G წერტილი და მისი ადგილმდებარეობა

გერმანელმა გინეკოლოგმა ერნესტ გრაფენბერგმა პირველად აღმოაჩინა და აღწერა G-წერტილი, ის იკვლევდა ურეთრის უკანა კედელს, რომელიც ესაზღვრება საშოს წინა კედელს, სადაც აღმოაჩინა მცირე უბანი. ეს უბანი ყველა ქალს ჰქონდა და მისი სტიმულაცია იწვევდა ძლიერ ორგაზმს. ამასთან ორგაზმი რამდენიმეჯერ მეორდება და ძლიერად. ამასთან ერთად  G-წერტილის სტიმულაცია მოჩვენებით მოშარდვის სურვილს იწვევს, რომელიც მხლოდ და მხოლოდ შეგრძნებაა.

ყველა ქალი ამ წერტილს ვერ პოულობს და ძალიან სურს მისი პოვნა. მეცნიერების აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ G-წერტილი საშოს წინა კედელზე შესასვლელიდან 2-4 სმ სიღრმეზეა, ნაწილი კი – 5-6 სმ. “წერტილის” დანახვა შეუძლებელია, მისი მოსინჯვა მხოლოდ პალპაციითაა შესაძლებელი, ისიც იმიტომ, რომ G-წერტილი ოდნავ შესქელებული უბანია. ამ წერტილის პოვნა ადვილია მაშინ როცა ქალი აგზნებულია ან კიდევ ახალი გადატანილი აქვს ორგაზმი, ამ დროს ეს უბანი 2-ჯერ იმატებს ზომაში.
სექსის დროს ამ წერტილის მიგნება და სტიმულაცია რთულია, თუ არ იცი სასურველი პოზები. ასევე უნდა ითქვას, რომ არსებობს სპეციალიზირებული სექს-სათამაშოები, რომლებიც G-წერტილის სტიმულაციისთვისაა შექმნილი.
<კლიტორის და G-წერტილის სტიმულატორი>
მოცემული თემა იმდენად პოპულარული და აქტუალური გახდა, რომ გინეკოლოგმა მეტლოკმა ქალებს შესთავაზა ამ წერტილის კოლაგენის ინექციით გადიდება. თუმცა ეს პროცედურა დიდად სანდო არ იყო და ახლაც ეჭვის თვალით უყურებენ.
საშოს სიღრმეში მრავლობითი ნერვული კვანძებია, რომლებიც ქმნიან შარდის ბუშტის ნერვებს. ფიქრობენ, რომ ამ წერტილის არსებობა ნერვულ კვანძებს უკავშირდება. ვინაიდა კლიტორის სტიმულაციით შეგრძნება გადაეცემა სასირცხვო ნერვს (კლიტორული ორგაზმი), სშოდან-მენჯის ნერვებს (ვაგინალური ორგაზმი).
G-წერტილის ორგაზმი კი შერეულ ხასიათს ატარებს და შედარებით ძლიერი და მკვეთრია.
ქალების დიდ ნაწილს არც განუცდია G-წერტილის სტიმულაცია რას ნიშნავს, შესაბამისად არც ამგვარი ორგაზმი მიუღია, ან არ იცოდა ამ წერტილზე არაფერი. სინამდვილეში G-წერტილის არსებობა საკმაოდ საკამათო საკითხია, მისი არსებობის მომხრეების თქმით ის პროსტატის ანალოგია, რომელიც ჩანასახოვან განვითარებაში გაიჭედა და ამიტომ მისი პოვნა რთულია. იტალიელი გინეკოლოგის ჯანინის თქმით ულტრაბგერითი გამოკვლევისას საშოს წინა ანუ ურეთრის უკანა კედელზე აღინიშნებ განსხვავებული შენების ქსოვილი, რომელიც გინეკოლოგმა ზემოაშნულ წერტილად მიიღო.

და ბოლოს, G წერტილის პოვნისთვის რამდენიმე რჩევა.

  1. G წერტილი მდებარეობს საშოს წინა კედელზე საშუალოდ 5-6 სმ სიღრმეზე. ამიტომაც მის აღმოსაჩენად თითების სიგრძე ნაკლები არ უნდა იყოს;
  2. ძებნის დაწყების წინ ხელების დაბანა აუცილებელია;
  3. ქალი უნდა იწვეს ჰორიზონტალ მდგომარეობაში, ზურგზე და ფეხებგაშლილი;
  4. აუცილებელია ქალი იყოს აგზნებული და პარტნიორმა შეიტანოს საშოში საჩვენებელი და შუა თითი ერთდროულად;
  5. საჭიროა კედლის გასქელებული უბნის ძებნა და ქალის რეაქციაზე დაკვირვება.

..

 

..