მასტურბაცია

მასტურბაცია, იგივე ონანიზმი, სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომლის მიზანიც ორგაზმის მიღწევაა. სტიმულაცია ადამიანის ხელით შეიძლება შესრულდეს, სხვა ადამიანის ან ადამიანების დახმარებითაც, ან კიდევ გარკვეული ნივთებით. ყველაზე გავრცელებული ფორმაა თვითმასტურბაცია.

პარტნიორებს შორის ორმხრივი მასტურბაციაც საკმაოდ გავრცელებულია და სექსის არაპირდაპირი, სუროგატული ფორმაა. მასტურბაცია გავრცელებულია ორივე რეპროდუქციული ასაკის დროს. მასტურბაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები ცნობილია და მისი კავშირი ფიზიკურ ან ფსიქიკურ აშლილობებთან უცნობია. მასტურბაციის ტექნიკა ქალებში და კაცებში ერთნაირია, მაგრამ სპეციფიკა მაინც განსხვავებულია.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


ასეთი სექსუალური ხასიათის სურათები პრეისტორიული ხანიდაან შემონახული. 18-20 საუკუნეებში მასტურბაცია ცენზურაში მოხვდა. დღეს კი ის ნორმალური სქესობრივი ცხოვრების ნაწილია. პროპაგანდას უწევენ მასტურბაციას ტელე-რადიო მაუწყებლობში. მასტურბაცია ცხოველებშიც არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ადამიანთა მასტურბაციაზე ვისაუბრებთ.

მასტურბაცია შეიძლება ბერძნული წარმოშობისაცაა, mézea (μέζεα, “genitals”)-გენიტალიები. შეიძლება ლათინურიდანაც მომდინარეობს „manus“ – ხელი და „turbare“-შეწუხება, შერყევა. ლათინურთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხედულება არსებობს – manu stuprare – ხელით წაბილწვა.

მასტურბაცია კიდევ ონანიზმსაც უწოდებენ. ონანი ბიბლიური პერსონაჟია, რომელიც ღმერთმა დასაჯა, იმის გამო რომ საკუთარი მკვდარი ძმის ცოლთან სექსს ის ორგაზმამდე წყვეტდა და სპერმას მიწაზე ღვრიდა. წესის მიხედვით, მას შთამომავლობა უნდა გაეგრძელება საკუთარი ძმის ქვრივთან, მაგრამ მან ეს წესი დაარღვია. ღმერთმა კი სიცოცხლე წაართვა.

მასტურბაცია ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის გენიტალიების სტიმულაციით, ხელი გადასმით, ხახუნით, ან ზეწოლით ხდება. შეიძლება ეს ყველაფერი რაიმე ნივთის(ლიფი, ტრუსი და ა.შ.) გამოყენებითაც მოხდეს. თითების შეყოფა საშოში ან ანუსში (ანალური მასტურბაცია). სიამოვნების გაძლიერებისთვის ორივე სქესის წარმომადგენელი სხვადასხვა ეროგენულ ზონებს ეხება და ლუბრიკანტებსაც იყენებს (ზეთოვანი სითხე).

ხშირად პორნოგრაფიასაც უყურებენ მასტრუბაციის დროს. ასევე კითხულობენ ან და საკუთარ წარმოსახვის უნარს მიმართავენ, რადგან მასტურბაცია ხშირად რიტუალური ხასიათისაა.

მასტურბაციის დროს მნიშვნელოვანია ფეტიშიზმის და პარაფილიების როლი. პარაფილიის დროს ხდება სექსუალური ფანტაზიები გადახრა პედოფილიისკენ, ზოოფილიისკენ, ნეკროფიილიისკენ და ა.შ.

ზოგი მასტურბაციის დროს იყენებს ასფიქსიას, მაგალითად სახეზე ბალიშს იფარებენ, რათა სიამოვნება გააძლიერონ, მაგრამ ეს ძალიან საშიშია და ხშირად ლეტალურადაც სრულდება.

ადამიანების ნაწილი სიამოვნებას შარდსადენში სხვადასხვა ნივთის შედებით იღებს და ამას „შარდსადენით თამაში“ ეწოდება.

ქალებიც და კაცების მასტურბირებენ მანამ, სანამ ორგაზმამდე არ მივლენ, ორგაზმის პირას წყვეტენ და სიამოვნებას ახანგრძლივებენ. ზოგი სპეციალურად წყვეტს მასტურბაციას უშუალოდ ორგაზმის წინ, რათა თავიდან აიცილონ ის გადაღლა, სისუსტე, რაც ორგაზმს მოყვება.

ქალის მასტურბირებს თითებით ან სხვა საგნებით (ვიბრატორები, ბენ-ვას ბურთები და ა.შ), მათი საშოში, საშოს გარშემო, კლიტორზე ან კლიტორის მიმდებარედ. ასევე მასტრუბაციის დროს ხშირია კერტების (ძუძუსთავების) სტიმულაცია მეორე ხელით. იშვიათად მიმართავენ ანალურ მასტურბაციას. მასტურბაციის დროს გამოიყენება ლუბრიკანტებიც. თუმცა ლუბრიკანტები ქალს ბუნებრივადაც გამოეყოფა, რაც ამცირებს ხახუნს საშოს გაცხიმოვნებით. მასტურბაციის ძირითადი პოზებია ან ზურგზე მწოლიარე და ფეხებ გაშლილი, ან კიდევ მჯდომიარე გაშლილი ფეხებით. თუმცა პოზა ყველასთვის ინდივიდუალურია. მასტრუბაცია ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი, შიშველი სხეულით, ტანსაცმელში, საწოლში, აბაზანაში და ა.შ. მასტრუბაციით ორგაზმის მისაღწევად ყველას სხვადასხვა დრო სჭრიდება. სექსოლოგები ურჩევენ ქალებს მიმართონ მასტურბაციას და მიაღწიონ ორგაზმს, განსაკუთრებით თუ ეს ადრე გაკეთებული არ აქვთ.

კაცებში მასტურბაცია დამოკიდებულია წინდაცვეთაზე და წინდაუცვეთავობაზე და ამის მიხედვით ტექნიკაც განსხვავებულია. ყველაზე გავრცელებულია პენისის სხეულზე ხელის მოკიდება და მისი მოძრაობა. ასეთი ტიპის მოძრაობა საჭიროა ორგაზმის მისაღწევად და ეაკულაციისთვის. თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარადაც შეიძლება. კაცების გარკვეულ ნაწილს სიამოვნებს პენისის ფუძის და სხეულის სტიმულირება, ზოგს კი თავის. ზოგ შემთხვევაში კაცები იყენებენ ლუბრიკანტებს, ხახუნის შესამცირებლად. მასტურბაციის დრო კაცი შეიძლება იყენებდეს სხვადასხვა საგნებს, მაგ: ხელოვნურ ვაგინას. ბევრს სიამოვნებს პენისის ლაგამის (კაბის ნაოჭი, რომელის ფარავს თავს), სათესლე ჯირკვლების, კერტების და ა.შ. სტიმულაცია. ძალიან იშვიათად მიმართავენ აუტომინეტს. ზოგი კაცი ანალური ხვრელიდან პროსტატის სტიმულაციით დიდ სიამოვნებას განცდის.

ორმხრივი მასტურბაციაა როდესაც სქესობრივი აქტის დროს ორი ადამიანი საკუთარ ან ერთმანეთის სასქესო ორგანოების სტიმულაციას ახდენს. ეს შეიძლება იყოს სექსუალური თამაში, ინტერლლუდა, სქესობრივი აქტი მთლიანად და ა.შ. ორმხრივი მასტურბაცია ნებისმიერი სექსუალური ორინტაციის ადამიანებს შორის გამოიყენება. ხშირ შემთხვევაში არასასურველი ორუსლობის თავიდან ასაცილებლად, ქალიშვილობის შესანარჩუნებლად იყენებენ. ორმხრივი მასტურბაცია შეიძლება იყოს წყვილს შორის და ჯგუფური.

  • არაკონტაქტური ორმხრივი მასტურბაციაა, როდესაც ორი ადამიანი ერთად, მაგრამ ერთმანეთთან უკონტაქტოდ მასტურბირებენ.
  • კონტაქტური ორმხირივი მასტურბაციაა, როდესაც ერთი მასტურბირებს მეორეს, მეორე კი აკეთებს იგივეს, ან კიდევ ელოდება „თავის რიგს“.
  • არაკონტაქტური ჯგუფური მასტურბაციის დროს ორზე მეტი ადამიანის ერთად მასტურბირებენ, ერთმანეთს კი არ ეხებიან.
  • კონტაქტური ჯგუფური მასტურბაციის დროს ორზე მეტი ადამიანი ერთად მასტურბირებენ, ისე რომ ეხებიან ერთმანეთს.
  • ორმხრივი მასტრუბაცია როგორ პრელუდია, რომელსაც სექსი მოჰყვება.

მასტურბაციის სიხშირეს განაპირობებს რასა, ასაკი, სქესი, სექსუალური აგზნება, ჰორმონების მდგომარეობა, სექსუალური ჩვევები, კულტურა, გარემოს გავლენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მდგომარეობა. გამოკითხვების მიხედვით კაცების 95% და ქალების 73% მიმართავს მასტურბაციას. 2009 წელს ევროპში ჩატარდა აქცია, რომელიც მოუწოდებდა თინეიჯერებს, რომ მათ ყოველდღე მიემართათ მასტურბაციისთივს, ამით შემცირდებოდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების და არასასურველი ორსულობის რისკი და ჯანმრთელი ცხოვრების საუძველი დაედოთ. არსებობს არასწორი აზრი იმის შესახებ, რომ ვისაც ჰყავს პარტნიორი, იშვიათად ან საერთოდ არ მიმართავს მასტურბაციას. მასტურბაცია მრავალი წყვილი სექსუალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. ჰეტერესექსუალი ქალები ანკლები სიხშირით მასტურბირებენ, ვიდრე ჰომოსექსუალები.

გარკვეული კვლევების თანახმად, მასტურბაცია კაცის სპერმის ჯანმრთელობას უწყობს ხელს, ქალებში კი საშოს და საშვილოსნოს ყელს იცავს ინფექციებისგან. საერთოდ მასტურბაცია თვითშეფასების გაზრდისთვის და დეპრესიის მოსახსნელი კარგი საშუალებაა. ასევე კარგი საშუალებაა პარტნიორის სხეულის რუკის შესწავლისთვის.

2003 წელს The Cancer Council Australia კვლევითა ჯგუფმა აღმოაჩინა კავშირი მასტურბაციის სიხშირესა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს შორის. ეს აღმოჩენა დამოკიდებული იყო ასაკზე, რადგან თუ ახალგაზრდობაში ხშირი მასტურბაცია იცავდა პროსტატის კიბოს განვითარებისგან, 40-50 წლის ასაკში მას საწინააღმდეგო შედეგი მოჰქონდა. ასევე ხშირი მასტურბაციით ორგაზმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტს და სტენოკარდიის შეტევების რისკს, სექსის დროს.

მასტურბაციის დროს შესაძლებელია საგნების გამოყენებით ტრავმები.

ორმხრივი მასტურბაციით ორსულობის გამოწვევა თითქმის შეუძლებელია, რადგან განაყოფიერებისთვის სპერმა უნდა მოხვდეს ქალის სასქესო არხში, ან გარედან, მხირე სასირცხვო ბაგეებზე (ასეც კი დაორსულების შანსი ძალიან დაბალია).

მასტუბაცია ხელოვნური განაყოფიერების დროს გამოიყენება დონორის სპერმის მისაღებად, შემდეგ კი ეს სპერმა შეაქვთ საშოში ხელოვნური ინსემინაციის გზით.

კომპულსიური მასტურბაცია – ჰიპერსექსუალობის და სექსუალური მიჩვევის გამოხატულებაა. ამ დროს ადამიანი ძალიან ხშირად მასტურბირებს და ეს ჩვევა უნებლიე ხასიათში გადადის, ანუ მისი შეგნებული სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. რეალურად არსებობს თუ არა კომპულსიური მასტურბაცია, როგორც აშლილობა, დავის საგანს წარმოადგენს, რადგან არანაირი პათოლოგიური მდგომარეობა არ უკავშირდება მას, თუმცა კომპულსიური ხასიათის (გამუდმებული, გაუკონტროლებელი) მასტურბაცია ემოციური სფეროს დარღვევაა და საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია , ისევე როგორც ნებისმიერი კომპულსიური ქცევის მიმართ რეაგირება.

სტურბაცია განსხვავებულია, უხეშად რომ დავყოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინდაცვეთილი და წინდაუცვეთავი მამაკაცების მასტურბაციის ტექნიკის სპეციფიკა განსხვავებულია. ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს პენისის სხეულზე ხელის მოკიდება და მისი მოძრაობა სინქრონულად სხვადასხვა სისწრაფით. ასეთი ტიპის მოძრაობა საჭიროა ორგაზმის მისაღწევად და ეაკულაციისთვის, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარი სტიმულაციითაც შესაძლებელია. კაცების გარკვეულ ნაწილს სიამოვნებს პენისის თავის სტიმულაცია, ზოგს პენისის სხეულის და ფუძის, გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენებენ ლუბრიკანტებს, რათა ხახუნის ძალა შემცირდეს. მასტუბაციის დროს კაცი შეიძლება გამოიყენებდეს სხვადასხვა საგნებს, მაგ. ხელოვნურ ვაგინას.

მრავალი მამაკაცისთვის სიამოვნების ძლიერ წყაროს წარმოადგენს პენისის ლაგამის (კანის ნაოჭი, რომელიც პენისის გარეთა კანს აკავშირებს პენისის თავთან) სტიმულაცია, აგრეთვე მასტურბციის დროს პარარელურად ეროგენული ზონების სტიმულაცია (სათესლე ჯირკვლები, კერტები და ა.შ.)
კაცების ძალიან იშვიათ რაოდენობას შეუძლია აუტოფელაციო („აუტომინეტი“).
ზოგი კაცი სიამოვნებას განიცდის პროსტატის სტიმულაციით, რომელსაც ანალური ხვრელიდან ახლორციელებენ.
ორმხრივი მასტურბაცია: არის სქესობრივი აქტი, სადაც ორი ადამიანი ახდენს საკუთარი ან ერთმანეთის სასქესო ორგანოების სტიმულაციას. ძირითადად ამას ახლორციელებენ ხელებით. ეს შეიძლება იყოს ნახმარი, როგორც მთლიანი სქესობრივი აქტის ნაწილი, ან სექსუალური თამაში, ინტერლლუდა და ა.შ. ზოგი ადამიანისთვის ორმხრივი მასტურბაცია ცხოვრების წესია და ასეთ სექსუალურ აქტს ყველა სხვაზე მაღლა აყენებენ. ორმხრივი მასტურბაცია გამოიყენება ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს შორის. ხშირ შემთხვევაში იხმარება პენისი-საშოს პენეტრაციის ალტერნატივად, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ან ქალიშვილობის შესანარჩუნებლად. ზოგი ადამიანისთივს მეგობართან ერთად მასტურბაცია სიამოვნების გაძლიერების და საკუთარ თავში არსებული სტიგმის დაძლევის საშუალებაა, რადგან ის თავს მარტო არ გრძნობს ამხანაგის გარემოცვაში. ორმხრივი მასტურბაცია შეიძლება იყოს წყვილს შორის და ჯგუფური.
ორმხრივი მასტურბაცია შეიძლება იყოს:
• არაკონტაქტური ორმხრივი მასტურბაცია – ორი ადამიანი მასტურბირებს ერთად, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან.
• კონტაქტური ორმხრივი მასტურბაცია – ერთი ადამიანი მასტურბირებს მეორეს, მეორე შეიძლება აკეთებდეს იგივეს პარალელურად ან შემდეგ.
• არაკონტაქტური ჯგუფური მასტურბაცია – ორზე მეტი ადამიანი არის ერთად მასტურბირებს, მაგრამ არ ეხებიან ერთმანეთს.
• კონტაქტური ჯგუფი – ორზე მეტი ადამიანი მასტურბირებს, ისე რომ ეხებიან ერთმანეთს.
• ორმხრივი მასტურბაცია, როგორც პრელუდია – ორმხრივ მასტურბაციას საბოლოოდ მოყვება სექსი.

