როგორ შევარჩიოთ პრეზერვატივი

პრეზერვატივის არჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მწარმოებელს, მასალას, ზომას, ფორმას და ა.შ. მასალები, რომლისგანაც ამზადებენ პრეზერვატივებს ესენია:

ლატექსი – თავდაცვისთვის ძალიან კარგია, მაგრამ სხვა მასალებთან შედარებით სქელია – 0.05 მმ. მეორე ნაკლი კი ისაა, რომ ალერგიულია. 100-დან 5-ს უვითარდება ალერგია.

პოლიურეთანი – ლატექსზე ძვირია და თხელი – 0.02 მმ. ყველაზე თხელი პოლიურეთანის პრეზერვატივის კი უფრო მტკიცე და სანდოა, ვიდრე ლატექსისა. ის უკეთესად ატარებს სითბოს და შეგრძნებებიც უფრო რეალურია.

ნაწლავები – მზადდება ბატკანის ნაწლავებისგან და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. მაგრამ არ ატარებს მარტო სპერმატოზოიდებს, ინფექციური დაავადებებისგან კი ვერ იცავს. ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ ჯანმრთელ პარტნიორებს შეუძლიათ. ასევე კარგი სითბოგამტარია.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


პრეზერვატივის ზომები:

პრეზერვატივს წელვადობის უნარი აქვს, ამიტომ პენისის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, უნდა იცოდეთ სისქე. ვიწრო პრეზერვატივი გაიხევა, განიერი ჩამოცურდება. ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა აარჩიოთ ზომა.

პენისის „გარშემოწერილობა“ უნდა გაიზომოს კარგი ერექციის დროს და გაიყოს შუაზე. ევროპელი მწარმოებლების სტანდარტული „გარშემოწერილობის სიგრძე“ 53 მმ-ა, გადიდებული – 57მმ. აზიური პროდუქცია – 51 მმ-ა. ზოგიერთი ფირმა სტანდარტული ზომის პრეზერვატიტებს უშვებს, რომლებიც უფრო ძვირი ღირს.

ლუბრიკანტების გამოყენება:

თითოეული ლუბრიკანტი ერთმანეთისგან ძალიან გასხვავდება. არსებობს ორი მთავარი სახის: წყალზე დამზადებული და სილიკონის (ზეთოვანი). პირველი იმათთვისაა, ვინც ალერგიისგან იტანჯება, მაგრამ ეს ლუბრიკანტი მალე შრება. მაგ. ნონოქსილონ-9 შეიცავს ბევრ სპერმიციდს და ორსულობის თავიდან ასაცილებლად კარგი საშუალებაა. მუდმივი მოხმარებისთვის სპერმიციდული ლუბრიკანტი არ არის რეკომენდირებული.

და ბოლოს, პროლონგირებული პრეზერვატივების შიგნით დატანილია, ანესთეტიკები (ლიდოკაინი, ბენზოკაინი), რომლებიც ნაადრევ ეაკულაციას უშლიან ხელს, პენისის თავის მგრძნობელობის დაკარგვის ხარჯზე. მაგრამ სიფრთხილეს გამოჩენა აუცილებელია, რომ საშოში არ მოხვდეს ანესთეტიკი. ჰორმონალური ან ფსიქოლოგიური ნაადრევი ეაკულაციის დროს ეს პრეზერვატივი უსარგებლოა. მასტიმულირებელი პრეზერვატივები მრავალი ფორმის არსებობს. მათ გამოყენებისას გასათვალისწინებელია გამონაზარდების შემთვევაში საშოში პენისის ფრთხილად შეყვანა. რადგან გამონაზარდებმა შეიძლება საშოს ტკივილი გამოიწვიოს. ასეთ პრეზერვატივებს იყენებენ საშოს და კლიტორის სტიმულაციისთვის.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა