პრეზერვატივების ფორმები

პრეზერვატივების არჩევანი საკამოდ დიდი და მრავალფეროვანია. ამ სტატიაში პრეზერვატივების სახეობებზეა საუბარი.

პრეზერვატივები Classic – ლატექსის, კლასიკური ფორმის პრეზერვატივი. გლუვი ზედაპირით და თავზე თავისუფალი სივრცით სპერმისთვის. ასეთი პრეზერვატივები საჭიროებენ ლუბრიკანტის წასმას ზედმეტი ხახუნის თავიდან ასაცილებლად. ამ სახეობის პრეზერვატივები არ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. პრეზერვატივების ეს ტიპი გამოდგება ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თავდაცვაა საჭირო. პარტნიორები კი განიცდიან რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ შეგრძნებებს.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


პრეზერვატივები Anatomic – ძალიან ჰგავს კლასიკურ პრეზერვატივებს. ამ ფორმის პრეზერვატივები ზუსტად იმეორებენ მამაკაცის პენისის ანატომიურ თავისებურებებს, არ არიან მიდრეკილნი ჩამოსრიალებისკენ.

პრეზერვატივები Spermicide/Prolonged – სპერმიციდული პრეზერვატივები აძლიერებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტს. ამ ჯგუფში შედიან ანესთეტიკების შემცველი პრეზერვატივები. სპერმიციდული პრეზერვატივის საშუალებით თავიდან აცილებული იქნება ნაადრევი ეაკულაცია და სქესობრივი აქტის გახანგძლივებაც გაიზრდება. ამ ტიპის პრეზერვატივის მუდმივი გამოყენება იწვევს საშოს დისბაქტერიოზს. გაითვალისწინეთ, რომ ანესთეტიკების შემცველი პრეზერვატივების მუდმივი გამოყენება იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

რელიეფური პრეზერვატივები Ribbed/Dotted ამ ტიპის პრეზერვატივების განმასხვავებელი ნიშანია რელიეფურობა: წერტილებიანი, ღარებიანი, ზოლებიანი და კომბინირებული. მისი დანიშნულებაა სექსის შეგრძნებების გაძლიერება. სხვებისგან განსხვავებით შედარებით სქელია და მეტად მყარიც.

პრეზერვატივები Light – ეს პრეზერვატივები კლასიკურ ფორმაზე თხელია. უპრეზერვატივო სექსთან მიახლოებული შეგრძნებები ამ ფორმას ახასიათებს, ამასთან ერთად სექსი უსაფრთხო რჩება.

პრეზერვატივები Forсed – თითქმის გამორიცხავენ გახევას, ლუბრიკანტის უკმარისობის დროსაც კი. მგრძნობელობა ქვეითდება, მაგრამ არა მნიშვნელოვნად.

პრეზერვატივები Aroma – არომატიანი პრეზერვატივი: მარწყვის, მენთოლის, ვანილის და სხვა. ორალური სექსისთვის ძალიან კარგია, რადგან არომტთან ერთად შესაბამისი გემოც აქვს.

პრეზერვატივები Color – ფერადი და/ან სიბნელეში მანათობელი პრეზერვატივები. არ არის ტოქსიური, არის სამშრიანი: შიგნითა და გარეთა ლატექსი და შუა უსაფრთხო პიგმენტი.

ამათ გარდა არსებობს სხვადასხვა ცხოველების პენისის ფორმის პრეზერვატივები.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა