გაძნელებული ეაკულაცია

ეაკულაციის დარღვევა მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორც მამაკაცისთვის, ისე მისი პარტნიორისთვის. ეს პრობლემა ხშირად სათავე ხდება ურთიერთობაში პრობლემების გაჩენის. პარტნიორებს შორის კონფლიქტების 40% ეაკულატულორ დისფუნქციასთანაა დაკავშირებული.

გაძნელებული ეაკულაცია და მისი შედარებით მძიმე ანეაკულატორული სინდრომი ხშირად არის ერექტიული დარღვევებისა და ჰიპოაქტიური სექსუალური ქცევის თანხლებით. ეს პრობლემა გვხვდება რეპროდუქციული ასაკის მამაკაცთა 2-8%-ში. უკანასკნელ წლებში მაჩვენებლები იზრდება. კლინიკური მიმდინარეობის სურათი მეტად მრავალფეროვანია. ეაკულაცია საჭიროებს ძალების მობილიზებას და პრობლემა მასტურბაციის დროსაც არის გაძნელებული ეაკულაციის სახით. ხშირად სქესობრივი აქტი წყდება არასრული ერექციის გამო.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


გაძნელებული ეაკულაციის შედარებით ხშირი მიზეზები:

  • სათესლეების განვითარების ანომალია;
  • სათესლის წყალმანკი – ჰიდროცელე;
  • სათესლე ბაგირაკის კისტა;
  • ფიმოზი;
  • პროსტატიტი;
  • ჰორმონალური დარღვევები;
  • ურეთრის სტრუქტურები;
  • ერექტიული დისფუნქცია;
  • ალკოჰოლის მიღება;
  • სამკურნალო საშუალებები; (ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები)
  • პენისის თავის ჰიპერმგრძნობელობა;
  • ფობიები (პენისის საშოში შეყოფის, გათავების შიში);
  • ფსიქოლოგიური განწყობა, არასასურველი ქალი, არასაკმარისი აგზნება…

მკურნალობა მოიცავს მიზეზის დაიგნოსტირებას და ძირითადი დაავადების მკურნალობას. თუ პრობლემას იწვევს მოდიფიცირებადი ფაქტორები (მედიკამენტები, ალკოჰოლი), მათ შეცვლას და თუ პრობლემა ფსიქოლოგიურია, ფსიქოტერაპევტის ჩარევას. გაძნელებული ეაკულაციის დროს იყენებენ:

  • ქცევითი თერაპია;
  • მედიკამენტოზური კორექცია;
  • სექს-თერაპია;
  • ფსიქოტერაპია;
  • ფიზიოთერაპია.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ სექსოლოგია >>>

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა


 

One thought on “გაძნელებული ეაკულაცია”

Comments are closed.