კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა

კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევისას, თუკი ქალს აქვს ექსტრაგენიტალური დაავადება, ექიმმა დეტალური ანამნეზი უნდა შეაგროვოს, გაითვალისწინოს ქალის ინდივიდუალური თავისებურებები და შემდეგ გადაწყვიტოს, რომელი კონტრაცეფციის მეთოდი გამოიყენოს.
ექსტრაგენიტალურ დაავადებებს შორის მეტად გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა სიტემის დაავადებები. მძიმე ფორმების დროს (გულის მანკები, გულის
იშემიური დაავადებები, მწვავე თრომბოფლებიტები, თრომბოემბლობიები, ჰიპერტონული დაავადება 1 და 2 ხარისხი) უპირატესობას ანიჭებენ საშვილოსნოს შიდა სპირალს, კონტრაცეფციის ბარიერულ და ქიმიურ მეთოდებს, ფიზიოლოგიურ მეთოდებს, ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან – მინი-პილის. თუკი ძალიან მძიმე ფორმის დაავადება აღენიშნება ქალს, მაშინ ქირურგიულ სტერილიზაციას მიმართავენ.
ესტროგენების ჰიპერვოლემიის გამოწვევის, მიოკარდიუმის სტიმულაციის, გულის სისტოლური და წუთმოცულობის გაზრდის უნარის გათვალისწინებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს უკუნაჩვენებია ორალური კონტრაცეპტივები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, დასაშვებია ესტროგენ-პროგესტინული ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა, თუკი არ აღინიშნება თრობოფლებიტი, ოღონდ სისხლის შედედების მუდმივ კონტროლთან ერთად.
ქრონიკული, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების დროს უკუჩვენება გამოყენებისთვის არ არის. კონტრაცეფტივის მიღება მხოლოდ დაავადების გამწვავების პერიოდში არ არის რეკომენდირებული, როდესაც საჭირო ხდება ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების დანიშვნა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების არსებობის შემთხვევაში (ციროზი, გასტრიტი, ღვიძლის სიმსივნე, ქრონიკული გასტრიტი ქოლეცისტიტი, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა) არ შეიძლება ჰორმონალური პრეპარატის დანიშვნა. რეკომენდირებულია საშვილოსნოს სპირალი, ბარიერული და ქიმიური მეთოდები, ფიზიოლოგიური მეთოდიც.
თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს კონტრაცეფცია ისაზღვრება გამწვავების სიხშირით. რეკომენდირებულია საშვილოსნოს სპირალი, ბარიერული და ქიმიური მეთოდები, ფიზიოლოგიური მეთოდიდა სტერილიზაცია.
ნერვული სისტემის (შაკიკი, ეპილეფსია, თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანება) და ფსიქიკური დაავადებების დროს, რომლებსაც დეპრესია მოსდევს თან, უკუნაჩვენებია ჰორმონალური კონტრაცეფტივი, მაგრამ დასაშვებია საშვილოსნოს სპირალი, ბარიერული და ქიმიური მეთოდები, ფიზიოლოგიური მეთოდი. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმაგადასვლა >>  კონტრაცერფცია


webკონტრაცეფციის მეთოდის არჩევა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!