პირველი სექსი მამაკაცებისათვის

პირველი სექსი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ეს პროცესი სიამოვნების გარდა, დიდ სირთულეებსაც მოიცავს. ვაჟი გრძნობს უცხო მოლოდინების მთელ გამას, რომემთა დიდი ნაწილი არც მართლდება.

ხშირად პირველ სექსს ახლავს გაუცნობიერებელი შიში ნაადრევი ეაკულაციის, არასრული ერექციის, მოულოდნელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განცდების. თუ პირველი სექსი წარმატებული იყო მამაკაცისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ წარუმატებელი შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი იქცეს და შეიძლება საფუძველი იყოს სექსუალურ ცხოვრებაში მომავალ შესაძლო დარღვევების. მაგალითად, შეიძლება განვითარდეს ფსიქოლოგიური იმპოტენცია, ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა კი კვალიფიცირებული სექსოლოგის გარეშე შეუძლებელია.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


მამაკაცებს უფრო ადარდებთ გამოუცდელობა, ვიდრე ქალებს, რადგან პირველი სექსის დროს მამაკაცი უფრო აქტიურია, ვიდრე ქალი. პირველი სექსის დროს ქალი მამაკაცის მიმართ უნდა იყოს ყურადღებიანი და ალერსიანი, რომ სექსის შემდეგ მამაკაცს არ გაუჩნდეს კომპლექსები.

პირველი სექსისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს პარტნიორი, რომელიც თუ თვითონაც ქალიშვილი არ იყო, უნდა იცოდეს მამაკაცის სექსუალურად გამოუცდელობაზე, სათანადო ადგილი და დრო. დრო და ადგილი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ წყვილს არავინ და არაფერმა ხელი არ შეუშალოს. სიჩქარე ამ დროს კარგი არაა, ჯერ მამაკაცის შეჩვევაა საჭირო ქალის სხეულთან. პრელუდიის ქონა აუცილებელია, ამით გაქრება შიში და დაძაბულობა, წყვილი კი სექსისთვის განეწყობა.

ხშირია არასრული ერექცია და/ან ნაადრევი ეაკულაცია გამოუცდელობის ფონზე, ქალმა მამაკაცს ამის გამო არ უნდა დასცინოს და თუ ქალი გამოცდილია, მაშინ თვითონ უნდა იაქტიუროს. პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია, ვენერიული დაავადებების და არასასრუველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. შემთხვევის იმედად ყოფნა არ შეიძლება. პირველი სექსის დროს მნიშვნელოვანი პარტნიორებს შორის არსებობდეს ემოციონალური კავშირი.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა