სექსი ორსულობის დროს

ქალის ორგანიზმი ორსულობის დროს იცვლება ჰორმონალური ფონის ცვლილების ფონზე, ამიტომ იცვლება სექსუალური ცხოვრებაც, ლტოლვა ან ძლიერდება, ან ქვეითდება. ბევრი მამაკაცისთვის ორსული ქალი მიმზიდველია და თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, სექსუალური ცხოვრებისგან თავის შეკავების მიზეზი არ არსებობს. როგორც არაორსულს, ისე ორსულ ქალს სჭირდება მოფერება და სიყვარულით ჩახუტება, რათა თავი დაცულად და სასურველად იგრძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალს სექსის სურვილი შეიძლება გაუქრეს.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


ორსულობის პირველ ტრიმესტრში სექსი არ არის რეკომენდირებული, რადგან არის საფრთხე სპონტანური აბორტისა. ამ პერიოდში ჯობია თავის შეკავება სექსისგან. ხშირად სექსი რეკომენდებულია ვადაგადაცილებული ორსულობის შემთხვევაში, ანუ როცა ორსულობა 40 კვირაზე მეტხანს გრძელდება.

მამაკაცის სპერმაში დიდი რაოდენობითაა პროსტაგლანდინები, რომლებიც არბილებენ და ხელს უწყობენ საშვილოსნოს გახსნას. ნაყოფი ამ დროს იღებს დამატებით მასაჟს, საშვილოსნოს კედლების შეკუმშვით. თუმცა ბევრი მცდარად ფიქრობს რომ ეს მასაჟი პენისით ხდება.

ორსულთან სექსის დროს მამაკაცი უნდა იყოს ინფექციებისგან ჯანმრთელი, რათა არ მოხდეს ქალის დაინფიცირება. ქალებს რომლებსაც აღენიშნათ სპონტანური აბორტი, სასურველია პირველ ტრიმესტრში სექსის უქონლობა, და შემდგომ მისი შეზღუდვა.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა