ჟენშენის ნაყენი

ჟენშენის ნაყენი

ჟენშენის ნაყენი

( Tinctura   Ginsengi )

გამოყენების   ინსტრუქცია

წამლის ფორმა: ნაყენი

შემადგენლობა: დაწვრილმანებული ჟენშენის ფესვებისა და 70% ეთილის სპირტის ნაყენი ( 1:10).

აღწერილობა: მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:   მატონიზირებელი საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული წარმოშობის საშუალება .

მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ზრდის გონებრივ და ფიზიკურშრომისუნარიანობას . არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, ამცირებს სისხლშიქოლესტერინის და გლუკოზის დონეს .

ჩვენება:

ჟენშენის ნაყენს იყენებენ როგორც მატონიზირებელ საშუალებას ასტენიური მდგომარეობის, ნევრასთენიის,ძლიერი გადაღლის, ინფექციური და ორგანიზმის სხვა გამომფიტავი დაავადებების გადატანის შემდეგპერიოდში. კომპლექსურ თერაპიაში ნევრასთენიური წარმოშობის სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებისდროს.

გვერდითი მოვლენები: ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი .

უკუჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული აღგზნებადობა, უძილობა

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება 15-25 წვეთი ჭამის წინ 3 – ჯერ დღეში .

შენახვის პირობები:   ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას .

გამოშვების ფორმა:   25 მლ, 50 მლ ფლაკონებში

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი .

აფთიაქიდან გაცემის წესი:   გაიცემა ურეცეპტოდ .

მწარმოებელი: სს ” თბილქიმფარმი “, საქართველო, თბილისი, წულაძის 34.

ტელ ./ ფაქსი:   94 07 37