რეიტოილი

რეიტოილი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

რეიტოილი
REYTOIL

სავაჭრო დასახელება – რეიტოილი, Reytoil

წამლის ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები .

აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის კაფსულები . კაფსულების შიგთავსი –ყვითელი ფერის გამჭვირვალე ცხიმოვანი სითხე სპეციფიური სუნით .

შემცველობა

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:        თევზის ქონი ( EPA/DHA 30% ) 1000 მგ,

ხორბლის ღივების ზეთი      100 მგ .

დამხმარე ნივთიერებები:       ჟელატინი, ანიდრისორბი, გლიცერინი 85%, ნატრიუმისპროპილჰიდროქსიბენზოატი, წყალი გაწმენდილი .

პრეპარატის ათქ კოდი    C10AX06

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატ რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია

ომეგა – 3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ( ეიკოზაპენტაენის EPA და დოკოზაჰექსაენის DHA )ვიტამინ E E – ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით .

პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთებისსაწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას .

ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ( დსლპ ) დაძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ( ძდსლპ ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედულიმემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება,რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ – უჯრედულ ურთიერთქმედებას დალიპოპროტეინების მეტაბოლიზმს .

პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედულიმემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების, ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან,რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენისმჟავას დონის მომატება . ამის შედეგად ხდება თრომბოქსან A2 – ის და სხვა ორმაგი უჯერიეიკოზანოიდების ( არაქიდონის მჟავას დერივატების ) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენთრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3 – ის და სხვა სამმაგი უჯერიეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერება, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია .

მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლშიქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლისმიმოქცევას .

ომეგა – 3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHAბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია . პრეპარატის მიღებაორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის დაალერგიული დაავადებების განვითარების რისკს .

ხორბლის ღივების ზეთი წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს, რომელიც განაპირობებს პრეპარატისანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმისსხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა დალიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან .

გამოყენების ჩვენებები

–           ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებულიჰიპერტრიგლიცერიდემია;

–           დისლიპიდემიით ( ლიპიდური ცვლის დარღვევა ) განპირობებული მდგომარეობებისპროფილაქტიკა;

–           ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

–           სხვადასხვა გენეზის ართროზო – ართრიტები;

–           აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია,რევმატოიდული ართრიტი;

–           ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

–           კუჭისა და 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

–           ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;

–           შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

–           ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარისდარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;

–           კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;

–           დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ( ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონადაბადებისას ).

უკუჩვენებები

– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება .

მიღების წესი და დოზირება

რეიტოილი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 3 – ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად,წყლის მიყოლებით .

მკურნალობის კურსი – არანაკლებ 3 თვისა . განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს ექიმისრეკომენდაციით .

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური დარღვევები ( გულისრევა, დიარეა ).

მკურნალობა: სიმპტომური

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან AN

A ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატებიაძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას .

რეკომენდებული არ არის რეიტოილის მიღება ფიბრატებთან ( კლოფიბრატი, ციპროფიბრატი,ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი ) კომბინაციაში .

გამოყენება ორსულობის ფა ლაქტაციის დროს

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .

განსაკუთრებული მითითებები

რეკომენდებული არ არის პრეპარატ რეიტოილის და E ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალოსაშუალებების ერთდროული გამოყენება .

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

რეიტოილი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიცმოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს .

გამოშვების ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად .

10 კაფსულა ბლისტერში .

2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობებიინახება არაუმეტეს   30 º C ტემპერატურაზე,   ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა3 წელი წარმოების თარიღიდან .

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობა

III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე ).

მწარმოებელი

რეიტოილი წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “ ( დიდი ბრიტანეთი ) სავაჭრო მარკას .

დამზადებულია კომპანია

„ სედიკო ფარმასიუტიკალ კო “ – ს მიერ, სიქს ოვ ოქტობერ სიტი, პირველი სამრეწველო ზონა, ეგვიპტე