სოლპადეინი

სოლპადეინი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

სოლპადეინი
( SOLPADEINE )

სავაჭრო არაპატენტირებული დასახელება: სოლპადეინი

წამლის ფორმა: ხსნადი ტაბლეტები .

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი                       500 მგ

კოდეინის ფოსფატი                  8 მგ

კოფეინი                             30 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბიკარბონატი, სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმისლაურილ სულფატი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, პოლივიდონი, დიმეტიკონი .

აღწერილობა: თეთრი მრგვალი ტაბლეტები ნაზოლით, ცალ მხარეს გლუვი და გამყოფი ხაზით – მეორემხარეს .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება .

ათქ კოდი: N02BE51 .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლპადეინი სამი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას შეიცავს: პარაცეტამოლი ახდენს სიცხის დამწევ,გამაყუჩებელ მოქმედებას, კოფეინი ახდენს ზოგადმატონიზირებელ მოქმედებას ( ამცირებს ძილიანობასადა დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ზრდის გულისშეკუმშვების სიხშირეს, ზრდის არტერიულ წნევას ჰიპოტონიის დროს ), აძლიერებს პრეპარატისგამაყუჩებელ მოქმედებას, კოდეინი ახდენს გამაყუჩებელ მოქმედებას და აუმჯობესებს ტკივილისამტანობას .

ჩვენებები:

სოლპადეინი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ტკივილის სინდრომისდროს ( თავის, კბილის ტკივილი, შაკიკი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ნევრალგია,მენსტრუაციული ტკივილი, რადიკულიტის, დაჭიმულობების დროს, სინუსიტებისა და ყელისტკივილის დროს ). მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სხეულის მაღალიტემპერატურის დასაწევად, “ გაციების ”, სხვა ინფექციურ – ანთებითი დაავადებებისა და გრიპის დროს .

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოდეინის, კოფეინის ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;

პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება;

ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

სისხლის დაავადებები ( თრომბოციტოპენია, ანემია );

გლუკოზა – 6 – ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა;

გლაუკომა;

სუნთქვის უკმარისობა, ქალა – ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობები, მაღალი ქალაშიდა წნევა;

არტერიული ჰიპერტენზია;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

ბავშვთა ასაკი (12 წლამდე ).

სიფრთხილით – ჟილბერის სინდრომის ( კონსტიტუციონალური ჰიპერბილირუბინემია ), თანდაყოლილიჰიპერბილირუბინემიის ( დუბინ – ჯონსონი და როტორი ), ბრონქული ასთმის დროს, ხანდაზმულობა .

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ:

–           პაციენტს აქვს ასთმა ან სასუნთქი სისტემის სხვა დაავადება;

–           პაციენტი იღებს დეპრესიის, ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო, ასევე სისხლშიქოლესტერინის დონის დამწევ საშუალებებს .

პრეპარატის გამოყენების დროს, რეკომენდებული არ არის ჩაისა და ყავის დიდი რაოდენობით მიღება,ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს აგზნება, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, არითმია .

ღვიძლის დაზიანების პრევენციის მიზნით პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთადარ შეიძლება, ასევე პარაცეტამოლი არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც მიდრეკილნი არიანალკოჰოლის ქრონიკულად გამოყენების მიმართ .

სოლპადეინს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა . სოლპადეინის გამოყენებისას არ შეიძლებაავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოთა შესრულება, რომლებიც ყურადღების მაღალკონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს .

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს კოდეინს, გასათვალისწინებელია შეჩვევის განვითარების შესაძლებლობა .

გამოყენების წესი და დოზები:

მოზრდილები: 2 ტაბლეტი გაიხსნება ნახევარ ჭიქა წყალში . მიიღება 3_4 – ჯერ დღეში არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალით . მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 2 ტაბლეტს შეადგენს . სადღეღამისომაქსიმალური დოზა – 8 ტაბლეტი .

12-16 წლის ბავშვები: 1 ტაბლეტი გაიხსნება ნახევარ ჭიქა წყალში . მიიღება 3-4 – ჯერ დღეში არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალით . მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 1 ტაბლეტს შეადგენს . სადღეღამისომაქსიმალური დოზა – 4 ტაბლეტი .

როდესაც პრეპარატი დანიშნულია როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მისი გამოყენება 5დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება ხოლო როდესაც იგი დანიშნულია როგორც სიცხის დამწევი საშუალება,მას არ იყენებენ 3 დღეზე მეტხანს .

გვერდითი მოქმედება:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება .

შესაძლოა განვითარდეს ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ალერგიული რეაქციები( გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება ).

ძალიან იშვიათად – ანემია, თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია .

ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს გულის ფრიალი, ყაბზობა, ძილის დარღვევა, ძილიანობა,თავბრუსხვევა .

რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, იზრდება ღვიძლისა და თირკმელებისფუნქციის დარღვევის ალბათობა და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი .

პრეპარატის ყველა გვერდითი ეფექტის შესახებ ექიმს უნდა ეცნობოს .

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება . ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელიაექიმთან მიმართვა იმ შემთხვევვაშიც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს .

სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, ტკივილები კუჭის არეში, ოფლიანობა, კანის საფარის მკრთალიფერი, ტაქიკარდია .

მსუბუქი ინტოქსიკაციის დროს – შუილი ყურებში; მძიმე ინტოქსიკაცია – ცნობიერების დარღვევა,ძილიანობა, კოლაფსი, კრუნჩხვები, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება .

ინტოქსიკაციაზე ეჭვის გაჩენისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა .

მკურნალობა: ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა, დაენიშნოს ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი ) და მან უნდა მიმართოს ექიმს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პრეპარატის გამოყენება აძილერებს არაპირდაპირიანტიკოაგულანტების ( ვარფარინი და სხვა კუმარინები ) ეფექტს, რაც ზრდის სისხლდენებისგანვითარების რისკს .

ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის მასტიმულირებლები ( ფენიტოინი, დიფენინი, ეთანოლი,ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფლუმეცინოლი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი ფენილბუტაზონი დატრიციკლური ანტიდეპრესიულები ) ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტებისპროდუქციას, რაც განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების შესაძლებლობას     ჭარბი დოზისმიღებისას . მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები ( მათ შორის ციმეტიდინი ) ამცირებენჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს .

მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვისსიჩქარეს .

იგი ასევე ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას . კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას .კოდეინი აძლიერებს საძილე, ანალგეზიურებისა და სედატიური საშუალებების მოქმედებას .

გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები . 2 ტაბლეტი სტრიპებში ( ქაღალდი / პოლიეთილენი / ალუმინის ფოლგა ). 2, 4, 6, 12ან 30 სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები:ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

გაცემის პირობები:

რეცეპტით !

მწარმოებელი:

“ გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰელსქერ ”, წარმოებულია “ გლაქსოსმიტკლაინ დანგარვან ლიმიტედი ”,ირლანდია .

GlaxoSmithKline Dungarvan Ltd., Knockbrack, Dungarvan, Co. Waterford., Ireland

მისამართი რუსეთში:

119180, ქ . მოსკოვი, იაკიმანსკაიას სანაპირო, სახლი 2

ტელ .: 777-98-50

ფაქსი: 777-98-51/52