როტავიტ როიალი

როტავიტ როიალი

გამოყენების ინსტრუქცია

როტავიტ როიალი
ROTAVIT ROYAL

სავაჭრო დასახელება; როტავიტ როიალ, Rotavit Royal

წამლის ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები .

აღწერილობა: მოგრძო ყვითელი / მუქი ყავისფერი კაფსულები, რომლებიც ყვითელ – ყავისფერერთგვაროვან თხიერ მასას შეიცავს .

შემადგენლობა:

კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ლიოფილიზებული ფუტკრის რძე                 33,3 მგ

( სამეფო ჟელე )

მცენარეული კომპონენტები

ჟენშენის კონცენტრირებული ექსტრაქტი                 40 მგ

მცენარის მტვერი                                       50 მგ

სოიოს ლეციტინი 45%                                  32 მგ

ვიტამინები

ვიტამინი A ( რეტინოლის პალმიტატი )                 2000 ME

ვიტამინი B1 ( თიამინის მონონიტრატი )                                                  15 მგ

ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი )                                                            4 მგ

ვიტამინი B5 ( კალციუმის პანტოთენატი )                   4 მგ

ვიტამინი B6 ( პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი )             1 მგ

ვიტამინი B9 ( ფოლის მჟავა )                             25 მკგ

ვიტამინი B10 ( პარაამინობენზოის მჟავა )                    50 მგ

ვიტამინი B12 ( ციანოკობალამინი )                          5 მკგ

ვიტამინი D3 ( ქოლეკალციფეროლი )                      200 ME

ვიტამინი E ( ტოკოფეროლის აცეტატი )                   30 ME

ვიტამინი PP ( ნიკოტინამიდი )                               15 მგ

ვიტამინი H ( ბიოტინი )                                      3 მკგ

მაკრო – და მიკროელემენტები

რკინა ( რკინის ფუმარატი )                                   10 მგ

კალციუმი ( კალციუმის ჰიდროფოსფატი )                     90 მგ

ფოსფორი ( კალციუმის ჰიდროფოსფატი )                     70 მგ

სპილენძი ( სპილენძის სულფატი )                            1 მგ

კალიუმი ( კალიუმის სულფატი )                                                                       2 მგ

მანგანუმი ( მანგანუმის სულფატი )                            1 მგ

თუთია ( თუთიის სულფატი )                                 1 მგ

ნივთიერება ფსიქომასტიმულირებელი აქტივობით:

დეანოლის ბიტარტრატი                                     25 მგ

( β – დიმეთილამინოეთანოლის ბიტარტრატი )

ამინომჟავა

L – ლიზინის ჰიდროქლორიდი                                 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის L – ასკორბატი, ხორბლის ღივების ზეთი, სოიო, სოიოს ზეთიჰიდროგენიზირებული, ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, ფუტკრის ცვილი .

კაფსულის გარსის შემცველობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ანიდრისორბი,ნატრიუმის ეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილიჰიდროქსიბენზოატი, რკინის შავი ოქსიდი,რკინის ყავისფერი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, კარმინი წითელი 62,5%,ეთილვანილინი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული პოლივიტამინური პრეპარატი მიკრო – და მაკროელემენტებით და ბიოგენურიადაპტოგენით . ათქ კოდი:     A11AA

ფარმაკოლოგიური თვისებები:

როტავიტ როიალი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებათა კომპლექს, რომლებიცაუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ნივთიერებათა ცვლის, ზრდისა და განვითარებისათვის, ისინიორგანიზმს იცავენ დაავადებებისაგან და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, მნიშვნელოვანროლს თამაშობენ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფაში, ასევე ზრდიან ორგანიზმისუნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას .

ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესებისკატალიზატორების და რეგულატორების სახით .

მინერალური ნივთიერებები – აუცილებელი ელემენტებია ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლისპროცესებისათვის . მონაწილეობენ ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების ფორმირებაში,ფერმენტული სისტემების მოქმედებაში .

ფუტკრის რძე ლიოფილიზირებული – ორგანიზმის მიერ ადვილად შეთვისებადი ნატურალური ფუტკრისპროდუქტი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს, მათ შორისპანტოთენის, ფოლის მჟავები, რომლებიც აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას და გააჩნიათ ძლიერისისხლმბადი მოქმედება .

დიმეთილამინოეთანოლის ბიტარტრატი ზრდის აცეტილქოლინის გამომუშავებას, სწავლის უნარს,აუმჯობესებს მეხსიერებას ( ან ამცირებს მის დაკარგვას ხანდაზმულებში ). გააჩნია ანტიოქსიდანტურიმოქმედება .

ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა – აღდგენით პროცესებში, ცილების სინთეზის რეგულაციაში, ხელსუწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედულ და სუბუჯრედულ ფუნქციას; საჭიროა ახალიუჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს .

