ტრიბესტანი

ტრიბესტანი 250 მგ

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. ინფორმაცია მომხმარებლისათვის

TRIBESTAN  250 mg
ტრიბესტანი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
Tribulus terrestris herba extractum siccum

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის მთელი ტექსტი, ვინაიდან ის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს:

ეს სამკურნალო პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა . მიუხედავად ამისა, მკურნალობის საუკეთესი შედეგებისმისაღებად, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია თქვენ სათანადოდ უნდა დაიცვათ .

–           შეინახეთ ეს ფურცელი . შეიძლება საჭირო გახდეს მისი გადაკითხვა;

–           ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს;

–           თქვენი სიმპტომების გაუარესების ან გაუმჯობესების არარსებობისას მიმართეთ ექიმს;

–           ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების, ან ამ ინსტრუქციაში არარსებული სხვა გვერდითიმოვლენის განვითარების შესახებ, გთხოვთ   აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს;

შემადგენლობა

–         აქტიური ნივთიერება – მშრალი ექსტრაქტი ( Tribulus terrestris herba extractum siccum (35-45:1) 250 მგ( ფუროსტალონური საპონინების შემცველობა არა ნაკლებ 112,5 მგ ).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო,პოვიდონი K 25; კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი .

გარსის შემადგენლობა: ოპადრაი ყავისფერი ( Polyvinyl alcohol – part . hydrolyzed, ტალკი Е171, Е172, Е322, Е415).

რას წარმოადგენს ტრიბესტანი

ტრიბესტანი მცენარეული პრეპარატია, რომელიც შეიცავს მცენარე Tribulus terrestris – ის მიწისზედა ნაწილის მშრალექსტრაქტს . ტრიბესტანი ასტიმულირებს სასქესო სისტემის ფუნქციას, ზრდის ლიბიდოს, ზრდის ერექციის ძალასადა ხანგრძლივობას, დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე, გააჩნია ჰორმონების მაბალანსირებელი მოქმედებადა ქალებში ამსუბუქებს კლიმაქტერულ სიმპტომებს .

ტრიბესტანი გამოიყენება დაქვეითებული ლიბიდოს, იმპოტენციის ( სქესობრივი სისუსტე ), მამაკაცებში უშვილობისკომპლექსური მკურნალობის დროს: დისლიპიდოპროტეინემიის ( ცხიმების ცვლის დარღვევა ) დროს საერთოქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შესამცირებლად; ქალებში, კლიმაქტერიული დაპოსტკასტრაციული სინდრომით, ( საკვერცხეების ოპერატიული ამოღების შემდგომი მდგომარეობა )ნეიროვეგეტატიური და ფსიქოზური გამოვლინებების შესამსუბუქებლად .

ტრიბესტანის გამოყენება შეიძლება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს, როგორც საერთომატონიზირებელი საშუალება, ასევე უფრო სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის მძიმე დაავადებების შემდეგ .

ნუ მიიღებთ ტრიბესტანს

–           თუ გაქვთ ალერგია ( ჰიპერმგრძნობელობა ) აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისმიმართ;

–           მძიმე გულ – სისხლძარღვთა ან თირკმლის დაავადების დროს;

–           წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს;

–           თუ 16 წლამდე ასაკის ბრძანდებით;

–           ტრიბესტანი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;

ტრიბესტანის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

ქალების მკურნალობისას კლიმაქტერიული სინდრომით სამკურნალო დოზიდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლათანადათანობით უნდა მოხდეს . ეფექტური დოზის სწრაფი შემცირების ან მოხსნის შემდეგ შესაძლებელიაკლიმაქტერიული სიმპტომების მეორადი გამოვლინება .

სხვა წამლების მიღება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით სხვა წამლებს,ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით .

ტრიბესტანის ერთდროული გამოყენება ოვულაციის მასტიმულირებელ სამკურნალო პრეპარატებთან იწვევს მათიეფექტების ურთიერთ გაძლიერებას .

ტრიბესტანის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს შარდმდენებისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტები .

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის .

ტრიბესტანი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს . ორსულობის დადგენისას პრეპარატის გამოყენებაუნდა შეწყდეს .

ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობა

ტრიბესტანი ზეგავლენას არ ახდენს აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ მძღოლებსა და მანქანა – დანადგარების ოპერატორებს .

ტრიბესტანის გამოყენება

ტრიბესტანი მიიღეთ ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში . რაიმე ეჭვის არსებობისას მიმართეთ ექიმს ანფარმაცევტს .

ტაბლეტების მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ .

დაქვეითებული ლიბიდოს, იმპოტენციისა და უშვილობის დროს:

მამაკაცებში დაქვეითებული ლიბიდოთი, იმპოტენციით და უშვილობით რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი 3 – ჯერდღეში . მკურნალობის ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 90 დღისა . მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდესდამაკმაყოფილებელი სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე .

ქალებში უშვილობით რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი 3 – ჯერ დღეში, მენსტრუალური ციკლის პირველიდან მე-12 დღემდე . ამ კურსის განმეორება შეიძლება პერიოდულად ორსულობის დადგენამდე .

დისლიპოპროტეინემია:

2 ტაბლეტი სამჯერ დღეში . მკურნალობის ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 3 თვისა .

კლიმაქტერიული და პოსტკასტრაციული სინდრომი ქალებში:

1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში 60-90 დღის განმავლობაში . მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ თანდათანობითგადადიან შემანარჩუნებელ დოზაზე – 2 ტაბლეტი დღეში 1-2 წლის განმავლობაში .

საერთო მატონიზირებელი საშუალება:

1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში .

ჭარბი დოზირება

ტრიბესტანით ჭარბი დოზირების შემთხვევები ჯერ არ არსებობს . პრეპარატის დიდი რაოდენობით გამოყენებისას,რჩევისათვის მიმართეთ ექიმს . საჭიროების შემთხვევაში ტარდება კუჭის გამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა .

ტრიბესტანის მიღების გამოტოვების შემთხვევაში

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებულის კომპენსაციისათვის .

თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, გთხოვთ მიმართოთექიმს ან ფარმაცევტს .

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტრიბესტანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არაყოველთვის .

პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები . პრეპარატმა შეიძლება გააღიზიანოს კუჭისლორწოვანი გარსი .

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შეამჩნიეთ სხვა, ამ ინსტრუქციაშიარარსებული მოვლენები, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

შენახვის პირობებიორიგინალურ შეფუთვაში მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილს, არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

წამალი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

წამლის გადაგდება კანალიზაციაში ან კონტეინერში საშინაო ნარჩენებით . შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორგანადგურდეს უვარგისი წამალი . ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას .

შენახვის ვადა

2 წელი

შეფუთვა

შემოგარსული ტაბლეტები – მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, ყავისფერი, 13 მმ დიამეტრით, სუნი –სპეციფიკური, 10 შემოგარსული ტაბლეტი, ბლისტერში მყარი უფერო, გამჭვირვალე პვქ აპკით / ალუმინის ფოლგით; 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ს / ს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ . 15

1220 სოფია, ბულგარეთი