პენისის ქირურგიული დაგრძელება

პენისის ქსოვილს აქვს უნარი გაიჭიმოს გამჭიმავი ძალის სტიმულაციაზე და სწორედ ამ თვისებას იყენებენ პენისის დაგრძელების ქირურგიულ მეთოდში. ეს გაჭიმვის უნარი დამოკიდებულია უჯრედების დაჩქარებულ გაყოფაზე და ასე ქსოვილური მასის ზრდაზე, ამის შემდეგ კი საწყის სიგრძეზე დაბრუნება აღარ შეიძლება. ამ მეთოდს იყენებენ პლასტიკურ ქირურგიაში, როცა სურთ კანის დეფექტის დაფარვა. ბევრი იფიქრებს, რომ პენისს თუ ასეთი დაჭიმვის უნარი აქვს, ქირურგიული ჩარევა რა საჭიროა?


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


პენისის საკიდი იოგი არის ანატომიურად მტკიცე ხრტილისმაგვარი იოგი, რომლის გადაკვეთაც პენისის შიგნითა ნაწილის (ბოქვენის ქვეშ დაფიქსირებული) წინ გამოწევას უზრუნველყოფს, პენისი კი ასეთ მდგომარეობაში ნელ-ნელა ფიქსირდება. ოპერაციის დროს იყენებენ პენისის სიგრძის დაფარულ რეზერვს, ის არამხოლოდ გამოიტანება გარეთ, არამედ დამატებითიამასალაა ექსტენდერით გაჭიმვისთვის პოსტოპერაციულ პერიოდში. ამ ყველაფრის გაერთიანებით მიიღწევა ყველაზე კარგი შედეგი.

ყველაზე ეფექტური მეთოდის გამოყენებისასაც კი ხარჯება დიდი დრო და პაციენტის მოთმინება. ზუსტად იოგის არსებობის გამოა სასურველი შედეგის მიღწევა ძნელი და დროის მომთხოვნი. ლიგამენტოტომია არ ზრდის პენისს სიგრძეში, ის პირობებს ქმნის, რომ პენისი გაიზარდოს, რადგან მოკლე დროში იძლევა ქსოვილების გაჭიმვის საშუალებას. და უკვე ეს ზრდის პენისს სიგრძეში.

იოგის გადაკვეთა სწრაფი და უსისხლო ოპერაციაა, საშუალოდ 30-40 წუთი გრძელდება. უხშირესად პაციენტებს ტკივილგამაყუჩებელი ოპერაციის მეორე დღიდან უკვე აღარ სჭირდებათ. ნაკერები მეოთხე დღეს იხსნება, საბოლოო შედეგზე კი 3 თვის შემდეგ საუბრობენ.

ოპერაცია:

  1. ოპერაციის დაწყებისას განაკვეთი კეთდება სათესლე პარკების ნაკერზე, ამით ოპერაციის კვალი ქრება, 1,5-2 თვის შემდეგ კი მხოლოდ სათესლე პარკების ბუნებრივი ნაკერიღა რჩება.
  2. პენისის საკიდ იოგი იყოფა შრეებად – ის ამაგრებს პენისის კავერნოზულ სხეულების შიგნითა ნაწილს ბოქვენის ძვალთან;
  3. ხდება საკიდი იოგის გადაკვეთა და ბოქვენის ძვლისგან პენისის დაფარული ნაწილის გამოყოფა;
  4. იოგის ღრუში ერთი დღე-ღამით დრენაჟს დგამენ და ჭრილობას კოსმეტიკურ ნაკერებს ადებენ;
  5. ოპერაციის შემდგომ უკვე ქირურგზეა დამოკიდებული პენისის დაფარული ნაწილის გაჭიმვის სიგრძე და ექსტენდერის დაყენება.

ეს ოპერაცია არანაირად არ მოქმედებს ერექციაზე, შვილოსნობაზე და შარდის გამოყოფაზე, არ იცვლება ერექციის კუთხე.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა

[poll id=”28″]

სად უნდა გავეცნოთ ინტიმური  საქონლის სრულ სიას?

მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ-მაღაზიებში ინტიმური საქონლის სიას, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ  (დააკლიკეთ) >>>  ამ პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით >>>

დისტანციური კონსულტაციები ინტიმური საქონლის  ინტერნეტ-მაღაზიებიდან გამოწერის საკითხებზე

ქართული სამედიცინო საიტი სექსოლოგიის საკითხებზე 

სექსოლოგია სოციალურ ქსელებში

გაფრთხილება