სასქესო ნევრასთენია

სასქესო ნევრასთენია ზოგადი ნევრასთენიის გამოვლენაა, თუმცა მათ შორის რთული უკუკავშირებია. ის გამოიხატება ავადმყოფური დამოკიდებულებით და დაძაბულობით, განგაშით, რაც ასუსტებს სექსუალურ ტონუსს, ეს კიდევ საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას აღრმავებს. მამაკაცები უჩივიან არასრულფასოვან ერექციას, ნაადრევ ეაკულაციას ან პენისის დავარდნას. ეს შესაძლებელია ფსიქოემოციური ხასიათის პრობლემის გამოც ხდებოდეს.

ნევროზული გარემო და უსიამოვნო შთაბეჭდილებები შემაკავებლად მოქმედებს ლიბიდოზე. ნევროზული ადამიანი კონცენტრირებულია წარუმატებლობაზე. რაც ხშირად სრულიად უსაფუძვლოა. შემდეგში შემაკავებელი პროცესები ვლინდება უპირობო რეფლექსების სახით.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველანარი შეგრძნება რაც უკავშირდება სიამოვნებას, რადგან თუკი რამე დაუკავშირდა სიამოვნებას, მაგალითად მოვლენები, სუნები, შეგრძნებები, ის ყოველთვის გამოიწვევს სიამოვნების გრძნობას და გააძლიერებს მას. და პირიქით, თუ რაიმე სუნი უსიამოვნებასთან დაკავშირდა, ის შემდეგშიც შემაკავებლად იმოქმედებს და სექსის დროს უარფყოფითი ემოციებს მოიტანს.

ხშირად მამაკაცები, როცა სხვებს თავს ადარებენ სექსუალურობის თვალსაზრისით, თავს იმპოტენტებად მიიჩნევენ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ სექსუალური შესაძლებლობები და ადამიანის ორგანიზმის სხვა ფიზიოლოგიური ფუნქცია მკაცრად ინდივიდუალური მოვლენაა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, ჯანმრთელობაზე და ფიზიოლოგიურ აგებულებაზეა დამოკიდებული. ფიზიკურად განვითარებული მამაკაცები მაღალ პოტენციას ფლობენ, როგორც წესი, ვიდრე ფიზიკურად სუსტები. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია გარდერობის აღნაგობა გქონდეს კარგი პოტენციისთვის. სრულიად შესაძლებელია გარეგანი ფიზიკური სისუსტე იდეალურად ეწყობოდეს ლიბიდოს. და თანაც ბევრ გენეტიკურად აქვს გამოყოლილი სუსტი აგებულებამ, რომელსაც ათლეტურად ვერანაირი ცდის შემდეგ ვერ გადააქცევ, და ეს არანაირად არ მოქმედებს ასეთი გარეგნობის ადამიანის პოტენციაზე.

სქესობრივი ნევრასთენია მოიცავს მამაკაცურ პრობლემებს. მისი მკურნალობის დაწყების შემთხვევაში უარი უნდა ითქვას ალკოჰოლზედა ნიკოტინზე, დროებით უნდა შეწყდეს სქესობრივი ცხოვრება საკუთარი თავის უაზრო წამების ასარიდებლად. აუცილებლად უნდა დაბალანსდეს შრომა და დასვენება, ვიტამინების და მინერალების მიღება, სრულფასოვანი ძილი. კვება მრავალფეროვანი უნდა იყოს და შეიცავდეს ცოცხალ ბოსტნეულს და ხილს, კვერცხს, თევზეულს, ხორცეულს, ზღვის პროდუქტებს, ცხიმებს. მწარე საკვენი უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ჭარბი წონა უნდა მოიშოთო და იყოთ აქტიურები. სექსუალური ცხოვრების ნორმალიზაციისთვის სისტემური ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.  არ არის რეკომენდირებული ზურგზე წოლა. თუ პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს უნდა დაინიშნოს დამამშვიდებლები.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

..