ვიტამინი B1   არის უჯრედული ენერგეტიკი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა დაგანვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკურ მოქმედებას,ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს . თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტებისკოფერმენტების ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირწყლოვან დაენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში . თიამინის ნაკლებობა იწვევსბერი – ბერის ( სპეციფიკური პოლინევრიტი ) და ვერნიკეს ( პოლინევროტული ფსიქოზი ) სინდრომისგანვითარებას .

ვიტამინი B2   წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვანკატალიზატორს . რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა – აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში,   მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ – ის ფორმირებაში,მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს ( მათ შორისკანის ქსოვილების ), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას .

ვიტამინი B5   შედის კოფერმენტ   A – ს შემადგენლობაში ( არაცილოვანი წარმოშობის ორგანული ნაერთი,რომელიც საჭიროა ფერმენტების აქტივობის გამოვლენისათვის ). მნიშვნელოვან როლს თამაშობსაცეტილირების და ჟანგვის პროცესებისათვის . მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში დააცეტილქოლინის სინთეზში .

ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონესსისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობისნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას,არის ანტიდეპრესანტი .

ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესებისნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, სისხლმბადი ფუნქციისათვის და ემბრიოგენეზისათვის,ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას . ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში .

ვიტამინი B10     ახდენს კუჭნაწლავის ფლორის გააქტიურებას, რაც იწვევს ფოლიუმის მჟავასგამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს პანტოთენის მჟავას დიდი რაოდენობით წარმოქმნას .მონაწილეობს ცილის შეთვისების პროცესში, და ასევე სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში,რომლებიც უჯრედებს ჟანგბადს მიაწოდებენ .

ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულირებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტისკლეროზულიმოქმედება, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ნერვული ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას,აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ზრდის მადას . ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვაამინომჟავების სინთეზში, ახდენს დადებით გავლენას ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე,სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე .

ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, ასტიმულირებს კალციუმისდამაკავშირებელი ცილების სინთეზს, ახდენს კალციუმის რეაბსორბციის გაზრდას თირკმლისსადინარებში . ვიტამინი D3   ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესს I ტიპის კოლაგენისდა მატრიცის ცილების სინთეზის გაზრდის გზით, ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის მეშვეობით .მოქმედებს ფარისებრი, პარაფარისებრი, სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე დაუზრუნველყოფს ხერხემლის ძვლების კალციფიკაციას .

ვიტამინი E – ანტიოქსიდური ნივთიერებაა, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან და დაბერებისაგან,აფერხებს   თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთოვან მოქმედებას და სასქესოჯირკვლების ფუნქციას, მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილისბოჭკოების, სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფორმირებაში .

ვიტამინი PP შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედოვანი სუნთქვისპროცესებში და ცილოვან ცვლაში და არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლისმონელების ორგანოების ფუნქციებს .

ვიტამინი H   შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ამინომჟავების დაცხიმოვანი მჟავების ცვლას .

რკინა – მიკროელემენტია, რომელიც ერითროპოეზს არეგულირებს . შედის ჰემოგლობინის,მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში; შექცევადად ახდნეს ჟანგბადის დაკავშირებას დამონაწილეობს რიგ ჟანგვა – აღდგენით რეაქციაში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლმბად პროცესებში. რკინის მარილების სახით გამოყენებისას, ხდება ორგანიზმში მისი დეფიციტის სწრაფი შევსება .

კალციუმი არის შეუცვლელი საკვების მაკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალურიცხოველმოქმედების უზრუნველსაყოფად . კალციუმი ( ფოსფორთან ერთად ) შეადგენს ძვლოვანიქსოვილის საყრდენს, ააქტიურებს რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტის მოქმედებას, მონაწილეობსორგანიზმში იონური წონასწორობის შენარჩუნებაში, გავლენას ახდენს პროცესებზე, რომლებიც ხდებანერვ – კუნთოვან და გულსისხლძრღვთა სისტემებში .

ფოსფორი – უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც შედის ცილების, ნუკლეინის მჟავების, ძვლოვანიქსოვილების შემადგენლობაში . ფოსფორის ნაერთები მონაწილეობენ ენერგიის ცვლაში ( ადენოზინტრიფოსფოროვანი მჟავა და კრეატინ – ფოსფატი წარმოადგენს ენერგიის აკუმულატორებს ), მათგარდაქმნასთან დაკავშირებულია კუნთოვანი და გონებრივი მოქმედება, ორგანიზმის ცხოველმოქმედებისუზრუნველყოფა . ფოსფორი გავლენას ახდენს გულის და თირკმელების მოქმედებაზე .

სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში ანაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტისფუნქციონირებაში ( ციტოქრომოქსიდაზები, ტიროზინაზები და სხვა ), კანის, თმის და თვალის  პიგმენტის სინთეზში, ჰემოგლობინის, ზემოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე .

კალიუმი არეგულირებს სისხლის ტუტე – მჟავიანობის ბალანსს . მონაწილეობს ნერვული იმპულსებისგადაცემაში, ააქტიურებს რიგი ფერმენტების მუშაობას, გულის კუნთოვან   მოქმედებას, დადებითადმოქმედებს კანის და თირკმელების მუშაობაზე . კალიუმს გააჩნია დაცვითი მოქმედება ნატრიუმისარასასურველი სიჭარბის გამო და ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზაციას .

მანგანუმი აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელიქსოვილების ფორმირებისთვის, ქოლესტერინის და ნუკლეოტიდების ( დნმ ) სინთეზისთვის .

თუთია არის ადამიანის ორგანიზმში 80 – ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილი, იგი აუცილებელიაერითროციტების და სისხლის სხვა კორპუსკულური ელემენტის წარმოსაქმნელად . მონაწილეობსმხედველობის პროცესის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაში .

ჟენშენის კონცენტრირებული ექსტრაქტი – ბუნებრივი კომპონენტია, რომელსაც გააჩნიამასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე .

მტვერი – ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც შეიცავს ცილებს, თავისუფალი ამინომჟავების სრულნაკრებს, ვიტამინებს და ასევე სხვადასხვა ჰორმონების მსგავს ნივთიერებებს .

სოიოს ლეციტინი 45% – ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი ფოსფოლიპიდური კომპლექსი . აჩქარებსჟანგვით პროცესებს, უზრუნველყოფს ცილების ნორმალურ ცვლას, აუმჯობესებს ტვინის დაგულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ტოქსიკურინუვთიერებების ზემოქმედების მიმართ, ასტიმულირებს ნაღველის გამოყოფას და ერითროციტების დაჰემოგლობინის წარმოქმნას .

L – ლიზინის ჰიდროქლორიდი – ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდისათვის,აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონების და ფერმენტის წარმოქმნისათვის .

გამოყენების ჩვენებები

–           ჰიპო – და ავიტამინოზების, მინერალების უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

–           გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, მათ შორისპოსტოპერაციული პერიოდი;

–           მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება,დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის მოშლა;

–           სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;

–           მამაკაცთა პოტენციის დაქვეითება ასთენიური მდგომარეობების ფონზე

–           კლიმაქტერიული პერიოდი;

–           სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;

–           სქესობრივი მომწიფების პერიოდი;

–           იმ პირთათვის, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ;

–           ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისადა კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს .

უკუჩვენებები

–           მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

–           ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

–           12 წლამდე ასაკის ბავშვები .

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე .

მიღების წესი და დოზირება

როტავიტ როიალს იღებენ პერორალურად – 1 კაფსულა დღეში ან დღეგამოშვებით საუზმისას ან საუზმისშემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში .

ჭარბი დოზა

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროამიმართოს ექიმს .

მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ანტაციდურ პრეპარატებთან კომბინაციისას, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინი, კალციუმი,მაგნიუმი, და ასევე ქოლესტირამინი, ხდება პრეპარატ როტავიტ როიალის შემადგენლობაში შემავალირკინის აბსორბციის შემცირება .

თიაზიდურ დიურეზულებთან კომბინაციისას, იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი .

როტავიტ როიალი აძლიერებს ანალეფსიურების ( კოფეინი, ქაფური და სხვა ) მოქმედებას და არისცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებების, მათ შორის ბარბიტურატების,ტრანკვილიზატორების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ანტოგისტი .

განსაკუთრებული მითითებებიპრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული .

პრეპარატ როტავიტ როიალის მიღებისას, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით არ არისრეკომენდებული სხვა პოლივიტამინების მიღება .

ალერგიული რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა შეწყვდეს პრეპარატის გამოყენება .

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის .

გამოშვების ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები .

10 კაფსულა ბლისტერში . 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები:ინახება მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს   +25 Cº ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა3 წელი წარმოების თარიღიდან .

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის წესირეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი:

როტავი როიალი არის პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი

კომპანიის „ როტაფარმ “, დიდი ბრიტანეთი

(„ROTAPHARM“, Great Britain)

დამზადებულია

კომპანიის „ სედიკო ფარმასიუტიკალ კო “ – ს მიერ, პირველი სამრეწველო ზონა, სიქს ოვ ოქტობერ სიტი, ეგვიპტე .

(„SEDICO Pharmaceutical Co.“, First Industrial Zone, 6 th of October City, Egypt)