სანორინი 0,1% ემულსია

სანორინი 0,1% ემულსია

გამოყენების ინსტრუქცია

სანორინი 0,1% ემულსია
Sanorin emulsion 0,1%

სანამ დაიწყებდეთ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას .

მოცემული პრეპარატი აფთიაქებში იყიდება რეცეპტის გარეშე . მიუხედავად ამისა პრეპარატი “ სანორინი ”ემულსია   მკაცრად უნდა იქნას გამოყენებული ინსტრუქციის მითითებით .

– შეინახეთ ინსტრუქცია შემთხვევისათვის, თუ კვლავ დაგჭირდებათ მისი წაკითხვა

– თუ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს .

– თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა და არ შეიცვალა 3 დღის განმავლობაში, ან მკურნალობისპროცესში გამოვლინდა სხვა სიმპტომები, მაგ: თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, საერთო Oსისუსტე – მიმართეთ   თქვენ მკურნალ ექიმს .

ინსტრუქციაში იხილავთ:

1.         რა არის “ სანორინი ” ემულსია   და როდის გამოიყენება

2.       სანამ დავიწყებდეთ “ სანორინი ” ემულსიის გამოყენებას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

3.        როგორ მივიღოთ “ სანორინი ” ემულსია

4.       შესაძლებელი გვერდითი მოვლენები5.        პრეპარატის “ სანორინი ” ემულსია   შენახვის პირობები6.       სხვა ინფორმაცია

“ სანორინი ” ემულსია   წვეთები ინტრანაზალური გამოყენებისათვის   U

(N ნაფაზოლინი ნიტრატი )

-10 მლ ემულსია მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: ნაფაზოლინის ნიტრატს 0,01 გრ ( შეესაბამება0,0076 გრ . ნაფაზოლინს ).

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ედამინი, ცეტილური სპირტი, მეთილპარაბენი, ევკალიპტისეთერზეთი, პოლისორბიდი 80, ქოლესტერინი, თხევადი პარაფინი, გაწმენდილი წყალი .

მწარმოებელი:

აივექს ფარმასიუტიქალს ს . რ . ო .

ჩეხეთის რესპუბლიკა

შედის IVAX Corporation ( აშშ ) შემადგენლობაში .

DA

1. რა არის “ სანორინი ” ემულსია და რა შემთხვევებში გამოიყენება

“ სანორინი ” ემულსია იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებადი სისხლძარღების გაფართოებას,რასაც მივყავართ ცხვირის ღრუს, პოლიპებისა და ევსტახის მილის   ლორწოვანი გარსის შეშუპებისა დაექსუდაციის შემცირებისაკენ . ყველაფერი ეს აიოლებს სუნთქვას . სამკურნალო ეფექტი დგება, როგორცწესი 5 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში .

“ სანორინი ” ემულსია გამოიყენება გაჭედილობის შეგრძნების მოსახსნელად მწვავე რინიტისას .სინუსიტისა და   ევსტახიტის დროს გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება . ექიმს შეუძლიაპრეპარატი გამოიყენოს ინსტრუმენტალური გამოკვლევის წინ ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისას .

პრეპარატი “ სანორინი ” ემულსია გამოიყებედა მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზევით .

2.   სანამ დავიწყებდეთ “ სანორინი ” ემულსიას გამოყენებას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:

– თუ თქვენ გაგაჩნიათ   მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ .მომატებული მგრძნობელობის ხშირი სიმპტომებია – გამონაყარი კანზე და ქავილი .

– თუ თქვენ გაწუხებთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთება ( გამოიხატება სიმშრალის შეგრძნებითცხვირის ღრუში და მის ირგვლივ ).

პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის .

პრეპარატი “ სანორინი ” ემულსია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული:

– თუ თქვენ გაწუხებთ გულ – სისხლძარღვთა სისტემის   დაავადება ( გულის უკმარისობა, არტერიულიჰიპერტენზია ).

– თუ თქვენ გაქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ( შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება)

–   თუ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ( ფეოქრომოციტომა )

–   თუ თქვენ გაქვთ ბრონქული ასთმა .

–   თუ თქვენ იღებთ ზოგიერთ პრეპარატს, რომელიც ინიშნება დეპრესიის მკურნალობისას ( МАО – სინჰიბიტორები ), ან სხვა ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს არტერიული წნევის მომატებას .

ასეთი მდგომარეობების ან დაავადებებისას პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მკურნალი ექიმისრეკომენდაციით .

ორსულეობა და ლაქტაცია:

სანამ დაიწყებდეთ რაიმე პრეპარატის მიღებას, რჩევა კითხეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

მანქანით მომსახურებაზე და მანქანის მართვაზე   გავლენა:

პრეპარატი არ მოქმედებს მანქანის მართვაზე და ტექნიკის   მომსახურებაზე .

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

სანორინისა და სხვა პრეპარატების, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ,   ერთდროულმაგამოყენებამ შესაძლოა გამოავლინოს   არტერიული წნევის მომატება . A ამიტომ ასეთ შემთხვევაშიმკურნალი ექიმი ყოველთვის ჩააყენეთ საქმის კურში .

3. როგორ მივიღოთ  “ სანორინი ” ემულსია:

თუ თქვენი მკურნალი ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, მაშინ მიიღეთ 2-3 – ჯერ დღეში,   1-3 წვეთიცხვირის თითოეულ   ნესტოში . მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა .

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში . სანორინის გამოყენება   არ შეიძლება5 დღეზე მეტ ხანს . თუ ცხვირით სუნთქვა გაიოლდა, მაშინ სანორინის მიღება შეიძლება დასრულდესადრე . განმეორებითი გამოყენება შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ .

ცხვირიდან სისხლდენის   შემთხვევაში შესაძლებელია ნესტოში პრეპარატით დასველებული ტამპონისჩადება .

თუ თქვენ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ პრეპარატი “ სანორინი ” ემულსია თქვენთვის ძალიან ძლიერიაან პირიქით – სუსტი, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს .

თუ თქვენ იღებდით პრეპარატს იმაზე მეტ ხანს ვიდრე უნდა მიგეღოთ:

გადაჭარბებული დოზირებისას ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღო თქვენმა ბავშვმა, სასწრაფოდმიმართეთ დახმარებისათვის ექიმს .

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის “ სანორინი ” ემულსია მიღება:

არ გააორმაგოთ შემდგომი დოზა .

4. შესაძლებელი გვერდითი მოვლენები:

როგორც სხვა პრეპარატებს, “ სანორინი ” ემულსიასაც შეიძლება გააჩნდეს გვერდითი მოვლენები .  პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეს მცირე   გვერდითიმოვლენები ცხვირის ლორწოვანი გარსის   წვით და სიმშრალით .

იშვიათად ვლინდება სისტემური მოქმედების გვერდითი მოვლენები: ნევროზი,   თავის ტკივილი,ღებინება, სისუსტე, ტრემორი, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია . ასეთი მოვლენები უფროხშირად ვლინდება ჭარბი დოზორების დროს .

5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენებამ და ხშირმა აპლიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს შეჩვევა,ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებითა   და მისი გაჭედილობის შეგრძნებით .

ხანგრძლივმა გამოყენებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ქრონიკული გაჭედილობა და ლორწოვანისგამოშრობა .

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან გამოგივლინდებათ რომელიმე სიმპტომი ან სიმპტომი, რომელიც არარის აღნიშნული ინსტრუქციაში, მიმართეთ   მკურნალ ექიმს .

5. შენახვის პირობები:ინახება +10 0 C – დან +25 0 C – მდე ტემპერატურის პირობებში სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულადგილას .

შენახვის ვადა 4 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .D

6. დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ მწარმოებელი ფირმის ადგილობრივწარმომადგენელთან .

7. პრეპარატის გაცემის რეჟიმი:

გაიცემა ურეცეპტოდ .

მწარმოებელი

აივექს ფარმასიუთიკალს ს . რ . ო .

747 70 ოპავა 9, ჩეხეთის რესპუბლიკა

კომპანია აივექს ფარმასიუთიკალს ს . რ . ო .

შედის აშშ – ს IVAX Corporation – ის შემადგენლობაში .