდება სამი ურთიერთდამატებითი მექანიზმის შედეგად:

ჰიპოთალამო – ჰიპოფიზურ რეგულაციის დონეზე ოვულაციის დათრგუნვა;

ცერვიკალური სეკრეტის თვისებების ცვლილება, რის შედეგადაც იგი სპერმატოზოიდისთვისშეუღწევადი ხდება;

ენდომეტრიუმის ცვლილება, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედისიმპლანტაცია .

ქალებს, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მენსტრუალური ციკლი უფრორეგულარული უხდებათ, უფრო იშვიათად აღენიშნებათ მტკივნეული მენსტრუაცია, მცირდება სისხლდენისინტენსივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინა დეფიციტური ანემიის რისკი .

ჩვენება

კონტრაცეფცია ( არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ).

უკუჩვენება

ჟანინის მიღება არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობის არსებობისას . თუ ამ მდგომარეობიდანრომელიმე პირველად ვითარდება პრეპარატის მიღების ფონზე, საჭიროა პრეპარატის დაუყოვნებელი მოხსნა .

თრომბოზები ( ვენური ადა არტერიული ) და თრომბოემბოლიები აწმყოში ან ანამნეზში ( მათ შორის ღრმა ვენებისთრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები ).

თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები ( მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია )აწმყოში ან ანამნეზში .

ანამნეზში შაკიკი ადგილობრივი ნევროლოგიური სიმპტომებით .

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით .

ვენური ან არტერიული თრომბოზის მრავლობითი ან გამოხატული რისკ ფაქტორები, მათ შორის გულისსარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა, თავის ტვინის სისხლძარღვების ან გულისკორონარული არტერიების დაავადებები; არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია .

ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით .

ღვიძლის უკმარისობა ამ ღვიძლის მძიმე დაავადებები ( მანმადე სანამ ღვიძლის ფუნქციური ტესტები არნორმალიზდება ).

აწმყოში ან ანამნეზში ღვიძლის სიმსივნეები ( კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ).

გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები   ( მათ შორის სასქესო ორგანოებისა და სარძევეჯირკვლების ) ან ეჭვი მათზე .

გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა .

ძუძუთი კვების პერიოდი .

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატი ჟანინის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ქირურგიული ოპერაციები კიდურებზე, ფართოტრავმები .

თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად ჩნდება ჟანინის მიღებისას, პრეპარატის მიღება მაშინვე უნდაშეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . ამავე დროს, პაციენტმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონული ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები . იხ . ასევე “ განსაკუთრებული მითითებები ”.

სიფრთხილით

თუ ჟანინის გამოყენება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, პაციენტს შეიძლებაესაჭიროებოდეს ხშირი დაკვირვება – თუ რატომ, ამას აუხსნის ექიმი . ჟანინის მიღების დაწყებამდე პაციენტმა ექიმსუნდა აცნობოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი მდგომარეობების ან დაავადებების არსებობის შესახებ .

თამბაქოს მოწევა;

შაქრიანი დიაბეტი;

სხეულის მომატებული მასა;

მაღალი არტერიული წნევა;

ვენების ანთება ( ზედაპირული ვენების ფლებიტი );

თრომბოზები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ( მათ შორისინსულტი ) პაციენტის რომელიმე უახლოეს ნათესავში;

შაკიკი აურით .

აწმყოსა ან წარსულში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე პაციენტში ან პაციენტისუახლოეს ნათესავში;

სარძევე ჯირკვლის კიბო პაციენტის რომელიმე უახლოეს ნათესავში;

ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები;

კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი .

სისტემური წითელი მგლურა ( სწმ );

ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ( სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლისუკმარისობას );

ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია;

დაავადებები, რომლებიც პირველად ჩნდება ან ღრმავდება ორსულობის დროს ან   სასქესო ჰორმონებისმიღების ფონზე ( მაგალითად სმენის დაკარგვა, პორფირია, ორსულების ჰერპესი, სიდენგამის ქორეა );

ქლოაზმა ( კანზე მოყვითალო – ყავისფერი უბნები, განსაკუთრებით სახეზე ) აწმყოში ან წარსულში .მათი არსებობის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას და ულტრაიისფერგამოსხივებას .

ორსულობა და ლაქტაცია

ჟანინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში .

გამოყენების მეთოდი და დოზები

დრაჟეს მიღების დრო და მეთოდი

ბლისტერი შეიცავს 21 დრაჟეს . ყოველი დრაჟე აღნიშნულია კვირის იმ დღით, როდესაც იგი უნდა მიიღონ .

დრაჟეს მიღება საჭიროა ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად . პაციენტი უნდამიჰყვეს ისრის მიმართულებას, სანამ არ მიიღებს ყველა დრაჟეს . შემდეგი 7 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღებასაჭირო არ არის . მენსტრუაცია ( მოხსნის სისხლდენა ) უნდა დაიწყოს ამ 7 დღის განმავლობაში . ჩვეულებრივ იგიიწყება ბოლო დრაჟეს მიღებიდან 2-3 – ე დღეს .

7 დღიანი შესვენების შემდეგ (8 – ე დღეს ) პაციენტმა უნდა დაიწყოს შემდეგი შეფუთვის დრაჟეს მიღება იმშემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა ჯერ არ შეწყვეტილა . ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ახალი შეფუთვის მიღებასდაიწყებს კვირის ერთსა და იმავე დღეს და რომ მოხსნის სიხლდენა დაიწყება კვირის დაახლოებით ერთსა და იმავედღეს .

ჟანინის პირველი შეფუთვის მიღება

როდესაც წინა თვეში არ გამოიყენებოდა არანაირი ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება .

ჟანინის მიღების დაწყება საჭიროა ციკლის პირველ დღეს, ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს .პაციენტმა უნდა მიიღოს კვირის შესაბამისი დღით აღნიშნული დრაჟე . შემდეგ უნდა მიჰყვეს კვირის დღეებსმითითების შესაბამისად . პრეპარატის მიღება პაციენტმა შეიძლება დაიწყოს მენსტრუაციის 2-5 – ე დღეს, მაგრამ ამშემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვისდრაჟეების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში .

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას

პაციენტმა ჟანინის მიღება შეიძლება დაიწყოს იმ დღის შემდეგ, როდესაც იგი მიიღებს კომბინირებული პერორალურიკონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო დრაჟეს ( ანუ დრაჟეებს შორის შესვენება არ არის ). თუ მიმდინარე შეფუთვაშეიცავს 28 დრაჟეს, ჟანინის მიღების დაწყება შეიძლება უკანასკნელი აქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ დღეს . თუპაციენტი დარწმუნებული არ არის, რომელია ეს დრაჟე უნდა მიმართოს ექიმს . ასევე მიღების დაწყება შეიძლებადაიწყოს გვიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში   მიღებას შორის ჩვუულებრივი 7 დღიანი პერიოდის შემდგომი დღისშემდეგ (21 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის ) ან უკანასკნელი არააქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ ( შეფუთვაში28 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის ).

მხოლოდ გესტაგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას ( მინი – პილი ).

მინი – პილის მიღება შეიძლება შეწყვიტონ ნებისმიერ დღეს და ამავე დროს შემდეგ დღეს დაიწყოს ჟანინის მიღება .

დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერულიმეთოდის გამოყენება .

ინექციური კონტრაცეფციიდან ან იმპლანტიდან გადასვლისას .

პაციენტმა ჟანინის მიღება უნდა დაიწყოს იმ დღეს, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდგომი ინექცია ან იმპლანტისამოღების დღეს . დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითიბარიერული მეთოდის გამოყენება .

მშობიარობის შემდეგ .

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . თუ ქალი ახალნამშობიარებია, ექიმს შეუძლია პაციენტს ურჩიოს ჟანინის მიღებისდაწყებამდე მოიცადოს პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლის დამთავრებამდე . ზოგჯერ ექიმისრეკომენდაციის მიხედვით შეიძლება მიღების ადრე დაწყებაც .

მუცლის თვითნებური მოშლის ან აბორტის შემდეგ .

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია .

გამოტოვებული დრაჟეს მიღება

თუ დრაჟეს რიგითი მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია ჟანინის ჩასახვის საწინააღმდეგომოქმედება ინახება . დრაჟეს მიღება საჭიროა მაშინ, როგორც კი პაციენტს გაახსენდება . შემდეგი დრაჟესმიღბა საჭიროა ჩვეულებრივ დროს .

თუ პაციენტმა დრაჟეს მიღება დააგვიანა 12 საათზე მეტი ხნის წინ ჟანინის ჩასახვის საწინააღმდეგოსაიმედოობა შეიძლება შემცირდეს . ყოველი ახალი გამოტოვებული დრაჟე კიდევ უფრო ამცირებს კონტრაცეფციულსაიმედოობას . ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს შეფუთვის საწყისი ან ბოლო დრაჟეს მიღებისგამოტოვების შემთხვევაში .

ამ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება იხელმძღვანელოს შემდეგი წესებით:

გამოტოვებულია შეფუთვის ერთ დრაჟეზე მეტი

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია .

ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრაპარატის მიღების პირველ კვირას

პაციენტმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, როცა გაახსენდება ( მაშინაც კი, თუ ესნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას ) და შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს . შემდეგი 7 დღისგანმავლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები . თუ სქესობრივკონტაქტს ადგილი ჰქონდა დრაჟეს გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობისარსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება . საჭიროა ექიმთან სასწრაფო კონსულტაცია .

ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრაპარატის მიღების მეორე კვირაში

პაციენტმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, როდესაც გაახსენდება ( მაშინაც კი, თუ ესნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას ) შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს . ჟანინის ჩასახვისსაწინააღმდეგო მოქმედება ნარჩუნდება, და პაციეტნს არ სჭირდება კონტრაცეფციის დამატებითი ზომების მიღება .

თუ ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრაპარატის მიღების მესამე კვირაში

პაციენტმა შეიძლება აირჩიოს შემდეგი ორი გამოსავალიდან ნებისმიერი, აუცილებელი არ არის დამატებითი ჩასახვისსაწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება .

1. პაციენტმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, როდესაც გაახსენდება ( მაშინაც კი, თუ ესნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას ) შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს . შემდგომი შეფუთვისმიღების დაწყება საჭიროა მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე, ამგვარად შეფუთვებს შორის შესვენება არ ხდება. მოხსნის სისხლდენა ნაკლებ სავარაუდოა, სანამ არ დამთავრდება მეორე შეფუთვის დრაჟეები, მაგრამ შეიძლებააღინიშნოს გამონადენი და რღვევითი სისხლდენები დრაჟეს მიღებისას .

2. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მიმდინარე შეფუთვის დრაჟეს მიღება, შეისვენოს 7 ან ნაკლები დღე ( დრაჟესგამოტოვების დღის ჩათვლით ) და შემდეგ დაიწყოს ახალი შეფუთვის მიღება .

ამ სქემის გამოყენებით, პაციენტს ყოველთვის შეუძლია შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება კვირის იმ დღეს,როდესაც იგი ამას ჩვეულებრივ აკეთებს .

თუ დრაჟეს მიღებებს შორის შესვენების შემდეგ მოსალოდნელი მენსტრუაცია არ დგება, პაციენტი შეიძლებაორსულადაა . ახალი შეფუთვის მიღების დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია საჭიროა .

რეკომენდაციები ღებინებისა და დიარეის შემთხვევაში

თუ ღებინება ან დიარეა აღინიშნა ჟანინის ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ, აქტიური ნივთიერებებიშეიძლება სრულად არ შეიწოვოს . ეს სიტუაცია წააგავს პრეპარატის მიღების   გამოტოვებას . ამიტომაც პაციენტიუნდა მიჰყვეს გამოტოვებული დრაჟეს ინსტრუქციებს .

მენსტრუაციის დაწყების გადადება

პაციენტს შეუძლია მენსტრუაციის დაწყების დროის გადაწევა თუ ჟანინის შემდგომი შეფუთვის მიღებას დაიწყებსმიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე . ამ შეფუთვის დრაჟეს მიღების გაგრძელება პაციენტს შეუძლია იმდენ ხანს,რამდენსაც მოინდომებს, ან სანამ ეს შეფუთვა არ დამთავრდება . თუ პაციენტს სურს, რომ მენსტრუაცია დაეწყოს მანუნდა შეწყვიტოს დრაჟეს მიღება . მეორე შეფუთვიდან ჟანინის მიღების დროს შეიძლება დრაჟეს მიღების დღეებშიაღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები . შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროაჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ .

მენსტრუაციის დაწყების დღის ცვლილება

რეკომენდაციების შესაბამისად დრაჟეს მიღებისას პაციენტს მენსტრუაცია დაეწყება თითქმის ერთსა და იმავე დღესყოველ 4 კვირაში . თუ პაციენტს სურს ამის ცვლილება უნდა შეამოკლოს ( მაგრამ არ გაზარდოს ) დრაჟეს მიღებიდანთავისუფალი დროის პერიოდი . მაგალითად, თუ პაციენტის მენსტრუალური ციკლი იწყება პარასკევს და პაციენტსსურს რომ შემდეგ იგი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე ), შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე3 დღით ადრე . თუ დრაჟეს მიღებისგან თავისუფალი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება ( მაგალითად 3 დღე ან ნაკლები), შესვენებისას მენსტრუაცია შეიძლება არ დაიწყოს . ამ შემთხვევაში შეიძლება შემდგომი შეფუთვის დრაჟეს მიღებისასაღინიშნოს უეცარი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი .

გვერდითი მოქმედება

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა იმ ქალებში, რომლებიც ჟანინს იღებენ, თუმცა ისინი არ შეიძლებაყოველთვის პრაპარატით იყოს გამოწვეული . ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ჟანინის მიღებისპირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დროსთან ერთად:

სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლებიდანგამონადენი; სისხლიანი გამონადენი და საშვილოსნოდან რღვევითი სისხლდენები; თავის ტკივილი, შაკიკი;ლიბიდოს ცვლილება; გუნება – განწყობის ცვლილება / დაქვეითება; კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა;მხედველობის დარღვევები; გულისრევა; ღებინება; ტკივილები მუცელში; ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები;კანის გამონაყარი; კვანძოვანი ერითემა; მულტიფორმული ერითემა; გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზურისიყვითლე; სითხის შეკავება; სხეულის მასის ცვლილება; ალერგიული რეაქციები . იშვიათად – მომატებულიდაღლილობა, დიარეა .

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულების ქლოაზმის მქონე ქალებში .

ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას იშვიათად შეიძლება განვითარდესთრომბოზი და თრომბოემბოლია .

ჭარბი დოზირება

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირების დროს: გულისრევა, ღებინება, სისხლდენა სასქესოგზებიდან .

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს ჟანინის ეფექტურობა . მათ მიეკუთვნება პრეპარატები,რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ( მაგალითად პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები,კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი ), ტუბერკულოზის სამკურნალო ( მაგალითადრიფამპიცინი, რიფაბუტინი ) და აივ ინფექციის სამკურნალო ( რიტონავირი ) საშუალებები; ანტიბიოტიკებიზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალო ( მაგალითად ამპიცილინი, ტეტრაციკლინები, გრიზეოფულვინი ),ასევე კრაზანას ფუძეზე დამზადებული წამლები ( რომლებიც ძირითადად დეპრესიული მდგომარეობებისმკურნალობის დროს გამოიყენება ).

სულფანილამიდებს, პირაზოლონის წარმოებულებს შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალისტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი .

განსაკუთრებული მითითებებიპაციენტმა იმ ექიმს, რომელიც მას ჟანინს უნიშნავს, ყოველთვის უნდა შეატყობინოს რა წამლებს იღებს . პაციენტმაასევე უნდა შეატყობინოს ჟანინის მიღების შესახებ ნებისმიერ ექიმს ან სტომატოლოგს, რომლებიც ნიშნავენ სხვაპრეპარატებს, ასევე ფარმაცევტს, რომელიც აფთიაქში სამკურნალო პრეპარატებს გასცემს .

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შესახებ არსებული გაფრთხიებები პაციენტმა უნდაგაითვალისწინოს ჟანინის მიღების დროსაც .

თრომბოზი

თრომბოზი – ( სისხლის შედედებულ წარმონაქმნის ჩამოყალიბებაა ), რომელსაც შეუძლია დაახშოს სისხლძარღვი .

თრომბოზის რისკი რამდენადმე უფრო მაღალია ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულკონტრაცეპტივებს, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ამ პრეპარატებს არ იყენებენ, მაგრამ რისკი ისეთი მაღალი არარის, როგორც ორსულობისას .

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკი ასაკთან ერთადიზრდება . რისკი ასევე იმატებს დიდი რაოდენობით სიგარეტის მოწევისას .

ჟანინის მიღებისას საჭიროა თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი 35 წელზე უფროსიასაკისაა .

ღრმა ვენების თრომბოზის რისკი დროებით იმატებს ოპერაციისას ან ხანგრძლივი უმოძრაობისას .

სიმსივნეები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასა და   სარძევე ჯირკვლის კიბოს შორის კავშირიდადგენილი არ არის, თუმცა იმ ქალებში რომლებიც ამგვარ პრეპარატებს იღებენ იგი უფრო ხშირად ვლინდება,ვიდრე იმავე ასაკის ქალებში, რომლებიც ამ წამლებს არ იყენებენ . შესაძლებელია ეს განსხვავება გამოწვეულია იმით,რომ პრეპარატის მიღებისას ქალები უფრო ხშირად იტარებენ გამოკვლევებს და ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბოვლინდება ადრეულ სტადიაზე .

სასქესო სტეროიდების მიღების ფონზე იშვიათად აღინიშნა ღვიძლის სიმსივნის განვითარება . პრეპარატის მიღებასთანკავშირი დამტკიცებული არ არის . თუ პაციენტს მუცელში მოულოდნელად აღენიშნება ძლიერი ტკივილი, მანსასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს .

საშვილოსნოს ყელის კიბო უფრო ხშირად ვლინდება იმ ქალებში, რომლებიც   კომბინირებულ კონტრაცეპტივებსხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ . ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მიზეზებთან და არა ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან .

მენსტრუაციებს შორის სისხლდენები

როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტიევბის მიღებისას, ჟანინის მიღებისას პირველი რამდენიმეთვის განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს საშოდან არარეგულარული სისხლდენები (სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები ). პაციენტმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ჰიგიენურისაშუალებები და დრაჟეს მიღება გააგრძელოს ჩვეულებრივად . საშოდან არარეგულარული სისხლდენები ჩვეულებრივწყდება ჟანინის მიმართ პაციენტის ორგანიზმის ადაპტაციის შემდეგ ( ჩვეულებრივ დრაჟეს მიღების 3 ციკლის შემდეგ ).თუ ეს დარღვევები გრძელდება, უფრო მძიმეა ან შეწყვეტის შემდეგ ახლდება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .

მორიგი მენსტრუაციის არ არსებობა

თუ პაციენტი ყველა დრაჟეს სწორად იღებდა, პაციენტს არ აღენიშნებოდა ღებინება და არ იღებდა სხვასამკურნალწამლო საშუალებებს, ორსულობის შესაძლებლობა დაბალია და მან ჟანინის მიღება უნდა გააგრძელოსჩვეულებრივად .

თუ პაციენტს არ დაეწყო ზედიზედ ორი მენსტრუაცია, მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს . პაციენტმა ჟანინისშემდეგი შეფუთვის მიღება არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ ექიმი ორსულობას გამორიცხავს .

რეგულარული გამოკვლევები

თუ პაციენტი იღებს ჟანინს, ექიმის მას შეატყობინებს რეგულარული გამოკვლევების შესახებ . ჩვეულებრივ, ქალმაგამოკვლევა უნდა გაიაროს ყოველ წელს .

ექიმთან რაც შეიძლება სწრაფი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება, განსაკუთრებით ამ ბროშურაში ჩამოთვლილინებისმიერი მდგომარეობა ( იხ . ასევე “ უკუჩვენება ” და “ სიფრთხილით გამოყენება ”);

სარძევე ჯირკვალში ლოკალური გაბრტყელებისას; თუ პაციენტი აპირებს სხვა სამკურნალოსასუალებების გამოყენებას ( იხ . ასევე “ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ”);

თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა ( მაგალითად, ფეხზე დადებულია თაბაშირი ), იგეგმებაჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია ( ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ოპერაციამდე მინიმუმ 4-6 კვირით ადრე );

საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში;

თუ პაციენტს დაავიწყდა პირველი კვირის შეფუთვიდან დრაჟეს მიღება და სქესობრივი კავშირი ჰქონდამანამდე 7 დღით ადრე;

თუ პაციენტს ორჯერ ზედიზედ არ ჰქონია მორიგი მენსტრუაცია ან იგი ეჭვობს, რომ ორსულადაა (ექიმთან კონსულტაციამდე არ შეიძლება შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება ).

დრაჟეს მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ პაციენტმა შეამჩნია თრომბოზის შესაძლო ნიშნები:პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიცმარცხენა ხელში გადაიცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულო, ძლიერი ან ხანგრძლივი თავისტკივილი ან შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და თვალებში გაორება; გაურკვეველიმეტყველება; სმენის, ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან შოკური მდგომარეობა;სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის სისუსტე ან დაკარგვა; ძლიერი ტკივილი მუცელში; ფეხის ძლიერიტკივილი ან უეცარი შეშუპება .

ჟანინი არ იცავს აივ ინფექციით ( შიდსი ) ინფიცირებისგან და ნებისმიერი დაავადებისგან, რომელიც სქესობრივიგზით გადაიცემა .

გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვაზე

გამოვლენილი არ არის .

გამოშვების ფორმა

21 დრაჟე პოლივინილქლორიდის ფირფიტის და ალუმინის ფოლგის საფარი დაფარულ ბილსტერში . ბლისტერი 21დრაჟეთი, ან 3 ბლისტერი თითოში 21 დრაჟეთი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობებიინახება არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას !

ვარგისობის ვადა

3 წელი .

გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ !

აფთიაქიდან გაცემის პირობებიექიმის რეცეპტით . სია ბ .

მწარმოებელი

იენაფარმ გმბჰ და კომპანია ., კგ,

შერინგის ჯგუფის კოპანია, G გერმანია

Jenapharm Gmbh&Co.,KG,Schering Group Company, Germany

www.schering.ru