ვის უნდა ხშირად სექსი

სექსუალური სურვილით აღიწერება ადამიანის მოტივაციური მდგომარეობა, როდესაც ის ავლენს ძლიერ ინტერესს სექსუალური აქტივობის მიმართ. ამ სურვილის გამო ადამიანი ეძებს, სურს ნახოს ისეთი ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს მის ლტოლვას. სექსუალური სურვილის დასასრული შეიძლება იყოს სექსი, მასტურბაცია, თავშეკავება, სუროგატული სექსი.

სექსუალური სურვილი იგივე სექსუალური ლტოლვა, ოტივაცია, ინტერესია, ან კიდევ ლიბიდო. სექსუალური სურვილი სუბიექტურია და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი (წარმოსახვა, ფანტაზია, მოფერება, სასქესო ორგანოების სტიმულაცია, სექსზე საუბარი და სხვა).

ყველა ადამიანი გამოირჩევა სექსუალური სურვილით, განსხვავება ინდივიდუალური და სქესთა შორისია. საერთოდ მიიჩნევა, რომ კაცებს უფრო ხშირად უნდებათ სექსი. ფემინისტები ამ მოსაზრებას არ აღიარებენ, მათი აზრით ორივე სქესს ერთნაირად აქვს ლიბიდო განვითარებული. არსებობს ასევე ევოლუციური თეორია, რომლის მიხედვითაც კაცების ასეთი ძლიერი სექსუალური ლტოლვა მიმართულია გამრავლების ინსტიქტთან. ანუ მამაკაცს რაც უფრო ხშირად ექნება სექსი და რაც უფრო მეტ ქალთან, მას უფრო დიდი შთამომავლობა ეყოლება.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


ქალებისთვის კი სიხშირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კაცებს კი ძლიერი ლიბიდო ქალებისთვის საბრძოლველად სჭირდებათ. ქალებს წელიწადში ერთი ბავშვის ქოლა შეუძლიათ, ანუ მათ არ სჭირდებათ ძლიერი ლიბიდო. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულებით დღევანდელ ცხოვრებაში მხოლოდ თავისუფალი ურთიერთობა შეიძლება შექმნა, ქორწინებაზე საუბარიც არაა. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ევოლუციური თეორია. ამის გარდა კიდევ სხვა თეორიებიც არსებობს. მაგალითად, შეცდომების მენეჯმენტის თეორია, რომელიც ეყრდნობა ევოლუციური თეორიის თეზისებს. ამ თეორიის მიხედვით, კაცები ცდილობენ რეპროდუქციის ყოველი შანსი გამოიყენონ. ქალები კი ცდილობენ უშედეგო კავშირებისგან თავის არიდება, რადგან უმეტესობას ოჯახის შექმნა სურს და არა ერთჯერადი კავშირი, რომელშიც მომავალი არ მოისაზრება.

მამაკაცების სურვილის სიძლიერეზე მიუთითებს პორნოგრაფია და პროსტიტუცია, ეს ორი სფერო ძირითადად ემსახურება კაცებს და ორიენტირებულია მათი სურვილების დაკმაყოფილებაზე. სოციალური გაცვლის თეორიის თანახმად სწორედ ეს ორი სფერო ემსახურება კაცებისთვის იაფფასიანი სექსის მიწოდებას, რაც ასე ძალიან სჭირდებათ მათ.

ფემინისტური თეორიის მიხედვით ქალებს და კაცებს ერთნაირი ლიბიდო აქვთ, თუმცა მამაკაცები ეძებენ ქალების ექსპლუატაციის გზებს და ამის შედეგია პორნოგრაფია და პროსტიტუცია. ფემინისტები მიიჩნევენ, რომ პორნოგრაფია ქალებზე ძალადობაა და მის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა