ბაზალური ტემპერატურა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

რა არის ბაზალური ტემპერატურა

ბაზალური ტემპერატურა – ყველაზე დაბალი ტემპერატურაა, რომელსაც აღწევს სხეული მოსვენებულ მდგომაარეობაში (ძილის დროს). ბაზალური ტემპერატურის გაზომვა ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტია, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ ქალის ორგანიზმის ჰორმონული ჰომეოსტაზი და განვსაზღვროთ მენსტრუალური ციკლის ფერტილური ფაზა.

რაში მდგომარეობს ბაზალური ტემპერატურის მეთოდის პრინციპი?

ამ მეთოდს საფუძვლად უდევს პროჟესტერონის ზემოქმედება ჰიპოთალამუსის თერმორეცეპროტებზე, რის გამოც მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში, როდესაც სისხლში მატულობს პროჟესტერონის რაოდენობა, შესაბამისად  მატულობს ბაზალური ტემპერატურაც.

ორსულობა-ოვულაციის კავშირი ბაზალურ ტემპერატურასთან

ბაზალური ტემპერატურის კორექტული გაზომვა, საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ ოვულაციის დადგომა. ოვულაციამდე, ციკლის პირველ ფაზაში, ესტროგენების სიჭარბის გამო ბაზალური ტემპერატურა დაბალია (36–36.6 °С). ოვულაციის შემდეგ სისხლში მატულობს პროჟესტერონი და მატულობს ბაზალური ტემპერატურაც (37.1–37.3 °С). ტემპერატურის მატება შენარჩუნებულია მომდევნო მენსტრუაციამდე და კვლავ ეცემა მისი დაწყების წინ. თუ მენსტრუაციის შეჩერებისას, ორი კვირის განმავლობაში ბაზალური ტემპერატურა რჩება მაღალი (36.8–37.0 °С და ზემოთ), ეს ნიშანია სავარაუდო ორსულობისა და რეკომენდებულია ჩაიტაროთ ორსულობის ტესტი.

სად და როგორ იზომება ბაზალური ტემპერატურა

ბაზალური ტემპერატურა იზომება  სწორ ნაწლავში (რექტალურად). მხოლოდ სწორ ნაწლავში იცვლება ის ციკლურად, საკვერცხეების ფუნქციური მდგომარების მიხედვით – მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონები განაპირობებენ ბაზალური ტემპერატურის ციკლურ ცვლილებებს.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვისას საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:

♦ ტემპერატურა გაიზომეთ გაღვიძებისთანავე, საწოლიდან აუდგომლად, მშვიდ მდგომარეობაში ერთსა და იმავე დროს, იმ პირობით, რომ ბოლო 6 საათის ძილი იყო უწყვეტი;
♦ გამოიყენეთ ერთი და იგივე თერმომეტრი;
♦ მონაცემების შეგროვება დაიწყეთ ნებისმიერ დროს, თუმცა უმჯობესია ციკლის დაწყებისთანავე;
♦ მეტი ინფორმატიულობისათვის, საჭიროა გაზომვების ჩატარება არანაკლებ 3 თვის განმავლობაში.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბაზალური ტემპერატურის გაზომვისას

მონაცემები არაზუსტია, როცა გაზომვა ხდება რაიმე დაავადების ფონზე, – როცა ტემპერატურა მომატებულია, ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, ასევე საძილე, დამამშვიდებელი, ჰორმონული პრეპარატების, ალკოჰოლის მიღებისას, ხანგრძლივი მგზავრობისას. ასევე თუკი ქალს ჰქონდა სქესობრივი აქტი გაზომვამდე ბოლო 4 საათის ინტერვალში.

როგორი თერმომეტრი გამოვიყენოთ ბაზალური ტემპერატურის გაზომვისას

ბაზალური ტემპერატურის გასაზომად მოსახერხებელია ელქტრონული თერმომეტრის გამოყენება.

სად შევიძინოთ თერმომეტრი ბაზალური ტემპერატურის გასაზომად

თერმომეტრი შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზიებიდან, გამომდინარე ინტერნეტ-მაღაზიებში განთავსებული  ასორტიმენტის ფართო არჩევანიდან – ფორმის, ფასის, ბრენდის, სხვადასხვა დამატებითი  ფუნქციების  და ა. შ. მიხედვით.


webბაზალური ტემპერატურა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!