მასტურბაციის სიხშირე, ასაკი, სქესი – მასტურბაციის სიხშირეს მრავალი კომპონენტი განაპირობებს: ასაკი, რასა, კულტურა, სექსუალური აგზნება, ჰორმონების მდგომარეობა, სექსუალური ჩვევები, გარშემომყოფი ადამიანების გავლენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მდგომარეობა. Alfred Kinsey’s 1950 – წლის კვლევის შედეგად მამაკაცების 92% და ქალების 62% ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუმართავს მასტურბაციისთვის. ბრიტანეთში 2007-% წელში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი 95-% მამაკაცების და ქალების 73% მასტურბაციას მიმართავს გარკვეული სიხშირით. 2009 წელს ევროპის ქვეყნებისთვის ჩატარდა აქცია, სადაც მოუწოდებდნენ თინეიჯერებს, რომ დღეში ერთხელ მიემართათ მასტურბაციისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ და შეემცირებინათ ქვეყნებში არასასურველი ორსულობის რისკი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება და საფუძველი დაედოთ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვისაც სექსუალური ცხოვრება აქვს (ჰყავს პარტნიორი), ის მასტურბირებს გაცილებით იშვიათად ვიდრე ის, ვისაც არ ჰყავს სექსუალური პარტნიორი, მცდარია რადგან მრავალი წყვილის სექსუალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს მასტურბაცია, რომელსაც ძირითადად ორმხრივი სახე აქვს.
ქალები, რომლებსაც ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები აქვთ ისინი შედარებით ნაკლები სიხშირით მასტურბირებენ, ვიდრე ჰომოსექსუალი ქალები.
მასტურბაციის გავლენა ორგანიმზე – გარკვეული კვლევებით მასტურბაცია მამაკაცის სპერმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ქალებში კი მასტურბაცია იცავს ქალს საშოს და საშვილოსნოს ყელის ინფექციებისგან. საშოში და საშვილოსნოს ყელთან მჟავე არეს გაზრდით და ფუნქციური ეპითელიუმის ხშირი ცვლით.
ზოგადად მიიჩნევა, რომ მასტურბაცია დეპრესიის მოხსნის და თვითშეფასების მომატების კარგი საშუალებაა. მასტურბაცია კარგი გამოსავალია, როდესაც პარტნიორების სექსუალურ მოთხოვნილებებს დისბალანსი არსებობს.
ორმხრივი მასტურბაცია აგრეთვე სასარგებლოა პარტნიორის „სხეულის რუქის“ შესასწავლად.
2003-ში The Cancer Council Australia-კვლევითმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მასტურბაციის სიხშირე დადებითად კორელაციაშია პროსტატის კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთან. თუმცა ეს აღმოჩენა ასაკთან დაკავშირებულია, პროსტატის კიბოს რისკი ახალგაზრდა ასაკში მცირდება ხშირი მასტურბაციით, თუმცა 40-50 წლისთვის შეიძლება საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდეს. ხშირი მასტურბაციით ორგაზმი ამცირებს სტენოკარდიის შეტევებს და მიოკარდიუმის ინფარქტს, სქესობრივი აქტივობის დროს წარმოქმნას.
Tabriz Medical University – კვლევებით ეაკულაცია ამცირებს ცხვირის სისხლძარღვების გაფართოებას და მისგან სისხლდენას და აუმჯობესებს სუნთქვას. ამის მიზეზებია, ის რომ ეაკულაცია და ორგაზმი იწვევს სიმპათიკური სისტემის გააქტივებას ხანგრძლივი დროით.
მასტურბაცია აგრეთვე ხელისშემწყობი ფაქტორია უძილობის მკურნალობაში და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი აღდგენის პერიოდში ნელ-ნელა, ეტაპობრივად სასურველიც კი არის, რადგან მასტურბაცია ერთგვარი გულსისხლძარღვთა სისტემის გასავარჯიშებელი საშუალებაა.
რისკები – მასტურბაციის დროს საგნების გამოყენებით ტრავმები, ან უცხო სხეულები ღრუ ორგანოებში.
მასტურბაცია და სისხლის წნევა – სექსუალური აქტივობა და მათ შორის მასტურბაცია ამცირებს საშუალო სისხლის წნევას, აგრეთვე ამცირებს სისხლის წნევას სტერესულ სიტუაციებში.
მასტურბაცია და ორსულობა – ორმხრივ მასტურბაციას შეუძლია ორსულობის გამოწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპერმა მოხვდება ქალის სასქესო არხში, ან გარედან. მაგ. მცირე სასირცხვო ბაგეებზე (თუმცა ასე დაორსულების შანსიც კი ძალზედ დაბალია).
მასტურბაცია გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს, დონორის სპერმის მისაღებად, რათა მოხდეს ამ სპერმის შემდგომი ხელოვნური ინსემინაცია საშოში.
კომპულსიური მასტურბაცია – (ჰიპერსექსუალობის და სექსუალური მიჩვევის გამოხატულებაა). ამ დროს ადამიანი ძალიან ხშირად მასტურბირებს და ეს ჩვევა უნებლიე ხასიათში გადადის, ანუ მისი შეგნებული სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. რეალურად არსებობს თუ არა კომპულსიური მასტურბაცია, როგორც აშლილობა, დავის საგანს წარმოადგენს, რადგან არანაირი პათოლოგიური მდგომარეობა არ უკავშირდება მას, თუმცა კომპულსიური ხასიათის (გამუდმებული, გაუკონტროლებელი) მასტურბაცია ემოციური სფეპროს დარღვევაა და საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია , ისევე როგორც ნებისმიერი კომპულსიური ქცევის მიმართ რეაგირება.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა